Bala, ფასები მართლაც კარგია, მაგრამ მე, ჩემი გამოცდილებიდან, რაღაცების დამატებას გირჩევთ. ნუ, გათვალისწინება თქვენი საქმეა, მაგრამ არა მგონია, ხარჯები ბევრად გაგეზარდოთ.
1). ხანძთაში თუ ახვალთ, ბარემ ოპიზის ნაეკლესიარიც გენახათ. მართალია, დღეს იქ სანახავიც არაფერია - მხოლოდ აღმოსავლეთის კედელია შემორჩენილი, მაგრამ მაინც - გულს შეაჯერებთ. ხანძის გზაზევეა გადასახვევი და სულ რაღაც 2 კილომეტრშია.
2). არტანუჯში ჩახვიდეთ და ჯოჯოხეთის კანიონი არ ნახოთ, დამიჯერე - დანაშაულია.

ზედ ართვინის გზაზევეა - მანქანიდან ჩამოხვალ და პირდაპირ კანიონში დურთავ თავს... ძაან მაგარი ადგილია...
3). დოლისყანაში მიმავლებმა კავკასიძეების ციხეს მიაქციეთ ყურადღება. გზა პირდაპირ მაგის ქვეშ გაივლის. უბრალოდ, უნდა შეჩერდეთ... ეგ იცი, რომელია? თუ გახსოვს კალანდიას ფილმიდან, იუსუფელიდან საგანგებოდ დაქირავებული ალპინისტის დახმერბით რომ ავიდნენ, ისაა...
4). პარხალში თუ წახვალთ, იქნებ მოახერხოთ და სოფელ ბალხში ახვიდეთ? გზიდან აუცილებლად დაინახავთ მაგ სოფელს - მთის წვერზე ზუსტად ისეა მერცხლის ბუდესავით მიკრული, როგორც - ჩვენი მთის სოფლები. ეგეც ულამაზესი სოფელი ყოფილა და ძაან მწყდება გული, იქ რომ ვერ ავედით. და პარხალისკენ სხვა ართული სოფლებიცაა. იუსუფელიდან რომ გახვალთ, იმ ხეობაში, 12 კილომეტრის მერე სოფელი მახათეთია, სადაც რამდენიმე ქართული ოჯახიც ცხოვრობს. მაგას რომელიღაც ქართული სოფელი მოსდევს - სულ რაღაც 1 კილომეტრშია, გზის ზევით, მაღალი მინარეთი აქვთ სოფელში და იმით შორიდანვე დაინახავთ. ეგ სოფელიც გზის პირზეა... და კიდევ - პარხალის გზაზე მიმავლები კარგად დააკვირდით მარჯვნივ, მდინარე პარხალის გაღმა კლდეზე შეყუჟულ უტას ციხეს... სასურველია, გიდმა იცოდეს ეგ ადგილი, თუმცა თქვენს შეამჩნევთ, იმდენად მიუდგომელ ადგილზეა ნაგები...
და ერთი კითხვაც - ახიზას და სალტეს ციხეები რომლებია? ძველ ნაქალაქართან ახლოსაა? და მაგ ნაქალაქარზე ხომ ადიხართ, აშოტ კურაპალატის საფლავზე?
და როდის მიდიხართ? ადგილები შეზღუდულია? ჩემს ახლობლებს უნდათ წასვლა და იქნებ დაგემგზავრონ...