წალკა-ტაბაწყური-ბორჯომი-ახალციხ&

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
წალკა-ტაბაწყური-ბორჯომი-ახალციხ&

Post by Kakha » 18 აგვ 2005, 11:39

შვებულების რამდენიმე დღე დავუთმე მოგზაურობა-ლაშქრობას ჩემს ოჯახთან ერთად. მგონია, რომ შეიძლება საინტერესო იყოს და სამომავლო გეგმებისათვის იდეები მოგცეთ. ჰო, დამავიწყდა - მანქანით ვმოძრაობდით.

გავადით 5 აგვისტოს წალკისკენ. რადგან მანგლისის გავლით სამანქანო გზა საარაკოდ დანგრეულია წავედი თეთრი წყაროს გავლით საიდანაც ბპ-ის გასწორებულ-მოვლილ-მოშანდაკებული გზა მიდის წალკისკენ.

წალკაში (უფრო სწორედ სოფელ ბეშთაშენში) სამი დღე გავჩერით არქეოლოგიურ ექსპედიციაში. ადრეც ვიყავი მათთან, დაახლოებით თვე-ნახევრის წინ და ეს ამბავი უკვე მოგიყევით.

ყოველ შემთხვევაში გავიმეორებ, რომ არქეოლოგები თხრიან სოფელ საფარ-ქარაბასთან ძვ. წ. 17-16 საუკუნეების სამაროვანს ბპ-ს მილსადეის გაყოლებაზე. გათხრებს ბპ აფინანსებს. უზრმაზარი ტერიტორია ითხრება. ასეთი მასშტაბის გათხები საქართველოში არც კი გამიგია.

აი ნახეთ

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
წალკა-ტაბაწყური-ბორჯომი-ახალციხ&

Post by Kakha » 18 აგვ 2005, 11:44

ქვებს რომ ხედავთ უკანა პლანზე, ყველა ბრინჯოას ხანის ხალხის მოტანილია და საფლავებისთვისაა გამოყენებული.

საფლავებს ქვის წერეები აქვთ შემოყოლილი. ცენტრიში კი ძირითადი კამერაა (ანუ თავად სამარხი), რომელიც დიდი ბრტყელი ქვებითაა ხოლმე გადახურული. საფლავისგან ჩრდილოეთით, 1-2 მეტრის მოშორებით ე. წ. სააღაპე მოედნებია თუ ადგილებია გამართული. ახალანდელი ენით რომ ვთქვათ იქ ქელეხის ნაწილი თუ მთილანად ქელეხი იმართებოდა.

გათხრილი და უკვე ნივთებ-მიცვალებულ ალაგებული სამარხი ასე გამოიყურება (ეს ბავშვის სამარხი ყოფილა)

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
წალკა-ტაბაწყური-ბორჯომი-ახალციხ&

Post by Kakha » 18 აგვ 2005, 11:55

ორმო რომაა უკანა პლანზე, სწორედ ეგაა სააღაპე ადგილი. როგორც წესი აქ სამ ოტ ჭურეჭელს პოულეობენ: ერთ დიდ ქოთანს, ერთ საშუალო ზომის ქოთანს და ერთი ორ ჯამს. ამ ჭურჭლებში ეწყო საწელეხო საჭმელი. როგორც ჩანს შილა უკვე მაშინ ოცოდნენ. წალკაში პირველი მოგზაურობის აღწერაში უკვე ვწერდი, რომ ჭურჭლიდან აღებული მიწის ნიმუშების მიხედვით იგებენ რა იყო იქ - ჰოდა აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ ქოთანში ცხვრის ძვლები იყო ხორბალთან ერთად. ნუ დაგავიწყდებათ რომ მაშინ ბრინჯი არ ჰქონდათ, ყოველ შემთხვევაში საქართველოში და შესაბამისად როგორც ჩანს შილას ხორბლით აკეთებდნენ!

აი ასე გამოიყურება სააღაპე ადგილი ვიდრე ჭურჭლებს აალაგებენ

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
წალკა-ტაბაწყური-ბორჯომი-ახალციხ&

Post by Kakha » 18 აგვ 2005, 12:01

ჩვენი ექპედიციაში სტუმრობისას ამთავრებდენე ერთი დიდი სამარხის გათხრას. როგორც წესი დიდი სამარხი გამორჩეულად მდიდარსა და გავლენიან კაცს თუ ქალს ეკუთვნის ხოლმე და შესაბამისაც მეტი ნივთებიცაა ხოლმე ჩაყოლებული. ამ შემთხვევაში ეს იყო ასაკოვანი და საკმაოდ დიდი ზომის კაცის სამარხი. მიცვალებული ესვენა საკაცის მსგვას საგანზე. საკაცის წინ კი ორი ცხარი იყო დაკლულ-ჩასვენებულ-ჩატანებული. ყოველივე ძალიან ჰგავდა ეტლის მოდელის შექმნის მცდელობას.

აი ეს სამარხიც

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
წალკა-ტაბაწყური-ბორჯომი-ახალციხ&

Post by Kakha » 18 აგვ 2005, 12:06

კიდევ ორიოდ ფოტო წალკის მიდამოებიდან და მერე გავუდგებით დანარჩენ მარშრუტს.

ბეშთაშენთან არის ადგილი რომელსაც ადგილობრივები ეძახიან ელი-ბაბას. აქ ამ თორმეტიოდე წლის წინ გაითხარა გვიან-ბრინჯოას ნასახლარი. ესაა მთის თუ ბორცვის კონცხი, რომელსაც სასიმაგრო კედელი მასზე მიდგმული ოთახებით შემოყვება.

თუ დააკვირდებით ფოტოს ოთახებს დაინახავთ. ცხადია გათხრების შემდეგ აქ ბალახი უხვად ამობიბინდა.

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
წალკა-ტაბაწყური-ბორჯომი-ახალციხ&

Post by Kakha » 18 აგვ 2005, 12:07

თავად ელი-ბაბა კი ასეთია - ბორცვის ქვიანი კონცხი (ოღონ ქვები ოდესღაც სამოსახლოს ეკუთვნოდა)

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
წალკა-ტაბაწყური-ბორჯომი-ახალციხ&

Post by Kakha » 18 აგვ 2005, 12:10

ასე და ამგვარად სამი დღე არქეოლოგებთან სტუმრობის შემდეგ, 8 აგვისტოს გავუყევით ისევ ბპ-ის აშენებულ-მოწესრიგებლ გზას ტაბაწყურისკენ იმ განზარახვით, რომ ცხრაწყაროს უღელტეხილით გადავსულიყავით ბორჯომის ხეობაში.

გზად გვერდით ჩავუარეთ საბიდახჩას ეკლესიას

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
წალკა-ტაბაწყური-ბორჯომი-ახალციხ&

Post by Kakha » 18 აგვ 2005, 12:12

და მივედით ტაბაწყურამდე

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
წალკა-ტაბაწყური-ბორჯომი-ახალციხ&

Post by Kakha » 18 აგვ 2005, 12:14

როგორც მთაში იცის ხოლმე ამინდი ხშირ-ხშირად იცვლებოდა. ტაბაწყურთან მოღუბლული იყო, რამდენიმე წუთის შემდეგ კი, იქვე ტაბაწყურს ზემოთ მდელოებზე მზემ გამოანათა და ასეთი ხედი გადაიშალა

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
წალკა-ტაბაწყური-ბორჯომი-ახალციხ&

Post by Kakha » 18 აგვ 2005, 12:16

თავად ცხრაწყაროს უღელტეხილზე ნისლი იდგა, რომელიც წოტათი აიწია როცა ბორჯომის ხეობისკენ დავეშვით.

ასე ცანს ბპ-ს მშენებლობა ცხრაწყაროდან

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
წალკა-ტაბაწყური-ბორჯომი-ახალციხ&

Post by Kakha » 18 აგვ 2005, 12:36

ბაკურიანიდან ბორჯომისაკენ გზად ტომოთესუბანში (იგივე კომოთესუბანში) შევიარეთ. ეს ტაძარი ზუსტად ყინცვისითან ერთადაა აშენებული, ისიც აგურისაა და ძალზე მაღალი დონის ფრესკები ამშვენებს. ფრესკებს ამჟამად ამაგრებენ. თუმცა ტიმოთესუბნის ფრესკების გამაგრებისათვის თავდაპრიველი საკვლევი სამუშაოები უცხოურმა ფონდებმა დააფინანსეს, ახლა თავად გამაგრებას საქართველოს მთავრობა აფინანსეს, რაც, რაღა თქმა უნდა, კარგი ნიშანია.

ტიმოთესუბანი

Guest
წალკა-ტაბაწყური-ბორჯომი-ახალციხ&

Post by Guest » 18 აგვ 2005, 12:38

ბორჯომის ხეობაში ჯერ კიდევ შემოჩა ხის ძელური სახლები, ასე სახასიათო ამ ადგილებისათვის მეოცე საუკუნის დასაწყისში.

აი სახლი სოფელ ტიმოთესუბანში

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
წალკა-ტაბაწყური-ბორჯომი-ახალციხ&

Post by Kakha » 18 აგვ 2005, 12:47

არ ვიცი წინა ფოტო როგორც სტუმარის მიერ დადებული რატომ გამოჩნდა...

გზად ახალციხისკენ, სადაც ღამე მეგობართან უნდა გამეთია გადავწყვიტეთ კიდევ რამდენიმე არქეოლოგიური გათხრა გვენახა ბპ-ს მშენებლობის გაყოლებაზე. აქ ბპ-ის მილსადენის კილომეტრების მიხედვით თვლიან ადგილებს. მოკლედ უნდა გვენახა 202, 207 და 212 კილომეტრები. 202 და 207 სოფლებ ტაძრისსა და თისელს შორისაა. ტაძრისში მისასვლელად სოფელ დვირთან გადავუხვიე ტრასიდან, გადავედი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გავიარე თავად დვირი, საკირე და ბოლოს ტაძრისი. მართლა ძალზე ლამაზი სოფლებია. ტაძრისის სოფლის თავში კი გზა დამხვდა.... საღოლ ჩემი ნივა. ასია თუ ისე გავედით ბპ-ს ტრასაზე. ბპ-ის გზა კია სწორი მაგრამ თიხნარი ნიადაგია და რამდენიმე ადგილას ისეთი აღმართ დაღმართია, რომ ნივითაც კი ჯობია წვიმაში მან არ მოხვდე. არადა იღუბლებოდა...

გზად ვნახეთ გაზსადენის მილებს როგორ ცლიდნენ. თურმე ვაკუუმით იკრავს ამოდნა მილს ტრაქტორი და ისე სწევს მაღლა

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
წალკა-ტაბაწყური-ბორჯომი-ახალციხ&

Post by Kakha » 18 აგვ 2005, 12:52

ისე, თუ ამჩნევთ საბაზრო ეკონომიკა რას შვრება. წინა ფოტოზე, თუ დააკვირდებით, მარცხენა ქვედა ნაწილში მენაყინეა. კაცმა არ იცის რამდენი კილომეტრი აქვს გამოვლილი რომ ნაყინი მიყიდოს მშენებლებს. საფარ-ქარაბაშიც, გათხრებზე ერთი შეჩვეული მენეყინე ჰყავთ, რომელიც წალკიდან ანუ დაახოლებით 7-8 კილომეტრიდან მოდის ფეხით.

ამ მონაკვეთზე სურათები თითქმის არ გადამიღია, რადგან მოიღუბლა და პირველი წინწკლებიც წამოვიდა. ჩემმა მეგობარმა არქეოლოგებმა მირჩიეს სასწრაფოდ გავცლოდი იქაურობას თიხნარის გამო.

ასია, თუ ისეა თისელთან გამოვედი ჩვეულებრივ სამანქანო გზაზე და მივუახლოვდი აწყურს. ამ დროს კარგად გაწვიმდა კიდეც. აი ასეთი აწყურის ციხე ამ კუთხიდან წვიმაში

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
წალკა-ტაბაწყური-ბორჯომი-ახალციხ&

Post by Kakha » 18 აგვ 2005, 12:56

წვიმამ მალევე გადაიღო და ამიტომ გადავწყვიტეთ აწურის ტაძარიც გვენახა. სხვათა შორის მოცულბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ყოფილა საქართველოში. მიწისძვრამ დაანგრია თავის დროზე და ახლა სავალალო მდგომარეობაშია, თუმცა სარესტავრაციო სამუშაოები დაწყებულია.

ესაა აწყურის ტაძრის ინტერიეტი. არ ვიცი, იძლევა თუ არა იმ კოლოსალური სივრცის შეგრძნებას რომელიც ადგილზე გეუფლება

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]