ზანავი-ნუნისი(გოდერძი)-ზვარე

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
ზანავი-ნუნისი(გოდერძი)-ზვარე

Post by ilia » 24 ივლ 2005, 20:21

აბა ჰე დაიწყეთ მოყოლა, მე მეზარება. მარტო ფოტოებს დავდებ.

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
ზანავი-ნუნისი(გოდერძი)-ზვარე

Post by ilia » 24 ივლ 2005, 22:56

ჩავედით ზანავში, GVALVA მძღოლთან ასწორებს ანგარიშს

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
ზანავი-ნუნისი(გოდერძი)-ზვარე

Post by ilia » 24 ივლ 2005, 22:59

აუ ეხლა მაგრად მეძინება, წავედი.

ეჰ, სად არის MIKA, ეხლა აქ 10ჯერ მაინც ექნებოდა დაპოსტილი.

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
ზანავი-ნუნისი(გოდერძი)-ზვარე

Post by ilia » 25 ივლ 2005, 10:21

ხალხო უკაცრავად მაგრამ მაგარი დაკავებული ვარ, დღეს ბევრი საქმე მაქვს, ხვალ დილით ადრე ქალაქიდან გავდივარ და შეიძლება ვერ დავყარო სურათები. ჩემი გადაღებული ყველა სურათი ირინას ჩავუწერე დისკზე, იმისგან ალბათ GVALVA გადაიწერს და ის დაყრის რასაც მოინდომებს. აბა ჰე თქვენ იცით.

Lotosi
ბილიკზე მოარული
Posts: 25
Joined: 22 ივლ 2005, 16:37
ზანავი-ნუნისი(გოდერძი)-ზვარე

Post by Lotosi » 25 ივლ 2005, 10:45

ეხ........ დადეთ რა სურათები :(

სულმოუთქმელად ველი :)

User avatar
toga
იეტი
Posts: 1063
Joined: 26 აპრ 2005, 17:00
ზანავი-ნუნისი(გოდერძი)-ზვარე

Post by toga » 25 ივლ 2005, 10:45

გვალვა ნუ ზარმაცობ დაყარე სურათები დღეს აუცილებლათ უნდა წავიღო და ამხანაგებს ვაჩვენო

Lotosi
ბილიკზე მოარული
Posts: 25
Joined: 22 ივლ 2005, 16:37
ზანავი-ნუნისი(გოდერძი)-ზვარე

Post by Lotosi » 25 ივლ 2005, 10:51

არ წამიყვანეთ, ხომ კარგი.....

სურათებსაც არ მაჩვენებთ :lol: :D


User avatar
toga
იეტი
Posts: 1063
Joined: 26 აპრ 2005, 17:00
ზანავი-ნუნისი(გოდერძი)-ზვარე

Post by toga » 25 ივლ 2005, 12:56

გაიხარე სურათებისთვის ნიკა მაგრამ ილიას გადაგებულიც გვინდა იმაში მეორე დგის ამბები არის გადაგებული ბანაობები და ეგეთი ამბები

User avatar
nunuka sharvashidZe
ბილიკზე მოარული
Posts: 70
Joined: 20 მაი 2005, 09:47
Location: Tbilisi
ზანავი-ნუნისი(გოდერძი)-ზვარე

Post by nunuka sharvashidZe » 25 ივლ 2005, 14:44

ეჰ აქ ახალი სურატები არარის ისევ ბოკეს დავათვალიერებ :(

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ზანავი-ნუნისი(გოდერძი)-ზვარე

Post by Gvalva » 25 ივლ 2005, 16:38

ხალხო, აქ თუ რეპორტები მარტო მე უნდა მეწერა ბევრად უფრო ადვილი საიტის გაკეთება შეიძლებოდა, ამხელა მახინას არ გავაკეთებდი.

14 ადამიანი იყო ლაშქრობაში და ყველა მე მელოდება!!

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ზანავი-ნუნისი(გოდერძი)-ზვარე

Post by Nika » 25 ივლ 2005, 20:50

Gvalva
რა ვქნა ცოტა არ იყოს ჭედავს ეს სერვერი. ახლა უკვე დადებულ ფოტოებს გადმოვლინკავ აქეთ.

მაშ ასე. შაბათს დილით ჩავედით ზანავში.
Image

თავშესაფარამდე პატარა აღმართი იყო ასასვლელი.
Image

Image

ხედი ზევიდან ზანავსა და მტკვრის ხეობაზე
Image

თავშესაფართან პირველი უსიამოვო სიურპრიზი გველოდა. აქ წყალი არ იყო მეორე სიურპრიზი ის იყო რომ მეოთხე მარშუტი საკმაოდ გათელილ სამანქანო გზას მიუყვებოდა რომელზეც აშკარად ბევრი "ურალი" დადიოდა (ხვდებით რითი დატვირთული) არადა აქ ხე ტყის მოჭრა კი არა და მანქანებით სიარული უნდა ყოფილიყო აკრძალული. მივუყვებოდით სამანქანო გზას ალაგ-ალაგ დასვენებებით და ჩამორჩენილი ხალხის დალოდებებით.
Image

აი ამ გზით გვიწევდა სიარული. წინ სერიოზული აღმართი გველის. აქვე გზაჯვარდინზე შეგვხვა ვიღაც კაცი რომელმაც გვითხრა რომ წყალი წინ იქნებაო.
Image

ისევ ხედები და ისევ დასვენება
Image

Image

რაღაც მომენტში როცა უკვე 5 კილომეტრამდე გვქონდა გავლილი გზა გაშლილ მინდორზე გავიდა სადაც პატარა ქოხი იდგა. იქვე ჩრდილში რამდენიმე ადამიანი ქეიფობდა. მათ წყარო მიგასწავლეს (იქვე იყო 100 მეტრში) და ასევე მიახლოებით აგვიხსნეს ჩვენი გზის შესახებ (უნდა აღინიშნოს რომ ამ ადგილამდე ნიშნები პრაქტიკულად არსად იყო). ბილიკი სამანქანო გზიდან გადავიდა და ტყეში მიდიოდა. თუმცა არ ეტყობოდა რომ მასზე ვინმეს წელს გაევლოს. საბედნიეროდ აქ ნიშნები (დამტვრეული თუ მთელი) ჩანდა ხოლმე. ზოგან "გზა" ასეთი იყო
Image

ზოგან კიდე ცოტა უფრო გარკვეულად ჩანდა
Image

ნუ ეს ყველაფერი საკმაოდ დიდი სიზუსტით ემთხვეოდა GPS-ის მონაცემებს ასე რომ არაფერი იყო საშიში.
Image

Image

რაღაც მომენტში გზა წყალგამყოფზე ავიდა.
Image

რუკებისა და GPS-ის მონაცემებით აქედან მარცხნივ იყო დედაბერა. ხოლო ნუნისისკენ გზა მარჯვნივ მიდიოდა. თუმცა დედაბერას გზა როგორც ასეთი არსად ჩანდა. ყველგან ბალახი იყო. პრინციპში არც ნუნისის გზა ჩანდა სადმე. საბედნიეროდ დიდი ჯგუფი ვიყავით და ალაგ ალაგ (4)-ანებს ვხედავდით. ბოლოს ილიამ ამ (4)-იანებთან გავლის შემდეგ რამდენჯერმე "შვილო, გოდერძი!" (Copyright "ჯარისკაცის მამა") დაიძახა და ამ ნიშნებსაც ეგრევე "გოდერძი" დაერქვა. ცოტა ხანში ბილიკის ნიშნები ისევ გამოჩნდა. ამ დროს გზა უკევ დაბლა ეშვებოდა. აქ ცოტა განსხვავებული ტყე იყო.
Image

Image

GPS-ის და რუკის ინფორმაციით მალე გზას მარცხნივ ლამის 180 გრადუსით უნდა მოეხვია. ასეც მოხდა თუმცა ამ ადგილზე ცოტა "დავიკარგეთ" ბოლოს "გოდერძი" ვიპოვეთ და ბილიკს გავუყევით. ქედის ნუნისის მხარეს "გოდერძები" გაცილებით მეტი იყო და დაკარგვისა აღარ გვეშინოდა. თუმცა ერთ ადგილას ტყე მოულოდნელად მდელოთი შეიცვალა და აქედან საით უნდა გავსულიყავით ძლივს გავაგენით. ნუ მდელო ეს პირობითად იყო. ძალიან მაღალი ბალახები და სხვა მოჯუნგლო ელემენტები იყო უფრო. ბოლოს მიკამ მდელოს (ხო მდელო დახრილი იყო ასე 40 გრადუსით) მეორე ბოლოში კალმისტარი იპოვა და ჩვენც ეგრევე იქით გავეშურეთ. კალმისტართან რიტუალების და ლოცვებიდ ჩატარების შემდეგ გავაგრძელეთ დაშვება. ცოტა ხანში გზა ჩახერგილი აღმოჩნდა მასზე დაცემული ხეებით. ასეთი ადგილი სულ 2-თუ 3 იყო და ზოგან ხეებზე, ზოგან ხეებს ქვეშ, ზოგან კიდე ხეების შიგნით გავძვერით ძლივს. ცხადი გახდა რომ აქ ცხენი ვერანაირად ვერ გაივლიდა. ბოლოს როგორც იქნა გზა აი ამ მდელოზე ჩამოვიდა.
Image

ეს მდელო მე მახსოვდა აქ ოდესღაც ბავშვობაში ვიყავი ნამყოფი რამაც ყველა დაგვამშვიდა. ნუნისის ეკლესია ახლოს უნდა ყოფილიყო. თუმცა მდელოზე დიდხანს ვერ გავჩერდით. კოღოების რაოდენობა აქ რეკორდული იყო.
Image

საუბედურიდ ორი მოლაშქრე წინ იყო წასული და ერთ ადგილას ნუნისის ეკლესიის გზისკენ არ გადაუხვიეს და მთავარ გზას გაყვნენ. აქვე მზემ თავისი ბოლო სხივები დაგვანახა.
Image

როცა გასწრებულებს დავეწიეთ ალტერნატივის წინაშე აღმოვჩნდით. ნუნისიდან ზვარეში 2 გზა მიდიოდა.
1) ნუნისის ეკლესიასთან უნდა ჩავსულიყავით (რადგან 4 მარშუტს ავცდით და პირდაპირ ეკლესიასთან არ აღმოვჩნდით) და შემდეგ უკვე სამანქანო გზით მივსულიყავით ზვარეში. ბოლო 1.5 კმ. აღმართი უნდა გვევლო
2) შეგვეძლო ეგრევე არც ისე დიდი აღმართის ავლით გადავსულიყავით ნასოფლარ პატარა ხარაგაულში და იქიდან ჩავსულიყავით პირდაპირ ზვარეში. ამ ვარიანტში ეკლესიას ვერ ვნახავდით.
ხო ბერების კლდის ნახვას აზრი ისედაც აღარ ჰქონდა რადგან იქ სიბნელეში უკვე ვერაფერს დავინახავდით. საბოლოოდ მეორე ვარიანტი ავირჩიეთ. ეს არც ისე დიდი აღმართი უკვე 14 კმ. გამოვლილი ხალხისთვის სერიოზული გამოცდა აღმოჩნდა. მიტომაც მის ბოლოში ცოცხალმკვდარები ვიყავით.
Image

პრინციპში ეს გზები ზეპირად უნდა მცოდნოდა მარა მაინც პატარა ავუბნიე ხალხს გზა. თუმცა 500-600 მეტრის გავლის შემდეგ ეს შეცდომა შევნიშნე და გამოვასწორე. მეორე ცდა უკვე პრაქტიკულად სრულ სიბნელეში წარმატებით დასრულდა. ჩავედით პატარა ხარაგაულისკენ მიმავალ გზაზე. მალე გზა საურმეც გახდა და მას გავუყევით. თუმცა ალაგ ალაგ დაბრკოლებები იყო ტალახების სახით. ერთ-ერთ ასეთ ტალახში კოზა-ნოსტრა დაეცა. საბედნიეროდ არაფერი დაიზიანა.
Image

ასე სიბნელეში გავედით ზვარემდე
http://photo.hit.ge/forum/uploads/post- ... 242991.jpg

გვალვას კომენტარი ჩვენს პატარა გზის აბნევაზე იყო ძაან მაგარი. "ნუ ცოტა ინტერესი ხო უნდა ჰქონოდა ამას. აბა დაგარგვის გარეშე რა მუღამი აქვსო"

სახლში ხალხის უმრავლესობამ აივანზე დაიძინა. დილით ასეთი სურათი იყო.
Image

Image

საბოლოო დასკვა. მეოთხე ბილიკი პრაქტიკულად გაუკვალავია. GPS-ის გარეშე საკმაოდ გაგვიჭირდებოდა გავლა. არა მგონია გამყოლი დაგვხმარებოდა რამით. ასევე გზა ბევრგან ჩახერგილია და ცხენები მანდ ვერანაირად ვერ გაივლიან (თუმცა ამ ბილიკზე ცხენები მგონი არც არის საერთოდ). ხედები პრაქტიკულად არაა. სამაგიეროდ შეგიძლიათ თავი იგრძნოთ ქართულ ჯუნგლებში. ზოგან ბალახის სიმაღლე 1.5 მეტრს აღწევს. ასე რომ ჭინჭრით დასუსხული სახე აქ შემთხვევითობა არაა. სწორედ ამ სირთულის გამო გზა საკმაოდ დიდ ხანს საჭიროებს გასავლელად და ეს გახდა ჩვენს მიერ ბერების კლდეზე არ ასვლის მიზეზი.

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ზანავი-ნუნისი(გოდერძი)-ზვარე

Post by Nika » 25 ივლ 2005, 21:13

მაშ ასე გავაგრძელოთ. ახლა პატარა საიდუმლოებას გაგიმხელთ. ჩვენი ჯგუფის 5 წევრი, საწყისი გეგმის მიხედვით, აპირებდა მარელისში მატარებლით ჩასვლას. და შემდეგ იქიდან ეროვნული პარკის უკან გადმოკვეთას ქვაბისხევის მიმართულებით. თუმცა უკვე პირველი დღის ბოლოს ეს გეგმა შეუსრულებელი ჩანდა. ამიტომაც მათ დიდი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტეს ან იქვე მარელისთან დაბანაკება. ან ქვაბისხევამდე ტრანსპორტით მისვლა და იქ დაბანაკება. კიდევ ერთი ცვლილება გეგმაში ის იყო, რომ წიფაში წასვლას დაღლილმა ხალხმა ვარჩიეთ მოლითში ჩასვლა. მანძილი იგივე მარა აღმართი არ უნდა ყოფილიყო. მოკლედ დილით 7-ზე ყველამ გავიღვიძეთ. ვისაუზმეთ, ჩავლაგდით და ერთი ფოტოც გადავიღეთ.
Image

გავუყევით მოლითის გზას
Image

წყაროზე:
Image

ეს ის ლეგენდარული ადგილია საიდანაც მე შარშან სოფელში ვერ ავედი ტალახის გამო. გზა გაუკეთებიათ
Image

დაღმართი რო დამთავრდა კოზა-ნოსტრამ ეგრევე თქვა. კიდე კაი ასე არ წამოვედით გუშინ. ამას რა ამოივლიდაო (იხილეთ ნუნისიდან წამოსვლის პირველი ვარიანტი). შემდეგ უკვე სამანქანო გზით მოვდიოდით. გვალვას აქ საკმაოდ სერიოზულად უმუშავია. წვიმა ალბათ ასე 1 თვე არ იყო. რაღაც მომენტში უკნიდან მანქანა წამოგვეწია და ხალხის ნაწილი სადგურამდე ჩაიყვანა.
Image

Image

ვუახლოვდებით სადგურს.
Image

ყველა თავისებურად ერთობოდა, ზოგი ასე
Image

ზოგი კიდე ანა კარენინას როლში ცდილობდა შესვლას.
Image

მატარებლამდე დიდი დრო იყო და ხალხის ნაწილი მდინარეზე ჩავიდა საბანაოდ.
ნინოს ფოტოაპარატის დანახვაზე სულ სახე უბრწყინდებოდა.
Image

შემდეგ იყო პირველი მატარებელი 12.00-ზე რომელშიც ვერ ჩავჯექით, რადგან რევიზია იყო. მეორე მატარებელზე 14.00 უკვე ბილეთები ვიყიდეთ თბილისამდე. ქვაბისხევის სასტავი კიდე "მასტერავოის" უნდა დალოდებოდა 18.30-ზე. როგორც იქნა ჩავჯექით მატარებელში რომელიც პრაქტიკულად ცარიელი იყო ბილეთების გაძვირების გამო. სულ მალე გაირკვა რომ ქვაბისხევის სასტავმაც მოახერხა ამ მატარებელში ლევად ჩაჯდომა. სამწუხაროდ სადგურიდან 5 წუთის სიარულის შემდეგ მატარებეი გაჩერდა. ჯერ გვეგონა გვალვამ თავისი "ჯადო" გაუკეთა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გვალვას "ჯადო" მატარებლებზე ვერ მოქმდედებდა. სამაგიეროდ მთელი საქართველოს მაშტაბით დენის გამორთვა მოახერხა და უფრო სერიოზულ ეფექტსაც მიაღწია. 2 საათი დგომის შემდეგ მატარებელი დაიძრა. წიფასთან როცა მივედით და ჩვენი სავარაუდო გზა ზვარედან რო დაინახეს, ხალხმა კინაღამ ჩამქოლა, არ ჯობდა ასე წამოსვლაო??? თუმცა მატარებელი წიფაში არც კი გაჩერებულა და მეც გადავრჩი. ეტყობა მოლითში ნუნისის კურორტის გამო ჩერდება. ასევე უნდა აღინიშნოს რომ საკმაოდ დიდი სიჩქარით იარა და 1 საათი დაგვიანება აანაზღაურა თბილისამდე.

აი ასე იყო ეს ყველაფერი.

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
ზანავი-ნუნისი(გოდერძი)-ზვარე

Post by ilia » 25 ივლ 2005, 21:18

გოდერძი

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ზანავი-ნუნისი(გოდერძი)-ზვარე

Post by Nika » 25 ივლ 2005, 21:24

ეს კიდევ ჩვენი მოგზაურობის რუკა
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]