დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი წაგვართვეს

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia


User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი წაგვართვეს

Post by Hereti » 16 მაი 2012, 10:18

თფუი ამათი, ისტორიკოსი ....

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი წაგვართვეს

Post by Nika » 16 მაი 2012, 10:38

მე ისტორიკოსი არ ვარ მაგრამ მაქვს დიდი ეჭვი რომ 1921 წელს მოხდა მიწების დიდი გადანაწილება. სავარაუდოდ ეს შეთანხმება მანამდე მოხდა სანამ რუსები ატათურქს დახმარებას გაუწევდნენ თურქეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.
1) ბათუმის ოლქი რომელიც თურქების იყო მაგ დრომდე, გაიყო ორ ნაწილად და ჩრდილო ნაწილი აჭარის ავტონომიის სახით გადაეცა საქართველოს. რუსეთს სჭირდებოდა ბათუმის პორტი.
2) რუსებმა უარი თქვეს ყარსზე და არტაანზე.
3) სანაცვლოდ სომხეთს გადაეცა ალავერდი (და დანარჩენი იქაური მიწები რომლებიც მანამდე ნეიტრალურ ზონას წარმოადგენდა) და აზერბაიჯანის ტეროტორიები (ელიზავეტპოლის გუბერნიის მიწების დიდი ნაწილი)
4) სანაცვლოდ აზერბაიჯანს გადაეცა საინგილო და გარეჯთან მიწები.
5) ასევე მოხდა ყარაბაღის, ზანგეზურის და ნახიჩევანის გადაცემ-გადმოცემა. ზანგეზური სომხეთს გადასცეს ხოლო ყარაბაღი და ნახიჩევანი აზერბაიჯანს.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი წაგვართვეს

Post by დათო » 16 მაი 2012, 10:39

Nika
ეს საზღვარი გვინდა?
http://www.amsi.ge/istoria/sab/TurqeTi.html
რეალურად, პირველ რესპუბლიკაზე საუბარი არაა აქტუალური. ვიღაცამ რაღაც სისულელე თუ თქვა, ესაა და ეს - ვიღაცამ რაღაც სისულელე თქვა. მეტი არაფერი.

მე ისტორიკოსი არ ვარ მაგრამ მაქვს დიდი ეჭვი რომ 1921 წელს მოხდა მიწების დიდი გადანაწილება.
კი, აქაა კარგად ნაჩვენები რა მიწები ჩამოაჭრეს საქართველოს ბოლშევიკებმა 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ:
http://conflicts.rem33.com/images/Georg ... age005.jpg

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი წაგვართვეს

Post by Nika » 16 მაი 2012, 10:54

დათო
რა სისულელე თქვა? ბათუმი და ახალციხე რო თურქების იყო 1918-1921 წლებში ეგ ფაქტია.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი წაგვართვეს

Post by დათო » 16 მაი 2012, 11:08

Nika

სისულელეა ის, რომ ვიღაცას უთვამს პირველი რესპუბლიკის საზღვრების აღდგენაზე.


პ.ს. ისე, სხვათაშორის, ახალციხეს და ბათუმს თურქეთი მხოლოდ 1918 წელს აკონტროლებდა. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ახალციხეს საქართველო დაეპატრონა, ხოლო ბათუმს - ჯერ ბრიტანეთი, შემდეგ კი საქართველო. 1921 წელს ბოლშევიკური შემოჭრის დროისთვის საქართველო აკონტროლებდა ახალციხესაც, ბათუმსაც და ართვინსაც. :) თუმცა, ეს უკვე სულ სხვა თემაა.

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი წაგვართვეს

Post by Nika » 16 მაი 2012, 11:31

დათო
1921 წელს არ აკონტროლებდა ბათუმს. ახალციხეზე არ ვიცი

რაც არ უნდა იყოს უნდა გამოვდიოდეთ დღევანდელი რეალიებიდან. მსოფლიო გვაღიარებს საქართველოს სსრ საზღვრებში. ჩვენ რაც მის შიგნითაა იმისთვის ვერ მიგვიხედია :(
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი წაგვართვეს

Post by Tamari-ch. » 16 მაი 2012, 11:31

კვირას ვინ მოდიხართ?
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი წაგვართვეს

Post by Hereti » 16 მაი 2012, 11:32

Tamari-ch. wrote:კვირას ვინ მოდიხართ?
მე


User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი წაგვართვეს

Post by დათო » 16 მაი 2012, 12:53

Nika

არა, 1921 წელს სწორედაც რომ აკონტროლებდა საქართველო ბათუმს. ისევე როგორც ახალციხეს და ართვინს.

ბათუმზე კონტროლი საქართველომ 1920 წელს დაამყარა. 1921 წლის 11 მარტს ბათუმი თურქულმა ჯარებმა დაიკავეს და 17 მარტის ჩათვლით აკონტროლებდნენ. 18 მარტს ისინი ქართულმა ჯარებმა გააგდეს, გენერალ მაზნიაშვილის მეთაურობით. 21 მარტს კი ბათუმს ბოლშევიკები დაეუფლნენ.

User avatar
Mako-dgm
ბოდიალა
Posts: 144
Joined: 25 თებ 2009, 22:40
Location: oasis
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი წაგვართვეს

Post by Mako-dgm » 16 მაი 2012, 15:02

Tamari-ch. wrote:კვირას ვინ მოდიხართ?
მე მოვდივარ
No pressure, no diamonds!!!
Life begins at the end of your comfort zone...
577266221&593399330<ლევანი>


User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი წაგვართვეს

Post by Makena » 16 მაი 2012, 17:57

დავით გარეჯში ჩასულებს დაგხვდებათ რამდენიმე აზერბაიჯანელი მესაზღვრე რომლებიც იმას აკეთებენ რაც დაავალეს. მათთან საუბარს არანაერი აზრი არა აქვს.
ვფიქრობ ეს ყოველივე ისევ ხალხის გასათამაშებლადაა აგორებული, ემოციებზე თამაშობენ, სინამდვილეში კი ყველაფერი დღესავით ნათელია :) საპროტესტო აქციებით ასეთი საკითხები არ გვარდება, ეს სამთავრობო დონეზე გადასაწყვეტი საკითხია.
ვფიქრობ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და ცივი გონებით უნდა შევხედოთ ამ საკითხს, კარგი იქნება თუ რომელიმე ისტორიკოსი განგვიმარტავს თუ სად გადის საზღვარი და არის თუ არა მართებული ასეთი აჟიოტაჟის ატეხვა.
მე მაქვს შეკითხვა კომპეტენტურ პირებთან - საზღვარი მართლა გადმოსწიეს თუ აქამდეც იგივე იყო, უბრალოდ აზერები უშვებდნენ ტურისტებს ეხლა კი ბრძანების საფუძველზე აღარ უშვებენ?

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი წაგვართვეს

Post by Ketevan Guliashvili » 16 მაი 2012, 18:28

მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]