ვითვალისწინებ თქვენს შენიშვნას....

===========================================
Archil -- ძმაო.. რა დროს ჩვენი კინკლაობებია.. ბოლოსდაბოლოს სეხნიები ვართ....
ისე, აი, გულზე ხელის დადებით და სრული გულწრფელობით გეტყვი, ამ რამკების მუღამს მართლა ვერ ვხვდები და თუ გსურს დამიჯერე, თუ გინდა - არა.. მათ მიმართ, ცხადია, გულგრილი ვარ (..და რომც დავფიქრდე..რა.. რას მაძლევს?.. არაფერს... ხომ ხვდები).. აქაური რამკები სხვაგვარად იზომება.. გუშინ მაგალითად, ხევსურულ საღამოზე ვიყავი და მერე, ჩვეულებრივ.. როგორც სხვა, რიგითი ადამიანები, მოვტრიალდი და წავედი.. მიმიხვდი?...
მე მეგონა ჩემთან ასეთი სახის დიალოგები ვინმესთვის საინტერესო იყო, რაკი ის (დიალოგი) შედგა... თუ ჩემი სახით რაიმე არასასურველი შემოვიდა თქვენს სამყაროში, აბალდუის ისევე შეუძლია გაქრობა, როგორც შემოსვლა... და ძველებურად იქნებით, როგორც მაგალითად რამდენიმე კვირის წინ..
მაინც ბოდიშს ვიხდი, თუ რაღაც ან ვერ გამოვთქვი სათანადოდ, ან გადავაზედმეტე (ასე ვთქვათ)..
4 ივლისს არჩილის ხსენებაა და წინასწარვე გილოცავ, ძმაო..
მგონი ადამიანების გაწბილება არ ღირს ასეთი წვრილმანისათვის... თუ ჩემს აქაურ ქცევებთან დაკავშირებით ვინმეს რაიმე შენიშვნა აქვს, სიამოვნებით მივიღებ შენიშვნებსაც და რეკომენდაციებსაც, თუ სურს ამგვარად ან პირადი შეტყობინებების სახითაც მათ შორის...
ერთი სიტყვით.. იმედი მაქვს,ახლა ესეც რა ჰქვია?.. "ოფტო.." თუ რაც არის .. ამაზე მარტივი სიტყვა ვერაფერი მოიძიეთ?..

აბა..ჰე...
აბალდუი