ბირთვისის კანიონი 3-5.08.2012
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
ბირთვისის კანიონი 3-5.08.2012
ასე დავასრულეთ შაბათი დღის ლაშქრობა კანიონებში და ვეცადეთ ამოვსულიყავით სოფელ ტბისში, რომელიც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მოვახერხეთ ტყეში და ხევში სიარულის შემდეგ. წივწივას უნდოდა ჩვენთვის დაეჯერებინა, რომ გზა არ ახსოვდა, ცოტა კი გვანერვიულა, მაგრამ ბოლოს ნაცნობებიც ინახულა, ვაშლებითაც გავივსეთ კალთები და წავედით დასაბანაკებლად. უკვე კარგად ბნელოდა, საბანაკე ადგილას რომ მივედით, მოვეწყვეთ გემრიელად, ცოტა ხანი წავუკოცონეთ
და დავიძილქუშეთ
პ.ს. ამ დღეს ერთი საინტერესო შეჯიბრი გვქონდა: ყველაზე შეშინებული თვალები, ხოდა ჩემსა და ბაცკის შორის ჯერ კიდევ ვერ გამოვავლინეთ გამარჯვებული. სამწუხაროდ დოკუმენტური მასალა არ მოგვეპოვება, მაგრამ, თვითმხილველების თქმით, ორივე ძალიან საინტერესო იყო
პ.პ.ს. ახლა ხვალემ იზრუნოს ხვალისა და მეორე დღის სურათები ხვალ იყოს
ბირთვისის კანიონი 3-5.08.2012
მარიამოს ფოტოებს რეპორტაჟის სახე მივეცი - აქცენტით ჩემზე
ნახეთ აქ https://picasaweb.google.com/1078017370 ... ugust2012#
ნახეთ აქ https://picasaweb.google.com/1078017370 ... ugust2012#
ბირთვისის კანიონი 3-5.08.2012
რა მაგარია... ყოჩღთ ბავშვებო... მეამაყებით
იმედია ოდესმე ანუ მეორე წელს მეც წამოვალ ) :*:*****
იმედია ოდესმე ანუ მეორე წელს მეც წამოვალ ) :*:*****
- tamuna_gudarexi
- იეტი
- Posts: 2290
- Joined: 15 ივნ 2005, 15:28
- Location: არსად...
ბირთვისის კანიონი 3-5.08.2012
რა ლამაზი და საძრომიალოდ საუკეთესო ადგილებია! ყოჩაღ თქვენ.
კახას რეპორტაჟი ძალიან საინტერესო იყო, ბოლო აკორდი კი - შთამბეჭდავი ))
კახას რეპორტაჟი ძალიან საინტერესო იყო, ბოლო აკორდი კი - შთამბეჭდავი ))
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir
ბირთვისის კანიონი 3-5.08.2012
ერთი ამტურშI ვერწავედი რა მაგარი სურათებია
ბირთვისის კანიონი 3-5.08.2012
ბევრი ვილაზღანდარავეთ თუ ცოტა, ბევრი ვჭამეთ თუ ცოტა, ბევრი ვიძინეთ თუ ცოტა, ბევრი ნაგავი მოვაგროვეთ თუ ცოტა, ავიშალეთ და დავეშვით თბილისის გზისაკენ, მაგრამ ისევ ნურას უკაცრავად
გიორგიმ ეს ნაგვის ტომარა სულ ხელიხელ აგოგმანა და ისე ჩამოიტანა საბანაკე ადგილიდან ნაგვის ურნამდე, ისე აქ პატარა ჩანს, ბევრად დიდი იყო
გიორგიმ ეს ნაგვის ტომარა სულ ხელიხელ აგოგმანა და ისე ჩამოიტანა საბანაკე ადგილიდან ნაგვის ურნამდე, ისე აქ პატარა ჩანს, ბევრად დიდი იყო
ბირთვისის კანიონი 3-5.08.2012
ესეც გათანგულები გაჩერებაზე
გავაჩერეთ პატიოსანი წითელი მაშუტკა, წივწივამ აბა წავედითო და ჩვენც შევეყარეთ (უკაცრავად უხეში სიტყვისთვის, მაგრამ ნამდვილად შევეყარეთ ) მანქანის უკანა განყოფილებაში, სადაც ტემპერატურა კომფორტულისგან უუუუუსაშველოდ შორს იყო
თუმცა ჩვენს განწყობაზე ამას საერთოდ არ უმოქმედია, მითუმეტეს ამის შემდეგ
ხოდა რომ გვეგონა თბილისში მივდიოდით, აღმოვაჩინეთ, რომ მარნეულისკენ გადავუხვიეთ ნუ ჩვენ გვეგონა უკან, თორემ წივწივა და ჩქარეული მძღოლის ცოლებივით იყვნენ წინ წამოჭიმულები და ყველაფერს აკონტროლებდნენ დაგვამშვიდეს, მძღოლი რაღაცას იყიდის და გავბრუნდებით მალევეო. სხვა რა გზა გვქონდა, მარნეულში ყოფნით სიამოვნების გარდა
ჩვენც სასწრაფოდ "ბირჟა" გავმართეთ
მერე ვიპოზიორეთ

გემრიელად გავგრილდით მარნეულის ბაზრის წინ:D
ხოდა თურმე რის საყიდლად ჩამოვსულვართ მარნეულში
ჰიპოქსიის და დეჰიდრატაციის ნიშნები
ჩვენი საინტერესო ლაშქრობა თაღლაურაში დავაბოლოვეთ, რომლის შეკვეთის შემადგენლობას ბანაკიდან გამოსვლისთანავე ვადგენდით :D
ხოდა ასე იყო ჩვენი ამბავი: ძალიან კარგი, სასიამოვნო და დასამახსოვრებელი თავისი ყველაფრით. მადლობა თქვენ ყველას ერთად ამ დღეებისთვის :*:*:*:*