WenTTo wrote:მეც რაღაცას დავამატებ... კი მართალია ქართულად უნდა ვილაპარაკოთ მაგრამ ბევრი ისეთი კუალდა სიტყვაა რომ არანაირად არ დაგემორჩილებით!!
ახლა არ მახსენდება მაგრამ რაზეც ყველაზე მეტად მომდის შეცდომა ეს
ზაგარი - ნარუჯი (გარუჯვა კიდე მესმის მაგრამ ნარუჯი რა მაიმუნობაა?? "იცი მე გუშინ ნარუჯი მივიღე" არ დამცინებენ?? ან კიდე ჯორკო.. კი ტაბურეტკა ცუდათ ჟღერს მაგრამ ჯორკო რა არის? მთელი საქართველოს მოსახლეობის 20% არ ეცოდინება.. ასევე ძალიან სახალისო სიტყვაა ვარცლი..
მაგრამ ახლა ბალკონი რომ აივანია, ვანა აბაზანა, გარაჟი ავტოფარეხი, კუხნა სამზარეულო და ა.შ. ამაში გეთანხმები და უკვე უკვირდები ჩემ ყოველ პოსტს.
დავაკვირდი, რომ ყოველგვარ სიკეთეს ძნ სწრაფად ითვისებ.
ეს ჭკვიან ადამიანებს შეუძლიათ.
იმასაც ვხედავ, რომ სულ უფრო და უფრო გამართული ქართულით წერ.
ალბათ, ურიგო არ იქნება, კუალდას ნაცვლად, უროს თუ იხმარ.
ხოლო :ნარუჯი მივიღე: არასწორი გამოთქმაა და შენი თქმის არ იყოს, მაიმუნობაა.
სწორია
:გავირუჯე:
არც დასაცინი სიტყვაა, არც რთული სათქმელია.
არის კიდევ 1 შესატყვისი
:ნამზეური:, რომელიც ნამდვილად სჯობს ყველა ბარბარიზმს.
დასაცინი ამ სიტყვების წარმომთქმელი კი არა, ის არის, ვინც მათი მნიშვნელობა არ იცის და
დედის სადღეგრძელოს რომ სვამს, იქვე სიამაყით მიუთითებს, ენასაც დედა ენას ვუწოდებთო.
ვარცლიცა და ჯორკოც მშობლიურია და გაცილებით მეტმა იცის, ვიდრე წარმოგვიდგენია.
თუ არ იცის კიდევ, ხშირად მოსმენით გაიგებს.
კიდევ 1ხელ ვიბოდიშებ თემიდან გადახვევის გამო.
ჭაუხებში მიდიხართ და თან სასიამოვნო განწყობა წაიყოლეთ