მდევარი არმაზის ხეობაში
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
მდევარი არმაზის ხეობაში
კვირას, 7 ნოემბერს, რევოლუციასთან ყოველგვარი კავშირის გარეშე, დიდი ჯგუფი გაემართა არმაზის ხეობაში, დილის 8 საათზე შეიკრიბნენ დიდუბეში. საპატიო და უპატიებელი მიზეზების გამო, მე და ჩემი მეგობარი 12 საათზე გავედით მდევრად. მიუხედავად იმისი რომ ორივეს შეგვიძლია ვთქვათ, "სადღა აღარ ვყოფილვარ და რა არ მინახავს" არმაზის ხეობა მხოლოდ ზოგადად ვიცოდით სად იყო, მაგრამ ამინდი ისეთი არაჩვეულებრივი იყო, ბუნებაში გაუსვლელობა დაუშვებელი იყო. ვთქვით რომ, თუ ვიპოვეთ, ვიპოვეთ, თუ არა, 3 საატი სადაც გახდება იქიდან დავბრუნდებით უკანო. როდესაც გზიდან გადავუხვიეთ იმხელა ბილიკი შედიოდა ტყეში, იმას ბილიკი აღარ ერქვა, ის იყო ტრასა, და ჩვენც იმედიანად დავადექით ამ გზას. ტყეში ყოველთვის დიდ ჯგუფთან ერთად დავდივარ ხოლმე და ამჯერად ყველაზე მეტად რაც მაოცებდა ეს იყო სიჩუმე, რატომღაც ჩიტებიც არ ჭიკჭიკებდნენ, ალბათ გაფრინდნენ უკვე. შემოდგომაზე თუ კი რამე თქმულა, ყველა ტყუილად შეწუხებულა, ასეთი სილამაზის აღწერა შეუძლებელია. ეს განცდები კიდევ უფრო იმიტომ გამძაფრდა რომ მე წასვლას აღარ ვაპირებდი და რა კარგია (კიდე კარგი) რომ წამოვედი ემატებოდა.
ამ ტრასაზე ერთგან მაჩვენებელი გამოჩნდა, ღვთიშობლის ეკლესია აქეთააო. საოცარი რამ ვნახეთ, სიჩუმე და შემოდგომა კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდიდა ნანახს. სხვისი არ ვიცი, მარა მე ისე შევეჩვიე ჩამონგრეულ ეკლესიებს, რომ მათი აღდგენა აღარც მგონია თუ რამეს შემატებს ამ ძეგლებს.
როცა ყველაფერი ვნახეთ, უამრავი სურათი გადავიღეთ, მოვიდა სკოლის მოსწავლეების ჯგუფი ჭყიპინ-ყიჟინით და ჩვენ გაგვეხარდა რომ ისედაც წასვლას ვაპირებდით. მათმა მასწავლებელმა გვიხრა ასე წყალს გაყვებით და არსად გადახვევა არ უნდა ციხეზე პირდაპირ ახვალთო.
გზა ისევ სავსე იყო შემოდგომის ფოთლებით.
როცა ქართლოსის ციხეზე ავედით, გადაიშალა ულამაზესი ხედი, კალოუბნის ეკლესია, შეუძლებელია ერთხელ ნახო და მერე ვერ იცნო შიო მღვიმის კლდები.
აქაც რომ არ იყო ჩვენი ჯგუფი გადავრეკეთ (დიდება მობილურ ტელეფონებს!! არ მახსოვს მაგთიზე დავრეკე ტუ ჯეოსელზე, ამიტომ არ ვაკონკრეტებ ) ჩვენ ზევით ვართო, წმინდა ნინოს ეკლესიასთან. სადაც ვიყავი იმის ზევით თუ კიდევ რამე იყო ვერ წარმოვიდგინე. ამ დროს დაუღალავმა და მუხლჩაუხრელმა koza-nostra-მ დაუზარლად თქვა ჩამოვალ და ამოგიყვანთო, ჯერ მომერიდა, მარა აქ ვარ ამოსული ბარემ ისიც ვნახო მეთქი, და გავბედე თხოვნა. თანაც იქვე შეგვხვდა უნივერსტეტის ჯგუფი რომლის ხელმძღვანელმაც მშვენივრად აგვიხსნა სად უნდა წავსულიყავით. კი ემჩნეოდა რომ მთლად სასეირნო ადგილი არ იყო, მარა...
ასე შევთანხმდით, ჩვენ ქვემოდან წავიდოდით, კოზა-ნოსტრა ჩამოვიდოდა გზაში შევხვდებოდით და რთულ ადგილებში გადასვლას დაგვეხმარებოდა. რაღაც ვერც ისე მალე შვხვდით ერთმანეთს, თანაც არც მომავი არ ჩანდა, თურმე მეორე ხეობაში ჩამოსულა და კიდევ კარგი დაგვიძახა ტორემ ის ციხეზე ავიდოდა. თანაც კი არ ჩამივიდა, ჩამოირბინა, იმ კლდეებში და ქვებში!!! ჩვენ ავედით მთაზე რომელზეც ალბათ იმ უნივერსტეტელ მთამსვლელს არ გავეგზავნეთ ჩვენით ვიტყოდით არა, აქ ვერ ავალთ შეუძლებელიაო, ეხლა კი ისე არხეინად მივაბიჯებდით, არა, უკაცრავად, მივფორთხავდით, გაპროტესტება აზრად არ მოგვსვლია.
რომ ავედით თავად ეკლესია დაკეტილი იყო, მაგრამ სამაგიეროდ ჩანდა მყინვარწვერი და კავკასიონის დათოვლილი ქედი. უკვე აღარ ვნერვიულობდი რომ კოზა-ნოსტრა ვაწვალე.
კარგით, ამ ისტორიას happy end აქვს და პირდაპირ ამ ფინალზე გადავალ. იქედან ჩავედით ბილიკით რომელიც მალევე სამაქანო გზად გადაკეთდა, კი დაბნელდა მარა ჩვენ ეს უკვე აღარ გვადარდებდა. ჩავიარეთ სოფელი კარსანი. უიიიი. ძაღლები დამავიწყდა. ტყეში მშვიდობით ნავალ ხალხს ასფალტიან გზაზე ძაღლები გვჭამდნენ! აქაც კოზა-ნოსტრამ გვიშველა. მოკლედ, 7 ნოემბრის გმირია!!! ულიანოვი შეცვალა ამ კაცმა

Last edited by Gvalva on 11 ნოე 2004, 17:39, edited 2 times in total.
მდევარი არმაზის ხეობაში
ვაიმე, ეს რამდნი დამიწერია, წაიკითხოს მაინც ვინმემ
მდევარი არმაზის ხეობაში
ყოჩაღ თქვენ აი მე წავიკითხე უბრალოდ სურათები არ ჩანს რაც ძალიან ცუდია.
В кончиках пальцев -- память, память о лете.
მდევარი არმაზის ხეობაში
მე წავიკითხე ფრიად დაწვრილებით.ფოტოები ვერ გავხსენი.როგორც ჩანს თავად გვალვასაც ეშლება ხოლმე რაღაცეები.ჰოჰ.ცავიკითხე და გული დამწყდა,რომ ამ შემოდგომაზე ვერსად გავედი.და საერთოდ,სად დაიკარგეთ ხალხნო?????
მდევარი არმაზის ხეობაში
მადლობთ ჩემი ამდენი ქებისთვის, მაგრამ ულიანოვის რა მოგახსენოთ ეგ კაცი არაფერს აკეთებდა კარგს ჩვენ კი რაღაცა სასრგებლოს მაინც ვაკეთებთ. ისე ვიმე სადმე ახლოს თუ იქნებით გადმორეკეთ ხოლმე და როგორც გვალვას ვაჩვენე ეგ კარგი ადგილები თქვენც გაჩვენებთ განწყობის მიხედვით ოღონდ.
მდევარი არმაზის ხეობაში
ეგ სტუმარი მე ვარ არ დაგავიწყდეთ
მდევარი არმაზის ხეობაში
კაი, რადგან ამდენ ხალხს წაგიკითხავთ ლინკებს დავდებ და იმედია ასე მაინც ნახავთ
უკვე აღარც გპირდებით რომ რამეს გავაკეთებ
http://gvalva.land.ru/eklesia.jpg
http://gvalva.land.ru/cixe.jpg
http://gvalva.land.ru/fotlebi.jpg
http://gvalva.land.ru/cocva.jpg
http://gvalva.land.ru/caucas.jpg
უკვე აღარც გპირდებით რომ რამეს გავაკეთებ
http://gvalva.land.ru/eklesia.jpg
http://gvalva.land.ru/cixe.jpg
http://gvalva.land.ru/fotlebi.jpg
http://gvalva.land.ru/cocva.jpg
http://gvalva.land.ru/caucas.jpg
მდევარი არმაზის ხეობაში
ლამაზი სურათები იყო, ძალიან მომეწონა. სხვა საინტერსო რა ხდება? მე იმდენი სამუშაო მომეყარა რომ გარეთ ვერც კი გამოვდივარ
В кончиках пальцев -- память, память о лете.
მდევარი არმაზის ხეობაში
თქვენ შემოგევლეთ მე და გაიხარეთ, როგორც ამ სურათების ნახვით გამახარეთ!!!! სამი წელია არმაზში აღარ ვყოფილვარ. არადა შეიძლება იტქვას, იქ გავიზარდე - დედ-მამა ალპინისტები მყავდა და მთელი ცხოვრება აღმა-დაღმა დავდიოდით. ულამაზესი მოგონებები მაკავშირებს არმაზის ხეობასთან. კიდევ ერთხელ- ღმერთმა დაგლოცოთ
მდევარი არმაზის ხეობაში
იფ,ეს რა კაი ადგილას მოვხვდი... ყველას მოგესალმებით. კიდევ დიდი მადლობა თოლიას,ვინც ამ საიტის მისამართი მომცა.უკვე ძალიან დიდი ხანია საქართველოში არ ვყოფილვარ და ამ სურათების ნახვის და თქვენი მოსმენის დროს მე დღე გამოვიარე,ღმერთმა ხომ იცის მოკლედ ძალიან კარგი საქმე წამოგიწყიათ და თქვენის ნებართვით მეც შემოგიერთდებით ხანდახან.მართლაც ენით აუწერელი სიამოვნებაა სამშობლოს მოწყვეტილი კაცისათვის ასეთი საზოგადოება.მეც ჩემის მხრივ ვეცდები არაფრით შევზღუდო და დავამძიმო თქვენი საზოგადოება და რითიც შემიძლია გემსახუროთ.
ბედნიერებას გისურვებთ ძვირფასო მეგობრებო
ბედნიერებას გისურვებთ ძვირფასო მეგობრებო
-
- Posts: 1
- Joined: 03 დეკ 2004, 06:33
- Location: Belgium
მდევარი არმაზის ხეობაში
სტუმრის სტატუსით რატომ? პატიოსნად დავრეგისტრდი ვინძლო რაიმე გამომრჩა?
Goga-Tekucha&company
PRESENT:
PRESENT:
მდევარი არმაზის ხეობაში
tolia, რა კარგი საქმე გაგიკეთებია
tekusha ძალიან სასიხარულოა რომ ჩვენს საიტზე ასეთი სასიამოვნო ინფორმაცია იპოვეთ. შემოდით და მოგვიყევეით მანდაური camping-ების შესახებ, ჩვენთვისაც სასიამოვნო იქნება.
და რა შეზღუდვა, რა დამძიმება? ისე ლაღად და თავისუფლად იყავით როგორც მთის წვერზე ადიხართ ხოლმე!
(უჰ, მაგრად კი ვთქვი მარა, ქალაქში რომ ვარ სულ იმას ვფიქრობ მთის წვერზე რომელი გიჟები ადიან-მეთქი)

გვალვა
ყოჩაღ შენ! რამდენი დაგიწერია?! მე მბაძავ ალბათ
ეს ხუმრობით და ისე კარგად კი გაქვს აღწერილი, თავისი ილუსტრაციებით(ჩემგან განსხვავებით). არა იმ სურათში მაინც რა კლდის ვეფხვივითაა ჩასაფრებული koza-nostra არა ?! ხახახა ძალიან კარგი იყო არმაზში! შენ რაღაცეებს არ დასწრებიხარ მანდ: სიმღერები(ბევრი), კახას სადღეგრძელოები(გრძელ-გრძელი) და სხვა. მოკლედ კარგი იყო ძალიან. ფირი კი გავამჟღავნე, მაგრამ სურათების დაბეჭდვას ვერ მოვაბი თავი ჯერჯერობით. კარგი სურათებია მგონი და იმედია აქამდეც მოაღწევენ.

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია
- Guka-David Gilmour
- ბილიკზე მოარული
- Posts: 94
- Joined: 01 აპრ 2005, 20:58
მდევარი არმაზის ხეობაში
მართლა კარგი იყო , ეს იყო ჩემი პირველი ლაშქრობა თქვენთან ერთად!ძალიან კარგი იყო არმაზში!
მდევარი არმაზის ხეობაში
Gvalva
ახლა ვნახე ეს სურათები..
მომეწონააააააა!!!!!
მაგარი ხარ და სამი დეცი!!!
ახლა ვნახე ეს სურათები..
მომეწონააააააა!!!!!
მაგარი ხარ და სამი დეცი!!!
ორიფლეიმის კატალოგები და პროდუქცია, საინტერესო რჩევებთან ერთად, მოიკითხეთ ჩემთან