სვანე-TOBA 2011 lama-სთან ერთად 19/20-29 აგვისტო
Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი
სვანე-TOBA 2011 lama-სთან ერთად 19/20-29 აგვისტო
სვანე-TOBA 2011 (19/20-29)
ვიკრიბებით, 19 აგვისტოს ღამის 11 საათზე სასტუმრო რედისონის პირდაპირ, ვლაგდებით მინიბუს(ებ)ში და მივემგზავრებით სვანეთისაკენ!
გენერალური გეგმა:
პირველი დღე 19/20 აგვისტო
ჩასვლა სოფელ ეცერში წახემსება და ასვლა მეზერის ულამაზეს მთაზე. დაბანაკება, კოცონის გარშემო შეკრება და დროსტარება.
მეორე დღე 21 აგვისტო
დილით საუზმის მერე გასეირნება მეზერის მთაზე, მოვინახულებთ მთავარანგელოზის სახელობის X საუკუნის ეკლესიას და დავიწყებთ ჩამოსვლას ბეჩოს თემის ბოლო სოფელ მაზერში სადაც საღამოჟამს დავბანაკდებით.
მესამე დღე 23 აგვისტო
დილით მომზადების შემდგომ გავემართებით საქართველოში ყველაზე მაღალი და ყველაზე წყალუხვი ჩანჩქერის, შდუგრას (150 მ.) მიმართულებით, რომელიც მდებარეობს უშბის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს და ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას, კერძოდ ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკას. ცოტა ხნით შევჩერდებით ჩანჩქერის მიდამოებში და დავიძვრებით სოფელ მაზერისკენ. დავბანაკდებით.
მეოთხე დღე 24 აგვისტო
დილით, საუზმის შემდეგ მოგვაკითხავს მინიბუსი და გავემგზავრებით მესტიის მიმართულებით. გზად მოვინახულებთ სოფელ ლატალისა და სოფელ ლენჯერის ტაძრებს. ჩავალთ მესტიაში, გავშლით კარვებს და გავჩერდებით სკოლის ეზოში. დავანთებთ კოცონს და ავღნიშნავთ დაბადებისდღეს ïŠ
მეხუთე დღე 25 აგვისტო
ეს დღე სრულად დაეთმობა მესტიის დათვალიერებას. თავდაპირველად ავალთ ლაღამში და მოვინახულებთ ლაღამის უნიკალურ ტაძარს, რომელიც გამორჩეულია თავისი ხუროთმოძღვრებითა და ხატწერით, ლაღამის შემდეგ ჩავალთ მესტიაში და მოვინახულებთ მესტიის ისტორიულ-არქეოლოგიურ მუზეუმს სადაც დაცულია უნიკალური ექსპონატები და სიწმინდეები. (მაგ. უძველესი სახარება, რომელიც ადიშის ოთხთავის სახელითაა ცნობილი IX ს. ორმოც სებასტიელ მოწამეთა ხატი და სხვ.) გავისეირნებთ ღამის მესტიაში და გავატარებთ დაუვიწყარ საღამოს.
მეექვსე დღე 26 აგვისტო
დილით დავიძვრებით ჭალაადის ულამაზესი მყინვარისაკენ. დავათვალიერებთ ბუნების ამ საოცრებას და დავბრუნდებით უკან - ბანაკში.
მეშვიდე დღე 27 აგვისტო
დილით ავდგებით და ვისაც სურვილი ექნება წავალთ მაღლა მთაში სადაც ქორულდის ტბებია. ეს ტბები ზღვის დონიდან 2600 მეტრზე მდებარეობს და მის გარშემო კავკასიონის ულამაზესი მთებია. სასწაულია ქორულდის ტბები!!!!
მერვე დღე 28 აგვისტო
მარიამობის დღესასწაულია და არ შეიძლება უშგულში, ლამარიაში არ ავიდეთ. დილით მინიბუსით გავემგზავრებით ევროპის უმაღლესი სოფლისაკენ. გზად მოვინახულებთ სოფლებს: მულახს, უღვირის უღელტეხილს გადავალთ და ჩავალთ სოფ. იფარში, იფარიდან კი ჩავალთ სოფელ კალაში, ხოლო კალადან ავმაღლდებით უშგულს. მოვილოცავთ უშგულის წმინდა ტაძრებს და დავბრუნდებით მესტიაში.
მეცხრე დღე 29 აგვისტო
დილით გამოვემართებით თბილისისაკენ და დავათვალიერებთ მდ. ენგურის ულამაზეს ხეობას. ჩვენ ეს გზა გამოვლილი გვექნება, მაგრამ დილით ძალიან ადრე და ბევრი ჩვენგანი ამ სილამაზეს ვერ ნახავდა. გზად შეიძლება ზღვაზე, ანაკლიაში შევიაროთ და ცოტა ხნით გავირუჯოთ კიდეც გარუჯულები კი წამოვიდეთ თბილისში...
წინ ულამაზესი სვანე-TOBA 2011 გველოდება!!!
9 დღიანი ტურის ფასია: 300 ლარი
ფასში შედის:
ტრანსპორტი (შიდა ტრანსპორტის მომსახურება)
კვება
გიდი
ცხენის დაქირავება
მესტიის სახ. მუზეუმის გადასახადი
ლაშქრობის მონაწილეთა მაქსილამური რაოდენობაა 40 კაცი
ლაშქრობის მონაწილეებმა უნდა იქონიონ:
ზურგჩანთა
საძილე ტომარა (არქონის შემთხვევაში შესაძლებელია დაქირავება)
ქვეშაგები (პარალონი)
კარავი
სია ასე გამოიყურება:
1. ლამა
2. ჯონი კაპანაძე
3. ???
Last edited by lama on 13 ივლ 2011, 23:01, edited 1 time in total.
სვანე-TOBA 2011 lama-სთან ერთად 19/20-29 აგვისტო
ეგ მაგრა ტეხავს... ერთი მაგდენი კვებაზე დამეხარჯება
სვანე-TOBA 2011 lama-სთან ერთად 19/20-29 აგვისტო
meleksa
WenTTo
რათქმა უნდა შედის
ჩავასწორე
WenTTo
რათქმა უნდა შედის
ჩავასწორე
სვანე-TOBA 2011 lama-სთან ერთად 19/20-29 აგვისტო
ვაჰ, კახაბერ, ჩვენს მიერ დამუშავებული ძველი მარშრუტია?
ტრულიმ თქვა, მესტიის მუზეუმი დაკეტილია რეკონსტრუქციაზე ხანგრძლივადო, მაგრამ სანახავი მაინც ბევრია.
საჰაერო გადაადგილება რა ჯდება?
ტრულიმ თქვა, მესტიის მუზეუმი დაკეტილია რეკონსტრუქციაზე ხანგრძლივადო, მაგრამ სანახავი მაინც ბევრია.
საჰაერო გადაადგილება რა ჯდება?
სვანე-TOBA 2011 lama-სთან ერთად 19/20-29 აგვისტო
საჰაეროARCHILI wrote:ვაჰ, კახაბერ, ჩვენს მიერ დამუშავებული ძველი მარშრუტია?
ტრულიმ თქვა, მესტიის მუზეუმი დაკეტილია რეკონსტრუქციაზე ხანგრძლივადო, მაგრამ სანახავი მაინც ბევრია.
საჰაერო გადაადგილება რა ჯდება?
150 ლარი პლიუს
კი ის მარშრუტია, რომელიც ძალიან გვევასება, ცოტა შეცვლილი
მეზერიდან ეგრევე მაზერში ჩავდივართ ...
სვანე-TOBA 2011 lama-სთან ერთად 19/20-29 აგვისტო
სიაში ცვლილებებია
ამჟამად სია ასე გამოიყურება:
1. ლამა
2. ჯონი კაპანაძე
3. ნანიკო ბურდული
4. მაია კოკაია
5. ლელა ალექსაშვილი
6. ???
P.S. შეგახსენებთ, რომ მაქსიმალური რაოდენობა 40 კაცია
ამჟამად სია ასე გამოიყურება:
1. ლამა
2. ჯონი კაპანაძე
3. ნანიკო ბურდული
4. მაია კოკაია
5. ლელა ალექსაშვილი
6. ???
P.S. შეგახსენებთ, რომ მაქსიმალური რაოდენობა 40 კაცია
- kokabedoidze
- ბილიკზე მოარული
- Posts: 84
- Joined: 21 მარ 2011, 16:05
- Contact:
სვანე-TOBA 2011 lama-სთან ერთად 19/20-29 აგვისტო
1. ლამა
2. ჯონი კაპანაძე
3. ნანიკო ბურდული
4. მაია კოკაია
5. ლელა ალექსაშვილი
6. Mr. Kokito ?

7. LOLIKA?
2. ჯონი კაპანაძე
3. ნანიკო ბურდული
4. მაია კოკაია
5. ლელა ალექსაშვილი
6. Mr. Kokito ?
7. LOLIKA?
სვანე-TOBA 2011 lama-სთან ერთად 19/20-29 აგვისტო
ჩემს სტუდენტებს უნდათ წამოსვლა, მაგრამ გადაირივნენ, ძალიან ძვირიაო და ფასდაკლება არ გექნებათო?
სვანე-TOBA 2011 lama-სთან ერთად 19/20-29 აგვისტო
ფასი არაა ძვირი
საკმაოდ იაფია...
თუ სურვილი აქვთ წამოსვლის წამოვიდნენ ::::
საკმაოდ იაფია...
თუ სურვილი აქვთ წამოსვლის წამოვიდნენ ::::
სვანე-TOBA 2011 lama-სთან ერთად 19/20-29 აგვისტო
lama
ფასი მართლა არაა ძვირი (მე რომ ამას ვიტყვი) ერთი ეგაა დიდი შანსია წამოვიდე... ათი დღით მივდივარ ქობულეთში ზუსტად მაგ დროს და იქაც 300 ლარი მჭირდება.. 200 ლარი დასვენება და 3ჯერადი კვება და 100 ლარი სახარჯო.. ხოდა თუ მაინც სვანეთი ავირჩიე იმედია ანაკომის სუპები არ იქნება ერთი ეგაა მინდა ბევრი კარაველი ვიხილო სიაში : )
ნუ 30 ლარი გამოდის 1 დღე და ძალიან ბევრ რმეს ვნახავთ თან ცხენების დაქირავება შედის და ამხელა გზაზე მგზავრობა..

სიმართლეა რასაც შენ ამბობ მაგრამ არჩილიც მართალია. ის სტუდენტების ნათქვამს ამბობს
არჩილ...
სტუდენტებს შემახვედრე... ძალიან ძვირი, მთუმეტეს გადასარევად ძვირი ნამდვილად არ არის, მაგრამ რახანც სტუდენტები არიან და მითუმეტეს შენი, ფასდაკლებას გავაკეთებთ

მე ჩემს აზრს კი არ ვამბობ (ამისგან თავს ვიკავებ), არამედ, თქვენი პოტენციური კლიენტების შეხედულება მოგაწოდეთ გადავცემ პასუხს. მადლობა