სხვილოს ციხე, თამუნიას საფლავი, ოჰ თამუნია, თამუნია...

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
სხვილოს ციხე, თამუნიას საფლავი, ოჰ თამუნია, თამუნია...

Post by Makena » 18 მაი 2007, 17:38

დილით მშვენიერ გუნებაზე გაღვიძებულმა საზოგადოებამ როგორც გვჩვევია ხოლმე სწრაფად გადავწყვიტეთ სამთავისისკენ აგვეღო გეზი და შემდეგ სხვილოს ციხეზე ავსულიყავით, ოთხნი წავედით: მასაი, ტომა, ქვევრი და მე, ამინდი მშვენიერი იყო, მზიანი და სუსხიანი :)
სამთავისში ფოტოები გადავიღეთ, მიმდინარე გათხრები დავათვალიერეთ და სხვილოს ციხისკენ გავეშურეთ,სოფელი ქვემოჭალში შევედით თუ არა მარცხნივ წამოიმართა ამილახვრების ციხე თავისი გალავნითა და ეკლესიით, მართალი გითხრათ ეს სურპრიზი იყო,სასიამოვნო სიურპრიზი, კოშკში ბოლომდე ავედით(აივანზე დადგომა საშიშია), გირჩევთ ნახოთ,ნამდვილად საინტერესოა.
სხვილოს ციხეზე ასვლა ერთ საათში დავიწყეთ მანქანით (ნისანი) გზა დანამქრული იყო,მიწა წყლით გაჯერებული (საბურავები ტრასის :)), თუმცა მანქანა მძიმედ მიდიოდა მაინც არ შევეპუეთ და შევეცადეთ ბოლომდე ავსულიყავით შემოვლითი გზით(სოფელში ასე გვირჩიეს), ეს შეცდომა იყო რადგან გზა საშინლად ტალახიანი აღმოჩნდა მაშინ როცა წინიდან ასასვლელი რომელიც მართალია უფრო ციცაბოა,სამაგიეროდ მზიანია და მშრალი გაცილებით ადვილი ასავლელია თურმე. ერთერთ მომენტში როდესაც ნამქრიანი ადგილი ინერციით გავიარეთ, მოვცურდით და გზის გვერდით არსებულ თოვლიან ნაპრალაში ,,ჩავჯექით", ვიბუქსავეთ ცოტა ვიწვალეთ მაგრამ ამოვედით (ნისანმა გამოცდა ჩააბარა), ამის შემდეგ აღარ გავრისკეთ,მანქანა იქვე დავტოვეთ და ფეხით ავედით ბოლომდე :)
სხვილოს ციხე სერიოზული დამცავი ნაგებობა აღმოჩნდა რომლის აღება ნამდვილად რთული საქმე იქნებოდა მტრისა და დუშმანისათვის,დარწმუნებული ვარ ბევრმა მათგანმა ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი ამ მედგარი ციხის კედლებთან.
ციხიდან მშვენიერი ხედები გადაიშალა,ამ ხედების ტკბობის დროს
შერეკილები გაგვახსენდა და თამუნია ყიფიანის საფლავის საძებრად დავეშვით,რომელიც იქვეა ახლოში,სხვილოს ციხიდან კარგად მოსჩანს ეს ადგილი, ბევრი ვეძებეთ თუ ცოტა, ვიპოვეთ :)



User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
სხვილოს ციხე, თამუნიას საფლავი, ოჰ თამუნია, თამუნია...

Post by guruli » 18 მაი 2007, 17:44

აბა, აბა, კიდე ველოდებით ფოტოებს... :wink: მართლაც კარგ ალაგას ყოფილხართ.

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
სხვილოს ციხე, თამუნიას საფლავი, ოჰ თამუნია, თამუნია...

Post by Makena » 18 მაი 2007, 17:48

არქეოლოგიური გათხრები მონასტრის ტერიტორიაზე
Image

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
სხვილოს ციხე, თამუნიას საფლავი, ოჰ თამუნია, თამუნია...

Post by Makena » 18 მაი 2007, 17:50

ჩუქურთმის ფრაგმენტი
Image


User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
სხვილოს ციხე, თამუნიას საფლავი, ოჰ თამუნია, თამუნია...

Post by lama » 18 მაი 2007, 17:53

Makena
მერე სამთავისში თოვლიაააააააააააააააა :shock: :shock: :shock: :shock: :shock: :shock: :shock: :shock: :shock: :shock: :shock: :shock:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
სხვილოს ციხე, თამუნიას საფლავი, ოჰ თამუნია, თამუნია...

Post by Makena » 18 მაი 2007, 17:53

ამილახვრების კოშკი
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
სხვილოს ციხე, თამუნიას საფლავი, ოჰ თამუნია, თამუნია...

Post by Archil » 18 მაი 2007, 17:55

Makena

სხვილოს ციხე რომელია?
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
სხვილოს ციხე, თამუნიას საფლავი, ოჰ თამუნია, თამუნია...

Post by Makena » 18 მაი 2007, 17:56

არა დამავიწყდა დამეწერა რომ ეს გასვლა იანვარში იყო :)
lama wrote:Makena
მერე სამთავისში თოვლიაააააააააააააააა :shock: :shock: :shock: :shock: :shock: :shock: :shock: :shock: :shock: :shock: :shock: :shock:

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
სხვილოს ციხე, თამუნიას საფლავი, ოჰ თამუნია, თამუნია...

Post by Makena » 18 მაი 2007, 17:57

ეხლავე დავდებ ფოტოებს, მთაზე დგას,გზა სოფელ ქვემოჭალიდან ადის
Archil wrote:Makena

სხვილოს ციხე რომელია?


User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
სხვილოს ციხე, თამუნიას საფლავი, ოჰ თამუნია, თამუნია...

Post by lama » 18 მაი 2007, 18:00

Makena
ვიცით მოვლილი მაქვს მაგარი ადგილია :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში


ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]