თუშური შთაბეჭდილებები

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by kotetbeli » 22 აგვ 2005, 23:20

თუშეთიდან ჩამოვედი. სით ვიყავ, რაგვერ ვიყავი, ემანდ უსტარში გეტყვითა: გომეწრის ხეობაში გახლდით, სადაც მთები ფშავის მთებზე უფრო მაღალია და მოსახლეობა-ხევსურეთის მოსახლეობაზე უფრო მრავალი. ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ ადათ-წესები შედარებით კარგადაა შემონახული, კარგად შემონახულს კარგი დამთვალიერებელ-მნახველი უნდაო და მეც შემოვახტი ცხენს... შემოვახტი და ქედი ცას მივაბჯინე... ჩავიხედე ქვეშ და აწვერილი მთების შუაში მატყლივით ჩაფენილი ნისლი დავინახე... მერე თუშმა გოგომ შემომხედა და თავისი მზერით უსასრულო სივრცეში გამტყორცნა...
ჩემ თუშ მეგობართან ჩავედი ქვემო ალვანში, რომელიც შესანიშნავადაა დაპროექტებული თავისი ლარივით გაჭიმული და მართი კუთხეებით გადაბმული ქუჩებით. ქვემო ალვანიდან მეორე დღეს თუშეთისკენ ავიღეთ გეზი სამხიდიანი "კამაზით", რომლის საბარგულზეც 25-მდე მგზავრი ვისხედით, ოღონდ, როგორც მძღოლმა თქვა, 20 ტონა(!) სამშენებლო მასალისა და პროდუქტების ზემოდან... ის იყო, ალვანს გავცდით, რომ ჩემმა მეგობარმა მითხრა- აბა, იმ მთას შეხედეო (გზისკენ ზურგით ვიჯექი), შევხედე და გავვოცდი, ეს ის ლეგენდარული უღელტეხილი-"ცერი" იყო, რომლის იქითაც თუშეთის ჰაერი ქროდა. დიდ ნისლში უზარმაზარი მთის კონტურები გაურკვევლად ჩანდა. ვაა, რამხელაა-მეთქი და... ჩემმა მეგობარმა გაიცინა, რასაც ხედავ, ეგ ცერის ძირიაო... და მაშინ ვითხოვე პირველი ჭიქა არაყი... ბევრი რომ არ გავაგრძელო, კარგად შევთვერით, თან ორი ძალიან ლამაზი თბილისელი სტუმარი გოგოც მგზავრობდა ჩვენთან ერთად და, რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, მასეთი უსასიამოვნოესი სანახაობა დედამიწის ზურგზე, როგორიც ლამაზი გოგოა, ძალიან უწყობს ხელს მალე დათრობას... როდესაც სასიამოვნო "ტემპერატურას" მივაღწიე, სუფრას გამოვეთიშე და შუა საბარგულში მყუდროდ მოვთავსდი და ერთ-ერთ გოგოს ბიოლოგიაზე ვესაუბრებოდი(ცხოვრებაში პირველად ვსაუბრობდი ბიოლოგიაზე), რეზომ, ჩემმა მეგობარმა, აბა ეხლა ძირს გადაიხედეო. წამოვიწიე, გადავიხედე და... მაშინ მივუჯექი სუფრას მეორედ... ალბათ ცხოვრებაში ყველაზე თავმდაბალი გრძნობით მაშინ დავლიე ღმერთის სადიდებელი, ალბათ მაშინ მქონდა ყველაზე ჭეშმარიტი ცხოვრებისეული ფასეულობების შეგრძნება...
100 კილომეტრისა და 10 საათიანი მგზავრობისას გავიარეთ შემდეგი სოფლები: ლალისყური, ფშაველი, ლეჩური, ჭალა, ხისო, ომალო, ზემო ომალო, მირგველა, ბოჭორნა, დოჭუ, ბეღელა, ჯვარბოსელი, ალისგორი, ვერხოვანი და ყველაზე ბოლო და ლამაზ სოფელს, კოკლათას მივადექით, რომელიც მთის თავზეა შეფენილი. ისევე, როგორც ყველა სოფელში, აქაც სახლის კედლებიც და სახურავიც სხიპი ქვებით, ყოველგვარი დუღაბის გარეშეა აშენებული. დადგენილი წესით, კოკლათა ერთადერთი სოფელია, სადაც მხოლოდ ერთი გვარის ბიძაშვილები- ბაშინურიძეები ცხოვრობენ, რადგან სიძისთვის იკრძალება იმ ადგილას სახლის აშენება, თავისდროზე გადამხდარი მზაკვრული ისტორიის მქონე ძველი თქმულების გამო, რომლის მიხედვითაც, მოსულმა სიძემ სოფლის უხუცეს მკვიდრს მოკვლა დაუპირა.
არ მინდა ყველაფრის დაწვრილებით დაწერა, "თავს რომ ვხდი" თითქოს მოგონების გარკვეული ნაწილი "ქარვდებაო"...
7 აგვისტოს კოკლათის სალოცავის, მთავარანგელოზის დღეობა იყო. სოფლის ციხე-კოშკიდან დროშა და ზარი გამოიტანეს, შემდეგ კი ალუდით და არყით დავილოცეთ.
კოკლათის მთავარანგელოზის დღეობამდე, მე, ჩემი მეგობარი რეზო და რეზოს ბიძაშვილი ჯარჯი წოვათაში წავედით ცხენებით, ჯარჯის შეთქმული ხარი უნდა წამოგვეყვანა კოკლათაში. წოვათა რამდენიმე კილომეტრშია კოკლათიდან, თუმცა, ის "რამდენიმე" კილომეტრი უვიწროესი ბილიკია სავალი, რომლის ქვემოთ ხრამში წვრილად მოჩანს ალაზანი, ზემოდან კი, მთის ზედა ნახევარი დაგყურებს. როგორც კი ამ ბილიკს შევუდექით, დაახლოებით ისეთი ტონით, როგორითაც თბილისის რომელიმე კაფეში მყუდროდ მჯდომი ეტყვი ვინმეს- "ჩაიში შაქარს ნუ ჩაყრი, ისე ჯობია", ჩემმა მეგობარმა მითხრა: "უზანგებში ფეხს ნუ გაყოფ, ცხენს ფეხი თუ ჩაუვარდა უნდა გადმოხტე..." როდესაც ასეთი შემთხვევებით დაღუპული ადამიანების მოსახსენებლად დადგმულ ნიშასაც ჩაუვლი გვერდზე, სიკვდილი უკვე ძალიან ახლოსაა, თითქოს აგედევნა და ცხენით მოგყვება...
გზად გავიარეთ ლეგენდარული სოფელი, 400-მდე მეომრის გამომყვანი-"წარო", რომელსაც გადმოცემით ერთი მთლიანი სახურავი ჰქონდა მტრისგან დასაჯავშნად და საერთოდ უჩინარი იყო. თუშეთის ამ უძლიერეს სოფელში ეპიდემია გაჩენილა ერთ ზამთარს. ეპიდემია რომ არ გავრცელებულიყო, მთელი სოფელი ჩაკეტილა და თვითონვე ამოხოცილან ერთიანად...
გადავედით წოვათაში, ბილიკზე კონცენტრირებისაგან ფსიქოლოგიურად დავიღალე. მოკლედ, ხარი ვერ ვიპოვეთ და მის პოვნას მწყემსები შემდეგი დღისთვის შეგვპირდნენ, მაგრამ ჩემ ბედზე მთელი წოვათა მოვიარეთ მის ძებნაში. წოვათა არის ალაზანს გაყოლებული გრძელი და ვაკე ადგილი, რომელიც უზარმაზარი მთების შუაშია მოთავსებული.
შებინდდა. უკან იგივე გზა გველოდა... და მაშინ მივხვდი როგორი იყო ის უცნაური და უბადლო სიმამაცე, რომლის მეშვეობითაც თუშებმა სხვადასხვა დროის უძლიერესი და უამრავი მტერი დაძლიეს... იმაზე აღარ იყო ლაპარაკი, რომ შინ დაბრუნება გვეჩქარა დაღამებამდე. იქვე, ცხვრის ბინაში შევიარეთ ჯარჯის მეგობარ მეცხვარესთან, დავლიეთ შვიდიოდე ჭიქა არაყი და გავსინჯე გორდილა- მეცხვარეების პური, იგივე მოხარშული ცომი, წავუქეიფეთ... აი, იმ ქეიფის მერე იყო, რომ ზემოთ ნახსენებ "საშიშ" ბილიკზე შუაღამისას ცხენებს მივაჭენებდით ჩვენი სოფლისკენ... აქეთ გავიხედე, იქით გავიხედე და... ის ოხერი სიკვდილი სადღაც გამპარვიყო, აღარსად ჩანდა... ცხოვრებაში ყველაზე ნაკლებად მაშინ ვიყავი სიკვდილის შიშზე დამოკიდებული... თურმე, სიკვდილმა თუ ვერ შეგაშინა, მერე გიმეგობრდება. ეს სიმამაცე და გამბედაობა გააზრებულია და ამაშია მისი უბადლო სიძლიერე: თუ სუფთა გულით იტყვი ღმერთის სადიდებელს, შენ სიტყვაში ჩადებ ძალას და ღმერთისადმი მინდობას, შენ ზეადამიანური შესაძლებლობების ხარისხში ახვალ, საჭიროების შესაბამისად!.. ყველაზე ტკბილი სათქმელის დროც სწორედ ახლაა: თუშეთიდან გამომყვა ულამაზესი თუში გოგოს უკეთილშობილესი და უკეთილგონიერესი მზერა, როდესაც კოცონთან მარტო მდგომს ცხენით ჩამიქროლა და ფიჩხებს ლაწალუწი დააწყებინა... ეს გრძნობა რუსთაველისეულ რანგშია, სპეტაკია და ზარივით ძლიერი, უსასრულო სივრცის მომცველი...
მე თუშეთიდან ჩამოვედი!
Last edited by kotetbeli on 20 ივლ 2006, 01:01, edited 5 times in total.
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
თუშური შთაბეჭდილებები

Post by navigator » 23 აგვ 2005, 10:08

kotetbeli
:UP:
ფოტომასალა იქნება? 8)

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by ilia » 23 აგვ 2005, 16:28

kotetbeli
ზალიან კარგი მონაყოლია, ყოჩაღ!

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by kotetbeli » 23 აგვ 2005, 23:31

navigator ფოტომასალა აუცილებლად იქნება:)
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by kotetbeli » 23 აგვ 2005, 23:33

iliaგუშინ ღამემდე ვითმინე მაგის მოყოლა და...:) არ ვიცი ძმაო, ეგეთი არაფერი მინახავს, ეხლაც დაბურბუსელავებული დავდივარ შთაბეჭდილებებისგან:)
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
თუშური შთაბეჭდილებები

Post by Kakha » 24 აგვ 2005, 08:52

ისე, ჩვენი ჟურნალისტების მცირე ნაწილი მაინც, რომ ახერსებდეს ასე ამბების მოყოლას.......

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by ilia » 24 აგვ 2005, 10:15

kotetbeli
რომ ვკითხულობდი, დამბურძგლა.

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by გვალდა » 24 აგვ 2005, 13:30

kotetbeli
დიდი მადლობა !!!
სვანეთოლოგი

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
თუშური შთაბეჭდილებები

Post by Gvalva » 24 აგვ 2005, 17:24

მიყვარს როცა კოტეტბელი სადმე მიდის, ვიცი რომ რომ ჩამოვა ძალიან ლამაზად მოყვება.

გომეწრის ხეობა და წოვა თუშები ძალიან მაინტერესებს

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by kotetbeli » 24 აგვ 2005, 17:30

პირიქით, ხალხო, მადლობა! გულის სიღრმეში მერიდებოდა ასეთი სტილით დაწერა, მარა გვალვამ გამამხნევა :lol: უბრალოდ, მინდოდა ამ ემოციაში ყველანი ჩამეყოლიებინეთ... ეს ემოცია ყველას გვეყოფა... თავშეკავებული კი ვარ, მარა თუშეთმა მართლა გამაოცა, ეგეთი არც ფშავში მინახავს და არც ხევსურეთში... ეგ რაა, პირისპირ რო გნახავთ, მერე მოგიყვებით თუ მოგიყვებით... :lol: არც თენგო ბაშინურიძე მიხსენებია ამ წერილში, რომელიც 12 წლისაა და 30-მდე დოღშია გამარჯვებული...
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
თუშური შთაბეჭდილებები

Post by Gvalva » 24 აგვ 2005, 17:39

kotetbeli

მიდი-მიდი ახსენე ყველა, პირისპირ მრავალჯერ მოყოლას ერთხელ დაწერა ჯობიაო, არ გაგიგონია? :)

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by Nika » 24 აგვ 2005, 19:57

kotetbeli
წასვლის ამბებიც მოყევი. ჩვენ რო მოგვინდეს როგორ ვქნათ ეგ საქმე.

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by ilia » 24 აგვ 2005, 22:02

kotetbeli
მოხსენი გუდას პირი, ყველას ძაან გვაინტერესებს.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
თუშური შთაბეჭდილებები

Post by Gvalva » 25 აგვ 2005, 00:21

ტრებუემ პრადალჟენიე ბანკეტა!!

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by kotetbeli » 25 აგვ 2005, 23:22

Gvalva
ოღონდ "ბანკეტი" არა რა... ეგრევე არაყი მახსენდება და ცუდად ვარ :D
მოკლედ, ორთაჭალიდან მივყვებით ალვანის მარშრუტკას და ჩავდივართ ქვემო ალვანში(ქვემო და ზემო ალვანებს შორის განსხვავება 300 მეტრია).
ქვემო ალვანიდან თუშეთისკენ გადიან კამაზები, ოღონდ ყოველ დღე არა, როცა "კუზაოს" გასავსები ხალხი (დაახლ.25 კაცი) შეგროვდება სოფელში. მე ნაცნობობით შემიძლია ეგ ღირშესანიშნაი დღე წინასწარ გავიგო :lol: ან უფრო ფიმფამფო და ძვირ პონტს გეტყვით: ქვემოალვანიდან თუშეთისკენ ტაქსაობენ ნივები, თითოეული ნივა 4 კაცს ისვამს, რომლისგანაც 30 ლარს იღებს, ხოლო კამაზი სადღაც 10 ლ. ომალოში რო დაბანაკდეს კაცი, პრდაპირ არ ვიცი რა მაგარია, უძლიერესი ადგილია, მაგრამ... შეგვიძლია ღრმა თუშეთისკენაც გავუყვეთ და გზა გავაგრძელოთ.
და რაც მთავარია, ყველაზე კარგი დროა ივლისის ბოლო და აგვისტოს დასაწყისი ან სექტემბერი. ხალხმრავლობის და ტრანსპორტის მიმოსვლის მხრივაც და სილამაზის ამბავშიც, ვოტ. აბა, ავიტაცოთ, ავიტაცოთ... :D :D
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]