აბუდელაურის ტბები – ლეონტის ლაშქრობა

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
აბუდელაურის ტბები – ლეონტის ლაშქრობა

Post by ლეონტი » 07 ივლ 2007, 23:31

მე ვერ გავიგე, კახა შემხვდა, ოჯახით , ზედ ტბებთან, მეც ოჯახით გახლდით და ღმერთს მადლობას ვწირავ რომ იქედან უვნებლები დავბრუნდით, და დანარჩენებზე ინფორმაცია არა მაქვს გარდა ერთისა, ღამე როშკაში გაათიეს კარვებში, მერე ჩვენზე ადრე წასულან, მაგრამ არსად შეგვხვედრიან.
Last edited by ლეონტი on 06 იან 2008, 18:38, edited 1 time in total.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
აბუდელაურის ტბები – ლეონტის ლაშქრობა

Post by ლეონტი » 08 ივლ 2007, 00:16

მას შემდეგ რაც კახამ გაგვაფრთხილა აქვე მეორე ლურჯი ტაბა არის მცირე ბორცვის იქით ადა არ დაგეზაროთ ნახეთო, დავცილდით და ტბის მონახულების მერე რატომრაც მეგონა რომ მეორე ტბა ხელ მარცხნივ იქნებოდა.
ამიტომ წავედი დიდ აღმართზე და მივადექი რა ჭაუხის უღელტეხილს, რომელიც 1 ხელის გაწვდენაზე იყო, დავბრუნდი უკან, ამასობაში ოჯახობა რომელიც ქვევით დავტოვე , ავიდა იმ მცირე ფერდზე და მიაგნო შაბიამნისფერ მეორე ტბას.
მე არ ვჩქარობდი ,ტბებს ჭაუხის კლდიდან დაუარე და ზევიდან სურათებს ვიღებდი.
მოულოდნელად ჭაუხზე ნისლმა ძლიერ დაიწია ქვემოთ და ზევიდან კი კუპრივით ღრუბელი გადმოვიდა.
მივხვდი რაც მალე მოხდებოდა , მაგრამ გვიან იყო.
ნელ ნელა დაუშვა, მე ბავშვი პატარა, 25 კილომდე ავიყვანე და სირბილით დავეშვით.
ამ დროს წვიმამ ძლიერ დაუშვა, მაგრამ ეს არაფერი იყო რაც მერე დაიწყო.
ზურგს უკან სულ ახლოს გაიელვა საზიზღარი სითეთრით და ჭაუხმა ისეთი ბანი მისცა, მეგონა კლდე ჩამოწვა.
მოვრბოდით თავსხმაში და მეხმა გვერდიდან , მერე კი წინიდან დაგვიარა.
ეს იყო მომენტი როცა ელოდები, რომ ეხკლა შენ იქნები, თანაც ზედა მონაკვეთი თითქმის ზეგანია და ამოწვეტილი ხარ სამიზნედ.
ბავშვები ბოლომდე დასველდნენ.ჩვენ მით უმეტეს.
დავიდაბლეთ, მეხის საშიშროებამ იკლო, მაგრამ წვიმამ თავი გაიგიჟა, 2 მეტრში ბილიკს ვეღარ ვხედავდი.
გაიზარდა 2 ე საFრთხე, ბავშვების გადაციება, რადგან წვიმა ყინულივით იყო, სეტყვაც ერია.
საშინელი ტანჯვით და ძალისხმევით , რომ სველ კლდეზე სირბილში არ დავლეწილიყავით მივაღწიეთ სოფელს.
აქ კი სანამ მანქანაში გათბობა ჩავრთე და აკანკალებული ბავშვები გავათბე, მდინარე ისე მოდიდდა რომ , შესვლისას ძრავს გადაუარა და ისეთი ორთქლი აუშვა მეგონა მორჩა მანქანის საქმე მეთქი.
მადლობა ღმერთს გამოვაღწიეთ.
კაი იყო რა მოკლედ.
:lol:
Last edited by ლეონტი on 06 იან 2008, 18:42, edited 1 time in total.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
აბუდელაურის ტბები – ლეონტის ლაშქრობა

Post by ARCHILI » 08 ივლ 2007, 01:12

ლეონტი wrote:აქ კი სანამ გათბობა ჩავრთე და აკანკალებული ბავშვები გავათბე, მდინარე ისე მოდიდდა რომ , შესვლისას ძრავს გადაუარა და ისეთი ორთქლი აუშვა მეგონა მორჩა მანქანის საქმე მეთქი.
მადლობა ღმერთს გამოვაღწიეთ.
კაი იყო რა მოკლედ.
:lol:
-- გაიხარე.. სანამ ბოლო აბზაცს მივაღწიე... ჩემი დამემართა.. მთავარია, ბავშვები იყვენ ჯანსაღად.. ბოდიში უფროსებთან..

საბოლოო ჯამში.. ვსიო ხარაშო, ჩტო ხარაშო კანჩაეტსია...

მე მაგ ყველაფერს აქვე, ახლო მახლოებში მოვყევი და არც მეგდენი პრობლემა არ შემქმნია, თუმცა... თავადაც მშვენივრად შემაცია..

:wink:

თუმცა...

არ დაგვავიწყდეს..

"სპაკოისტვიე... ტოლკო სპაკოისტვიე.." :wink:
Image

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
აბუდელაურის ტბები – ლეონტის ლაშქრობა

Post by popins » 08 ივლ 2007, 07:10

ლეონტი


გადავირიე. :(
lenchiamal

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
აბუდელაურის ტბები – ლეონტის ლაშქრობა

Post by kotetbeli » 08 ივლ 2007, 12:52

ჰაჰაა, თქვე მაგრებო! :D
გაიხარეთ! :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
აბუდელაურის ტბები – ლეონტის ლაშქრობა

Post by ლეონტი » 08 ივლ 2007, 13:24

რას ვიფიქრებდი რომ 30 წუთში აქ მეხი დაიწყებდა ცვენას და წყალი ვედროებით ჩამოიქცეოდა?
არა , მთაში ბევრჯერ ვარ ნამყოფი მარა რაც მანდ ვნახე აშკარად ციკლონური მოვლენის მსგავსი იყო.


Image
Last edited by ლეონტი on 06 იან 2008, 18:50, edited 1 time in total.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
აბუდელაურის ტბები – ლეონტის ლაშქრობა

Post by Naia » 08 ივლ 2007, 14:20

ლეონტი
ukve dabrundi? gushin ak rom kari amovarda egreve tkven gamaxsendit. madloba gmerts, kvelaperi mshvidobianad damtavrda.
erti suli makvs rodis gnaxav da kvelapers gamogkitxav :)
PS. bodishi, ratomgac kartulad ver vbechdav :(

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
აბუდელაურის ტბები – ლეონტის ლაშქრობა

Post by ლეონტი » 08 ივლ 2007, 14:39

ჰო , ჟინვალთან დაგვირეკეს ,უკვე ბნელდებოდა, აქ ქარია და მანდ რა ხდებაო.
მთაშიც იყო,ქარის შემობერვები, წვიმის თქეშით.ისე უბერავდა, წყალს გვერდიდან , პირდაპირ სახეში რო გვასხავდა თვალს ვერ ვახელდით.

არადა რა კარგი იყო ზევით, ექსტრემის გარეშე. :P

Image

Image


User avatar
makuku
ბილიკზე მოარული
Posts: 60
Joined: 29 მაი 2006, 00:54
Location: Tbilisi
აბუდელაურის ტბები – ლეონტის ლაშქრობა

Post by makuku » 08 ივლ 2007, 16:49

მართლა მოსალოცად გქონიათ საქმე! ;)
თან რა სილამაზე გინახავთ.. ;) ნეტა დანარჩენები როგორ არიან?.. :roll:

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
აბუდელაურის ტბები – ლეონტის ლაშქრობა

Post by Archil » 08 ივლ 2007, 18:56

ლეონტი wrote:А Ð’ ТАЙГЕ ПО УТРАМ ТУМАН
слова и музыка Ю.Кукин

1. А в тайге по утрам туман -
Дым твоих сигарет.
Если хочешь сойти с ума -
Лучше способа нет.
დიდი მადლობა, ეს სიმღერა ბავშვობიდან ვიცი... აქ ცოტა ჩემებურად გადავაკეთე ;)

აბუდელაურზე ერთად ვყოფილვართ, ერთი სეტყვის ქვეშ მოვყოლილვართ, იმედია გავიცნობთ ერთმანეთს მალე.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
აბუდელაურის ტბები – ლეონტის ლაშქრობა

Post by guruli » 08 ივლ 2007, 19:43

ლეონტი - გილოცავთ გადარჩენას. მაგარი ამბები გადაგხდენიათ.
ისა და ფოტოები მეტი არა გაქვს? :roll: :roll: (არადა, რა დროს ფოტოებია ახლა, კაცს ცხვარი ჰყავს დასაკლავი. :wink: )

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
აბუდელაურის ტბები – ლეონტის ლაშქრობა

Post by Archil » 08 ივლ 2007, 19:46

guruli
ფოტოების დაყრა დაიწყება ლაშქრობის აღწერისას და იქ არ მოგაკლებთ :)

ისე დროა დაიხუროს ეს თემა.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

natalia
იეტი
Posts: 1276
Joined: 25 ოქტ 2006, 22:14
Location: tbilisi
აბუდელაურის ტბები – ლეონტის ლაშქრობა

Post by natalia » 08 ივლ 2007, 19:51

ლეონტი
ესე იგი თქვენც იყავთ? :) სოფელში კი გვითხრეს ნივებით იყვენენო დღესო პატარა ბავშვებითო. ჩვენ ქედზე რომ გადავდიოდით ქვემოთ კი დავინახეთ აქეთ მომავლები რომლებიც მდინარეს გადმოლახვას ცდილობდნენ, ხელი ვუქნიეთ, არ ვციც დაგვინახეს თუ არა ჩვენ ვიფიქრეთ რომ კახა იქნებოდა, მერე გზა განვაგრძეთ იმის ფიქრით რომ დაგვეწეოდნენ გზაში მაგრამ მაინც ვერ შევხვდით.

ჩვენც მოვყევით წვიმაში და სეტყვაში, სუმტლად სველები ვიყავით რომ დავბრუნდით, ზოგიერთებს გამოსაცვლელი ტანსაცმელი არ გვქწნოდა და გადავწყვიტეთ უაზით კორსაში შათასთან დავბინავებულიყავით რაც მართლაც კარგი იყო ტანსაცმელიც გავაშრეთ და ჩვენც გავთბით.

ასე რომ მშვიდობით დავბრუნდით, გზაში კი ბევრი ვიწვალეთ ჩემი მანქნის გამო მაგრამ მადლობა ღმერთს შესანიშნავი ლაშქრობა გვქონდა.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
აბუდელაურის ტბები – ლეონტის ლაშქრობა

Post by ლეონტი » 08 ივლ 2007, 20:02

700 ამდე ფოტო მაქვს 2 ფოტოაპარატი მუშაობდა.
:lol:
ისე მე წინა კვირასაც ეხქტრემში მოვყევი წვიმის გამო, ულუმბას მონასტერში ვიყავი და მანქანა ტალახში ჩაეფლო, მერე ამოვათრიე დავაგდე და ფეხით წავედით წვიმდა, მერე ღამე გავათიეთ მონასტერში.
გამოდის 2 ცხვარი მყავს დასაკვლელი და ზაფხულის ბოლოს ალბათ ფარა იქნება და ავახვევ მწყემსად თუშეთში.
:?

ისე ის თეთრი ტბა ამის ძირში იყო?


Image
კიდე კარგი არ ვიცოდი.
თორე მეც დამსეტყვავდა ცა და კიდე 1 ხარი დასაკლავი მექნებოდა.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]