კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები
Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი
-
meleksa
- იეტი
- Posts: 2161
- Joined: 14 ივლ 2009, 21:16
- Location: წინაპართა ნაკვალევი..
Post
by meleksa » 02 ივლ 2011, 21:02
გვალდა
ფრინველიც არის? ეგ ალბათ სადმე ეძახიან მაგას
ცხოველი კვერნისებრთა ოჯახიდან არის

-
Archil
- იეტი
- Posts: 6877
- Joined: 07 აპრ 2005, 13:17
- Location: ტიფლისის თავზე
-
Contact:
Post
by Archil » 02 ივლ 2011, 21:18
meleksa wrote:ეკატო wrote:meleksa
სალაშქრო ნაყინი როგორია? რა საინტერესოა

წამოდი გუდამაყარში და გასინჯავ

აბუდელაურის თეთრ ტბაზე რომ იცის სალაშქრო ნაყინი, ისეთი არსად მიგემია. ფაუნამ გააკეთა მაგი აბუდელაურებზე. ასე რომ აბუდელაურები მაგ მხრივ კონკურენტგარეშეა

а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

-
ეკატო
- მაწანწალა
- Posts: 434
- Joined: 12 ივლ 2010, 21:07
Post
by ეკატო » 02 ივლ 2011, 21:25
-
perwkli
- იეტი
- Posts: 1088
- Joined: 09 მარ 2007, 04:18
- Location: ბუნბუნლანდია
Post
by perwkli » 02 ივლ 2011, 21:27
ჩანთაზე შალითა არ მაქვს, ამიტომ პირდაპირ ჩანთაში ვდებ დიდ შავ ნაგვის პარკს და მერე ვალაგებ ყვეეელაფერს. არასოდეს არაფერი არ დამსველებია, კოკისპირულ წვიმაშიც კი. ერთადერთი ნაკლი აქვს, ჩქანთა სველდება, მაგრამ ბარემ გარედანაც შემოახვევ და ეგაა...
ზემოდან შემოხვეულ ცელოფანში კი გაჟონვის შანსები მაინც არის...
ბოდიში, წავიოფტოპიკე ცოტა

-
G
- ბოდიალა
- Posts: 122
- Joined: 13 იან 2008, 11:23
Post
by G » 02 ივლ 2011, 21:54
მოკლედ, თუ ვინმე ახალბედაა, მათთვის ჩამოვწერ საჭირო ნივთების სიას.
1. ბატინიკი ან სამხედრო ჩექმა (კარგად მოთელილი და მორგებული)
2. საიმედო ზურგჩანთა
3. საკმაო სითბოიზოლაციის მქონე საგები ("პენკა" ან გასაბერი)
4. საშუალო სითბოს მქონე საძილე (მცივნებისათვის თბილი)
5. თავსაბურავი - კეპი და ბენდენა ან "პანამკა"
6. მკვრივი ქსოვილის, ზომიერად თავისუფალი გრძელი შარვალი (კარგი იქნება სალაშქრო გამაშებიც) პლუს, მსუბუქი სათადარიგო შარვალი.
7. გამოსაცვლელი წინდები (2) სასურველია შალის, სქელი.
8. გამოსაცვლელი მაისური (2) სასურველია პოლიესტერ ნარევი
9. გრძელი საწვიმარი "პლაში" ან პონჩო
10. მზის სათვალე, სამაგრი თასმით
11. საგზაო აფთიაქი - ანტისეპტიკები, ანალგეტიკები, გადასახვევი საშუალებები, მათ შორის ელასტიური ბინტი (პირადი აუცილებლობის შემთხვევაში, წნევის და საგულე საშუალებები)
12. მაგარი ჯოხი ბუნიკით და ხელის გასაყრელი ყულფით
13. ხელთათმანები
14. პოლისტერის ან შალის მსუბუქი სვიტერი და ჟაკეტი, პლუს წყალმდგრადი ჟაკეტი "შტორმოვკა".
15. საკვები - მაღალკალორიული და ნახშირწყლებით მდიდარი. კაცზე მაქსიმალური წონა 900გრ. დღეში.
16. პლასტმასის ბოთლი წყლისთვის, მინ. 2 ლიტრის ტევადობის (სასურველია სავსე).
17. თავზე დასამაგრებელი ფანარი (სასურველია მცირე ზომის სათადარიგო ფანარიც)
18. პატარა დანა
19. მსუბუქი და დარტყმაგამძლე ჭიქა
20. ნემსი, ძაფი, კაპრონის ბაწარი, ცელოფნის პარკები, პატარა სარკე სასიგნალოდ.
21. ტუალეტის ქაღალდი და სველი ხელსახოცები.
22. ვინც დამწვრობისკენაა მიდრეკილი, იქონიოს მზისგან დამცავი მალამო
23 მცირე ზომის მსუმუქი თერმოსი ჩაით ან ყავით (სურვილის შემთხვევაში) მაქს. წონა 1 კგ.
24. და რა თქმა უნდა წყალგაუმტარი კარავი და არაყი (მადითა და გემოვნებით)
...
აღჭურვილობის საშუალო წონა, ასეთი ტიპისა და ხანგძლივობის გასვლისათვის უნდა მერყეობდეს 10 დან 14 კილომდე, გამომდინარე კარვის ქონა არ ქონებიდან და მისი წონიდან, ასევე საძილე ტომრის წონიდან, რომელიც სასურველია არ აღემატებოდეს 1,5 კგს.
-
paata_
- იეტი
- Posts: 6275
- Joined: 06 დეკ 2006, 10:50
- Location: ხევსურეთი
-
Contact:
Post
by paata_ » 02 ივლ 2011, 22:13
G wrote:მოკლედ, თუ ვინმე ახალბედაა, მათთვის ჩამოვწერ საჭირო ნივთების სიას.

2 დღით მიდიხართ თუ 2 კვირით ?

-
G
- ბოდიალა
- Posts: 122
- Joined: 13 იან 2008, 11:23
Post
by G » 02 ივლ 2011, 22:22
paata_
ეგ უკვე საკვების რაოდენობაზეა
თუ საჭირო გახდა, გამოცდილი კაცი საერთოდ ამ ყველაფრის გარეშეც გავა იოლას. თუმცა, ყველა ჩამოთვლილი ნივთი საჭიროა, იკავებს მინიმალურ ადგილს და იწონის ძალიან ცოტას.
-
Archil
- იეტი
- Posts: 6877
- Joined: 07 აპრ 2005, 13:17
- Location: ტიფლისის თავზე
-
Contact:
Post
by Archil » 02 ივლ 2011, 22:38
2 ლიტრიანი წყლის თრევა საჭირო არაა, წყალს მიაქვს იქაურობა. უღელტეხილზე კი არ მოდის არაფერი, მარა მაგდენი წყალი დალიოს ადამიანმა, არა მგონია.
კიტრს და ეგეთებს ქვემოთ გავრეცხავთ მდინარეში.
თავზე დასამაგრებელი ფარანი კი კაია, მარა თუ არ გაქვთ, ფანრიანი სანთებელაც გშველის გაჭირვებისას
а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

-
G
- ბოდიალა
- Posts: 122
- Joined: 13 იან 2008, 11:23
Post
by G » 02 ივლ 2011, 22:39
Archil
რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგი გზაშივე სვამს 2 ლიტრს.
მოკლედ, ცარიელი ბოთლის წონა მიზერულია და წყალს ყველა სურვილისამებრ ჩაასხამს.
Last edited by
G on 02 ივლ 2011, 22:46, edited 1 time in total.
-
Naia
- იეტი
- Posts: 7704
- Joined: 28 მაი 2007, 12:25
- Location: პლანეტა დედამიწა
Post
by Naia » 02 ივლ 2011, 22:45
მეც დავამატებ 1 რამეს.
თუ რომელიმეს ოდნავ მაინც აწუხებს მუხლი (ან მუხლები) აუცილებლად წამოიღოს მუხლსაკრავი (სპორტულ მაღაზიებში იყიდება), ან ელასტიური ბინტი. დაღმართებზე ჩამოსვლისას გამოგადგებათ

-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 02 ივლ 2011, 22:47
Naia wrote:მეც დავამატებ 1 რამეს.
თუ რომელიმეს ოდნავ მაინც აწუხებს მუხლი (ან მუხლები) აუცილებლად წამოიღოს მუხლსაკრავი (სპორტულ მაღაზიებში იყიდება), ან ელასტიური ბინტი. დაღმართებზე ჩამოსვლისას გამოგადგებათ

ოოო ეგ საჭირო რამეა -
თავკავთას გასვლაზე მივხვდი მაგის სიკეთეს
დაღმართებზე საშინლად ამტკივდა მუხლები -
თავიდან ვერც კი მივხვდი რა ხდებოდა - ისეთი უცნაური ტკივილი იყო..
Last edited by
Tamari-ch. on 02 ივლ 2011, 22:49, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
-
Archil
- იეტი
- Posts: 6877
- Joined: 07 აპრ 2005, 13:17
- Location: ტიფლისის თავზე
-
Contact:
Post
by Archil » 02 ივლ 2011, 22:48
а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

-
Naia
- იეტი
- Posts: 7704
- Joined: 28 მაი 2007, 12:25
- Location: პლანეტა დედამიწა
Post
by Naia » 02 ივლ 2011, 22:50
Tamari-ch. wrote:Naia wrote:მეც დავამატებ 1 რამეს.
თუ რომელიმეს ოდნავ მაინც აწუხებს მუხლი (ან მუხლები) აუცილებლად წამოიღოს მუხლსაკრავი (სპორტულ მაღაზიებში იყიდება), ან ელასტიური ბინტი. დაღმართებზე ჩამოსვლისას გამოგადგებათ

ოოო ეგ საჭირო რამეა -
თავკავთას გასვლაზე მივხვდი მაგის სიკეთეს
დაღმართებზე საშინლად ამტკივდა მუხლები..
მუხლებს მოფრთხილება უნდა

ბორჯომ-ხარაგაულში ორივე მუხლი გაკრული მქონდა. მეგონა მეორე დღეს (როცა სულ დაღმართზე მოვდიოდით) მუხლის ტკივილი გამაწამებდა. მაგრამ მაგ 'არტახების' წყალობით საერთოდ არაფერი მიგვრძნია

-
ეკატო
- მაწანწალა
- Posts: 434
- Joined: 12 ივლ 2010, 21:07
Post
by ეკატო » 02 ივლ 2011, 22:53
Naia
კარგი რჩევაა ნაია, ამხელა გზაზე არასდროს მივლია და არ ვიცი ჩემი ერთ დროს ტრავმირებული მუხლი როგორ გადაივლის უღელტეხილს, აუცილებლად წამოვიღებ ელასტიურ ბინტს
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 02 ივლ 2011, 22:54
ტაშტი ყველას ჯობია...
პლასტმასის იყოს - წონა პატარა აქვს...
არყის დასალევად ეს წაიღეთ

Last edited by
Tamari-ch. on 02 ივლ 2011, 22:58, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....