
ბევრი რომ აღარ გავარგრძელო, მოკლედ ვიტყვი ჩემს სათქმელს:
იაპონიაში მიწევს ყოფნა 2 თვით და კარგი ფოტოაპარატის შეძენის ასეთი შანსის ხელიდან გაშვება არ მინდა. ფოტოაპარატს კი რაც მოეთხოვებაა ესაა - უნდა იყოს ნახევრადპროფესიული, განსაკუთრებულად კარგი უნდა იყოს ლანდშაპტის გადაღებისას და სასურველია იყოს შედარებით მსუბუქი.
ეს ყველაფერი რომ ავუხსენი გამყიდველს, Canon EOS Kiss X5 მირჩია, იქვე მიმითითა მის წინამორბედზეც (რომელიც 150 დოლარით ნაკლები ღირდა და თითქოს უფრო მძიმეც მომეჩვენა), მაგრამ ფასი დაახლოებით 1100 დოლარი გამოდის, რისი გადახდაც მთლად მიზანშეწონილად არ მიმაჩნია (ან იქნებ ღირს კიდევაც), წარბები რომ შევჭმუხნე, ეგრევე მოაყოლა - მოყვება ორი ლინზა და ჩასადებიო. ორივე ლინზა გავსინჯე. პატარა ვერაფერიშვილი ლინზა ჩანდა, აი მეორე მოზრდილი კი კარგი იყო, მაგრამ სრული შესაძლებლობების გასინჯვა მაინც ვერ მოვახერხე, მაღაზიის ფართი არ იძლეოდა ამის საშუალებას. შემდეგ ამ მოდელის შეფასებებიც წავიკითხე ინტერნეტში და უფრო დავიბენი, შესაბამისად გამოცდილი ხალხის რჩევა ეხლა ძალიან მჭირდება
