ბახმაროში დანისლულები ანუ არნახული მზის ამოსვლა 17/18.08.12

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ბახმაროში დანისლულები ანუ არნახული მზის ამოსვლა 17/18.08.12

Post by namcecuna » 20 აგვ 2013, 12:04

გამარჯობა !

ბოდიშს გიხდით თემის დაგვიანებით გახსნისთვის, აზრზე მოვდიოდი :)

ეს იყო ყველაზე ნისლიანი, ყველაზე ტენიანი (დაახლოებით 159 % :lol: ), ყველაზე ჭექა-ქუხილიანი და მეტისმეტად ხასხასა, პანდორული, თბილი და შთამბეჭდავი გასვლა ჩემს კარავულ ისტორიაში :)

დიდი მადლობა მე, ჩემს 29 თანამგზავრს, ზვიადს და დათოს, გურულს და პატრულს-ოღონდ ხუმრობით არა, მართლა. :)

მაშ ასე, დაიწყო:

თბილისიდან დაახლოებით 8-ის ნახევარზე გავედით და 2 დღით დავემშვიდობეთ მზეს :lol:


ბახმარომდე გზად ხევის ეკლესიაში შევლა გადავწყვიტეთ, თუმცა კარი დაკეტილი დაგვხვდა და მხოლოდ გარს შემოვლა მოვახერხეთ.

ამ დროს უკვე იგრძნობოდა ჰაერის დამძიმება, სველი სიცხე და არცთუ კეთილად განწყობილი ცის მოქუფრული მზერა :)

Image


Image





ნაბეღლავში ნამდვილი ნაბეღლავი დავაგემოვნეთ და ნამდვილი ქორი (?) გავიცანით, რომელიც საკმაოდ კონტაქტური და ფოტოგენური აღმოჩნდა ^_^




ფალკონი ქორთან :)


Image


ლაშა ქორთან :)


Image

დანარჩენებიც იღებდნენ ფოტოებს ქორთან და შემოგვამატებენ :)


ბახმარომდე, ზღვის დონიდან 1850 მეტრის სიმაღლეზე თითქმის უხილავ გზაზე მივდიოდით :)
Image

Image


Image


Image


Image

Image

Image

Image

Image

Image
Last edited by namcecuna on 20 აგვ 2013, 15:06, edited 4 times in total.
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ბახმაროში დანისლულები ანუ არნახული მზის ამოსვლა 17/18.08.12

Post by namcecuna » 20 აგვ 2013, 12:24

უამინდობის და მიკროავტობუსების სიდიდის გამო, ბახმაროდან ჩადრეკილამდე-სადაც უნდა დავბანაკებულიყავით, დაახლოებით 2 კმ. ფეხით უნდა გაგვევლო.
რომ არა ჯუდის -დიდი მომგვარებლის ( :D ) სიყოჩაღე, ბევრკილოიანი ჩანთებით ატანა ზურგით მოგვიწევდა. ნატალიამ გზა გამოჰკითხა, მე "შევთავაზე" იქნებ ჩანთები აგვატანინოთ_თქო და მთელი ჩვენი მძიმე აღჭურვილობა, რამდენიმე კარაველის თანხლებით საბანაკე ადგილისკენ გაემართა :wink:

ფოტოს ავტორი-ლომი
Image

ხედები და აჭარული სოფლები :oops:
Image


Image

Image

აჭარელი ბოშუკები :)
Image


Image

Image

Image

Image

Image

Image
Last edited by namcecuna on 20 აგვ 2013, 12:54, edited 2 times in total.
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ბახმაროში დანისლულები ანუ არნახული მზის ამოსვლა 17/18.08.12

Post by namcecuna » 20 აგვ 2013, 12:32

დანარჩენები ნელა-ნელა, ნება -ნება გავუყევით გზას.

ნისლი, ცვარი, მწვანე, მწვანე, მწვანე ...

და ბოლოს ადრე თუ გვიან მისულებიც გამოჩნდნენ :)

ბანაკი
Image

Image

Image

Image

Image

Image
Last edited by namcecuna on 20 აგვ 2013, 13:01, edited 2 times in total.
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ბახმაროში დანისლულები ანუ არნახული მზის ამოსვლა 17/18.08.12

Post by namcecuna » 20 აგვ 2013, 12:50

კარვები გავშალეთ, სუფრაც :)
აჭარელი ბებოებიც გავიცანით, სულ "დიდხანს იცოცხლეთ"-ო გვლოცა საოცრად ენერგიულმა ბებომ :))

რადგან დრო ჯერ კიდევ ბევრი იყო, მზის ჩასვლის გორაზე ასვლას კი აზრი არ ჰქონდა-ნისლი ხან მოცურდებოდა, ხან გაცურდებოდა, გადავწყვიტეთ ღამისთევისთვის შეშა მოგვემარაგებინა და სოფელში დავბრუნდით.

მართლა გაოცებული ვარ აჭარელი ბებოების სიყოჩაღით, მათი ულამაზესი შვილიშვილების მხიარული თვალებით და უცნაური სიდინჯით :)

Image

3 ტომარა შეშა-თავისი კვარით, კაიმაღი და დაწნული ყველი-მისია შესრულებულია :)

Image
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ბახმაროში დანისლულები ანუ არნახული მზის ამოსვლა 17/18.08.12

Post by namcecuna » 20 აგვ 2013, 13:08

ხან ცრიდა, ხან წვიმდა, ხან მსხვილად, ხან წვრილად :lol:

Image

Image

Image

მოკლედ დიდი კოცონი (არა, საშუალო ზომის :D ) გაჩაღდა

Image
(ლომის ფოტო)

სოფლის ახალგაზრდობაც შეიკრიბა, არაყს ღვინოც შეერია, სადღეგრძელოებში მეტი სიყვარული ჩაიღვარა და სოფელში მიწვევაც მივიღეთ.

თუმცა, რადგან ღამის 3 საათზე მზის ამოსვლის გორაზე უნდა ავსულიყავით, აჭარელ ბიჭებს ვერ ვესტუმრეთ და დროებით დავემშვიდობეთ. კი გვითხრეს გაწვიმდება ამაღამ და ვერაფერს დაინახავთო, მაგრამ... :)

ცეცხლთან დავრჩით კარაველები, თან ვშრებოდით, თან გიორგის (არჩი) მუხის არაყს ვწრუპავდით, თან კაიმაღს და დაწნულ ყველს ვაგემოვნებდით, თან ერთმანეთს ვეცნობოდით და ტან გვაწვიმდა :lol:
Last edited by namcecuna on 20 აგვ 2013, 15:42, edited 1 time in total.
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ბახმაროში დანისლულები ანუ არნახული მზის ამოსვლა 17/18.08.12

Post by namcecuna » 20 აგვ 2013, 13:17

ალბათ 11საათამდე გასტანა კოცონის გარშემო გაშრობა-დასველების ცერემონიამ, კარგი იყო, კარგი :D

წვიმა გახშირდა, გამსხვილდა და კარვებს შევეფარეთ, იმ იმედით, რომ ღამის 3 საათამდე ოდნავ მაინც გამოკეთდებოდა ამინდი. :lol:

დაახლოებით ღამის 2 საათზე რომ დაიწყო თქეში, ქარი, ჭექა-ქუხილი და ელვა, სრული 1 საათს გაგრძელდა, კარვის წაღებას, მეზობლებთან შევარდნილ წყალს, წავალთ-ვერწავალთ შეძახილებს აღარ ვდარდობდი, ერთადერთი -მეხის დაცემის მეშინოდა ზღვის დონიდან 1900-მდე მეტრის სიმაღლეზე ^_^
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ბახმაროში დანისლულები ანუ არნახული მზის ამოსვლა 17/18.08.12

Post by namcecuna » 20 აგვ 2013, 13:33

როგორ უცბადაც ამოვარდა ქარიშხალი, ისევე უცბად გადაიღო და ყველაფერი ჩაჩუმდა.
ჩემი პირველი ჩაძინებაც "შედგა" და სრულ სიჩუმეში , უკვე თურმე დილის 5-ის ნახევარზე ჩამესმის ხმები : "აღრ წვიმს", "მგონი ვარსკვლავი გამოჩნდა", "ვინც მოდიხართ-გაიღვიძეთ" და მსგავსი წამახალისებელი ფრაზები :lol:

მართლა ელვისებური სისწრაფით გამოვფხიზლდი, ჩემი პლიუსებიანად ხაზზე გამოვცხადდი.
30 მოლაშქრიდან მხოლოდ 12 მოვგროვდით, ვისაც იმედი ჯერაც გვიფეთქავდა და "რადგან მოვედით, ავიდეთ, ბედი ვცადოთო"-აზრი გვაერთიანებდა... :)


მზის ამოსვლა ვერა, მაგრამ ულამაზესი ხედები ვნახეთ და უსუფთავესი ჰაერი ვისუნთქეთ :)

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ბახმაროში დანისლულები ანუ არნახული მზის ამოსვლა 17/18.08.12

Post by namcecuna » 20 აგვ 2013, 13:38

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ბახმაროში დანისლულები ანუ არნახული მზის ამოსვლა 17/18.08.12

Post by namcecuna » 20 აგვ 2013, 13:40

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Last edited by namcecuna on 20 აგვ 2013, 14:12, edited 1 time in total.
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ბახმაროში დანისლულები ანუ არნახული მზის ამოსვლა 17/18.08.12

Post by namcecuna » 20 აგვ 2013, 13:44

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ბახმაროში დანისლულები ანუ არნახული მზის ამოსვლა 17/18.08.12

Post by namcecuna » 20 აგვ 2013, 13:49

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ბახმაროში დანისლულები ანუ არნახული მზის ამოსვლა 17/18.08.12

Post by namcecuna » 20 აგვ 2013, 14:06

ბანაკში მოკლე გზით ( :lol: ) დავბრუნდით... როგორც ჩანს იმავე გზით შეგვეძლო გორაზე ასვლაც, უბრალოდ ნისლის და სიბნელის გამო ბოლომდე ვერ გავერკვიეთ :)


ცეცხლთან გავშრით, გავთბით, წავიხემსეთ და უკვე მერამდენე წვიმის დაწყებისთანავე კარვების დაშლას შევუდექით.

დიდი, ძალიან დიდი, უზარმაზარი მადლობა ირაკლის-გურულს , რომელიც ერთი ფიზიკურად არ იყო ჩვენთან, თორემ ინტენსიურ კონტაქტს, გამხნევებას, იმედს და ნუგეშს არ გვაკლებდა და ძალიან გვეხმარებოდა :)

ბახმაროში -ჩვენი შემსუბუქებული ზურგჩანთებით ფეხით დავბრუნდით. წვიმამ ბოლომდე პატივი გვცა და არც ერთი წუთით არ შეწყვეტილა ^_^ (საყვარელი) :)

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ბახმაროში დანისლულები ანუ არნახული მზის ამოსვლა 17/18.08.12

Post by namcecuna » 20 აგვ 2013, 14:45

ალბათ მიხვდებოდით, რომ ზღვაზე წასვლა ჩაგვეშალა :lol:
სამაგიეროდ ვნახეთ ოზურგეთის ღირსშესანიშნაობები :)

შემოქმედის ეკლესია :

სოფელში, მდინარე ბჟუჟის სამხრეთით, გორაკზე დგას განვითარებული შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი. მონასტერი შედგება სამი ძეგლისგან. მათგან ორი ერთმანეთზე მიდგმული ტაძარია: XII საუკუნის ღვთაების ტაძარი (ბაზილიკა) და XVI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია “ზარზმა”, რომელიც ვახტანგ I გურიელმა საგანგებოდ ააგო, რათა შიგ დაებრძანებინა ზარზმის მონასტრიდან XVI საუკუნეში გადმოსვენებული ფერიცვალების ხატი. მესამე ძეგლია XVI საუკუნის სამრეკლო, რომელიც 1831 წელსაა აღდგენილი. შემოქმედის მონასტერი იყო შემოქმედელი ეპისკოპოსებისა და გურიელების საგვარეულო საძვალე.
(ვიკიპედია)
Image


აჭის ეკელსია:
წმინდა გიორგის სახელობის XIII საუკუნის დასასრულსა და XIV საუკუნის დასაწყისში აგებული. დარბაზული ეკლესია. ეკლესის აქვს ასომთავრული წარწერა. შიგნიდან მთლიანად მოხატულია ფრესკებით, მათ შორის ზოგიერთი ფრესკა იკონოგრაფიული თვალსაზრისით იშვიათობას წარმოადგენს. ეკლესიაში დღემდე ინახება თამარ მეფის დროს შექმნილი ოქროთი დაფერილი ვერცხლის ჯვარი, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა აღმოაჩინა.
აჭის ეკლესიის მიმართ გურიის მთავრები განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდნენ. სვიმონ II გურიელმა აჭი საწინამძღვროდ აქცია. ქაიხოსრო I-მა მას უხვი შეწირულობა უბოძა და შემოქმედის მეტოქად-ჰყო. აჭის წინამძღვრობა მინიჭებული ჰქონდათ სალუქვაძე-თაყაიშვილების საგვარეულოს. მათგან აღსანიშნავია XVIII საუკუნეში მოღვაწე წინამძღვარი იოსებ თაყაიშვილი, რომელიც შემდგომ შემოქმედის მიტროპოლიტი გახდა. მას განუახლებია ვერცხლით მოჭედილი ჯვარცმის ხატი და მხატვარ იობისა და ოქრომჭედელ გრიგოლის შესრულებული წმინდა გიორგის მოოქრული ვერცხლის ხატი.
აჭის ეკლესია მოქმედია 1991 წლიდან. 2007 წლიდან აქ ამოქმედდა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის დედათა მონასტერი. ამჟამად მონასტერში სამი მონაზონი მოღვაწეობს, რომლებიც ჩვეული ტიპიკონით ცხოვრობენ .
ტაძარი შიგნიდან მთლიანად მოხატულია ფრესკებით. დასავლეთ კედელზე არის სცენები წმინდა გიორგის ცხოვრებიდან, მათ შორის უნიკალურია გველეშაპის განგმირვის სცენა. საკურთხეველში გამოსახულია ვედრების და ათორმეტი დღესასწაულის სცენები: ჯვარცმა, ხარება, ღვთისმშობლის მიძინება, ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში, და სხვ. მოხატულობა XIII საუკუნის ბოლოს განეკუთვნება. ტაძრის ფრესკები იკონოგრაფიული თვალსაზრისით იშვიათობაა. მაგ. მირქმის სცენაში იოსებსა და იოაკიმეს ხელთ ორ–ორი გვრიტი უპყრიათ.(ვიკიპედია)

ერთ-ერთმა დედაომ, რომელმაც ტაძრის კარი გაგვიღო და ეს ისტორიაც და კიდევ სხვა რამდენიმეც-აჭის კანკელის ქვის, თამარ მეფის ჯვრის და ამ ჯვრის მცველის შესახებ მოგვიყვა, მოგვნუსხა, განსაკუთრებული და დადებითი ენერგიით გაგვამდიდრა და უცნაური სიხარულის შეგრძნებით დავტოვეთ ტაძარი :)


Image

ლიხაურის XII საუკუნის II ნახევრის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია.
ეკლესიის ფრესკებიდან საინტერესოა ოთხი პორტრეტი ერისკაცებისა. აქ ინახება ორი ძველი ქართული ხელნაწერი: “ოთხთავი” და “ჟამნი”.(ვიკიპედია)

Image
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ბახმაროში დანისლულები ანუ არნახული მზის ამოსვლა 17/18.08.12

Post by namcecuna » 20 აგვ 2013, 14:59

ასეთ ბედნიერ ნოტაზე გამოვუყევით გზას თბილისისკენ

Image

Image

და რომ არა 3 საათიანი საცობი რიკოთის უღელტეხილზე, დროულადაც კი ჩამოვიდოდით, მაგრამ... :)




ცოტა გარბენა, ცოტა სეირნობა, ცოტა ნერვიულობა, მაგრამ ყველაფერი კეთილად დამთავრდა-როგორც ზღაპარში ^_^

ჩემი ამბავი ამით დასრულდა, დიდი მადლობა ყველას, თბილი და დადებითი დღეებისთვის, მე ძალიან ბედნიერი ვარ. :D
Image

ველოდები დანარჩენი მოლაშქრეების თვალით და გულით დანახულ და განცდილ ამბებს :)

ასევე ფოტოებს :)
ასევე გულშემატკივრების და მაყურებელ-მსმენელების შთაბეჭდილებებს-თუ ისურვებენ გამოხატვას . :)
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ბახმაროში დანისლულები ანუ არნახული მზის ამოსვლა 17/18.08.12

Post by namcecuna » 20 აგვ 2013, 15:37

ჩემი + ნათიას ფოტოები
ვდებ მხოლოდ ადამიანებიანებს :lol:


Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
წამო, ზღაპარში ...
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]