ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 18-19-20 მაისი 2007

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 18-19-20 მაისი 2007

Post by Archil » 22 მაი 2007, 09:16

სუფთა ჰაერი იყო, ფილტვები თავისუფლად სუნთქავდა. ეხლა ვხვდები, თბილისში ხალხი რატომაა სხვანაირი - საჭირო ბუნებრივი ჰაერით ვერ მარაგდება ქალაქელების ორგანიზმი და შედეგად პასიური ადამიანების ერთობლიობას ვღებულობთ.

ვისვენებთ, გავყტურებთ ბაკურიანის დათოვლილ მთებს და ვცდილობთ გიორგის გამოტყორცნილი ჯოხი ავიცილოთ :lol:

დავისვენეთ და გავუდექით გზას. უკან მოვიტოვეთ დათოვლილი ბაკურიანის ხედი. წინ კი ახალი თავგადასავლები გველოდა....

Image
Last edited by Archil on 22 მაი 2007, 13:20, edited 1 time in total.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

natalia
იეტი
Posts: 1276
Joined: 25 ოქტ 2006, 22:14
Location: tbilisi
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 18-19-20 მაისი 2007

Post by natalia » 22 მაი 2007, 09:17

ამ ქოხამდე მოგვაცილა "ჯუმბერამ", აქ ვიპოვეთ დასალევი წყალი, და მეტყევეებმა გზა მიგვასწავლეს:) აქ გამოვემშვიდობეთ ჩვენს ძაღლსაც:)
Image

natalia
იეტი
Posts: 1276
Joined: 25 ოქტ 2006, 22:14
Location: tbilisi
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 18-19-20 მაისი 2007

Post by natalia » 22 მაი 2007, 09:21

ეს პირველი ნაბიჯებია თოვლში. პირველად თოვლი აღმოაჩინა პატარა რუსუდანმა, თოვლის გროვა იყო სადღაც იქვე და გაგვიკვირდა, მაგრამ რაც უფრო ზევით მივიწევდით მით უფრო მეტი თოვლი გვხვდებოდა. თითქმის 2 მეტრამდე, ფეხი გვეფლებოდა და გვისრიალებდა, ბევრჯერ წავიქეცი კიდეც:)

Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 18-19-20 მაისი 2007

Post by Archil » 22 მაი 2007, 09:22

მშვიდობით კი არ გამოვემშვიდობეთ, მეტყევეებმა აუხსნეს რა ბედიც ელოდა ჩვენს ხელში და თავი დაგვანება...

თვალი გავაყოლე... რა ხორცი გვეცლებოდა ხელიდან, რა ხორცი... თან თავისით რამდენი ხანი მოგვდია გვერდით.... ისე, იმასაც ხორცი უნდოდა ჩვენგან :lol: :lol: :lol:

ერთი სიტყვით, დრუიდმა იპოვა წყარო, გიგა კიდევ ერთხელ უშედეგოდ შეეცადა დაეკარგა თავისი ჯემპრი (რომელსაც სულ უბრუნებდნენ, ზანავში დატოევბული მეტყეევეებმა ამოუტანეს), ნატალიამ გადაიღო სურათები, ლოკოკინა კიდევ ერთხელ ჩეეხუტა თავის პლიუს (რომელიც მგონი უკვე პლიუსი აღარ არის და დროა თავისი ნიკიც ჰქონდეს აქ) და გავუდექით გზას...

მართლა, სანამ წყალს ვეძებდით, ლამაზ ყვავილებს სურათის გადაღება დავუწყე :)

Image

Image

Image
Last edited by Archil on 10 ივნ 2007, 23:21, edited 1 time in total.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

natalia
იეტი
Posts: 1276
Joined: 25 ოქტ 2006, 22:14
Location: tbilisi
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 18-19-20 მაისი 2007

Post by natalia » 22 მაი 2007, 09:25

აქ სევხვდით ნამდვილა გაზაფხულს, ყვავილებს თოვლში:)
Image
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 18-19-20 მაისი 2007

Post by Archil » 22 მაი 2007, 09:26

თანდათან შევედით ტყეში,

Image

დაიწყო აღმართები

Image

გზაში უცნაური რაღაცეებიც გვხვდებოდა. გოგონამ მთხოვა გადაუღეო, რაღაცის კვერცხები იყო.

Image

თოვლი საინტერესო იყო, თან მოულოდნელი, მეგონა მალე დამთავრდებოდა, სურათების გადაღებაც კი დავუწყე... შენ არ მომიკვდე, თურმე წინ გველოდა ყველაფერი ...

Image
Last edited by Archil on 10 ივნ 2007, 23:48, edited 1 time in total.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 18-19-20 მაისი 2007

Post by Archil » 22 მაი 2007, 09:26

მშვენიერი ტყე იყო, მოვიხიბლე ...

Image

Image

თოვლი უფრო და უფრო ჩნდებოდა...

Image
Last edited by Archil on 11 ივნ 2007, 00:06, edited 1 time in total.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

natalia
იეტი
Posts: 1276
Joined: 25 ოქტ 2006, 22:14
Location: tbilisi
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 18-19-20 მაისი 2007

Post by natalia » 22 მაი 2007, 09:31

ჯნოსი და ლამა თოვლში:)
Image

natalia
იეტი
Posts: 1276
Joined: 25 ოქტ 2006, 22:14
Location: tbilisi
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 18-19-20 მაისი 2007

Post by natalia » 22 მაი 2007, 09:36

აქედან უფრო და უფრო ღრმავდებოდა თოვლი. გზაც დაგვეკარგა. სადღაც შევისვენეთ და ვისადილეთ. გეზიმ დაგვიძახა გოგოებს წადიტ გზა მოზებნეთო, ჩვენ ვისხედით გადაქცეულ ხეზე. ავდექი და გავუყევი გზას ზევით, მაგრამ არც გზა იყო და არც გოდერძი ანუ 4 ნომერი ნიშანი, რაც ზევით მივდიოდი ცას ვხედავდი, სივრცე უფო ნათლად ჩანდა და ვიფიქრე მწვერველი იქნება და იქიდან გადავიხედავთმეთქი და იქნებ გზაც გამოჩნდეს თქო, ხალხა დავუძახე გზა და ნისანი არსად არ არის მეთქი მაგრამ ცა ჩანსთქო და ავუYევით მაგ აღმართსმ და მერე რა ხედები გადაიშალა ჩვენს თვალწინ აუწერელია სიტყვით.



User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 18-19-20 მაისი 2007

Post by lama » 22 მაი 2007, 09:40

გაიხარე ნატალია მაგარი იყო და აქ რა მინდააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა :( :(
:(:(:(:((:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

natalia
იეტი
Posts: 1276
Joined: 25 ოქტ 2006, 22:14
Location: tbilisi
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 18-19-20 მაისი 2007

Post by natalia » 22 მაი 2007, 09:42

უმშვენიერესი ხედი კავკასიონისა, სადაც ერთდროულად მოსჩანდა მყინვარწვერები, უშბა, თეთნულდი, შხარა.
Image
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 18-19-20 მაისი 2007

Post by Archil » 22 მაი 2007, 09:44

თოვლი თანდათან მატულობდა და სიარულიც უფრო რთულდებოდა.
უკვე თოვლზე თამამად დავდიოდით

Image

Image

ნელ-ნელა დაიწყო თოვლიანი აღმართები...

Image

Image



ჯოხებიოს გამოყენებას ვცდილობდით უკვე. თავიდან ვცდილობდი თოვლზე მევლო, მერე თოვლისათვის გზა ამექცია, მარა როდესაც უკვე რამოდენიმეჯერ ჩამივიდა თოვლი ბოტასებში, მერე ჩავიქნიე ხელი და ორ წერტილს შორის უმოკლესი გზა გავიხსენე და... მივყევი დანარჩენებს :lol:
Last edited by Archil on 11 ივნ 2007, 02:09, edited 1 time in total.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]