აღდგომა და ლელობურთი გურიაში, 23-24.04.2011
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
აღდგომა და ლელობურთი გურიაში, 23-24.04.2011
ვინაიდან და რადგანაც ამ გასვლის ორგანიზატორი ხვალ თბილისიდან მიემგზავრება, გადავწყვიტე თემა მე გამეხსნა
1. რეგიონი:
გურია
2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-ქუთაისი /იძულებითი შეჩერება/- შემოქმედი- აჭი - შუხუთი /ლელობურთი/ - თბილისი
3. ხანგრძლივობა:
2 დღე
4. სირთულე:
საშუალო
5. სამარშრუტოს ღირებულება:
500 ლარი
6. მონაწილეთა რაოდენობა
1. ნაია
2. GAMARJOBA SAKARTVELO
3. დათო
4. პაატა
5. ვენტო
6.stranger
7. ინა
8. avtokh
9. street racer
10. ელე
11. ქეთი გულიაშვილი
12. პაატა
13. თუთმაჯი
14. იანო
15. ეკატო
16.მ-ა-რ-თ-ა
17. ლიბრა
18. ეკატოს + tsqnafunia
7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორები:
გამარჯობა საქართველო
8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ჩოხატაური , ოზურგეთი
9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
686 კმ
10. ფეხით გავლილი მანძილი:
868 მ
11. სასმელი წყალი მარშრუტზე:
სულ იყო
12. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
ნუ შეხვალთ ლელობურთის სათამაშოთ ფიზიკურად სუსტი ხალხი.
13. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
წელიწადის ნებისმიერი თვე
14. რისკები, საფრთხეები:
არ იყო
15. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება ინახოს :
უდაბნოს ეკლესია , შემოქმედის ეკლესია
18. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
აჭში, საბანაკე ადგილას მხოლოდ მაგთი იჭერდა.
19. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10 ქულიანი სისტემით
10 ქულა.
20. გასვლის დაგეგმვის ბმული:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=49 ... sc&start=0

შუხუთის ლელობურთს ტელევიზიებიც იღებდნენ
ეს რუსთავი 2-ზე გასული სიუჟეტია: http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2
ეს რუსთავი 2-ზე გასული სიუჟეტია: http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2
აღდგომა და ლელობურთი გურიაში, 23-24.04.2011
მოკლედ, შევიკრიბეთ ს/ქიმიასთან 23 აპრილს, დილის 7 საათზე, ჩავსხედით ზვიადის კომფორტულ მინიბუსში და 7.30-ზე ქალაქიდან გავედით. გზად რამდენჯერმე გავჩერდით. საბურავს პრობლემა შეექმნა და ხელის შევლება მოგვიწია. ქუთაისში შევედით თუ არა ჩვენმა საბურავმა საშინელი ბრაგაბრუგი ატეხა და იძულებული გავხდით იქვე მდებარე ვულკანიზაციასთან გავჩერებულიყავით.
მოღრუბლული ამინდი იყო და დროდადრო ცრიდა. ხელოსანმა გვითხრა, რომ საბურავის შესაკეთებლად რაღაც ნაწილის გაჩარხვა იყო საჭირო. ზეინკალი კი ქალაქში (ჩვენ გარეუბანში ვიყავით) მდებარე პროფილაქტიკაში იყო. ნაწილი მოვხსენით, ზვიადი ხელოსანთან გაემგზავრა ჩვენ კი იქვე მდებარე კაფეში, რომელსაც ქვემოთ 'ხაში' ეწერა შევედით და გაყინულებმა ცხელი ჩაი და ხაჭაპური შევუკვეთეთ.
ნაწილის გამოჩარხვამ 3 საათს გასტანა. ამასობაში ჩვენ ჩაიც დავლიეთ, ხაჭაპურიც, ტელევიზორში რაღაც გადაცემასაც ვუყურეთ, კაფის მეპატრონეს სოფლის მეურნეობის განვითარების აუცილებლობაზეც ვესაუბრეთ და ბოლოს სალაპარაკო თემები რომ ამოგვეწურა გავჩერდით
უკვე 3 საათი ხდებოდა, ზვიადი რომ გამოჩნდა გამოჩარხული ნაწილით. გახარებულებმა დავაყენეთ და ჟრიამულით შევუდექით გზას.
500 მეტრი არ გვქონდა გავლილი, რომ მანქანამ საეჭვო ხმების გამოცემა დაიწყო. ამჯერად კონუსი (იგივე 'სცეპლენია') გაგვიფუჭდა და ახლა კი საბოლოოდ მოგვიწია გაჩერება, რადგან აქ ხელოსანი ვეღარ გვიშველიდა (თბილისში ახალი ნაწილის ყიდვა და დაყენება იყო საჭირო
ისევ გავჩერდით. ზვიადი და გოგა სადგურში წავიდნენ მინიბუსების მოსაძებნად. ქუთაისელმა მძღოლებმა პირი შეკრეს და 600 ლარს ფეხი არ მოუცვალეს (არადა, ეს მარშრუტი მთლიანად 500 ლარი გვიჯდებოდა:) ) ბოლოს ზვიადიმ და გოგამ გადაწყვიტეს ანზორისთვის დაერეკათ და ისიც, ქარელიდან მაშინვე ჩვენს დასახმარებლად გამოიქცა.
გადატვირთული გზებისა და მანძილის გამო ანზორის 2.30 სთ მაინც დასჭირდა ქუთაისში ჩამოსასვლელად. კარაველების ნაწილმა ამასობაში ქუთაისის მაკდონალდსი მოვინახულეთ. ეკატო და ცქნაფომ კი ქუთაისელი მეგობრის დახმარებით მოწამეთას მონახულებაც კი მოასწრეს
როგორც იქნა ჩამოვიდა ანზორი, გადავბარგდით მის მანქანაში და გურიისკენ დავიძარით. ზვიადი თბილისში მობრუნებას აპირებდა და ქუთაისში სამშაბათს გეგმავდა დაბრუნებას. ძალიან გვინდოდა ჩვენთან რომ ყოფილიყო და ვთხოვეთ. ზვიადიმაც ბევრი არ გვახვეწნინა და შემოგვიერთდა

Last edited by Naia on 26 აპრ 2011, 09:41, edited 1 time in total.
აღდგომა და ლელობურთი გურიაში, 23-24.04.2011
ჩაი იყო ნამდვილი ქართული "liptoni"-სა შეკითხვაზე ქართული ჩაი ქონდათ თუ არა, მივიღეთ გადამჭრელი თანხმობა და "liptoni"ს ჩაი გამოგვიტანა ამაზე კარველები აღელვდნენ მოდიდებული რიონივითა, მეპატრონემ კი - თუ არ მოგწონთ შეგიძლიათ სხვაგან მიბრძანდეთო. თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ქართული ჩაიც ქონია და არამომარხულე კარველებმაც იმერული ხაჭაპური ჩაით დააგემოვნეს. [/quote]მოღრუბლული ამინდი იყო და დროდადრო ცრიდა. ხელოსანმა გვითხრა, რომ საბურავის შესაკეთებლად რაღაც ნაწილის გაჩარხვა იყო საჭირო. ზეინკალი კი ქალაქში (ჩვენ გარეუბანში ვიყავით) მდებარე პროფილაქტიკაში იყო. ნაწილი მოვხსენით, ზვიადი ხელოსანთან გაემგზავრა ჩვენ კი იქვე მდებარე კაფეში, რომელსაც ქვემოთ 'ხაში' ეწერა შევედით და გაყინულებმა ცხელი ჩაი და ხაჭაპური შევუკვეთეთ.
აღდგომა და ლელობურთი გურიაში, 23-24.04.2011
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=ime ... 11%2017:23 ესეც იმედზე გასული რეპორტაჟი. აქ ჩანს რამდენიმე კარველი.
აღდგომა და ლელობურთი გურიაში, 23-24.04.2011
ჩემი გურული მეგობარი იღებდა მონაწილეობას ლელოში და ეგრე მითხრა, იმ აზვირთებული ხალხის ტალღიდან რომ გამოვედი ტრუსიკი უკუღმა მეცვაო...
აღდგომა და ლელობურთი გურიაში, 23-24.04.2011
qvevri
უჰუ, მეც შევედი და მართალია ტანსაცმლის ატრიბუტების უკუღმა ჩაცმას გადავურჩი, მაგრამ სამაგიეროდ უკეთესად შევძელი იმის წარმოდგენა, თუ როგორ გრძნობდა თავს ბრძოლაში შუა საუკუნეების ქვეითი ჯარისკაციჩემი გურული მეგობარი იღებდა მონაწილეობას ლელოში და ეგრე მითხრა, იმ აზვირთებული ხალხის ტალღიდან რომ გამოვედი ტრუსიკი უკუღმა მეცვაო...
აღდგომა და ლელობურთი გურიაში, 23-24.04.2011
ა გურული იუმორის კიდო ერთი მარგალიტიqvevri wrote:ჩემი გურული მეგობარი იღებდა მონაწილეობას ლელოში და ეგრე მითხრა, იმ აზვირთებული ხალხის ტალღიდან რომ გამოვედი ტრუსიკი უკუღმა მეცვაო...
http://www.youtube.com/watch?v=wM89T74MPnE
ესეც უკანა ხაზის სიმღერა:)
აღდგომა და ლელობურთი გურიაში, 23-24.04.2011
მაგარი გიწვალიათ... საწყალი ზვიადი სამაგიეროთ მერე გაგახსენდებათ ტკბილადმოკლედ, შევიკრიბეთ ს/ქიმიასთან 23 აპრილს, დილის 7 საათზე, ჩავსხედით ზვიადის კომფორტულ მინიბუსში და 7.30-ზე ქალაქიდან გავედით. გზად რამდენჯერმე გავჩერდით. საბურავს პრობლემა შეექმნა და ხელის შევლება მოგვიწია. ქუთაისში შევედით თუ არა ჩვენმა საბურავმა საშინელი ბრაგაბრუგი ატეხა და იძულებული გავხდით იქვე მდებარე ვულკანიზაციასთან გავჩერებულიყავით.
მოღრუბლული ამინდი იყო და დროდადრო ცრიდა. ხელოსანმა გვითხრა, რომ საბურავის შესაკეთებლად რაღაც ნაწილის გაჩარხვა იყო საჭირო. ზეინკალი კი ქალაქში (ჩვენ გარეუბანში ვიყავით) მდებარე პროფილაქტიკაში იყო. ნაწილი მოვხსენით, ზვიადი ხელოსანთან გაემგზავრა ჩვენ კი იქვე მდებარე კაფეში, რომელსაც ქვემოთ 'ხაში' ეწერა შევედით და გაყინულებმა ცხელი ჩაი და ხაჭაპური შევუკვეთეთ.
ნაწილის გამოჩარხვამ 3 საათს გასტანა. ამასობაში ჩვენ ჩაიც დავლიეთ, ხაჭაპურიც, ტელევიზორში რაღაც გადაცემასაც ვუყურეთ, კაფის მეპატრონეს სოფლის მეურნეობის განვითარების აუცილებლობაზეც ვესაუბრეთ და ბოლოს სალაპარაკო თემები რომ ამოგვეწურა გავჩერდით
უკვე 3 საათი ხდებოდა, ზვიადი რომ გამოჩნდა გამოჩარხული ნაწილით. გახარებულებმა დავაყენეთ და ჟრიამულით შევუდექით გზას.
500 მეტრი არ გვქონდა გავლილი, რომ მანქანამ საეჭვო ხმების გამოცემა დაიწყო. ამჯერად კონუსი (იგივე 'სცეპლენია') გაგვიფუჭდა და ახლა კი საბოლოოდ მოგვიწია გაჩერება, რადგან აქ ხელოსანი ვეღარ გვიშველიდა (თბილისში ახალი ნაწილის ყიდვა და დაყენება იყო საჭირო
ისევ გავჩერდით. ზვიადი და გოგა სადგურში წავიდნენ მინიბუსების მოსაძებნად. ქუთაისელმა მძღოლებმა პირი შეკრეს და 600 ლარს ფეხი არ მოუცვალეს (არადა, ეს მარშრუტი მთლიანად 500 ლარი გვიჯდებოდა ) ბოლოს ზვიადიმ და გოგამ გადაწყვიტეს ანზორისთვის დაერეკათ და ისიც, ქარელიდან მაშინვე ჩვენს დასახმარებლად გამოიქცა.
გადატვირთული გზებისა და მანძილის გამო ანზორის 2.30 სთ მაინც დასჭირდა ქუთაისში ჩამოსასვლელად. კარაველების ნაწილმა ამასობაში ქუთაისის მაკდონალდსი მოვინახულეთ. ეკატო და ცქნაფომ კი ქუთაისელი მეგობრის დახმარებით მოწამეთას მონახულებაც კი მოასწრეს
როგორც იქნა ჩამოვიდა ანზორი, გადავბარგდით მის მანქანაში და გურიისკენ დავიძარით. ზვიადი თბილისში მობრუნებას აპირებდა და ქუთაისში სამშაბათს გეგმავდა დაბრუნებას. ძალიან გვინდოდა ჩვენთან რომ ყოფილიყო და ვთხოვეთ. ზვიადიმაც ბევრი არ გვახვეწნინა და შემოგვიერთდა
აღდგომა და ლელობურთი გურიაში, 23-24.04.2011
ეს ორი დღე ისეთი მაგარი იყო, ჯერ კიდევ ემოციებში ვარ
როგორც იქნა მეც ჩამოვედი თბილის ქალაქში და მალე შემოგთავაზებთ რეპორტაჟს, ახლა გადავათვალიერე ფოტოები და ისევ იქ მომინდა, რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გოგას ასეთი საინტერესო ტურის ორგანიზებისათვის და კიდევ უფრო დიდი და უზზარმაზარი მადლობა ჩვენს მასპინძლებს, ამ ერთი გასვლით ძალიან ძალიან შემიყვარდა გურია
მართლაც და, რა ყოფილა ეს გურია http://mp3espagna.com/bdjfSarNqvo/რა-ყოფილა-გურია.../#

კიდევ ერთი რეპორტაჟი ოღონდ აჭარაზე: http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=adjara
აღდგომა და ლელობურთი გურიაში, 23-24.04.2011
ნაიამ მშვენივრად აღწერა ეს ორი დღე, იგივეს აღარ გავიმეორებ, უბრალოდ ფოტოებს ავტვირთავ მოკლე კომენტარებით
ქუთაისში იძულებითი გაჩერება და "ჩაიპიწიე"
როგორც ნაიამ აღნიშნა, მე და ცქნაფომ ქუთაიში დრო უქმად არ დავკარგეთ ცქნაფოს მეგობარმა მოაკითხა, ჯერ ქუთაისის ძველი და განახლებული უბნები დაგვათვალიერებინა, მერე კი მოწამეთაში წაგვიყვანა. მართალია ეს გურია არ არის, მაგრამ რადგან ამ ტურის შედეგად მოვხვდით მოწამეთაში, რამოდენიმე ფოტოს მაინც ავტვირთავ
მოწამეთადან ჩამოსულებმა აღმოვაჩინეთ რომ გოგოების ნაწილი მაკდონალდსში წასულა, მე და ცქნაფოც იქით გავეშურეთ
ეს რუსაა, იგივე სთრით რეისერი
მე და ცნაფო
როგორც იქნა გურიასაც მივაღწიეთ და პირდაპირ ჩვენი მასპინძლების სახლს მივაშურეთ. ოთახში აი ასეთი აგიზგიზებული ბუხარი დაგვხვდა
ვახშმის შემდეგ კარაველების ნაწილი შემოქმედში წავედით სააღდგომო ღამისთევაზე დასაწრებად
მეორე დილით უგემრიელესი საუზმის შემდეგ დავიწყეთ გურიის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება
პირველი რაც ვნახეთ, აჭის დედათა მონასტერი იყო, მე ძალიან მომეწონა
გოგა აჭის მონასტრის გვერდზე მცხოვრებ მოხუცს გამოელაპარაკა
ძალიან ლამაზი და მოვლილი ეზოები ჰქონდათ გურულებს

Last edited by ეკატო on 26 აპრ 2011, 22:11, edited 1 time in total.
აღდგომა და ლელობურთი გურიაში, 23-24.04.2011
გურიაში რა გინდოდა თუ სიკტილი არ გინდოდაო - სიკტილი არა მარა აღდგომას გურიის მონახულება და ლელო ბურთის ნახვა ქე გვინდოდა ხოდა სულმა წინ-წინ გეიპარა და ჩვენც მივყევით ხორციელად. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, რამდენიმე მთაც გადავიარეთ და მივედით დანიშნულების ადგილზე:
აღდგომის ღამე, შემოქმედის სამრეკლო
მდ. აჭისწყალი
აჭის ეკლესია ძველი ფრესკებით დამშვენებული
აღდგომის ღამე, შემოქმედის სამრეკლო
მდ. აჭისწყალი
აჭის ეკლესია ძველი ფრესკებით დამშვენებული
აღდგომა და ლელობურთი გურიაში, 23-24.04.2011
პაპარაცები
აჭის მონასტრის ფრესკები
ეს ყოფილა წმ. მაიას ფრესკა
ამ ჯვარცმის შესახებ დედა ანა ერთ ისტორიას მოგვიყვა. იმ ადგილზე, სადაც მაცხოვარს იარები აქვს, ყავისფერი საღებავით ჰქონია ლაქები, ერთ დღეს კი ეს ყავისფერი საღებავი გაწითლებულა და სისხლის ფერი გამხდარა, დღემდე ასეა თუ დააკვირდებით ფოტოზეც ჩანს
ისევ აჭის მონასტერი
დედა ანა, მარი და მართა :*
აჭის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია

Last edited by ეკატო on 26 აპრ 2011, 22:01, edited 3 times in total.