Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 31 დეკ 2011, 01:58
დავიწყებ იმით, რომ აქციას 100მდე შემომწირველი და ქომაგი ჰყავდა.
ყველას სახელი თემაში მოხსენიებულია.
განა იმიტომ, რომ ეს ვინმეს სჭირდება, უბრალოდ, საქველმოქმედო აქციის თავისებურების გამო, რადგან
საქმე ფულთან და საჩუქრებთან გვაქვს, ყველა წვრილმანიც კი საჯარო და გამჭვირვალე უნდა იყოს.
მით უფრო, რომ ბევრი არაკარაველიც ეცნობა ფორუმს და მათთაც უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ყველაფერი დანიშნულების ადგილზე მიგვაქვს.
რომ არა ეს 100მდე შემომწირველი, რომ არა ისინი, ვინც შაბათ დღეს საყიდლებზე დარბოდა, რომ არა ის ხალხი, ვინც ხაშურში საქველაქციის წარმართვაში მიიღო მონაწილეობა, ჩემი სურვილი სურვილადვე დარჩებოდა.
ყველა ნონაწილის სახელი ამავე თემაში ჩამოწერილია.
აღარ ჩამოვწერ, უბრალოდ, ვიტყოდი, რომ არაჩვეულებრივი ადამიანები ხართ, ნამდვილი პიროვნებები და თქვენ ისინი ხართ, უფალმა რომ მოყვასის სიყვარულის, სხვათა გვერდით დადგომის არაჩვეულებრივი უნარით დააჯილდოა.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები