ვიფიქრე ხალხს ცოტათი შვაშინებთქო

ჩვენც იგივეს ვამბობდით

მაგრამ დათვის ღრიალი გავიგეთ თუ არა ისეთი მოვკურცხლეთ რომ გზა აგვებნა
1 ნაჯახის ამარა ვიყავით მხოლოდ, მაგრამ იციც დავკარგეთ დათვის კივილის შემდევ. დაგვაღამდა. ღამე უღრან ტყეში თან წვიმაში აღარ გავაგრძელებ, მოკლედ არაფერი არ ჩანდა. მდინარის შუაგულში ვიწრო ხეობაში პატარა კუნძულზე დავაფინეთ კარავი და პარალონები. ცეცხლი? არადა თავსხმა წვიმაა. ცეცხლი არაყით დავანთეთ, მდინარეში წაქცეულ ხეზე , რა არაყი გავაფუჭეთ? მაგრამ ცოტა მაინც დაგვრჩა, გვენანებოდა მაგრამ სხვა გზა არ იყო. ჯნოსიმ იყოჩაღა. დათვს ეტყობა კბილის ტკივილი ტანჯავდა გაჰკიოდა და გაჰკიოდა.
ერთი ჩვენი მეგობარი დეპრესიაში ჩავარდა. "თქვენ რა გენაღვლებათ შვილები არ გყავთო მე კი სახლში ცოლი და 2 ბავშვი მელოდებაო".
მოკლედ ცეცხლი რომ არა ძალიან გაგვიჭირდებოდა.
როგორც იქნა დათვი დაწყნარდა გათენდა და წვიმამაც გადაიღო, ცა მოიწმინდა ჩიტებმა ჭიკჭიკი დაიწყეს და მეგობარსაც დეპრესიამ გაუარა. მოკლედ მშვენიერი დილა გაგვითენდა. ზანავში დაახლოებით დილის 10 საათზე ჩავედით. შხაპი მივიღეთ და თბილისისკენ წამოვედით.
