იტალია 2012 წლის აპრილში

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
იტალია 2012 წლის აპრილში

Post by Mta Mkvarebia » 23 აგვ 2011, 17:31

ჩინქვე ტერე
Image

ტოსკანაში
Image

Image

ჩინქვე ტერე

Image

Image
Image

ბაბოლის და ბარდინის ბაღები

Image


ნეაპოლი
Image


ბელაჯიო ლაგო კომოზე
Image

სადრაც ტოსკანაში

Image


Image
Image

კაპრი
Image
Image

ნეაპოლი
Image

ჩინქვე ტერე
Image
Image
Image
Image
Image

რომი
Image

ფლორენცია
Image
Image
Image
Image

რომი
Image
Image

იზოლა ბელა ლაგო მაჯიოროზე
Image
Image
Last edited by Mta Mkvarebia on 24 აგვ 2011, 09:59, edited 1 time in total.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
იტალია 2012 წლის აპრილში

Post by Mta Mkvarebia » 23 აგვ 2011, 17:37

იზოლა ბელა ლაგო მაჯიორეზე
Image

კაპრი
Image

Image

იზოლა ბელა ლაგო მაჯიორეზე
Image

მილანის კათედრალური ტაძარი
Image

ნეაპოლი
Image

პიზა
Image

ვენეცია
Image

რომი
Image

რომი
Image

სან-მარინო
Image

ხედები სან-მარინოდან
Image
Image

სან-მარინო
Image

Image

რომი
Image

ვენეცია
Image


სან-მარინო
Image



Image

სადრაც ტოსკანაში

Image


პატარა ქალქი სან-ჯიმინიანო ტოსკანაში. რომელსაც კოშკების ქალაქსაც უწოდებენ, ანუ იქაური მესტიაა, რა :)

Image


პიზა


Image
Image


ვენეცია
Image



Image

ჩინქვე ტერე, ვერნეცა

Image

ჩინქვე ტერე
Image
ციImage
Last edited by Mta Mkvarebia on 26 აგვ 2011, 19:29, edited 2 times in total.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
იტალია 2012 წლის აპრილში

Post by Mta Mkvarebia » 23 აგვ 2011, 17:41

ჩინქვე ტერე

Image
Image
Image

მილანის კათედრალური ტაძარი
Image
Image
Image
Image
Image

ვენეცია
Image

Mta Mkvarebia wrote: როგორც წინა წერილიდან შეიტყვეთ, გადავწყვიტე, მოგზაურობა 3 დღით გამეზარდა, ამან, ბუნებრივია, ხარჯების ზრდაც გამოიწვია. თუმცა 17 დღე ერთი შეხედვით ჩანს ბევრი, თორემ ისეთი საინტერესო ქვეყნის დასათვალიერებლად, როგორიც იტალიაა, საკმაოდ ცოტაა. შევეცადე მაქსიმალურად შემეტანა იტალიის გამორჩეული ქალაქები და რეგიონები. ისე რომ იტალიის სხვადასხვა რეგიონი ყოფილიყო წარმოდგენილი კონტრასტისათვის (ლაციო, კამპანია, სან-მარინო, ვენეტო, ლომბარდია, ლიგურია, ტოსკანა და უმბრია), ასევე მარტო ქალაქების თვალიერებისგან რომ არ დავღლილიყავით, გეგმაში შევიტანე სანაპირო ზოლი თავის ღირშესანისნაობით, ასევე იტალიის ცნობილი ტბებიც. გარდა ამისა, სურვილის შემთხვევასი მის ერთერთი კუნძულზე – კაპრიზეც შეიძლება წასვლა. შეიძლება ვინმეს ამა თუ იმ ქალაქისტვის გამოყოფილი დრო ეცოტავოს, მაგრამ დიდი ქალაქებისთვის 2 დღე ასე თუ ისე საკმარისი დროა, ვისაც უნდა ამ დროს მუზეუმის დათვალიერებას დაუთმობს, ვისაც უნდა ქალაქს დაათვალიერებს. რომს , რომელიც მთლიანად მუზეუმია, 3 დღე დავუთმე. სულ მარშრუტი მოიცავს შემდეგ ქალაქებს და ადგილებს:
რომი, ნეაპოლი, პომპეი, კუნძული კაპრი, სან–მარინო, ვენეცია, მილანი, ლაგო კომო (კომოს ტბა) ვარნენა და ბელაჯიო, ლაგო მაჯიორე (ტბა მაჯიორე), იზოლა ბელე (ლამაზი კუნძული) და იზოლა პესკატორე (მეთევზეთა სოფელი) ან ლაგო მაჯიორეს ნაცვლად ვერონა, პიზა, იუნესკოს დაცული ძეგლი ჩინკვე ტერე და მისი 5 ლამაზი ქალაქი (რიომაჯიორე, მანაროლა, კორნილია, ვერნაცა, მონტეროსო), ფლორენცია, ტოსკანას ქალაქები და დაბები: სან ჯიმინიანო, სიენა, მონტალჩინო, პიენცა, სან კვირიკო დორჩია, მონტაპულჩიანო, ლაგო ტრაზიმენო, კორტონა, უმბრიას ქალაქები: პერუგია, ასისი.

მოკლედ გეგმა ასეთია:

1 დღე - ჩაფრენა რომში, გააჩნია რომელი ავიაკომპანიის ბილეთებს შევიძენთ საბოლოოდ, თუმცა დილის 11 სთ-დან შუადღის 13 სთ-ზე გვიან წესით არ უნდა ჩავფრინდეთ. რომის დათვალიერება. ღამისთევა რომში.
2 დღე - რომის დათვალიერება. ღამისთევა რომში.
3 დღე - რომის დათვალიერება. ღამისთევა რომში.
4 დღე - დღის მეორე ნახევარში (14:49) მატარებლით ნეაპოლში გამგზავრება. ნეაპოლში ვიქნებით 17:23-ზე, საღამოს ქალაქის დათვალიერება. ღამისთევა ნეაპოლში. შეიძლება რომიდან დილით გამოსვლაც ნეაპოლში. იმავე ფასიანი ბილეთი 08:27-ზე გამოდის და 10:45-ზე უკვე ნეაპოლშია. ამ შემთხვევაში ნეაპოლის დასათვალიერებლად უფრო მეტი დრო გვექნება თუმცა ეს დრო რომის დათვალიერების დროს მოაკლდება. მაგრამ რომზე ისედაც 3 დღე გვაქვს გათვლილი. არის ალტერნატივაც- იმავე დღეს შეიძლება კუნძულ კაპრის მოსანახულებელი ექსკურსიის გაკეთება. ნეაპოლიდან პირდაპირ მიდის ტრანსპორტი. 75 წუთი უნდა გემით და 40 წუთი ჰიდროფოილით. ამ შემთხვევაში ნეაპოლს მხოლოდ მეორე დღეს დავათვალიერებთ, მაშინ პომპეის ექსკურსიას ცოტა შევკვეცავთ და ისე დავბრუნდებით უკან რომ 17 სთ-მდე მოვასწროთ ქალაქის დათვალიერება. ღამისთევა ნეაპოლში.
5 დღე - პომპეიში გამგზავრება და მისი დათვალიერება. დაახლოებით 14:00 სთ-სთვის ისევ ნეაპოლში ვიქნებით. ისევ ქალაქის დათვალიერება. თუ წინა დღეს კუნძულ კაპრის ექსკურსიას ავირჩევთ, ნეაპოლის დათვაიერება ამ დღეს სან მარინოში გამგზავრებამდე უნდა მოვახერხოთ. ამისთვის ჯობია ეს რეისები ავირჩიოთ პომპეიში გასამგზავრებლად, რომ დრო რაციონალურად გავანაწილოთ. მაგალითად: 7:58 – ჩასვლა 8:24-ზე (მუზეუმი 8:30-ზე იღება), ან 8:30-ზე გასვლა და 9:09-ზე ჩასვლა. იქ გავჩერდებით სავარაუდოდ 2საათნახევარზე ცოტა მეტი და 11:52-ზე რომ გამოვიდეთ (ნეაპოლში ყველა სადგურზე ჩერდება) 12:29-ზე უკვე ნეაპოლში ვიქნებით და დაახლოებით 17 სთ-მდე ქალაქს დავათვალიერებთ. 18:45-ზე ნაპოლი სენტრალე დან გავყვებით ღამის მატარებელს სან-მარინოსკენ. ჩავალთ მეორე დილას 9:48-ზე, ხანგრძლ – 15 საათი. ღამისთევა მატარებელში II კლასის Couchette –ზე (სკამი რომ საწოლად გადაკეთდება) თუ გამოვიძინებთ. სხვა ალტერნატივა ჩქარი მატარებელია, რომელიც სამმაგი ფასი ღირს. თან ამას დაემატებოდა ნეაპოლში ან სან-მარინოში ღამისთევის თანხაც. ღამისთევა მატარებელში.
6 დღე – სან-მარინოში ჩასვლა დილის 9:48 სთ.ზე. იმ დღეს სან-მარინოს დათვალიერება.
ღამისთევა სან-მარინოში.
7 დღე -დილით ადრე 07:48-ზე სანმარინოდან მატარებლით ვენეციაში გამგზავრება, ჩასვლა 9:49-ზე (ხანგრძლ. 2 საათი)
8 დღე - მთელი დღე ვენეციაში და მისი ღირშესანიშნაობების დათვალიერება. ღამისთევა ვენეციაში.
მთელი დღე ვენეციაში და მისი ღირშესანიშნაობების დათვალიერება. ღამისთევა ვენეციაში.
9 დღე - დილას 7:50-ზე ვენეციიდან მილანში გამგზავრება ჩასვლა მილანში 10:25-ზე (ხანგრძლ. 2სთ.35. მივალთ სასტუმროში, დავტოვებთ ბარგს. სასურველია Milano Centrale–სთან ახლოს მდებარე სასტუმრო იყოს, რადგან შემდეგი 2 დღე ქალაქგარე ექსკურსიები გვაქვს და მატარებლით მოგვიწევს გადაადგილება. იმავე დღეს ექსკურსია Lago Como (Lake como)–ზე და მის ულამაზეს პატარა ქალაქზე – Bellagio–ზე. მატარებლით გავემგზავრებით Varenna–ში და შემდეგ პატარა გემით გადავალთ Bellagio–ში. უკანაც იმავე გზით დავბრუნდებით. სავარაუდოდ ისეთ დროს რომ მილანის მთავარი ღირშესანიშნაობის , მისი კათედრალური ტაძრის დათვალიერება მოვასწროთ, რომელიც გოთური სტილის ერთერთი საუკეთესო ნიმუშია ევროპაში და სიდიდით მესამე კათედრალური ტაძარია. იმედია იმავე დღეს მოვახერხებთ Gallery Victor Emanuel II–ს სავაჭრო ცენტრის დატვალიერებასაც, სადაც უამრავი , სხვადასხვა ბრრენდის მაღაზიაა განლაგებული. თუ ვინმეს პრიორიტეტი ამ და მილანის სხვა მაღაზიებში საყიდლებზე სიარულია, მას შეუძლია ქალაქგარე ექსკურსიების ნაცვლად მარაზიებში იაროს, სხვათაშორის, მათთვისაც გვაქვს ცნობილი დიზაინერების "აუთლეტის" მაღაზიების სასარგებლო მისამართები. თუ ექსკურსიებსაც ვერ შეელევიან, მაშინ მაღაზიების შემჭიდროვებულ გრაფიკში მოვლას უნდა დათანხმდნენ ან კიდევ 2დღიანი ექსკურსიებიდან რომელიმე ერთერთი აირჩიონ ან ლაგო კომოზე ან ლაგო მაჯიორეზე. მილანის კიდევ ერთი ღირშესანიშნაობა Santa Maria Delle Gracie–ს ეკლესია და აქ დაცული მსოფლიოს ერთერთი ყველაზე ცნობილი ფრესკა – ლეონარდო და ვინჩის "საიდუმლო სერობაა". ღამისთევა მილანში.
10 დღე – ექსკურსია Lago maggiore–ზე (ტბა მაჯიორე). მატარებლით Stressa–ში გამგზავრება და იქიდან პატარა გემით კუნძულ Isola Bella–ზე (ლამაზი კუნძული) და Isola Pescatore–ზე (მეთევზეტა კუნძული) გადასვლა. უკან იმ დროს დავბრუნდებით, რომ მილანში დარჩენილი ღირშესანიშნაობების ნახვა, ან სურვილის შემთხვევაში საყიდლების გაკეთება მოვასწროთ. ალტერნატივა – შეიძლება მაგ დღეს ვერონაში გასეირნება 1–დღიან ექსკურსიაზე. ღამისთევა მილანში.
11 დღე – დილას ადრე 8:05-ზე მილანიდან პიზაში გამგზავრება, ჩასვლა 12:21-ზე.
მეორე ვარიანტია: მილანიდან გვიან გამოსვლა, რომ დამატებითი დრო ან შოპინგს ან მილანის ღირშესანიშნაობების დათვალიერებას დავუთმოთ, თუ წინა დღეებში ვერ მოვახერხეთ. გამოსვლა 17:05-ზე ჩასვლა პიზაში 21:34-ზე. თუმცა აქ ის მინუსია, რომ მაშინ პიზას დასათვალიერებლად იმ დღეს დრო არ გვრჩება და მეორე დღეს უნდა მოვიტოვოთ დრო, ან თუ მარტო გარედან დათვალიერება გვინდა და შიგნით არ შევდივართ, დილით დავათვალიეროთ უცებ პიზას კოშკი და საოცრებათა მოედანი და მერე წავიდეთ ჩინკვე ტერეში. ღამისთევა პიზაში.
12 დღე – იმ დღეს ისევ ქალაქგარე ექსკურსია გვექნება და Cinque Terre–ს კლდოვან სანაპიროზე განლაგებულ , ხუთ, პატარა, ულამაზეს ქალაქს დავათვალიერებთ. ამისთვის ჯერ La Spezia–ში გავემგზავრებით მატარებლით და შემდეგ იქიდან მოვივლით ამ ქალაქებს:Riomaggiore, Manarola, Corniglia, Vernazza, Monterosso ამ ქალაქებს შორის მატარებელი მგზავრობას 2–დან 4 წუთს ანდომებს, ისე ახლოსაა ერთმანეთთან. გარდა ამისა თითოეულ ქალაქს აკავშირებს ტურისტული საფეხოსნო ბილიკი, სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია 1–2 ქალაქში მატარებლით კი არა, ფეხით გადავიდეთ, ქალაქს ზემოდან მოვექცეთ და ულამაზესი ხედებით დავტკბეთ. თუ პიზას კოშკის დათვალიერება წინა დღეს მოვასწარით, ამ დღეს საღამომდე შეგვეძლება ჩინკვე ტერეში გაჩერება და მზის ჩასვლის ყურებაც. ბოლო მატარებელი 22:14–ზე გამოდის პიზის მიმართულებით. ღამისთევა პიზაში.
13 დღე – დილით ადრე გამოვალთ პიზიდან, რომ ასევე ადრე ჩავიდეთ ფლორენციაში. მაგალითად 7:54 გამოვალთ და 9:07–ზე უკვე ფლორენციაში ვიქნებით. ფლორენციის ღირშესანიშანოებების დათვალიერება. ღამისთევა ფლორენციაში.
14 დღე – ფლორენციის ღირშესანიშანოებების დათვალიერება. ღამისთევა ფლორენციაში.
15–16 დღე – დილით ადრე ვქირაობთ მანქანას და მივემართებით ტოსკანა–უმბრიისკენ. შეძლებისდაგვარად დავათვალიერებთ, რასაც მოვასწრებთ, ნაკლებად მნიშვნელოვან დაბებში არ შევალთ. სულ სიგრძე გასავლელი გზის დაახლოებით 300 კმ–ია 2 დღეში (მაქს 400 კმ–ზე უნდა გავაკეთოთ ბენზინის გათვლა). გზად გავივლით და შემდეგ ქალაქებს, დასახლებებს და ლანდშაფტურ ღირშესანიშნაობებს: კიანტის რეგიონი და მისი ვენახის ზვრები, დაკლაკნილი გზების გასწვრივ ჩამწკრივებულ კიპარისის ხეებს, San Gimigniano, Moltancino, Siena, Val D’Orcia, San Quirico D ‘Orcia, Pienza,Montepulciano–ს. გადავალთ უმბრიაში – ჩავუვლით Lago Trasimenos (ტრასიმენოს ტბა) ნაპირებს,პატარა დაბებს და ქალაქებს. შემდეგ შევალთ Perugia–ში და შემდეგ Assisi–ში. ამ ქალაქშია წმ. ფრანჩესკოს სახელობის ბაზილიკა 2 ერთმანეთზე დაშენებული ეკლესიით, ერთერთი ყველაზე დიდი ამ სტილის ბაზილიკაა და ამითაა გამორჩეული, ამ წმინდანმა დაუდო სათავე ფრანცისკანელთა ორდენს. ასისში უნდა ვიყოთ მოგზაურობის მე-16 დრეს, ისე რომ რომ 18:18-ზე მაქედან რომში გავემგზავროთ მატარებლით. რომში ჩავალთ 20:30-ზე. ღამისთევა რომში.
17 დღე – გამოფრენა თბილისში, იმის მიხედვით რომელი ავიაკომპანიის ბილეთს ავიღებთ და გვექნება ტუ არა ტრანზიტი რომელიმე ქვეყანაში, იმ ქალაქს დავათვალიერებთ. თუ პრაღის ავიაკომპანიის ბილეტს ავიღებთ, 12 საათიანი სატრანზიტო დრო გვექნება უკანა გზაზე, თუ ვენის ავიახაზებით გადავფრინდებით და ციურიხში იქნა სატრანზიტო დრო, ამ ქალაქს დავათვალიერებთ.
ხარჯებს რაც შეეხება, ძალიან ძნელია ამის განსაზღვრა ამდენი ხნით ადრე. რამდენიმე ავიაკომპანიის რეისი ვნახე სრულიად მისაღებ ფასად, მაგრამ იაფი ბილეთების გაუქმება, როგორც წესი შეუძლებელია, სანამ ვიზა არ გვექნება კიდევ აზრი არ აქვს ბილეთის შეძენას. მაგალითად ერთერთი ავიაკომპანიის ბილეთი 183 ევროდაც კი ვნახე (ორი გზა, თუმცა ბარგისთვის ცალკე იხდი დაახლ. 20–30 ევროს), სხვა ვენის ავიახაზების ბილეთი ყველაზე იაფი რაც ვნახე 844 ლარად (350 ევრო) ვნახე), პრაღის – გაუქმება რომლისაც არ შეიძლება 344 ევროდ და გაუქმებისას ტანხის ნაწილს რომ უკან გიბრუნებენ , მაგ ბილეთი 420 ევროდ.
ერთადერთი რაც მეტნაკლები სიზუსტით დავიანგარიშე შიდა გადაადგილებებია (თუ აპრილამდე არ შეიცვალა რამე), თუმცა ზოგი ბილეთის ფასი აქაც იმაზეა დამოკიდებული კვირის რომელ დღეს გავემგზავრებით ერთი ქალაქიდან მეორეში.
ყველა შიდა გადაადგილება ჯამში 136,85€ ჯდება + ქალაქგარე ექსკურსიების თანხა – 78€ ანუ ორივე ერთად 215€ (თუ კაპრის ექსკურსია დაემატება + 36 €), მანქანის ქირაობა დღეში საშუალოდ – 20 ევრო კაცზე, ორ დღეზე –40 ევრო + ბენზინის თანხა (დაახლ. 15 ევრო კაცზე) + პარკინგის და ავტომაგისტრალით სარგებლობის თანხა, ასევე თუ გადასახდელი იქნა საერთაშორისო სერთიფიკატი მძღოლისთვის (15 დოლარი ღირსო) დაახლოებით 70 ევრო (მანქანის ქირაობა) გამოვა კაცზე გზის ხარჯი ყველაფრიანად. იმის მიხედვით სასტუმროს ან ჰოსტელს , უსაშუალოდ რა ფასში ვიქირავებთ 15 ღამეზე (1 ღამეს მატარებელში ვათევთ) სხვადასხვა თანხა დაგვჭირდება: 30 ევროდ თუ ვიქირავებთ საშუალოდ –450 ევრო . 35 ევროდ თუ ვიქირავებთ – 525 ევრო, რომში სასტუმრო შეიძლება უფრო ძვირი ღირდეს, მაგრამ ნეაპოლში ერთი კარგი აპარტამენტი 5 კაცზე, კარგ ადგილას, კაცზე 17 ევროდ ვნახე, ეს ფასები ერთმანეთს დააბალანსებს. როცა ვიზა გვექნება მაშინ უფრო კარგად გამოჩნდება სასტუმროს ხარჯები, იმის მიხედვით, სად იქნება თავისუფალი ადგილები. კვებაზე დღეში 25 ევრო გავთვალე კაცზე – 25X17=425€ ევრო, თუმცა ეს ინდივიდზეა დამოკიდებული, შეიძლება ვინმეს კვებაში ამდენი არ დაეხარჯოს და ის თანხა სხვა რამეს მოახმაროს (მით უმეტეს დილით ბუფეტი საუზმე თუ გვექნა ან თუ აპარტამენტებში ვიქნებით, ჩვენივე სამზარეულოში ზოგჯერ ჩვენ თვითონვე მოვიმზადებთ საუზმეს და ვახშამს) . მუზეუმების და ღირშესანიშნაობების ხარჯიც ინდივიდუალურია ინტერესის მიხედვით. რამდენიმე ძირითადი ღირშესანიშნაობის ფასი დავიანგარიშე (ისინი რაც მე მაინტერესებდა ;) თუმცა ყველა ღირშესანიშნაობის ფასი ვიცი, თუ ვინმეს სხვა რამის მონახულება მოუნდება). რომის ვატიკანის მუზეუმი და სიქსტის კაპელა – 15€ +4 ევრო (ინტერნეტით დაჯავშნა. სხვანაირად შეიძლება 5 საათი რიგში მოგვიწიოს დგომა), Colosseum + Colle Palatino +Roman Forum = 12€, პოპმეის ქალაქი–მუზეუმი – 11€, ფლორენციის ცნობილი კათედრალური ტაძარი – 8€, უფიცის გალერეა 6,5€ და Galerea dell”Academia სადაც მიქელანჯელოს ცნობილი დავითის ორიგინალი მდებარეობს – 6,5€ (ამ ორი მუზეუმის ბილეტებიც წინასწარ უნდა დავჯავშნოთ, ამასაც რამდენიმე ევრო დაემატება სავარაუდოდ) და ჩემი სუბიექტურ არჩევანი ფლორენციაში – ერთმანეთთან დაკავშირებული ბაბოლის და ბარდინის ბაღები , საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება ქალაქზე. კომბინირებული ბილეთი + 1–2 პატარა მუზეუმის ბილეთთან ერთად 10€ ღირს, სიენას ცნობილი კათედრალური ტაძარი –3€, მილანის ულამაზესი კათედრალური ტაძარი – უფასოა. ვენეციაში დოჯების სასახლე –13€ და კადოროს სასახლე 5€ + 1€ (დაჯავშნისთვის), თუმცა მე პირადად ვენეციის გარედან დათვალიერებას ვაპირებ. შევიძენ Vappareto pass–ს და 28 ევროდ 48 საათის განმავლობაში შეუზღუდავად ვივლი წყლის ტრანსპორტით ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან მეორე წერტილში (აქვე შედის მურანოს, ბურანოს და ტორჩელოს კუნძულებზე გადასვლა–გადმოსვლაც) ისე ვაპარეტოთი ერთჯერადი გადაადგილება 6,5€ ღირს. ვისაც უფრო რომანტიული – გონდოლათი გასეირნება ურჩევნია– 6კაციანი გონდოლა 40 წუთით 80 ევრო ღირს (კაცზე 14–15 ევრო), ოღონდ საღამოს 20:30–მდე, მერე 100 ევრომდე იზრდება. პიზის á
Last edited by Mta Mkvarebia on 24 აგვ 2011, 09:42, edited 2 times in total.
Image

User avatar
ეკატო
მაწანწალა
Posts: 434
Joined: 12 ივლ 2010, 21:07
იტალია 2012 წლის აპრილში

Post by ეკატო » 23 აგვ 2011, 19:55

თუ მანამდე ვინმე კეთილმა დეიდამ ან ბიძიამ 2000€ მაჩუქა, მეც წამოვალ :D

ისეთი გეგმაა, როგორზეც ყოველთვის ვოცნებობდი :oops:

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
იტალია 2012 წლის აპრილში

Post by Mta Mkvarebia » 23 აგვ 2011, 21:12

ეკატო
:D
კეთილი ბიძის და დეიდის იმედი ნამდვილად არ მაქვს :)))

თუმცა გარკვეულ შეზღუდვებზე მოგვიწევს წასვლა, საჭირო თანხის შესაგროვებლად... ვისაც ეს უღირს რა თქმა უნდა :wink:
ან სულაც კრედიტი. მოკლედ პრიორიტეტების საკითხია, ვიღაცას კრედიტის აღება ავტომანქანისთვის უღირს, მე კიდევ მანქანა სულ რომ მაჩუქო, არ მინდა :D.
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
იტალია 2012 წლის აპრილში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 24 აგვ 2011, 04:40

Mta Mkvarebia
სტამბულიდანაც ნახე რეისები.
იტალიაში ზნ იაფად დაფრინავს :ეარ ბერლინი:
თუმცა, თბილისი-ბერლინი (ან რანკფურტი ან მიუნჰენი)-იტალია ფასი შეიძლება, დაბალი არ გამოვიდეს.
25 დოლარიან გადასახადს რომ ახსენებ, ეგ საკომისიოა.

კიდევ, გამოიყენეთ ღამის მატარებლები, რომ სასტუმროს ფული დაზოგოთ.
ძნ დაგეხმარებათ იტალიის რკნიგზის 3სახურის ვებ-გვერდი http://www.trenitalia.com
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
იტალია 2012 წლის აპრილში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 24 აგვ 2011, 04:43

კუნძულ კაპრიზე (ან ისკიაზე, იქვეა) რომ მოხვდე, მოხერხებული გზაა ნეაპოლის ნავსადგური. ბილეთი დაახლოებით 16 ევრო ღირს და 1 სთში ცადის ჩქარი გემი. ისკიაზე კი 45 წთში.
ნეაპოლიდან 20 კმშია ჩამქრალი ვულკანი ვეზუვი. ეროვნული პარკია მოწყობილი და კრატერამდე ბილიკი მიდის. გასა20არი სანახაობაა.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
იტალია 2012 წლის აპრილში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 24 აგვ 2011, 05:14

გირჩევთ, მოგზაურობა დაიწყოთ მიუნჰენით, იქიდან მატარებლით ჩახვიდეთ სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში.
ეს კოხტა და საამო ქალაქია და მაქსიმუმ 2 დღით და 1 ღამით გაჩერდეთ.
ესაა გერმანიის რკინიგზის 3სახურის ვებ-გვერდი
http://www.bahn.de/i/view/USA/en/index.shtml

აქედან ავტობუსით ან მატარებლით ვენეციაში ჩახვიდეთ. ანუ, იტალიაში მოგზაურობა ჩრდილოეთიდან დაიწყოთ.
მერე უკვე ხელის გაწვდენაზეა ტოსკანა, ფლორენცია-პიზა და ა.შ
გზა მატარებლით 1 სთიდან 3 სთამდეა. გააჩნია რა სახის მატარებელს ირჩევთ.
ჩქარი ძვირია.

ფლორენციიდან რომში მატარებლით სთნახევარში ჩადიხარ. რომიდან ნეაპოლამდეც ამდენივე დროა.

შემიძლია, თამამად გირჩიოთ, რომ თუ საყიდლებზე არ მიდიხართ, მილანისთვის დრო არ დაკარგოთ.
სასიამოვნო იქნება გენუისა და ბოლონიის ნახვა. ის თქვენ დაუვიწყარ შთაბეჭდილებას შეგიქმნით.

რაც შეეხება მუზეუმებს, ასევე, სხვა სანახაობებსა და მათთან დაკავშირებულ ხარჯებს, ნელ-ნელა მოგაწვდით ცნობებს.

მაგალითად, ვენეციიაში, სან მარკოს მოედნის 3რეკლოზე თუ არ ახვალთ და იქიდან ვენეციას არ გადმოხედავთ, თქვენ ამ ქალაქს სრულად ვერ აღიქვავთ. ლიფტია შიგნით და 8 ევრო ღირს.
აუცილებლად უნდა ახვიდეთ ფლორენციის მთავარი ტაძრის დუომოს სამრეკლოზე ან გუმბათზე და იქიდან დაინახოთ კრამიტიანი ქალაქი. 3რეკლოს 404 კიბე აქვს და ბილეთი 6 ევრო ღირს. გუმბათის ბილეთი კი 8 ევრო ღირს.
ზედ გუმბათის შიდა ყელიდან გადიხარ გარეთ და თან მის შთამბეჭდავ მოხატულობას ხელისგულივით ხედავ. თუ სწორად მახსოვს, ჯოტოს მოხატულია. 3რეკლოზე რიგები, თითქმის არ არის, გუმბათზე კი 30-50 წთ მაინც უნდა იდგე.

დანარჩენი მერე იყოს.
შეხვედრა დავნიშნოთ და იქ მოგაწვდით სხვა საინტერესო ცნობებსაც.

გერმანია-სლოვენია-იტალიის ტრანსპორტით დაკავშირების შესახებ ცნობები ამ გვერდზე ნახეთ:
http://www.slovenia.info/?by_bus=0&lng=2
სლოვნია-იტალიის ავტობისების ბილეთები:
http://www.drd.si/en/default.aspx

სლოვენიის ავტიბუსების კომპანიები:
http://www.veolia-transport.si/

http://www.drd.si/en/

http://www.ap-ljubljana.si/eng/

სლოვენიაში ავტო და რკინიგზის სადგურები გვერდი-გვერდ არიან
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
იტალია 2012 წლის აპრილში

Post by qvevri » 24 აგვ 2011, 08:16

შენს სურათებში ერთი მეცნო თითქოს და გენუასთან ხომ არაა რომელიმე?

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
იტალია 2012 წლის აპრილში

Post by Mta Mkvarebia » 24 აგვ 2011, 09:19

GAMARJOBA SAKARTVELO
გაიხარე, გოგა, ძალიან დიდი მადლობა რჩევებისთვის. შენზე კომპეტენტურ მრჩეველს სად ვიპოვით? :*
ყველა მუზეუმის ღირშესანიშნაობის ფასი გავარკვიე (პატარა ქალაქებშიც კი) მაგრამ აქ არ დავწერე, ან კი რომელი ერთი უნდა დამეწერა? :wink: რეალური წამომსვლელები რომ გამოიკვეთება, მერე გავაცნობ შეხვედრებზე. სლოვენია კი ძალიან კარგია, მაგრამ ეს კიდევ 2 დღით გაზრდის მოგზაურობას და შესაბამისად ხარჯებს :( , ტრენიტალიის საიტი ვიცი, ყველა გადაადგილება მაგ საიტის მიხედვით მაქვს დაანგარიშებული. ღამის მატარებლის შესაძლებლობაც გამოვიყენეთ რა თქმა უნდა, რადგან ამ გზით ესპანეთშიც დავზოგეთ ფული. მაგრამ ღამის მატარებელს ერთხელ თუ გამოიყენებ, როცა იტალიის ერთმანეთისგან ყველაზე დაშორებულ ქალაქებში გადაადგილდები (ჩვენს შემთხვევაში ნეაპოლი-სან-მარინო) სან-მარინოში ჩასვლის მერე ყველა ქალაქი ერთმანეთის ახლოსაა და მათ შორის ღამის მატარებელი სამწუხაროდ არ დადის, თორემ სიამოვნებით დავზოგავდით კიდევ რამდენიმე ღამისთევის ფასს :D მილანში 2 ღამისთევა განლაგების გამო გადავწყვიტე, იქიდან ადვილად გაკეთდება ერთდღიანი ექსკურსიები ლაგო მაჯიორეზე, ლაგო კომოზე ან ვერონაში. მე პირადად ამდენი ქალაქის ნახვა ვიცი, რომ ძალიან გადამღლის, როგორი უნიკალურებიც არ უნდა იყოს, ამიტომ მირჩევნია ზოგჯერ ქალქები ტბებით, მის შუაგულში მდებარე ლამაზი კუნძულებით, ზღვისპირა ლანდშაფტით, ჩინკვე ტერეს კლდოვანი დაბებით, მათ შორის დამაკავშირებელი სალაშქრო ბილიკებით და ტოსკანა-უმბრიის ველებით ჩავანაცვლო. ამ მოსაზრებით შევადგინე ეს გეგმა. თორემ სანახავ ადგილებს რა გამოლევს? :wink: , ვისაც საყიდლები ურჩევნია, მისი ნებაა, დარჩება მილანში და "აუთლეტების" მაღაზიებისკენ გაემართება სპეციალური შატლით (მაპატიე, მაგრამ ამ ორი სიტყვის ქართული ტერმინი არ ვიცი :wink: ) , ჰო მისამართებს და საიდან რომელი ნომერი ავტობუსი გაიყვანს ამ მაღაზიების მიმართულებით, რა თქმა უნდა მივაწვდით :).
მეც ზალიან მხიბლავს სხვადასხვა ქალაქის მთავარ მოედნებზე განლაგებული სამრეკლოებიდან ქალქის გადმოხედვის იდეა :) , მართალი ხარ, ფასიც 5-8 ევრომდე მერყეობს, იმის მიხედვით ფეხით ადიხარ თუ ლიფტით, ზოგან ლიფტი არაა და ფეხით უნდა აიარო 400-500 კიბე (მაგალითად Torre del Mangia სიენაში) მაგრამ ვნახოთ რამდენ ღირშესანიშნაობას გაწვდება ჩვენი ბიუჯეტი :wink:

qvevri
გენუა არ გვაქვს გეგმაში, ერთადერთი დანიშნულების ადგილი მის სიახლოვეს ჩინკვე ტერეს ხუთი პატარა დაბა-ქალაქია.
დავწერე, მოგვიანებით დავამატებ დასახელებებსთქო. ჰოდა ახლა მივხედავ ამას :wink:
Image

User avatar
L-O-M-I
იეტი
Posts: 1170
Joined: 02 ივლ 2008, 10:53
იტალია 2012 წლის აპრილში

Post by L-O-M-I » 24 აგვ 2011, 11:01

მაგარი ტური გამოვა... ვივა იტალია!

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
იტალია 2012 წლის აპრილში

Post by გვალდა » 24 აგვ 2011, 13:23

გული!
ანაბარი გახსნილია!
მთავარია თავს მოვერიოთ და ფული დავზოგოთ! :lol:
სვანეთოლოგი

User avatar
Falcon
მაწანწალა
Posts: 646
Joined: 22 ივლ 2009, 22:46
Location: აქ
იტალია 2012 წლის აპრილში

Post by Falcon » 24 აგვ 2011, 14:02

Mta Mkvarebia
ლაგო მაჯიორე (ტბა მაჯიორე)
სიტყვასიტყვით თარგმანში ამას დიდ ტბას ეძახიან ;) ძალიან ლამაზია.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
იტალია 2012 წლის აპრილში

Post by qvevri » 24 აგვ 2011, 15:42

ორიოდე სურათს დავდებ ტოსკანადან. 2010-ში ვიყავი და მაშინ გადავიღე.
ტოსკანელი თოლია
Image
ტოსკანელი მელა
Image
ზეთისხილის ამფორებთAნ ვარ
Image
ტოსკანელი თევზი უნდა დავაჭაშნიკო
Image
სამი წუთის შემდეგ...
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
იტალია 2012 წლის აპრილში

Post by Mta Mkvarebia » 25 აგვ 2011, 12:51

qvevri
ეტყობა, რომ გემრიელი იყო :wink:

ხალხნო ახალი და და საჩქარო ინფორმაცია. დამირეკა ოპტიმისტმა, ძალიან ყურადრებიანმა ადამიანმა, რომელიც გვანებივრებს კარგი რჩევებით. მითხრა რომ იმ იაფიან ბილეთს 220 ევროიანიათქო რომ ვწერდი, ინტერნეტით კი არა, პირდაპირ სალაროში თუ იყიდი, ვიზაზე უარის თქმის შემთხვევაში თანხას ბოლო თეთრამდე უკან აბრუნებენო. გადავრეკე და მართლა ასეა. ისიც ვკითხე ავადმყოფობის შემთხვევაში რა ხდებათქო და მითხრეს, თუ ოპერაციას იკეთებს ადამიანი, ცნობა უნდა მოიტანოს, მერე მისი საბუთები სათაო ოფისში გადაიგზავნება და მათ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, თანხას აუნაზღაურებენ თუ არაო. მაგრამ ვიზაზე უარის შემთხვევაში პრობლემა არ არისო. ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ რომ ღირს ბილეთების წინასწარ აღება, მათთვის, ვინც დანამდვილებით აპირებს წამოსვლას. ვიცი რომ ძალიან ძნელია ამდენი ხნით ადრე ასეთი გადაწყეტილების მირება, მაგრამ სულ მცირე 200 ევროს ვზოგავთ, ეს ახლანდელი ფასების მიხედვით, მერე რა იქნება კაცმა არ იცის. ამ ეტაპზე რამდენიმე ბილეთი არის დარჩენილი. ვფიქრობ, იმ კვირაში მივიდე და შევიძინო ბილეთი, თუ ვინმე შემომიერთდება, დამიკავშირდით. ბილეთის ზუსტი ღირებულებაა - 183 ევროს+ 40 ევრო - ბარგის საფასური ორივე გზაზე (მაქს 20 კგ + 8კგ ხელბარგი) , გაითვალისწინეთ რომ ყოველ გადაცილებულ კილოგრამზე გადასახადი -30 ევროა :shock: .ანუ სულ გამოდის 223 ევრო 2 გზა.
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]