ტბისი - გუდარეხის გარშემო - 9.09.12

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტბისი - გუდარეხის გარშემო - 9.09.12

Post by Tamari-ch. » 11 სექ 2012, 04:52

1. რეგიონი:
ქართლი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი- ფარცხისი - ტბისი - ვაკე- გუდარეხი - აბელიანი - თბილისი


3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
მარტივი

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
საშუალოდ 10-12 ლარამდე

6. მონაწილეთა რაოდენობა
9 ადამიანი 2 ჯიპში,

7. გასვლის, ლაშქრობის ორგანიზატორი
Tamari-ch.

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
თეთრი წყარო, ფარცხისი, სოფელი ვაკე, სოფელი გუდარეხი,

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
სულ 150 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
ცოტა

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
გარშემო ბევრი ძეგლებია, ფარცხისის ციხე და ეკლესია, ტბისის კომპლექსი, ვაკეს ღვთისმშობელი, გუდარეხის კომპლექსი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნაბინავარი, აბელიანის ეკლესია

12. საბანაკე ადგილები:
ყველგან კარგი ადგილებია

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
სოფლებში

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
არაფერი განსაკუთრებული

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
თბილი და უწვიმო სეზონი

16. რისკები, საფრთხეები:
არაფერი განსაკუთრებული

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი
ყველა სოფელში ძეგლი დგას. იქვეა ბირთვისები

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
ბირთვისები,

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ძირითადად იჭერს მობილურები

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
მზადება
http://karavi.ge/viewtopic.php?p=382680#382680
http://karavi.ge/viewtopic.php?t=5724&p ... sc&start=0

გუდარეხში კარავი ბევრჯერ ყოფილა
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4662
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... &start=150
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=856
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=395
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=173
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=354
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=13 ... sc&start=0
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3889

აი ტბისის კომპლექსი კი ვერ ვიპოვე კარავზე
მე მგონი ნამყოფი არაა კარავი მანდ....

21. რუკა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
იისფერი ხაზით ნაჩვენებია ჩვენი მარშრუტი

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტბისი - გუდარეხის გარშემო - 9.09.12

Post by Tamari-ch. » 11 სექ 2012, 04:57

ეს ლაშქრობა დამამახსოვრდა თავისი იდეალურობით...
ყველაფერი იყო იდეალურად -
დრო, ამინდი, თავად მარშრუტის სიზუსტე, გათვლა -
არანაირი ცდომა გეგმიდან, არანაირი დაღლა და გადამეტება....
იყო ცოტა ექსტრიმიც,
იყო სიურპრიზებიც...
ძალიან სასიამოვნო, თბილი და მოწესრიგებული გასვლა იყო..
მადლობა ყველას ასეთი გემრიელი დღისათვის...
:)
ეს კი ამ დღის აღმოჩენა!
ქართული პიზის კოშკი!


Image


http://www.youtube.com/watch?v=NEUivUcF ... =autoshare
ესეც ჩვენი გასვლის ვიდეო...

:)
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტბისი - გუდარეხის გარშემო - 9.09.12

Post by Tamari-ch. » 11 სექ 2012, 05:05

ახლა ვიწყებ თხრობას:
დილით 9 საათზე შევიკრიბეთ ტრადიციულად რედისონთან...
:)

თითქმის ყველა მოვიდა დროზე და გავუდექით გზას!

პირველი გზაზევე იყო ფარცხისის ციხე


Image

Image

Image
Last edited by Tamari-ch. on 11 სექ 2012, 13:12, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტბისი - გუდარეხის გარშემო - 9.09.12

Post by Tamari-ch. » 11 სექ 2012, 05:06

ამ ადგილას გამაოგნა ფარცხისის ციხის კედლის სისქემ!!!

:shock:

Image

Image

Image

Image
Last edited by Tamari-ch. on 11 სექ 2012, 13:13, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტბისი - გუდარეხის გარშემო - 9.09.12

Post by Tamari-ch. » 11 სექ 2012, 05:10

ნინო კივილაძე ჯეირანივით აძვრა კედელზე
მე კივილი დავიწყე - ამის ყურება არ შემიძლია თქო...
სუსტი გული მაქვს...

:lol:

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image
Last edited by Tamari-ch. on 11 სექ 2012, 05:19, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტბისი - გუდარეხის გარშემო - 9.09.12

Post by Tamari-ch. » 11 სექ 2012, 05:18

ძალიან ლამაზი ხედებია ფარცხისის ციხიდან...

Image

Image

Image


შემდეგ წავედით იქვე ციხესთან მდგომ პატარა ეკლესიასთან და ისიც ვნახეთ,
ეკლესია თავად დიდ ღირშესანიშნაობას არ წარმოადგენს და აშკარად ახალი აღდგენილია,
მაგრამ საინტერესო იყო ეკლესიასთან არსებული საფლავის ქვები


Image

Image

Image

ზედ აი ასეთი გამოსახულება იყო...

Image

Image

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტბისი - გუდარეხის გარშემო - 9.09.12

Post by Tamari-ch. » 11 სექ 2012, 05:28

ფარცხისის შემდეგ უნდა გვეპოვა ტბისის კომპლექსი...

აი აქ იყო პრობლემა...
:roll:

რუკაზე არსად არაა აღნიშნული ტბისის ეკლესია და ციხე
ბიბლიოგრაფიაში ნახსენებია "კოჟრების ეკლესია"


4.ტბისი. "კოჟრების ეკლესია". ჯვრის კვარცხლბეკი //ქართული წარწერების კორპუსი.I.: აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს.).-თბ.,1980.-გვ.104-106. - ჯვრის კვარცხლბეკზე ამოღარული წარწერების აღწერილობა, პალეოგრაფიულ-ენობრივი ანალიზი, დაზიანების ხარისხის განსაზღვრა. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (ტაბ.1.)


ადგილობრივებს რომ ვკითხეთ ტბისის ეკლესია და "კოჟრების ეკლესია" თქო
თვალები ჭყიტეს....
არ ვიცითო...
:shock: :roll:
რა გვექნა?
ბაგრატიონის დისკზეა აღნიშნული ავლევის ეკლესია, ციხე და კოშკი
ჰოდა ბოლო ბოლო დავასკვენით, რომ ეგ უნდა იყოს ის, რასაც ვეძებდით...
გავყევით ნიკას ჯიპიესს და შევედით ტყეში
იქაც არაფერი ჩანდა... გავიშალეთ და დავიწყეთ ძებნა... ჰოდა ერთ ერთ გორაკზე რომ ავედი - უცებ დავინახე ეკლესიის წითელი სახურავი!
კივილი დავიწყე - აი იმ გორაზე უნდა ავძვრეთ თქო
ჰოდა რომ ავედით - ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა!
ულამაზესი კომპლექსია ტბისის ნამონასტრალი!!!!

:shock: :shock:

Image

Image

Image
Last edited by Tamari-ch. on 11 სექ 2012, 05:41, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტბისი - გუდარეხის გარშემო - 9.09.12

Post by Tamari-ch. » 11 სექ 2012, 05:32

Image

ეს სავარაუდოდ სასახლის ნაშთი ქვემოთ ფერდობზე

Image

თავად ეკლესია და კოშკი მაღლა მთის კენწეროზეა...


Image

Image

Image

Image

Image

Image

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტბისი - გუდარეხის გარშემო - 9.09.12

Post by Tamari-ch. » 11 სექ 2012, 05:34

იქვე რაღაც გვირაბი ვიპოვეთ და რა თქმა უნდა შევძვერით~~

:lol:

Image

ეს გვირაბის გამოსასვლელია
პაპარაცები მელოდებიან...

Image

აი ასე უნდა გამოძვრე...
:lol:

Image

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტბისი - გუდარეხის გარშემო - 9.09.12

Post by Tamari-ch. » 11 სექ 2012, 05:41

ცოტა ხანში ნიკა გობეჯიშვილმა ყვირილი დაიწყო - აქეთ მოდით, მოდით - რაღაც ვიპოვეო!!!...

გავყვეით ხმას და დავინახეთ!....
:shock:
ქართული პიზის კოშკი!

:lol:

აყირავებულია კოშკი!
რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს თავზე დაგეცეს!


:lol:

Image

Image

Image

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტბისი - გუდარეხის გარშემო - 9.09.12

Post by Tamari-ch. » 11 სექ 2012, 05:49

ვიჯერეთ გული ძრომიალით, დავტკბით ულამაზესი ხედებით და გამოვბრუნდით უკან....

შემდეგი ჩვენს მარშრუტზე იყო ვაკის ღვთისმშობელი

პატარა ლამაზი ეკლესია გუდარეხის მოპირდაპირე მთაზე....~
აგებულია მე-14 საუკუნეში


Image

Image

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტბისი - გუდარეხის გარშემო - 9.09.12

Post by Tamari-ch. » 11 სექ 2012, 05:50

Image

Image

ასომთავრული წარწერები

Image

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტბისი - გუდარეხის გარშემო - 9.09.12

Post by Tamari-ch. » 11 სექ 2012, 06:09

ვაკის ღვთისმშობლის ეკლესიის ეზოში იყო საინტერესო ეპიტაპიები საფლავის ქვებზე

Image

"1921 წელს გარდაიცვალა ჩემი მეუღლე. დამრჩა ობლები: 3 ქალი და 3 ვაჟი. ქალები გავათხოვე და ვაჟების ბედნიერებას ვერ შევესწარი." - აი, ასეთი სევდიანი შინაარსის ეპიტაფიაა

ერთ ერთს ეწერა
ესა და ეს... გარდაიცვალა ამა და ამ წელს
და
უყვარდა ცხვარიო...

:D
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

stranger
მაწანწალა
Posts: 846
Joined: 09 იან 2010, 21:45
Location: ჩემი ოთახი
ტბისი - გუდარეხის გარშემო - 9.09.12

Post by stranger » 11 სექ 2012, 08:00

სულ ეს იყო ? :D

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტბისი - გუდარეხის გარშემო - 9.09.12

Post by Tamari-ch. » 11 სექ 2012, 09:25

stranger
არა - მერე წავედით გუდარეხში....

მეორე სერიაც იქნება.....

:D
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]