ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

Post by shoda1121 » 10 სექ 2012, 17:53

1. რეგიონი:
ლეჩხუმი - ცაგერის რაიონი

2. მარშუტის დასახელება:
ხვამლის მთა-ბარდნალა-ქულბაქი–ცაგერი-პრომეთეს მღვიმე


პირველი დღე: თბილისი-ქუთაისის მაკდონალდსი-სოფელი ოყურეში-მწყემსების ბანაკი ხვამლის მთამდე

მეორე დღე: ხვამლის მთა-ბარდნალა-ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი-ბანაკი ცხენისწყლის ნაპირას

მესამე დღე: სოფელი ქულბაქი ხელოვნური ტბა-მდინარე ჯონოული-ცაგერი(მურის ციხე, მწვანე თეატრი, მაქსიმე აღმსარებლის საფლავი)

მეოთხე დღე: სოფელი ნაღომარი(ლენტეხის რაიონი)-პრომეთეს მღვიმე-ქუთაისი-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
4 დღე

4. სირთულე:
საშუალო (თუ არ ჩავთვლით ხვამლის მთის აღმართებს)

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
გზა: 43 ლარი; + არაფერი დავიკელით საჭმელ-სასმელი :)
(თბილისი-ქუთაისი 10 ლარი, ქუთაისი წყალტუბო-1 ლარი,

6. მონაწილეთა რაოდენობა 3: ყველაზე გენიალური რაოდენობა ავტოსტოპისთვის: მე, პერწკლი და ჩემი + ნოდო


7. გასვლის, ლაშქრობის ორგანიზატორი:
shoda1121


8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ცაგერი, ქუთაისი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
არ ვიცი

10. ფეხით გავლილი მანძილი:
სადღაც 40კმ-მდე; ხვამლი დაახლ. 15კმ იქნება ერთი გზა;



11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ხვამლის მთა
ბარდნალა(ლადო ასათიანის სოფელი და სახლ-მუზეუმი)
ცაგერში მწვანე თეატრი, მურის ციხე, მაქსიმე აღმსარებლის საფლავი
ქულბაქი-ულამაზესი მთიანი ლეჩხუმური სოფელი ; დიდი მთებში ჩაფლული ხელოვნური ტბა/ჭაობით და ჯონოულის ულამაზესი ხეობით


12. საბანაკე ადგილები:
მრავლადაა

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ზედმეტად ბევრია (ხვამლზე მწყემსების ქოხთან უნდა მოიმარაგოთ ოღონდ)

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
ცაგერი-ლენტეხის ტრასა არაა საუკეთესო ავტოსტოპისთვის :)

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ზაფხული

16. რისკები, საფრთხეები:
ხვამლზე ნისლი იცისო

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს :
ნაკურალეშის წმინდა გიორგი, საირმე და ლაბეჭინა(რაჭაში), თაბორი და ლაილაში, გონის სალოცავი და მთელი ლენტეხის რაიონი(განსაკუთრებით ზესხო ან ბავარი)

18. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
სამივე ოპერატორი ერთნაირად იჭერს ზოგგან კი ზოგგან არა;


19. სასარგებლო ბმულები
http://lashqroba.ucoz.com/load/akhalch'ala/3
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 5&start=75
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5693&start=0
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2258

http://www.ptpress.ge/index.php?option= ... a&Itemid=3

http://church.ge/index.php?showtopic=7231



20. კარავული გასვლები ამ მიმართულებით:
პირველი დიდი ლეჩხუმური ლაშქრობა იყო კარავზე, თან ნამდვილად კარვულ სტილში: დაუქირავებელი ტრანსპორტით
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... c&start=75 ამ გასვლის განხორციელება მოხდა საბოლოოდ :)


Image

რუკაზე გამომრჩა: ჩქუმის მთავარანგელოზი და გონის ეკლესია
Last edited by shoda1121 on 11 სექ 2012, 19:15, edited 6 times in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

Post by shoda1121 » 10 სექ 2012, 17:58

არხოტში წამსვლელთა სია მოულოდნელად ჩემთვის და ისე როგორც კარავს ჩვევია: 20დან 6მდე ჩამოვიდა ჩემი რაჭაში ყოფნის ჟამს ჰოდა რაკი ძვირი ჯდებოდა გადავწყვიტე რომ ამდენი ფულის გადახდა არხოტში არ მიღირდა: ჯობდა ავტოსტოპით წავსულიყავი სადმე ველურ დასავლეთში: წასასვლელად შეირჩა ნაკლებად ტურისტული კუთხე რომელიც მართლაც საოცარი ხალხითაა დასახლებული: რადგან ამ მიმართულებით კარვული გასვლები არ შედგა აქამდე რეპორტაჟსაც ყურადღებით მოვეკიდები :)

წავედით მხოლოდ 3: საუკეთესო რაოდენობა ავტოსტოპისთვის :) 1 გოგო 2 ბიჭი :) რეგულარულით : ქუთაისის სარეისოთი ჯერ იქიდან ცაგერის: წინ დიდი მოგზაურობა გველოდებოდა მთელი 4 დღე : თან მქონდა ლადო ასათიანის წიგნი და ჩვენი მოგზაურობა ისეთივე გამოვიდა როგორც მისი ლექსი: "ბარდნალა" :)
Last edited by shoda1121 on 11 სექ 2012, 11:35, edited 5 times in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

Post by shoda1121 » 11 სექ 2012, 11:27

რა კარგი იყო ბარდნალა,

ბარდნალელების ბორანი,

ვარდებიანი ბარდნარი,

ბულბულთა ნაამბორალი,

ჩემი ხორგო და მარანი,

ჩემი ცეცხლი და ღადარი,

სახლის წინ ნაგრიგალარი,

გაფითრებული ჭადარი,

ჩემი კავი და სახნისი,

ჩემი თონე და ბეღელი

და დედა, დიასახლისი,

ჯანღონე გაუტეხელი,

ჩემი პაწია ქოთანი,

დუღილით ნაქოთქოთარი!

რა კარგი იყო ბარდნალა,

როგორი სათაყვანები!

ვარდებიანი ბარდნარი

და გუმარეშის ყანები!

თოხი პირგამოპირული,

გაციებული ბინული...

გახსოვს, ტყეები? ირიბად

ხეზე დაკრული თარჯები…

ვერ დაივიწყებ, ვინც გიყვარს,

შეყვარებული დარჩები …

გახსოვს, ცხენისწყლის ნაპირი,

თევზაობა და აპრილი?

გახსოვს, მაჭრით რომ გავბრუვდით,

და ძლივს რომ მივაბიჯებდით,

სახლში რომ ვეღარ დავბრუნდით

მისგან დამთვრალი ბიჭები?

გახსოვს, ღვინიან შემოდეგს

აივანზე რომ შემოვდექ?

გახსოვს, აფთარი ზამთარი,

ან გაზაფხული - პირიქით?

გახსოვს, ამტყდარი ავდარი

და სარეწკელას ბილიკი?

გახსოვს, სოფელი ლარჩვალი

და მეწისქვილე დამხრჩვალი?

გახსოვს, ჩვენ ორნი მარტონი

და ვარდიგორას ხანძარი

და დიდი გუჯუ ბატონი

თავისი ქამარ-ხანჯალით?

ხან ისე იყო, ხან ასე,

გახსოვს, ცაგერის ჭალაზე?

ეჰ, რა იქნება ხელახლა

დაიწყებოდეს თავიდან,

რაც დროის დენამ შელახა,

რაც დროსთან ერთად წავიდა!

რა კარგი იყო ბარდნალა,

როგორი სათაყვანები!

შენ, მამაჩემო, რად დარდობ,

რამ დაგისველა თვალები?

ან შენ სადა ხარ, დედილო,

რომ ლექსი გამაბედვინო?!

რად არ ჭიხვინებს ვეება

ლაფშა, ლაგამის მკვნეტავი?

ჰეი, ბავშვობის დღეებო,

დაბრუნდებოდეთ ნეტავი!

რა კარგი იყო ბარდნალა,

ბარდნალელების ბორანი,

ვარდებიანი ბარდნარი,

ბულბულთა ნაამბორალი!


experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

Post by shoda1121 » 11 სექ 2012, 11:38

ლეჩხუმი დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მოიცავდა ძირითადად ახლანდელი ცაგერის რაიონისა და ნაწილობრივ წყალტუბოს რაიონის და ამბროლაურის რაიონის ტერიტორიას. ლეჩხუმს დასავლეთით სამეგრელოსაგან ყოფდა ასხის მთის მასივი, ჩრდილოეთით სვანეთისაგან — ლეჩხუმის ქედი, აღმოსავლეთით რაჭისაგან — მდინარე ასკისწყალი, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე კი თავშავის ქედის სამხრეთი კალთები, სამხრეთით იმერეთისაგან — მდინარე ლეხიდარის მარცხენა ნაპირის გასწვრივ მდებარე სერი და ხვამლის მთის მასივი.

ჩვენი მარშუტი ქუთაისის მაკდონალდსიდან დაიწყო: ავტოსადგური ოკრიბიდან ქუთაისის "მარშუტკით" ახალ ცენტრალურ ავტოსადგურში მოვხვდით რომლის გვერდითაცაა მაკდონალდსი, ვჭამეთ; თუკი ლეჩხუმის რიონის ხეობა გვინდოდა უნდა წავსულიყავით 2 ლარად ტაქსით ჯაჭვის ხიდისკენ და იქიდან წავსულიყავით ტვიშისკენ და ლახეფადან ან ნაკურალეშიდან ავსულიყავით ხვამლზე: ჩვენ კი გადავწყვიტეთ უფრო მარტივი და სწრაფი ვარიანტი: წავედით ქუთაისი–ცაგერის გზით: ტრანსპორტი იმავე ავტოსადგურიდან გადიოდა..
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

Post by shoda1121 » 11 სექ 2012, 12:05

2 ვარიანტი გვქონდა :

1. ხვამლის მთა
2. ახლაჭალა

ხვამლი:

პირველი ამ სურათს აგდებს ინტერნეტში:
Image

და კითხულობ ინტერვიუს:

საინტერესო ინტერვიუ ვიპოვე, ამ ექსპედიციის ხელმძღვანელთან, გურამ გაბიძაშვილთან (ჟურნალიდან „თბილისელები“):


რომელი ისტორიულ-მითოლოგიური წყაროებით დასტურდება, რომ ხვამლის კლდეზე იყო მიჯაჭვული პრომეთე და რა დავალებით გააგზავნა იქ სტალინმა ალპინისტი ალიოშა ჯაფარიძე
2009-09-01

შექმნა სამყარო ღმერთმა და კვლავ თავის საუფლოს დაუბრუნდა. გზად მიმავალი კავკასიონის ქედზე წაბორძიკდა და მთელი ის მშვენიერება, რაც თავის ნახელავიდან გამოარჩია და თან მიჰქონდა, იქვე დაებნა. ასე გაიფანტა კავკასიონის ქედს მიღმა ბუნების სასწაული... შეუძლებელია, საქართველო ერთხელ მაინც იხილო და ამ ლეგენდის არ ირწმუნო. ერთ-ერთ ასეთ საოცრებაა ხვამლის მთა – ზემოდან რომ დახედავ, კონან დოილის დაკარგულ ქვეყანას მოგაგონებს, სრულიად რომ მოწყვეტილა დანარჩენ სამყაროს... „ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს ხომლის მთამ გადაარჩინოს“ – გვაუწყებს „ქართლის ცხოვრება“... რას ნიშნავს ეს და რა საიდუმლოს ფარავს ლეგენდარული ხვამლის მთა, ამის საკვლევად ამჟამად იქ ლეჩხუმის არქეოლოგიური ექსპედიცია მუშაობს. ექსპედიციას გრანტი რუსთაველის საზოგადოებამ გამოუყო. თუმცა, კვლევები იმავე ჯგუფმა, შედარებით მცირე შემადგენლობით, 2007 წლიდან დაიწყო. ახალი ექსპედიციის სამწლიანი პროგრამით მთის ამ მასივის შესწავლაზე კომპეტენტური ჯგუფი მუშაობს – მეცნიერების, ალპინისტებისა და გეოლოგების შემადგენლობით. ჯგუფს აქტიურად ეხმარება და მეგზურობას უწევს ადგილობრივი მოსახლეობაც. ყოველივე ამის შესახებ გვესაუბრება ლეჩხუმის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი გურამ გაბიძაშვილი:

– ხომლის, ანუ იგივე ხვამლის კლდოვანი მასივი ისტორიულ ლეჩხუმში მდებარეობს მდინარე რიონისა და ცხენისწყლის ხეობებს შორის. ზედა უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 2 002 მეტრია. მასივის სიგრძე 10,5 კილომეტრია, სიგანე – 7 კილომეტრი. კლდის მასივი 300 მეტრითაა ამოზიდული და მნახველზე გრანდიოზულ შთაბეჭდილებას ახდენს. იგი იურული პერიოდის კირქვებისგან არის აგებული. უხვი მღვიმეებითა და მიწისქვეშა წყალსატევებით მთლიანად კარსტულ მასივს ქმნის. ვახუშტი ბატონიშვილი ლეჩხუმის აღწერისას წერს: „რიონის დასავლეთით მთის ძირას არის ხომლის კლდე ფრიად მაღალი, მიეგო ამას სახელი ესე სიმაღლით ხომლის ვარსკვლავის სწორობით.“ ხომლს სულხან-საბაც განმარტავს როგორც ვარსკვლავთკრებულს.

– ციტატაში „ქართლის ცხოვრებიდან“ ნათქვამია: „ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს ხომლის მთამ გადაარჩინოს“. აღმოაჩინა თქვენმა ექსპედიციამ ეს საშუალება? მით უმეტეს, რომ ქვეყანას ახლა მართლაც რომ, სჭირდება შველა.

– ჟამთააღმწერელი „ქართლის ცხოვრებაში“ წერს მეცამეტე საუკუნის საქართველოს შესახებ, როცა ჯალალ ედ-დინის შემოსევით ძალადაკარგული ქვეყანა ახალ დამპყრობლებს – მონღოლებს შეეჯახა და დამარცხდა... „მაშინ არღარა იყო ღონე. დაამტკიცეს, რათა გაყონ სამეფო და საჭურჭლე ორად... ტფილისი ორად, ქუთათისი ორად და თავადნი და ერისთავნი ურთიერთშეასწორეს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. და განყვეს სამეფო და საჭურჭლენი გარნა ხვამლისა ქვაბსა, რომელ ედვა. მცირე გამოიღეს და გაიყვეს და უფროსი ქვაბსავე დაუტევეს. ხოლო იგი ჯაჭვსა ხელდებული სალმასური და თვალი იგი პატივცემული გვრდემლი და მარგალიტი იგი დიდი, რომლისა სწორი არავის სადა უხილავს, ესე სამივე რუსუდანის ძესა დავითს მიუხვდა.“ ამ ციტატის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ხვამლის კლდეში მეფეთა განძთსაცავი ყოფილა.

– და, როგორც ამბობენ, სწორედ ამ განძის საძიებლად ექსპედიცია, სტალინის დავალებით, ჯერ კიდევ ომის პერიოდში მოეწყო.

– ეს ექსპედიცია 1945 წელს, ალიოშა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, თერთმეტკაციანმა ჯგუფმა განახორციელა. ქვაბულში მათ რამდენიმე დღე დაჰყვეს, ვერაფერი ნახეს და დაასკვნეს, რომ განძი დიდი ხნის გატანილი იყო. საინტერესოა, რომ ამ ექსპედიციამდე, ჯერ კიდევ 1939 წელს, იმავე მიზნით, ალიოშა ჯაფარიძე იქ 2 მუშასთან ერთად ავიდა და ამბობენ, ის სტალინის პირადი დავალებით მოქმედებდაო. თუმცა, ოფიციალურად ამის დამადასტურებელი რაიმე ცნობა არ არსებობს.

– ცნობილია, ასევე მეორე ექსპედიცია, რეზო შალიბაშვილის ხელმძღვანელობით...

– ჯგუფი „ხომლი“ რეზო შალიბაშვილის ხელმძღვანელობით, 1984 წელს ავიდა გამოქვაბულში. ექსპედიციის მიზანი იყო ძეგლის დათვალიერება და მისი ფირზე აღბეჭდვა, რაც შეასრულეს კიდეც და თან წამოიღეს წინა ჯგუფის მიერ დანატოვარი წერილი.

– მესამედ თქვენ შეაღწიეთ ამ ქვაბულში... ამოხსენით ხვამლის კლდის საიდუმლო?

– პირველი ლაშქრობა სწორედ ამ ქვაბულზე მოვაწყვეთ. კლდეში გამოკვეთილი ციხე-ქვაბული კლდის ძირიდან 50 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და მასში ქვემოდან ასვლა შეუძლებელია ალპინისტური აღჭურვილობითაც კი. ამიტომ ალპინისტების ჯგუფი, შემოვლითი გზით, ზემოდან მოექცა მწვერვალს და იქიდან თოკით დაეშვა. მათი დახმარებით მოვახერხეთ ექსპედიციის დანარჩენმა წევრებმა მთის ძირიდან ქვაბულში შეღწევა.

– და რა დაგხვდათ იქ?

– ქვედა ბაქანი კლდეშია გამოკვეთილი, სადაც 7 ოთახია და კედლებზე, წითელი საღებავით გამოხატული ფიგურების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქვაბული არქაულ პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს. ამ მოსაზრების რეალობას უფრო ამძაფრებს ოთახების თავზე სუფთად ნათალი მასიური ქვის კარნიზი. ზედა ბაქანით უკვე შუა საუკუნეების ციხე-ქვაბულში შევდივართ. ეს არის მერვე ოთახი, რომელიც, როგორც ჩანს, გვიანდელ პერიოდში რაღაც დანიშნულებით მიამატეს კომპლექსს. სავარაუდოდ, სწორედ ეს ოთახი უნდა ყოფილიყო მეფეთა ხსენებული განძთსაცავი. იგი სანახევროდ სავსეა ჭერიდან ჩამოყრილი ქვებით და მისი გაწმენდა უამრავ დროსა და მუშახელს მოითხოვდა, რისი საშუალებაც ჩვენ არ გაგვაჩნდა.

– ანუ, იქ განძი არ იყო და არც ყოფილა?

– ჩვენი ვარაუდით, ამ ციხე-ქვაბულში განძი არ უნდა ყოფილიყო, რადგან, მართალია, მიუვალი ადგილია, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ფასადი ამოშენებული ჰქონდა, ვიზუალურად კლდეზე ის მაინც შეიმჩნევა. ამიტომ, არ მგონია, სახელმწიფო ხაზინის აღმოჩენის, თუნდაც რაიმე ალბათობა მაინც დაეშვათ ჩვენს მეფეებს. თუმცა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ განძთსაცავი სხვაგან იყოს. ხვამლის კლდე ხომ მთლიანად დახრამულია. მარტო გარედან 19 გამოქვაბული ფიქსირდება, ხოლო შიგნით რა ხდება, კაცმა არ იცის. ჩვენ იმხელა კულტურა გვაქვს მიწისქვეშა ქალაქების შენებისა, მარტო ვარძია რად ღირს?! ისიც ხომ ცნობილია, რომ ვარძიის ახლანდელი სახე უკანა ნაწილია. მიწისძვრამ ჩამოანგრია ამოშენებული ფასადი, რომელიც ისე ფარავდა ქალაქს, ამვლელ-ჩამვლელი ვერაფერს ამჩნევდა. და, რა გასაკვირია, რომ ხვამლის მთის ბუნებრივი ქალაქ-ქვაბული გამოეყენებინათ განძთსაცავად და ამისთვის ყველაზე დაფარული და მიუვალი ადგილი შეერჩიათ. ჟამთააღმწერლის ზემოხსენებული ჩანაწერი კი დაშიფრული კოდი უნდა იყოს, რომლის მსგავსი ეპიზოდი „ვეფხისტყაოსანშიც“ აქვს რუსთაველს აღწერილი. „ქართლის ცხოვრების“ ციტატებიდან რას უნდა ნიშნავდეს: „ჯაჭვი სალმასური“ და „გვრდემლი“? რუსთაველს უწერია: როდესაც ტარიელი და ავთანდილი შეიყარნენ და ქაჯეთის ციხის ასაღებად ემზადებოდნენ, ტარიელი ამბობს: „მე ოდეს ქვაბნი წავუხვენ, დავხოცე დევთა დასები, მას აქეთ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძვირ-ნაფასები“. მართლაც შევიდნენ იქ და დახვდათ 40 ოთახი: „პოვეს საჭურჭლე უსახო, კვლა უნახავი თვალისა, ჩნდის მარგალიტი, ოდენი ბურთისა საბურთალისა“. „ქართლის ცხოვრებაში“ კი ნახსენებია: „მარგალიტი იგი დიდი, რომლის სწორი არავის სადა უხილავს“. ნახეს ასევე „ზარდახანა“, სადაც უამრავი საბრძოლო იარაღი იყო და იქვე იდგა კიდობანი დაბეჭდილი. ზედ ეწერა: „აქა ძეს აბჯარი საკვირველიო, ჯაჭვ-მუზარადი, ალმასი, ხმალი ბასრისა, მჭრელიო.“ ჩემი აზრით, ეს არის ახსანა ჯაჭვისა „სალმასარისა“ – ალმასისებრ მჭრელი ხმალი, ანუ მტკიცე რკინა. ამით აიხსნება „პატივცემული გვრდემლის“ მნიშვნელობაც, რაც იგივე რკინის გამოსაკვერი იარაღი ანუ გრდემლია. მას სიმბოლური დატვირთვა აქვს და უკავშირდება ცოდნას, რომელიც რკინის დამუშავების საიდუმლოზე უნდა მიანიშნებდეს. შემდეგ წარწერა კიდობანზე ასე გრძელდება: „თუ ქაჯნი დევთა შეებნენ, დღე იყოს იგი ძნელიო! უმისჟამისოდ ვინც გახსნას, არის მეფეთა მკვლელიო.“ შემდეგ, ეს აბჯრები ჩაიცვეს „ვეფხისტყაოსნის“ გმირებმა და ხმალიც გამოსცადეს. მან მართლაც გაჭრა მათი კუთვნილი იარაღი. ტარიელმა და ავთანდილმა წამოიღეს ეს აღჭურვილობა „ოქროც რამე წაიტანეს, მარგალიტი ღარიბები“ და რაც მთავარია, „გამოვიდეს, გამობეჭდეს ორმოცივე საჭურჭლები“. ეს ხსნის ჟამთააღმწერლის ცნობას, რომ ძნელბედობის ჟამს გამოიტანეს ქვაბულიდან მცირედი განძი და ის დავით ნარინს შეხვდა, ხოლო უმეტესი იქვე „დაუტევეს“. ანუ, ეს ეპიზოდი მთლიანად, ერთგვარი კოდია განსჯისთვის...

– ესე იგი, განძთან ერთად, რკინის წარმოების, ანუ მეტალურგიის საიდუმლოც უკავშირდება ხვამლს?

– რკინის იარაღი, ანუ ფოლადის ხმლის გამოჭედვა იმ ეპოქაში ატომური ბომბის აფეთქებას ჰგავს. თუ გადავხედავთ მითოლოგიას, ტროას ომი მართლა ელენეს გამო ხომ არ მომხდარა?! რკინის წარმოების საიდუმლო ცოდნას ფლობდნენ ტროელები და ამიტომაც იყვნენ მუდმივი თავდასხმის ობიექტი. მით უმეტეს, რომ იმ ეპოქაში რკინას გაცილებით მეტი ღირებულება ჰქონდა, ვიდრე დღეს აქვს ნავთობს მსოფლიოში. ხვამლის ძირში კი, არის ერთი ადგილი „გონა“ და რაჭაშიც არის იგივე ტოპონიმი. გონა ანუ გონი სულხან-საბას განმარტებული აქვს – „კერპი აღმართებული“ და ცნობილია, რომ ის იყო უმთავრესი კერპი წარმართულ საქართველოში. ეტიმოლოგიურად კი ეს სიტყვა გონებას ანუ ცოდნას უნდა უკავშირდებოდეს. რაჭის გონის მთაზე იყო მაღაროები. ძველად იქ ბილიკებით ადიოდნენ და მადნის ძარღვს მიჰყვებოდნენ, ამტვრევდნენ, გამოჰქონდათ და იქვე ამუშავებდნენ, ყალიბებში ასხამდნენ. იყო ერთი ძალიან საინტერესო მეცნიერი, თემურ მუჯირი. მან ასეთი ექსპერიმენტიც კი ჩაატარა: რამდენიმე ადგილობრივი, რაჭველი, ჯანიანი ახალგაზრდა შეაიარაღა უროებით და უძველესი მეთოდით გონის მაღაროდან რკინის მადნის მოპოვება განიზრახა. ორი კვირა იმუშავეს და მხოლოდ 2 სანტიმეტრის ჩამომტვრევა შეძლეს. აქედან ჩანს, რომ ძველად ქართველებს ისეთი იარაღი ჰქონდათ, რომლითაც რკინას ჭრიდნენ, ანუ ფოლადის დამზადების საიდუმლოს ფლობდნენ. გამოდის, რომ გონი ცოდნაა, რომელიც რკინის მოპოვებასა და მის დამუშავებას მოიცავს. ამ ფაქტმა გადაგვაწყვეტინა ხვამლის გონის მიდამოები გაგვეთხარა. ჩავატარეთ ზედაპირული გათხრები და მოპოვებულმა ბრინჯაოსა და რკინის ნივთებმა კიდევ უფრო გაამძაფრა ჩვენი ვარაუდი. წიდები და მადნის ზოდები, ფაქტობრივად, მიწის ზედაპირზეა მიმოფანტული და თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. ამ ადგილებში დაფიქსირდა განვითარებული მეტალურგიის კერა. ეს ყველაფერი მოიცავს კოლხური კულტურის პერიოდს და გაცილებით მეტის მოცემა შეუძლია, ვიდრე ეს დღეს ჩვენთვის არის ცნობილი.

– ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებულია ხმები, რომ დროდადრო, ციხექვაბულის ქვეშ, შუადღის გარკვეულ მონაკვეთში, ჩნდება ბერ-მონაზვნის ლანდები და ისახება ჯვარი.

– ხმები მისტიკური ჩვენებების შესახებ უამრავია. ჩვენი ექსპედიციის დროსაც ღამით სრულიად მოწმენდილ ცაზე უჩვეულო ნათებათა კასკადი საკუთარი თვალით ვიხილეთ. მეორე დღეს სოფელ დერჩში, რომელსაც უშუალოდ დაჰყურებს ხვამლი, გვითხრეს რას აფეთქებდით, მთელი ღამე ნათება რომ იყო კლდის წვერზეო. მაგრამ, ახლა მოარულ ხმებსა და ხილვებზე, არ მინდა ვისაუბრო. მხოლოდ იმ ფაქტებზე გავამახვილებ ყურადღებას, რაც ისტორიულ წყაროებშია დაფიქსირებული და საკრალური მინიშნებებით ხსნის მათ.

– რა წყაროებზე საუბრობთ?

– მაგალითად, მითოლოგიიდან ცნობილია, რომ ჰერაკლე, იოს დავალებით, უნდა აუყვეს ფასის (ფაზისი, დღევანდელი რიონი) მდინარეს, მარცხენა მხარეს, მიადგეს გამოქვაბულს, საიდანაც წყალი გადმოედინება, გადააგდოს ეს წყალი, შევიდეს შიგ და პრომეთე გაათავისუფლოს. ჩვენ გავიკითხეთ და იქაურებმა დაგვიდასტურეს, რომ მსგავსი წყლის გამოსავალი არსებობს. მივედით, გაზაფხული იყო, მაისის ბოლო და ქვაბულიდან წყლის ნაკადი ისე მოქუხდა, რიონს თითქმის კეტავდა. როგორც ჩვენმა მეგზურებმა გვითხრეს, წლის სხვადასხვა პერიოდში წყლის ნაკადი ხან ცხენისწყლის ხეობისკენ მიდის, ხან – რიონისკენ. ამასთან დაკავშირებით ლეგენდაც კი არსებობს: თურმე, იქ გველეშაპია გაწოლილი და საითაც გადაბრუნდება, წყალსაც იმ მიმართულებით უცვლის გეზსო. შემოდგომით შეიძლება გამოქვაბულში შესვლა. ჩვენც შევედით, მაგრამ 50 მეტრის გავლის შემდეგ სიფონს (მიწისქვეშა წყალსატევი) გადავაწყდით და შევჩერდით. იქ შემდგომი კვლევის გაგრძელებას მხოლოდ სპელეოლოგები შეძლებენ სპეციალური აღჭურვილობით.

– გამოდის, რომ პრომეთე ხვამლის მთაზე იყო მიჯაჭვული?

– უფრო მეტსაც გეტყვით, ძალიან საინტერესოა, რომ ამ გამოქვაბულს, „ვერძისთავა“ ჰქვია, რაც დაკავშირებული უნდა იყოს არგონავტებთან და ოქროს საწმისთან. აპოლონ როდოსელი „არგონავტიკაში“ წერს – „კუტაიის ხმელეთზე და კირკეს ველზე ამარანტის შორეული მთებიდან... ფაზისი მოაგორებს თავის ფართე ნაკადს... ხელმარცხნივ ახლა იყო მაღალი კავკასიონი, აიას ქალაქი ქუტაისი.“ სწორედ აქ მოესმათ არგონავტებს პრომეთეს გმინვა. დღეს კავკასია ზოგადი სახელია მთათა მასივისა, ძველ დროში კი კავკასია, როგორც ჩანს, რომელიღაც კონკრეტულ მთას ან კლდეს ერქვა, სადაც გამოქვაბულში პრომეთე იყო მიჯაჭვული. მეორე საუკუნეში დასავლეთ საქართველოში იმოგზაურა ფილოსოფოსმა არიანემ და ისიც წერს, რომ კავკასიაში ერთი მთაა, რომელზეც თქმულებისამებრ, ჰეფესტოს ბრძანებით, პრომეთეა მიჯაჭვული. ყველაზე ადრე კი სტრაბონი აღწერდა პრომეთესა და კოლხ იბერთა გმირს (ნაგულისხმევია ამირანი), რომელიც ერთი და იგივე უნდა იყოსო. ყველაზე უცნ
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

Post by shoda1121 » 11 სექ 2012, 12:09

2. ახალჭალა:
http://txlishe.wordpress.com/
ამ ვებსაიტის მეშვებით შევიტყვეთ და ვნახეთ სურათებიც:
სოფლელებმა გვითხრეს რომ ჭალისთავიდან 20კმ–ია, ულამაზესი(ხვამლზე ლამაზიც კი) ბუნებაა, მწვერვალ ცეკურზე ადიხარ უკვე იქიდან იოლად ლეჩხუმის უმაღლეს წერტილში, და ზაფხულობით სუფთა ჰაერზე ბევრი ადამიანი ისვენებს იქ:

Image
Image
Image
Image
Image
Last edited by shoda1121 on 12 სექ 2012, 16:20, edited 2 times in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

Post by shoda1121 » 11 სექ 2012, 12:20

ასევე შესაძლებელი იყო სოფელ ზუბში ჩამოსვლა და იქიდან ასხის მასივზე ასვლა, თან გზად ზუბის წმ. გიორგის მონახულება ულამაზესი ხედებით; თუმცა ასხის მასივზე კინჩხადანაც შეიძლება თან შეშის მანქანებიც დადიან;

მოკლედ, ხვამლი გადაწყდა: ხვამლზე ეკლესიაც არის, თან ის უფრო მისტიურია და მნიშვნელოვანი ვიდრე ახალჭალა :)


მთელმა "მარშუტკამ" ხვამლი ხვამლიო და სხვა გზაც არ გვქონდა ლამის ყველა წამოგვყვა თან :)

ხვამლზე ასვლა ლახეფადან და ნაყურალეშიდან უფრო ადვილია თან ნაკურალეშში ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია ლეჩხუმის ორი მხრიდან მოხატული სვანეთის ძეგლების მსგავსად მაგრამ ჩვენ გვერჩივნა ცხენისწყლის ხეობიდან წასვლა ანუ ოყურეშში გავაჩერეთ: თან ქართული ოცნების წარმომადგენელი რომელიც გზად სოფლელებს ეჩხუბებოდა პოლიტიკის თემაზე წამოგვყვა:
ჩვენ ვუთხარით პოლიტიკა არ გვაინტერესებს თქო თუმცა მაინც გვეუბნებოდა გზადაგზა პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ :)


გზად ჩვენი ბარგი (და მანდილოსანიც) მანქანამ გაიყოლა სოფლის ბირჟამდე :)
Image
Last edited by shoda1121 on 12 სექ 2012, 16:18, edited 1 time in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

Post by shoda1121 » 11 სექ 2012, 12:25

გზად გვესაუბრებოდა ჩვენი მასპინძელი სოფლის უნიკალურ ღვინის ჯიშზე: უსახელოური:
ჩვენ ძალიან გემრიელი ცოლიკაური დავაგემოვნეთ: უსახოლური როგორც ჩანს სოფლისთვის უფრო შემოსავლის წყაროა ვიდრე სასმელი, მეტი ცნობები უცნაური.გე–დან შევიტყვეთ:


"უსახელაური გამოირჩევა მაღალი ხარისხით, ბუნებრივად ნახევრადტკბილია და სუფრის წითელ ღვინოდ გამოიყენება. ჯიშის წარმოშობის ადგილისა და დროის შესახებ ისტორიული ხასიათის წერილობითი მონაცემები შემონახული არაა, მაგრამ ჩვენმა მხცოვანმა მეცნიერ-აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა გამოთქვა შეხედულება იმის შესახებ, რომ უსახელოურს თავისი სახელწოდება მიღებული უნდა ჰქონდეს ლეჩხუმის მდ. ლაჯანურას მარჯვენა მხარეზე მდებარე სოფელ უსახელოდან.



ჯიშის ადგილობრივ წარმოშობას უდავოდ ადასტურებს ის ფაქტი, რომ უსახელოური მხოლოდ ცაგერის რაიონში, იქ არსებული ჰავისა და ნიადაგურ პირობებთან კარგად შეგუებით გვაძლევს საუკეთესო შედეგს.



არსებობს მოსაზრება, რომ უსახელაური თავისი ბოტანიკური ნიშნებით და ბიოლოგიური თვისებებით, შედარებით გრძელი და სქელი პწკარით, თხელი აბლაბუდისებრი შებუსვით, საშუალო მტევნებით, საკმაო წვრილმარცვლიანობით წააგავს გარეულ ვაზს, ამიტომ ამტკიცებენ რომ უსახელაური არც ისე შორეული წარსულიდან ვაზის კულტურაში უშუალოდ ტყიდან არის შემოტანილი.



ამ ყურძნის ნაკლებობა საგძნობლად მეტყველებს მის ფასზე. ერთი ლიტრი უსახელოურის ღვინო 145 ლარად ფიქსირდება დღევანდელი საქართველოს ღვინის ბაზარზე.



ვენახების ზუსტი 1953 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით მთლიანად საქართველოში უსახელაურს სულ 60,3 ჰექტარი უჭირავს. ამ ფართობიდან 55,4 ჰექტარი მარტო ცაგერისა და ამბროლაურის რაიონზე მოდის, 3,42 ჰექტარამდე ფართობი უსახელაურს იმერეთში: ქუთაისის და წულუკიძის ტერიტორიებს მიეკუთვნება, ხოლო 1,45 მას საქართველოს სხვა რაიონებში უჭირავს.

ცაგერის რაიონის ფარგლებშიაც ჯიში მხოლოდ განსაზღვრულ სოფლებშია გავრცელებული. ყველაზე დიდი ფართობი უსახელაურს ოყურეშში, შემდეგ-ლაცეფიტაში, ზუბში და ისუნდერში უჭირავს. დანარჩენ სოფლებში ჯიში პატარა ვენახებისა და ნარევი ყურძნის სახით არის წარმოდგენილი."

Image
წყარო: უცნაური.გე
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

Post by shoda1121 » 11 სექ 2012, 12:30

სოფლის ბირჟა ოყურეშში:

Image

სოფლის ბოლომდე სიცხეში ავაღწიეთ: სოფელი იწყება ალბათ 300–400 მეტრიდან და ადის 850 მეტრამდე აღამართზე შეფენილმა სოფელმა ჩემი დედულეთი ჭყვიში გამახსენა რომელიც ოდესღაც ლეჩხუმს ეკუთვნოდა სანამ მზითევში რაჭის თავადები მიიღებდნენ: ისიც ასეთია აღმართიანი სანამ ლაბეჭინას ააღწევდე ბევრი წყარო და ბევრი უბანი უნდა აიარო: ლაბეჭინიდან კი ხედებია რაჭაზეც და ლეჩხუმზეც :)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

Post by shoda1121 » 11 სექ 2012, 13:03

ამოსვლა:
Image

Image

Image

Image

Image

ულამაზესი ყვავილები

Image

წყარო ხის ფესვებიდან; ზემოთ ჭაც ყოფილა ხის ფესვებში


Image
სოკოები

Image

წაქცეული ხეებიც

Image
ადრეული შემოდგომის ფერებიც

Image

მაყვალიც

Image

ტყეები..

Last edited by shoda1121 on 11 სექ 2012, 13:12, edited 1 time in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

Post by shoda1121 » 11 სექ 2012, 13:11

და რაც მთავარია კეთილი ლეჩხუმელები და ავტოსტოპი: საქონლის მწყემსების ჯერის შეცვლის დრო იყო და ამოგვიყვანეს კაი ცოლიკაურის ღვინით, თბილი ახლადგამომცხვარი პურით და უგემრიელესი ლობიოთი გაგვიმასპინძლდნენ....


Image

Image

Image


შემდეგ ქოხში დაგვტოვეს მთის წვერზე სადღაც.. ყვავილებიც გარშემო:
Image

ცეცხლი დაშლილი ღობიდან დავანთეთ:
Image

და ბედნიერები ვიყავით...

Image
Last edited by shoda1121 on 11 სექ 2012, 13:14, edited 3 times in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

Post by shoda1121 » 11 სექ 2012, 16:43

ხვამლის მთა: შხარა და თეთნულდის ხედები იშლებოდა, მთელი კავკასიონის ხედის თუმცა როცა ავედით ბოლო წერტილზე საიდანაც ვგეგმავდით ფოტოების გადაღებას ნისლები წამოვიდა :) სურათები ვერ აღწერს მისტიურობას ნისლიანი ხედების და კლდეების :) 1 კლდე განსაკუთრებით მეტეორა რომ არის საბერძნეთში იმას გავს: ამაზე უკეთესიუ ხედი 1. კატრიწვერადან(რაჭა) და 2. მხერიდან(სვანეთი) მინახავს მხოლოდ ...

ყველაზე საუკეთესოა თუ დილაადრიან ახვალთო


Image

Image

Image

Image



Image

Image
Image

Image

Image

Image

Image

Image
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

Post by shoda1121 » 11 სექ 2012, 16:59

Image

ლეჩხუმის ხედი ხვამლიდან;

გზაზე ყვავილები:

Image

Image


დაშვებისას:

Image
მეორე მხარეს ზუბის წმ. გიორგის ეკლესიაა

გზად:
Image

ცხენისწყლის ხეობა:

Image
Last edited by shoda1121 on 11 სექ 2012, 18:40, edited 1 time in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

Post by shoda1121 » 11 სექ 2012, 17:07

გადასახვევთან რომ გამოვედით მოვიდა ლეჩხუმის "მარშუტკაც" და ბარდნალაში გავყევით: ფული არ გამოგვართვეს როგორც სტუმრებს: ძალიან თბილი და სტუმართმოყვარე ხალხის ხელში თავს მეფეებად ვგრძნობდით... გზაში დაგვანახეს სოფელი ლარჩვალი(და გამახსენდა ბარდნალას სტრიქონები: გახსოვს სოფელი ლარჩვალი და მეწისქვილე დამხრჩვალი)
იმ დღესვე ვესტმურეთ ბარდნალაში ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმს:

ბარდნალელი ბავშვი მუზეუმში:

Image

კალამი რომლითაც წერდა ლადო:

Image

Image

Image

დალის მაღაზია ბარდნალაში

ბარდნალელი რატი, ქულბაქში წაგვიყვანა :

Image


ბარდნალელები:

(ჩვენთან ერთად იჯდნენ ბავშვები კოცონთან, გვეხმარებოდნენ ყველაფერში);

Image

Image
Image

ლადო ასათიანი---"ჰოი ბავშვობის დღეებო დაბრუნდებოდეთ ნეტავი"
Image
Last edited by shoda1121 on 11 სექ 2012, 18:41, edited 1 time in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

Post by shoda1121 » 11 სექ 2012, 17:16

შემდეგი დღე ქულბაქში გავატარეთ ტბაზე(თუ რაღაც ეგეთზე) ულამაზეს ბუნებაში:


Image








Image

Image
თევზი არ დაგვხდა

ჯონოული: ძალიან მაგარი მდინარე!!!


Image

Image

Image

Image










ქულბაქი:
Image




Image


Image

Image





Image



მწვანე ფერი : ისეთი ლამაზი რომ უბრალოდ უნდა დაჯდე და გაჩუმდე:

Image




Image



Image
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]