საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია
User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07

Post by Gvalva » 17 ივლ 2007, 10:50

paata_
popins

გაიხარეთ, მაგარი ფოტოებია მარა, რა ჩაგიწვნიათ მიღმახევი და შატილი ერთმანეთში, დაბნეულობას გამოიწვევს დარწმუნებული ვარ :)

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07

Post by paata_ » 17 ივლ 2007, 10:56

Gvalva


ხო, მეგონა პოპინსი მორჩა დადებას ფოტოების :(


პ.ს. ლელა, საიტის backup გააკეთე აუცილებლად


User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07

Post by popins » 17 ივლ 2007, 11:02

paata_ wrote:Gvalva


ხო, მეგონა პოპინსი მორჩა დადებას ფოტოების :(


პ.ს. ლელა, საიტის backup გააკეთე აუცილებლად
ამოსუნთქვაც აღარ მაცალო. :lol: :lol: :lol: :lol:
lenchiamal

User avatar
Kavtaradze
იეტი
Posts: 1151
Joined: 27 მაი 2007, 23:34
Location: კოსმოს
საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07

Post by Kavtaradze » 17 ივლ 2007, 11:30

ძალიან მაგარი ყოფილა :) არადა ეჭვიც არ მეპარებოდა :)

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07

Post by ARCHILI » 17 ივლ 2007, 11:36

ხევსურ-სერიალი
===========

ნაწილი V " კარავთ-ქალაქი ანუ ბანაკს დავცემ ქანქარას..."

აბა... ვის უნახავს პოპინსის სახე მშვენიერ მთა-გორიან გზებზე სიარულისას?.. აი, ისეთ გზებზე, ფრანჯრიდან რომ სივრცეში იშლება თვალსაწიერი და გგონია თვით ღრუბელი მიგაქანებსო.. თან ჩვენი მარშუტკაც სწორედ რომ თეთრი იყო.. ოოო.. პოპინსი აქ მშვენიერია... ზემშვენიერიც კი... მრავალფეროვანი და ფერადიც კი.. პოპინსი ასეთ დროს ცისარტყელას ემსგავსება ხოლმე.. ჯერ თეთრი ფერი გადაუმდინარდება ხოლმე სახეზე, მერე ლურჯი.. შემდეგ მონაცრისფრო-მოსტაფილოსფროდ აუელვარდება თვალები.. ამ დროს ექსტრიმის მოყვარული თუ აღმოჩნდა მის გვერდით, სწორედ რომ ისიამოვნებს, თუმცა რეკომენდაციას გაგიწევდით, ამ დროისათვის პოპინსს ახლომახლოდან ბასრი და ბლაგვი ნივთები მოაშოროთ.. რამდენადაც ნებისმიერ წამში შესაძლებელია შეეწიროთ არა საკუთრივ საშიშ გზას, არამედ თავად პოპინსს.. მე მქონდა ბედნიერება თავად გამომეცადა ასეთი ექსტრიმი, რომლის ავტორი თავად მერი პოპინსი ბრძანდებოდა.. უფრო მეტიც, ამ მომენტიდან შემიძლია ნებისმიერს დავუმტკიცო, რომ მერი დეიდა ნამდვილად დაფრინავს.. ამის მტკიცებულებად ის ერთ მომენტიც გამოდგება, როდესაც პოეტურად აყირავებულმა, მზისაკენ ცხვირმიდრეკილმა მარშუტკამ.. ბაც-ო და წაიბორძიკა... და... ეჰეეეიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი........... სად იყო და სად არა, ჩვენი პოპინსი დეიდა სკამების ბოლო რიგიდან როგორც შევარდენი, ისე ნარნარად გადაევლო ზურგჩანთებითა და ნივთებით ჩახერგილ გზას და სადღაც წამის მეასედ ნაწილში უკვე არა თუ მიწაზე, არამედ თითქმის არდოტს იყო მიფრენილი..

ჩვენ, კარაველები, როგორც უბრალო ადამიანები, ამდენ შესაძლებლობას არ ვფლობთ და ფრენის მაგიერ ჩვეულებრივი საზოგადოებრივი მარშუტკით ვმგზავრობდით.. გზაში თეორიული მსჯელობა და საქმიანი დისკუსია გვქონდა ფითოხლართის ემპირიული გადაწყვეტის შესახებ, ფისკალურ-კოლოსალურ-სქოლასტიკურ-კოტეტბელისტურ დეკრუასანიზაციის შესახებ.. გამოითქვა ვარაუდები სინუსისებური და ფიგურალური პერსპექტივების შესახებადაც.. განსაკუთრებით აქტივობდა ბოჭო, რომელმაც გარკვეული მექანიკურ-დესტრუქციული რაკურსის თეორია გაგვაცნო და შედეგად, ჩვენში გარკვეული კორდინისტულ-სუბსტანციური ხედვა ჩამოყალიბდა საკითხის მიმართ... ამ ექსპერიმენტულ-ოფტოპიკისებურ-პაროდისტულ-იუმორისტული თეორიების დეპრაქტიკულირების და წაღმა-უკუღმა ხეტიალის შედეგად ჩვენ მოვიძიეთ ფრიად კონკრეტული ადგილი კარავთ-ქალაქის გასაშენებლად.. ჩვენს მიმდინარე საქმიანობის შემხედვარე იუშენკოც კი შურით გვიცქერდა სადღაც შორეული უკრაინიდან (როგორც დრუიდის სიზმარი), კარავთ-ქალაქის სოკოსებური სწრაფ ტემპებში გაშენების გამო.. მოდიოდა საღამო.. წვიმა შემოპატიჟებას ლამობდა... გზად კარავნაცნობი ფრანგები შეგვხვდნენ.. ვგრძნობდი, საღამოს ლამა შანზ-ელიზეს იმღერებდა...

კარავთ-ყვავილები საღამო სუფრას შლიდნენ.. ლუდი მდინარეში გრილდებოდა.. მე ანკესზე ვოცნებობდი.. მთვარე - უღრუბლო ცაზე.. ღრუბელი კი - ჩვენს მასპინძლობის უნარზე.. ჰოდა.. ცეცხლიც აგიზგიზდა, მდინარის ჩხრიალს კოცონის ტკაცა-ტკუცი და ჩვენი სიცილიც შეემატა... კარავთ-ქალაქი ხევსურ-ფართის ბოლო სამზადისში იყო.. ორი რამ აკლდა მხოლოდ კარავთ-ქალაქს: ადმინ-სასტავი და ბექა ფიცხელაური თავისი ბალალაიკით... ჩვენი მეგობრები ფიზიკურად არც თუ ისე ახლოს იყვნენ... თუმცა, როგორც იტყვიან ზურგის ქარს სწორედ ჩვენსკენ მოჰყავდა თითოეული მათგანი..

====== (არც იოცნებოთ ჯერ დასასრული) გაგრძელება იქნება :arrow:

:wink:
აბალდუი
Last edited by ARCHILI on 17 ივლ 2007, 11:45, edited 2 times in total.
Image

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07

Post by popins » 17 ივლ 2007, 11:38

:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :twisted:
lenchiamal

User avatar
Trouter
მაწანწალა
Posts: 676
Joined: 17 ოქტ 2006, 13:06
Location: Tbilisi
საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07

Post by Trouter » 17 ივლ 2007, 11:53

abaldui
სანამ ჩვენ აქ ვთევზაობდით ე მანდ რა ამბები დაგიტრიალებია! :wink:

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07

Post by Varvara » 17 ივლ 2007, 11:55

abaldui wrote:
ორი რამ აკლდა მხოლოდ კარავთ-ქალაქს: ადმინ-სასტავი და ბექა ფიცხელაური თავისი ბალალაიკით...
მისტერ ჯონსონ, თქვენ გინდათ თქვათ, რომ გიტარა არ გქონდათ და გობეს გულნარა არ უმღერია? :shock:

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07

Post by ZVIOSULI » 17 ივლ 2007, 11:55

არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა? -ანუ - განსაკუთრებული არაფერი მომხდარა?
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07

Post by KINALOKO » 17 ივლ 2007, 13:34

zviorgatori wrote:არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა? -ანუ - განსაკუთრებული არაფერი მომხდარა?
კი, როგორ არა, ჩამოვედით :!:
:roll:
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

Bocho
მაწანწალა
Posts: 736
Joined: 26 სექ 2006, 14:21
Location: Tbilisi
საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07

Post by Bocho » 17 ივლ 2007, 13:35

Varvara
დიახთ, გიტარა, არ იყო, მაგრამ იყვნენ ფოლკლორისტები(ლამა & Co) და ქუჩის მომღერლები (ბოჭო & ბოჭო).
როგორც პაატამ აღნიშნა, აშკარად მაკლდა გიტარა. ჩემს გიტარას კიდევ გრიფი და 2 სიმი აკლია :(
Анархия Мать Порядка

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07

Post by popins » 17 ივლ 2007, 13:38

Bocho
ბატონო ბოჭო სამტრედიიის ქორწილებში ათვისებული თქვენი რეპერტუარი :lol: :lol: :lol: ძალიან შთამბეჭდავი იყო
8)
lenchiamal

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07

Post by GOGONA » 17 ივლ 2007, 13:54

აააუუუუუუუუუუუუ.......
Image

რა მაგარიიააააა.......
Image

კარგები ხაააართ!!!!!!!!!
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07

Post by ARCHILI » 17 ივლ 2007, 13:56

zviorgatori wrote:არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა? -ანუ - განსაკუთრებული არაფერი მომხდარა?

ძმაო, ზვიორგატორი.. განსაკუთრებულობათა მთელი კასკადი დაიწყო 14 ივლისის დილის 06.00-ზე და დროებით დასრულდა 15 ივლისის 22.30-ზე დაახლოებით, საქართველოს დროით...

შენ კონკრეტულად რა გაინტერესებს... ფრენა პოპინსის გარდა ვერავინ ისწავლა, მუცოზე ასვლა-ჩამოსვლა ყოველ 6 საათში და სუტკაში ორჯერ გურულის გარდა ვერავინ შეძლო, ცხრა მთისა და ცხრა მდინარის გადავლა ადმინ-კამანდამ მოახერხა მხოლოდ.. წვიმის შეშინება თავის მზიანობით კი მთელმა კარავმა იკისრა..

შენ, სხვა რა სასწაულები გაინტერესებს ისეთი, კარავის შესაძლებლობებში რომ არ შესულიყო?

:wink:

აბალდუი
Image

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]