იტალია 2012 წლის აპრილში

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
იტალია 2012 წლის აპრილში

Post by Linda » 25 აგვ 2011, 13:50

Mta Mkvarebia

ლიკა, რომელი ავიაკომპანიაა რომ აბრუნებს თანხას ბოლომდე ვიზაზე უარის შემთხვევაში?

ალბათ სადმე წინ გიწერია, მაგრამ ვერ ვიპოვე.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
იტალია 2012 წლის აპრილში

Post by Mta Mkvarebia » 25 აგვ 2011, 13:52

Linda
ვერც იპოვიდი, არ მიწერია :wink: , პმ-ში მოგწერ :D .
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
იტალია 2012 წლის აპრილში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 26 აგვ 2011, 03:05

Mta Mkvarebia wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
გაიხარე, გოგა, ძალიან დიდი მადლობა რჩევებისთვის. შენზე კომპეტენტურ მრჩეველს სად ვიპოვით? :*
ყველა მუზეუმის ღირშესანიშნაობის ფასი გავარკვიე (პატარა ქალაქებშიც კი) მაგრამ აქ არ დავწერე, ან კი რომელი ერთი უნდა დამეწერა? :wink: რეალური წამომსვლელები რომ გამოიკვეთება, მერე გავაცნობ შეხვედრებზე. სლოვენია კი ძალიან კარგია, მაგრამ ეს კიდევ 2 დღით გაზრდის მოგზაურობას და შესაბამისად ხარჯებს :( , ტრენიტალიის საიტი ვიცი, ყველა გადაადგილება მაგ საიტის მიხედვით მაქვს დაანგარიშებული. ღამის მატარებლის შესაძლებლობაც გამოვიყენეთ რა თქმა უნდა, რადგან ამ გზით ესპანეთშიც დავზოგეთ ფული. მაგრამ ღამის მატარებელს ერთხელ თუ გამოიყენებ, როცა იტალიის ერთმანეთისგან ყველაზე დაშორებულ ქალაქებში გადაადგილდები (ჩვენს შემთხვევაში ნეაპოლი-სან-მარინო) სან-მარინოში ჩასვლის მერე ყველა ქალაქი ერთმანეთის ახლოსაა და მათ შორის ღამის მატარებელი სამწუხაროდ არ დადის, თორემ სიამოვნებით დავზოგავდით კიდევ რამდენიმე ღამისთევის ფასს :D მილანში 2 ღამისთევა განლაგების გამო გადავწყვიტე, იქიდან ადვილად გაკეთდება ერთდღიანი ექსკურსიები ლაგო მაჯიორეზე, ლაგო კომოზე ან ვერონაში. მე პირადად ამდენი ქალაქის ნახვა ვიცი, რომ ძალიან გადამღლის, როგორი უნიკალურებიც არ უნდა იყოს, ამიტომ მირჩევნია ზოგჯერ ქალქები ტბებით, მის შუაგულში მდებარე ლამაზი კუნძულებით, ზღვისპირა ლანდშაფტით, ჩინკვე ტერეს კლდოვანი დაბებით, მათ შორის დამაკავშირებელი სალაშქრო ბილიკებით და ტოსკანა-უმბრიის ველებით ჩავანაცვლო. ამ მოსაზრებით შევადგინე ეს გეგმა. თორემ სანახავ ადგილებს რა გამოლევს? :wink: , ვისაც საყიდლები ურჩევნია, მისი ნებაა, დარჩება , ჰო მისამართებს და საიდან რომელი ნომერი ავტობუსი გაიყვანს ამ მაღაზიების მიმართულებით, რა თქმა უნდა მივაწვდით :).
მეც ზალიან მხიბლავს სხვადასხვა ქალაქის მთავარ მოედნებზე განლაგებული სამრეკლოებიდან ქალქის გადმოხედვის იდეა :) , მართალი ხარ, ფასიც 5-8 ევრომდე მერყეობს, იმის მიხედვით ფეხით ადიხარ თუ ლიფტით, ზოგან ლიფტი არაა და ფეხით უნდა აიარო 400-500 კიბე (მაგალითად Torre del Mangia სიენაში) მაგრამ ვნახოთ რამდენ ღირშესანიშნაობას გაწვდება ჩვენი ბიუჯეტი :wink:
გადასარევია. შესანიშნავად გიმუშავია.
ოღონდ, მხოლოდ ინტერნეტით მიღებულ ცნობებს არ დასჯერდე.
როგორ წესი, ღვინობისთვე-ვარდობისთვის პერიოდში ტურისტული ფასები სხვა არის. მცირედით იაფდება.
ასევე, უნდა გაითვალისწინო, რომ იგრიკას თვეში დღე უფრო მოკლე და წვიმიანია. მაგრამ აღარ ცივა.
ასევე, ვერ დაგეგმავ რიგების ხანგრძლივობას. ზოგან შეიძლება ნახევარი სთ იდგე, ზოგან - 3 სთ. თუმცა, არის საშუალებები და პირობები, რომ რიგები გონივრულად გამოიყენო.
მაგალითად, უფიცის მუზეუმი 11 ევრო ღირს, ჰოლო თუ სასტუმროდან ან წინასწარ ტელეფონით დაჯავშნი, 5 ევროს კი ამატებ, მაგრამ გეცოდინება, ზუსტად რომელ სთზე უნდა უნდა შეხვიდე ურიგოდ.

მილანში და "აუთლეტების" მაღაზიებისკენ გაემართება სპეციალური შატლით (მაპატიე, მაგრამ ამ ორი სიტყვის ქართული ტერმინი არ ვიცი :wink: )


:აუთლეტი: საბითუმო სავაჭრო ცენტრების ასაღნიშად გამოიყენება, ანუ საბითუმო მაღაზიაა, სადაც საქონელი მართლაც ძალზედ იაფია
:შატლი: კი ქართულად :საგარეუბნოა:, ანუ, :საგარეუბნო ავტობუსი: ან :საგარეუბნო მატარებელი:
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
იტალია 2012 წლის აპრილში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 26 აგვ 2011, 03:12

მილანში 1 საშუალო ზომის ტაძარია - სანტა მარია დელ(ლ)ა გრაციე, ცენტრიდან არცთუ შორს, 15 წთ ფეხით სასიარულოა.
ამ ტაძარში 1498 წელს გენიოსმა ლეონარდო და ვინჩმა შექმნა კომპოზიცია :საიდუმლო სერობა:
მის სანახავად დღეში მხოლოდ 60 ადამიანს უშვებენ. დანარჩენს კი მხილიდ შემოსასვლელში არსებული მისი ასლის ნახვაღა შეუძლია.
დედნის ნახვა რომ შეძლოთ, მხოლოდ და მხოლოდ ინტერნეტით უნდა დაჯავშნოთ, სულ მცირე, 25 დღით ადრე
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
იტალია 2012 წლის აპრილში

Post by Mta Mkvarebia » 29 აგვ 2011, 19:41

რამდენიმე კარველმა უკვე ვიყიდეთ ბილეთები. :wink:

GAMARJOBA SAKARTVELO
გაიხარე გოგა, დიდი მადლობა სულმოუთქმელად გელით :*
Image

User avatar
nata-tbilisi
ბილიკზე მოარული
Posts: 95
Joined: 28 მაი 2010, 13:28
Contact:
იტალია 2012 წლის აპრილში

Post by nata-tbilisi » 03 სექ 2011, 19:41

დიდი სურვილი მაქვს შემოგიერთდეთ, საინტერესო მოგზაურობა იგეგმება, ყოჩაღ ლიკა, თანხა თუ მექნა მეც შემოგიერთდებით:) თვაყურს ვადევნებ თქვენს საუბრებს, ძალიან საინტერესოა, არ ღირს ასეთი მოგზაურობის ხელიდან გაშვება, ესეთი ტური არცერთ ტურისტულ კომპანიას არ აქვს დარწმუნებული ვარ, წარმატებებს გისურვებთ :)
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
იტალია 2012 წლის აპრილში

Post by Naia » 22 მარ 2012, 16:14

Coming soon...

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
იტალია 2012 წლის აპრილში

Post by shoda1121 » 22 მარ 2012, 16:28

ჩემი ორი პატარა რჩევა:

1. გონდოლებზე დიდ თანხას მოგიხევენ ვენეციაში და უნდა შეევაჭროტ, მერე უარი უთხრათ, მერე ჯგუფს მოერე აფერსიტი გამოეყოფა მერე იმას ევაჭრები, მერე მე5 და ა.შ. საბოლოოდ 100-120 ევრომდე ჩამოაკლებინებთ ფასს რაც მე კიდევ 5 ყაზახ და რუს ტურისტთან გავიყავი :) თუმცა მარშუტი შეგვიმცირეს და 45 წთ-იანი გახდა :) ანუ კარგად უნდა ივაჭროთ ფასზეც და მარშუტზეც ; ჩვენ 200დან 120 ევრომდე დავაკლებინეთ :)
2. იტალიაში ფეხზე დგომითი ჭამა-სმა უფრო იაფი ჯდება(ბართან რომ დადგე და კაპუჩინო შეუკვეთო) რომ დაჯდებით მეტს გადაგახდევინებენ :)

და ისა კიდე: ვენეციაში არც პიცა ვარგა, არც მურანოზე გავგიჟებულვარ :) სუვენირებზე და ნიღაბებზე კი;
სასტუმროს თვითონ ქალაქში თუ არც აიღებთ ერთ დღეც ეყოფა და თუ მაინდამაინც გინდათ დარჩეთ იქვეა რაღაც ქალაქი სადაც უფრო იაფია სასტუმროები; ღამის ცხოვრება არ არის : ტურისტების ქალაქია რა :) აღარ მახსოვს რომელ საათზე მაგრამ საღამოს ზუსტად ერთ დროს ყველაფერი იკეტება;
==
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
იტალია 2012 წლის აპრილში

Post by Naia » 22 მარ 2012, 16:41

shoda1121
დიდი მადლობა, შოდა.

MtashenkaTour-ს ეს დეტალები უკვე გათვალისწინებული აქვს :)

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
იტალია 2012 წლის აპრილში

Post by shoda1121 » 22 მარ 2012, 16:44

Naia
თუ გაგიმართლათ გაზაფხულის თბილ წვიმაში ღამით ვენეცია ულამაზესია :) :)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
იტალია 2012 წლის აპრილში

Post by guruli » 22 მარ 2012, 23:32

shoda1121
არც მურანოზე გავგიჟებულვარ
ლობიანზე გიჟდები და მურანო არ მოგეწონა? აი, მართლა რაჭველი ხარ რა! :D

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
იტალია 2012 წლის აპრილში

Post by shoda1121 » 23 მარ 2012, 11:55

guruli wrote:shoda1121
არც მურანოზე გავგიჟებულვარ
ლობიანზე გიჟდები და მურანო არ მოგეწონა? აი, მართლა რაჭველი ხარ რა! :D
ის ვიგულისხმე რომ მაგის გულისთვის ვენეციაში არ ჩავიდოდი-თქო :) სუვენირების მაღაზიაში ბევრს ეწერა მურანო მაგრამ რამდენად იყო ეგ საკითხავია; მუზეუმში კი მე არ შევსულვარ;

მე კარნავალზე ვიყავი: კათ. მარხვის დაწყების წინ იყო კვირას: კარნავალი სიტყვაც ხორცს უკავშირდება :) და ყველაზე მეტად წვიმა რომ მოვიდა საღამოს იმით ვისიამოვნე :)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
იტალია 2012 წლის აპრილში

Post by guruli » 26 მარ 2012, 17:18

shoda1121
სუვენირების მაღაზიაში ბევრს ეწერა მურანო მაგრამ რამდენად იყო ეგ საკითხავია;
იქაც ხდება მსგავსი რამეები, კაცოუ? :roll: :roll:
არადა, ძაან ლამაზი ნაკეთობები კი იყო.
ნიღბებიც ძალიან მომეწონა.

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
იტალია 2012 წლის აპრილში

Post by shoda1121 » 26 მარ 2012, 17:35

guruli
ეხლაც მაქვს მე სახლში ვენეციიდან წამოღებული ნიღაბი :)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
იტალია 2012 წლის აპრილში

Post by Naia » 08 აპრ 2012, 14:00

მეგობრებო, როგორც იცით ხვალ რამდენიმე კარველს კარვული გასვლა გვაქვს იტალიაში :) რადგან ბევრმა კარველმა გამოთქვა გააცილების სურვილი, გადავწყვიტეთ შევიკრიბოთ დღეს 7 საათზე, სტელა არტუაში (სანაპიროზე, სიონისა და კაიზერის მიმდებარე ტერიტორიაზე). წამომსვლელებმა გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი სურვილი, რომ სათანადო რაოდენობის ხალხზე დავჯავშნოთ მაგიდა

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]