მდევარი არმაზის ხეობაში

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
მდევარი არმაზის ხეობაში

Post by Gvalva » 11 ნოე 2004, 16:51

კვირას, 7 ნოემბერს, რევოლუციასთან ყოველგვარი კავშირის გარეშე, დიდი ჯგუფი გაემართა არმაზის ხეობაში, დილის 8 საათზე შეიკრიბნენ დიდუბეში. საპატიო და უპატიებელი მიზეზების გამო, მე და ჩემი მეგობარი 12 საათზე გავედით მდევრად. მიუხედავად იმისი რომ ორივეს შეგვიძლია ვთქვათ, "სადღა აღარ ვყოფილვარ და რა არ მინახავს" არმაზის ხეობა მხოლოდ ზოგადად ვიცოდით სად იყო, მაგრამ ამინდი ისეთი არაჩვეულებრივი იყო, ბუნებაში გაუსვლელობა დაუშვებელი იყო. ვთქვით რომ, თუ ვიპოვეთ, ვიპოვეთ, თუ არა, 3 საატი სადაც გახდება იქიდან დავბრუნდებით უკანო. როდესაც გზიდან გადავუხვიეთ იმხელა ბილიკი შედიოდა ტყეში, იმას ბილიკი აღარ ერქვა, ის იყო ტრასა, და ჩვენც იმედიანად დავადექით ამ გზას. ტყეში ყოველთვის დიდ ჯგუფთან ერთად დავდივარ ხოლმე და ამჯერად ყველაზე მეტად რაც მაოცებდა ეს იყო სიჩუმე, რატომღაც ჩიტებიც არ ჭიკჭიკებდნენ, ალბათ გაფრინდნენ უკვე. შემოდგომაზე თუ კი რამე თქმულა, ყველა ტყუილად შეწუხებულა, ასეთი სილამაზის აღწერა შეუძლებელია. ეს განცდები კიდევ უფრო იმიტომ გამძაფრდა რომ მე წასვლას აღარ ვაპირებდი და რა კარგია (კიდე კარგი) რომ წამოვედი ემატებოდა.
ამ ტრასაზე ერთგან მაჩვენებელი გამოჩნდა, ღვთიშობლის ეკლესია აქეთააო. საოცარი რამ ვნახეთ, სიჩუმე და შემოდგომა კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდიდა ნანახს. სხვისი არ ვიცი, მარა მე ისე შევეჩვიე ჩამონგრეულ ეკლესიებს, რომ მათი აღდგენა აღარც მგონია თუ რამეს შემატებს ამ ძეგლებს.
Image
როცა ყველაფერი ვნახეთ, უამრავი სურათი გადავიღეთ, მოვიდა სკოლის მოსწავლეების ჯგუფი ჭყიპინ-ყიჟინით და ჩვენ გაგვეხარდა რომ ისედაც წასვლას ვაპირებდით. მათმა მასწავლებელმა გვიხრა ასე წყალს გაყვებით და არსად გადახვევა არ უნდა ციხეზე პირდაპირ ახვალთო.
Image
გზა ისევ სავსე იყო შემოდგომის ფოთლებით.
Image
როცა ქართლოსის ციხეზე ავედით, გადაიშალა ულამაზესი ხედი, კალოუბნის ეკლესია, შეუძლებელია ერთხელ ნახო და მერე ვერ იცნო შიო მღვიმის კლდები.
აქაც რომ არ იყო ჩვენი ჯგუფი გადავრეკეთ (დიდება მობილურ ტელეფონებს!! არ მახსოვს მაგთიზე დავრეკე ტუ ჯეოსელზე, ამიტომ არ ვაკონკრეტებ :) ) ჩვენ ზევით ვართო, წმინდა ნინოს ეკლესიასთან. სადაც ვიყავი იმის ზევით თუ კიდევ რამე იყო ვერ წარმოვიდგინე. ამ დროს დაუღალავმა და მუხლჩაუხრელმა koza-nostra-მ დაუზარლად თქვა ჩამოვალ და ამოგიყვანთო, ჯერ მომერიდა, მარა აქ ვარ ამოსული ბარემ ისიც ვნახო მეთქი, და გავბედე თხოვნა. თანაც იქვე შეგვხვდა უნივერსტეტის ჯგუფი რომლის ხელმძღვანელმაც მშვენივრად აგვიხსნა სად უნდა წავსულიყავით. კი ემჩნეოდა რომ მთლად სასეირნო ადგილი არ იყო, მარა...
ასე შევთანხმდით, ჩვენ ქვემოდან წავიდოდით, კოზა-ნოსტრა ჩამოვიდოდა გზაში შევხვდებოდით და რთულ ადგილებში გადასვლას დაგვეხმარებოდა. რაღაც ვერც ისე მალე შვხვდით ერთმანეთს, თანაც არც მომავი არ ჩანდა, თურმე მეორე ხეობაში ჩამოსულა და კიდევ კარგი დაგვიძახა ტორემ ის ციხეზე ავიდოდა. თანაც კი არ ჩამივიდა, ჩამოირბინა, იმ კლდეებში და ქვებში!!! ჩვენ ავედით მთაზე რომელზეც ალბათ იმ უნივერსტეტელ მთამსვლელს არ გავეგზავნეთ ჩვენით ვიტყოდით არა, აქ ვერ ავალთ შეუძლებელიაო, ეხლა კი ისე არხეინად მივაბიჯებდით, არა, უკაცრავად, მივფორთხავდით, გაპროტესტება აზრად არ მოგვსვლია.
Image
რომ ავედით თავად ეკლესია დაკეტილი იყო, მაგრამ სამაგიეროდ ჩანდა მყინვარწვერი და კავკასიონის დათოვლილი ქედი. უკვე აღარ ვნერვიულობდი რომ კოზა-ნოსტრა ვაწვალე. :)
Image
კარგით, ამ ისტორიას happy end აქვს და პირდაპირ ამ ფინალზე გადავალ. იქედან ჩავედით ბილიკით რომელიც მალევე სამაქანო გზად გადაკეთდა, კი დაბნელდა მარა ჩვენ ეს უკვე აღარ გვადარდებდა. ჩავიარეთ სოფელი კარსანი. უიიიი. ძაღლები დამავიწყდა. ტყეში მშვიდობით ნავალ ხალხს ასფალტიან გზაზე ძაღლები გვჭამდნენ! აქაც კოზა-ნოსტრამ გვიშველა. მოკლედ, 7 ნოემბრის გმირია!!! ულიანოვი შეცვალა ამ კაცმა :)
Last edited by Gvalva on 11 ნოე 2004, 17:39, edited 2 times in total.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
მდევარი არმაზის ხეობაში

Post by Gvalva » 11 ნოე 2004, 16:52

ვაიმე, ეს რამდნი დამიწერია, წაიკითხოს მაინც ვინმემ :cry:

Giorgi
ბილიკზე მოარული
Posts: 51
Joined: 23 აგვ 2004, 16:56
Location: Marsi
მდევარი არმაზის ხეობაში

Post by Giorgi » 12 ნოე 2004, 12:37

ყოჩაღ თქვენ :) აი მე წავიკითხე :) უბრალოდ სურათები არ ჩანს რაც ძალიან ცუდია.
В кончиках пальцев -- память, память о лете.

User avatar
lukrecia
ბილიკზე მოარული
Posts: 57
Joined: 18 მაი 2004, 19:32
Location: tbilisi
მდევარი არმაზის ხეობაში

Post by lukrecia » 12 ნოე 2004, 15:07

მე წავიკითხე ფრიად დაწვრილებით.ფოტოები ვერ გავხსენი.როგორც ჩანს თავად გვალვასაც ეშლება ხოლმე რაღაცეები.ჰოჰ.ცავიკითხე და გული დამწყდა,რომ ამ შემოდგომაზე ვერსად გავედი.და საერთოდ,სად დაიკარგეთ ხალხნო?????

Guest
მდევარი არმაზის ხეობაში

Post by Guest » 12 ნოე 2004, 16:28

მადლობთ ჩემი ამდენი ქებისთვის, მაგრამ ულიანოვის რა მოგახსენოთ ეგ კაცი არაფერს აკეთებდა კარგს ჩვენ კი რაღაცა სასრგებლოს მაინც ვაკეთებთ. ისე ვიმე სადმე ახლოს თუ იქნებით გადმორეკეთ ხოლმე და როგორც გვალვას ვაჩვენე ეგ კარგი ადგილები თქვენც გაჩვენებთ განწყობის მიხედვით ოღონდ.

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
მდევარი არმაზის ხეობაში

Post by Druides » 12 ნოე 2004, 16:31

ეგ სტუმარი მე ვარ არ დაგავიწყდეთ

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
მდევარი არმაზის ხეობაში

Post by Gvalva » 13 ნოე 2004, 14:32

კაი, რადგან ამდენ ხალხს წაგიკითხავთ ლინკებს დავდებ და იმედია ასე მაინც ნახავთ :)

უკვე აღარც გპირდებით რომ რამეს გავაკეთებ :)

http://gvalva.land.ru/eklesia.jpg

http://gvalva.land.ru/cixe.jpg

http://gvalva.land.ru/fotlebi.jpg

http://gvalva.land.ru/cocva.jpg

http://gvalva.land.ru/caucas.jpg

Giorgi
ბილიკზე მოარული
Posts: 51
Joined: 23 აგვ 2004, 16:56
Location: Marsi
მდევარი არმაზის ხეობაში

Post by Giorgi » 17 ნოე 2004, 14:14

ლამაზი სურათები იყო, ძალიან მომეწონა. სხვა საინტერსო რა ხდება? მე იმდენი სამუშაო მომეყარა რომ გარეთ ვერც კი გამოვდივარ :)
В кончиках пальцев -- память, память о лете.

Tolia
Posts: 3
Joined: 03 დეკ 2004, 05:09
Location: US, Colorado
მდევარი არმაზის ხეობაში

Post by Tolia » 03 დეკ 2004, 06:02

:D თქვენ შემოგევლეთ მე და გაიხარეთ, როგორც ამ სურათების ნახვით გამახარეთ!!!! სამი წელია არმაზში აღარ ვყოფილვარ. არადა შეიძლება იტქვას, იქ გავიზარდე - დედ-მამა ალპინისტები მყავდა და მთელი ცხოვრება აღმა-დაღმა დავდიოდით. ულამაზესი მოგონებები მაკავშირებს არმაზის ხეობასთან. კიდევ ერთხელ- ღმერთმა დაგლოცოთ

Tekucha-Goga&co.
მდევარი არმაზის ხეობაში

Post by Tekucha-Goga&co. » 03 დეკ 2004, 07:38

იფ,ეს რა კაი ადგილას მოვხვდი... ყველას მოგესალმებით. კიდევ დიდი მადლობა თოლიას,ვინც ამ საიტის მისამართი მომცა.უკვე ძალიან დიდი ხანია საქართველოში არ ვყოფილვარ და ამ სურათების ნახვის და თქვენი მოსმენის დროს მე დღე გამოვიარე,ღმერთმა ხომ იცის :shock: მოკლედ ძალიან კარგი საქმე წამოგიწყიათ და თქვენის ნებართვით მეც შემოგიერთდებით ხანდახან.მართლაც ენით აუწერელი სიამოვნებაა სამშობლოს მოწყვეტილი კაცისათვის ასეთი საზოგადოება.მეც ჩემის მხრივ ვეცდები არაფრით შევზღუდო და დავამძიმო თქვენი საზოგადოება და რითიც შემიძლია გემსახუროთ.
ბედნიერებას გისურვებთ ძვირფასო მეგობრებო :lol:

Tekucha-Goga&co.
Posts: 1
Joined: 03 დეკ 2004, 06:33
Location: Belgium
მდევარი არმაზის ხეობაში

Post by Tekucha-Goga&co. » 03 დეკ 2004, 07:45

სტუმრის სტატუსით რატომ? პატიოსნად დავრეგისტრდი :lol: ვინძლო რაიმე გამომრჩა? :roll:
Goga-Tekucha&company
PRESENT:

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
მდევარი არმაზის ხეობაში

Post by Gvalva » 06 დეკ 2004, 10:20

tolia, რა კარგი საქმე გაგიკეთებია :)

tekusha ძალიან სასიხარულოა რომ ჩვენს საიტზე ასეთი სასიამოვნო ინფორმაცია იპოვეთ. შემოდით და მოგვიყევეით მანდაური camping-ების შესახებ, ჩვენთვისაც სასიამოვნო იქნება.

და რა შეზღუდვა, რა დამძიმება? :) ისე ლაღად და თავისუფლად იყავით როგორც მთის წვერზე ადიხართ ხოლმე!

(უჰ, მაგრად კი ვთქვი მარა, ქალაქში რომ ვარ სულ იმას ვფიქრობ მთის წვერზე რომელი გიჟები ადიან-მეთქი)

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
მდევარი არმაზის ხეობაში

Post by Wanderer » 13 დეკ 2004, 09:52

გვალვა
ყოჩაღ შენ! რამდენი დაგიწერია?! მე მბაძავ ალბათ :wink:
ეს ხუმრობით და ისე კარგად კი გაქვს აღწერილი, თავისი ილუსტრაციებით(ჩემგან განსხვავებით). არა იმ სურათში მაინც რა კლდის ვეფხვივითაა ჩასაფრებული koza-nostra არა ?! ხახახა :D ძალიან კარგი იყო არმაზში! შენ რაღაცეებს არ დასწრებიხარ მანდ: სიმღერები(ბევრი), კახას სადღეგრძელოები(გრძელ-გრძელი) და სხვა. მოკლედ კარგი იყო ძალიან. ფირი კი გავამჟღავნე, მაგრამ სურათების დაბეჭდვას ვერ მოვაბი თავი ჯერჯერობით. :( კარგი სურათებია მგონი და იმედია აქამდეც მოაღწევენ.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Guka-David Gilmour
ბილიკზე მოარული
Posts: 94
Joined: 01 აპრ 2005, 20:58
მდევარი არმაზის ხეობაში

Post by Guka-David Gilmour » 03 აპრ 2005, 17:12

ძალიან კარგი იყო არმაზში!
მართლა კარგი იყო , ეს იყო ჩემი პირველი ლაშქრობა თქვენთან ერთად! :D

User avatar
yoko
ბოდიალა
Posts: 113
Joined: 22 აპრ 2004, 17:57
Location: თბილისი, საქართველო
Contact:
მდევარი არმაზის ხეობაში

Post by yoko » 13 აპრ 2005, 17:46

Gvalva

ახლა ვნახე ეს სურათები..
მომეწონააააააა!!!!!
მაგარი ხარ და სამი დეცი!!! 8)
ორიფლეიმის კატალოგები და პროდუქცია, საინტერესო რჩევებთან ერთად, მოიკითხეთ ჩემთან

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]