Mta Mkvarebia wrote:გუშინაც ველაპარაკე ზვიადს. სიტუაცია ასეთია ამინდის პროგნოზის მიხედვით პარასკევს საღამოს და შაბათს მთელი დღის განმავლობაში წვიმაა გამოცხადებული, თუმცა წინა 2 დღის განმავლობაშიც წვიმა იყო მლეთაში გამოცხადებული და წვეთი არ ჩამოვადნილა, თავად იქ ვიყავიო მითხრა ზვიადმა, ამიტომ იმედი გვაქვს რომ არც ახლა გამართლდება პროგნოზი, დღეს ზვიადი ისევ მლეთაშია და ისევ დააკვირდება ამინდს, მის ზარს ველოდები და ამიტომ დღეს საღამოს დავწერთ გადაწყვეტილად, წვიმის გამო გადაიდება ეს გასვლა თუ არა. ახლა არ თქვათ, წვიმამ შეგაშინათო? ეს ის გასვლაა, როცა წვიმასა და ნისლში წასვლას აზრი არ აქვს, ელემენტარულად ვერაფერს დავინახავთ, დაღმართ-აღმართში ტალახში სიარულის სირთულეზე რომ არ ვილაპარაკოთ.
ერთადერთი ამ ეტაპზე რაც შემიძლია ვთქვათ ესაა, თადარიგი დაიჭირეთ გასვლისთვის, ვისაც არ გაქვთ იშოვეთ კარვები, საძილე, საგებელი. საღამოს 6 საათამდე დავუკავშირდები ზვიადს და დავწერ პასუხს.
თუ გასვლა არ გადაიდო გელოდებით პარასკევ საღამოს 18:30-ზე (დაგვიანების გარეშე) რედისონ ბლუ-ს წინ, რესპუბლიკის მოედანზე. თან იქონიეთ საგზალი, საწვიმარი, მოხერხებული სალაშქრო ფეხსაცმელი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი და
ფეხსაცმელი, საკუთარი არაერთჯერადი ჭურჭელი, წყლის ბოთლი და სასურველია სამთო ან ჩვეულებრივი ჯოხი.
რაც შეეხება სათადარიგო სიაში ჩაწერილ ხალხს, ზვიადმა მითხრა რომ თუ შეძლებენ სარეისოს გამოყვნენ მძღოლებს დავურეკავ და ადგილებს შევანახინებო. გუდაურის მიმართულებით ბოლო მინიბუსები დიდუბის ავტოსადგურიდან 17:00 და 18:00-ზე გადისო, მლეთიდან თბილისის მიმართულებითაც შევანახინებ მათთვის ადგილებსო. ამისთვის სათადარიგოს ხალხმა ტელეფონზე დამირეკოსო. ზვიადის ნომერი მგონი ყველამ იცის. 599510424
გადაიკითხეთ ბუმბერაზი კლასიკოსები
