KSOVRELI
ეეე რა იცით რა ეს რამდენიმედღიანი გასვლები
მრავალძალში ანუ სოფელ მთისკალთაში რომ ახვალთ, აუცილებლად იკითხეთ იქ ტბისკენ გზა. ეკლესიიდან 2 კმ-ში არის მრავალძლის ტბა, სიმაღლეში დაახლ. 300 მეტრით მაღლაა ვიდრე სოფელი, იქ შეგიძლიათ დაბანაკება , კარგ ამინდში კავკასიონის რამდენიმე მწვერვალი ჩანს. იმ ლაშქრობაში მეძინა პირველად კარავში

)), არაკარველებთან ერთად ვიყავი, მაშინ კარავზე დარეგისტრირებას ვერ ვბადავდი, რადგან კარავში ღამე არ მქონდა გათეული და იქიდან რომ ჩამოვედი, მაშინვე დავრეგისტრირდი

) აი რა სერიოზულად ვეკიდებოდი "კარვის" დევიზს

)), წვიმიანი და ღრუბლიანი ამინდი იყო, ამიტომ რა მწვერვალებს დაინახავთ, ვერ გეტყვით, თუმცა სვანეთის მხარეს ცოტა ხნით ცა გაიხსნა და მგონი უშბა დაგვენახა.