თუკი რამეა და უბრალოდ ნანგრევი არაა აქ წერია ყველაფერი თიანეთზე
ბოჭორმის ციხე
ბოჭორმის ციხე-სიმაგრე აღმართული იყო ივრის მარცხენა ნაპირზე, ერწოს მხარეს, მაღალი მთის მწვერვალზე. ბოჭორმა წარმოადგენდა შუა საუკუნეების კახეთის ერთ-ერთ უდიდეს ციხეს. პირველად იგი X საუკუნის დასაწყისში იხსენიება. შემდეგ საუკუნეებში იგი ბევრჯერ გადაუკეთებიათ და ძალზე დაზიანებული სახით მიუღწევია XVIII საუკუნემდე.
ისტორიკოსი პაპუნა ორბელიანი 1749 წლის ამბებთან დაკავშირებით წერს: "მარად ცდილობენ მეფენი ქვეყნის შემატებასა და აშენებასა, ვითარცა ლეკისაგან ქართლისა და კახეთისა ქვეყანა დიდად შეწუხებულიყო. მოინებეს, სადაც მისავალი გზა იყო, ციხეების აშენება, წაბრძანდა მეფე ერეკლე კახეთს, აღაშენა ჭოეთისა და "გაამაგრა ფრიალო მაშინ განასრულა ციხე ბოჭორმისა".
ჟალეთის ბაზილიკა
ჟალეთის IX-X საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა მდებარეობს სოფელ საყარაულოს ჩრდილო-აღმოსავლეთით.
არჩილის მონასტერი
არჩილ მეფის სამონასტრო კომპლექსი აგებულია სოფელ სიონთგორის სამხრეთ-დასავლეთით, შემაღლებულ ადგილზე. დღეისათვის შემორჩენილია ორი ეკლესია, კოშკი და მარნისა და საცხოვრებელი სათავსოს ნანგრევი.
წერილობით წყაროებში და ზოგიერთ გამოკვლევაში ეს მონასტერი მოხსენიებულია, როგორც: ნადოკრა, ნაკორნა, ნოტკორა, არჩილის მონასტერი. ეკლესიის შიგნით მდებარე დანგრეული სამარხი მიჩნეულია VIII საუკუნეში არაბების მიერ წამებული ქართლის მეფე არჩილ II-ეს (719-745 წწ.) საფლავად.
ეკლესიის აგების სავარაუდო თარიღია 730-745 წლები.
საყდრის ეკლესია
სოფ. საყდრის დარბაზული ეკლესია აგებულია ადრეულ შუა საუკუნეებში. ეკლესიის სამხრეთ შესასვლელზე მიდგმულია გვიანდელი ორსართულიანი სამრეკლო.
დევენაანთხევის ეკლესია
დევენაანთხევის ეკლესია მდებარეობს დევენაანთხევის მარცხენა ფერდობზე, სოფ. საყდრიონის დასავლეთით. ეკლესიის საკერთხეველი სწორკუტხაა. შემორჩენილია აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი კედელი.