12 აგვისტოს, პარასკევს არაუგვიანეს საღამოს 8 საათისა ვიკრიბებით სპორტის სასახლესთან სადაც მოვა ზვიადი და წაგვიყვანს ჩოხატაურში. ჩოხატაურში ჩავალთ დაახლოებით ღამის 12 საათისათვის, დავბანაკდებით ხიდისთავში(ეგ სადაა არ ვიცი, მარა მაინც)
13 აგვისტო დილის საუზმე ყაი/ჩავას შემდეგ, დაახლოებით 9-10 საათისათვის გავემართებით სოფელ ზენობანში, სადაც ვნახავთ ნოდარ დუმბაძის სახლმუზეუმს... შევეცდები მანამდე გავარკვიო რამდენ კილომეტრში დმებარეობს ზოტიყელის მეჩეთიც, რომელიც როგორც ვიცი ყველაზე ძველი მეჩეთია საქართველოში და დრო თტუ დაგვრჩა მასაც მოვინახულებთ. ამის შემდეგ დავიძვრებით ბახმაროსკენ... გზად კიდევ ერთხელ შევჩერდებით სოფელ ნაბეღლავში და ჩემი საყვარელი სასმელით გავგრილდებით : D
გურულის რჩევით(მადლობა

საღამოს ავალთ მზის ჩასვლის გორაზე
14 აგვისტო: ვიღვიძებთ დილით ადრე, გამტენიისას და ავდივართ მზის ამოსვლის გორაზე. მანამდე ვარკვევთ რომელ საათზე ამოდის მზე რომ არ დაგვასწროს ამოსვლა


ჰხოოოდა ... გორადან თუ მთიდან დაბრუნებულები ცოტას დავისვენებთ და ახლომდებარე სოფლებში გავისეირნებთ

ბახმაროდან თბილისისკენ დავიძვრებით შუადღით 3-4 საათისათვის.. გზად მოვინახულებთ პონტოს მუხის ნაკრძალს(არც ეს არ ვიცი რა არის, მაგრამ კარგად კი ჟღერს) და ამის შემდეგ ყველანი ბედნიერები და კმაყოფილები და გაღიმებულები გამოვემართებით თბილისისაკენ .
დასასრული
რას შეეხება ხარჯებს:
ამ სამდღიან მოგზაურობაში ტრანსპორტში მოგვიწევს გადავიხადოთ 550 ლარი. რადგან ზვიადის სამარშუტოში ეტევა 18 ადამიანი, ეს ტანხა გაიყოფა თანაბარ ნაწილად და თითოეულს მოგვიწევს 31 ლარის გადახდა არ ვიცი რა ეღირება მუზეუმში შესვლა, ამიტომ დამატებით 5 ლარი მაინც იქონეით თან

საკვებს ყველა წამოიღებს თავისთვის!
გაფრთხილება!
აუცილებლად წამოიღეთ ყველამ თბილი ტანსაცმელი... დილით ძალიან ეციება ბახმაროში!
პ.ს. თუ რაიმე ცვლილების შეტანა გინდათ დღის გეგმაში, შეგიძლიათ ისა.....
