მრავალ ახალ წელს:
ე.ი. განახლებული ინფორმაცია :
ამინდი იმ დღეს არ თოვს: ქარს უჩვენებს SE at 10 km/h ეს ნიშნავს იმას რომ 0-დან მინუს ათამდე ფარგლებში იქნება ყინვა;
http://freemeteo.com/default.asp?pid=23&la=1&gid=613746 ;
ძირითადი გზები გაწმენდილია: დღეს და ხვალ ცოტა კიდე მოთოვს მაგრამ ეს არ ცვლის დიდად; სამარშუტო კოდმანამდე როგორც დაგვპირდა მივა.
კოდმანამდე არის შეპირებული რომ 250 ლარად მიგვიყვანს თუმცა არის იმის შანსიც რომ ავიდეს თითქმის ქოზიფამდე- ასეთ შემთხვევაში 300 ლარს გადავუხდით: ეს არ ცვლის მნიშვნელოვნად ჩვენს ხარჯს-კაცზე 15-20 ლარზე მეტი არცერთ შემთხვევაში არ მოგვიწევს. და თუ ქოზიფამდე ავა ასეთ შემთხვევაში მზოვრეთის, ქარმელის და ქოზიფას შემდეგ შეგვიძლია ვნახოთ
ან აბუხალო:
https://www.facebook.com/media/set/?set ... 631&type=3
ან შუანო
https://www.facebook.com/photo.php?fbid ... =3&theater
აბუხალო უფრო სანახაობრივია კლდეში გამოკვეთილი გამოქვაბულებით(სადაც შეიძლება არც შეგვიშვან მაგრამ მაინც), და ბლომად ხიდებით;
თუმცა შუანო უფრო საინტერესო იქნება ჩემი აზრით, და თუ ძალიან დიდი სურვილი არ იქნება ჯგუფის მაინდამაინც აბუხალოში რომ ავიდეთ მირჩევნია შუანო რადგან 2,200 მეტრი უნდა დავფაროთ ესეთ შემთხვევაში.
ანუ თუ მძღოლმა აგვიყვანა ცენტრალურ გზაზე ბოლომდე შემდეგ ძალიან საინტერესო განვითარება ექნება ჩვენს მარშუტს და ცოტა უფრო გართულდება.
––––
დაგვჭირდება:
ფანარი ღამით სიარულისთვის,
არაყი,
გამოსაცვლელი ფეხსაცმელი–სამარშუტოში დატოვებთ არ დაგეზაროთ , საჭმელი, კაშნე–რომელსაც სამხრეთ აღმოსავლეთიდან მომავალ ქარს დავახვედრებთ

ქუდი, ხელთათმანები;
დავუკავშირდები დღეს/ხვალ ხალხს ვისი საკონტაქტო ინფორმაციაც მაქვს და გავარკვევ მოდიან თუ არა ; ვისი საკონტაქტო ინფორმაციაც არა მაქვს გთხოვთ მომწეროთ.