აღდგომა და ლელობურთი გურიაში, 23-24.04.2011

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
აღდგომა და ლელობურთი გურიაში, 23-24.04.2011

Post by Naia » 26 აპრ 2011, 02:06

ვინაიდან და რადგანაც ამ გასვლის ორგანიზატორი ხვალ თბილისიდან მიემგზავრება, გადავწყვიტე თემა მე გამეხსნა :)

1. რეგიონი:
გურია

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-ქუთაისი /იძულებითი შეჩერება/- შემოქმედი- აჭი - შუხუთი /ლელობურთი/ - თბილისი

3. ხანგრძლივობა:
2 დღე

4. სირთულე:
საშუალო

5. სამარშრუტოს ღირებულება:
500 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა

1. ნაია
2. GAMARJOBA SAKARTVELO
3. დათო
4. პაატა
5. ვენტო
6.stranger
7. ინა
8. avtokh
9. street racer
10. ელე
11. ქეთი გულიაშვილი
12. პაატა
13. თუთმაჯი
14. იანო
15. ეკატო
16.მ-ა-რ-თ-ა
17. ლიბრა
18. ეკატოს + tsqnafunia

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორები:
გამარჯობა საქართველო

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ჩოხატაური , ოზურგეთი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
686 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
868 მ

11. სასმელი წყალი მარშრუტზე:
სულ იყო

12. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
ნუ შეხვალთ ლელობურთის სათამაშოთ ფიზიკურად სუსტი ხალხი.

13. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
წელიწადის ნებისმიერი თვე

14. რისკები, საფრთხეები:
არ იყო

15. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება ინახოს :
უდაბნოს ეკლესია , შემოქმედის ეკლესია

18. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
აჭში, საბანაკე ადგილას მხოლოდ მაგთი იჭერდა.

19. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10 ქულიანი სისტემით
10 ქულა.

20. გასვლის დაგეგმვის ბმული:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=49 ... sc&start=0

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
აღდგომა და ლელობურთი გურიაში, 23-24.04.2011

Post by Naia » 26 აპრ 2011, 02:09

შუხუთის ლელობურთს ტელევიზიებიც იღებდნენ

ეს რუსთავი 2-ზე გასული სიუჟეტია: http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
აღდგომა და ლელობურთი გურიაში, 23-24.04.2011

Post by Naia » 26 აპრ 2011, 02:10

მოკლედ, შევიკრიბეთ ს/ქიმიასთან 23 აპრილს, დილის 7 საათზე, ჩავსხედით ზვიადის კომფორტულ მინიბუსში და 7.30-ზე ქალაქიდან გავედით. გზად რამდენჯერმე გავჩერდით. საბურავს პრობლემა შეექმნა და ხელის შევლება მოგვიწია. ქუთაისში შევედით თუ არა ჩვენმა საბურავმა საშინელი ბრაგაბრუგი ატეხა და იძულებული გავხდით იქვე მდებარე ვულკანიზაციასთან გავჩერებულიყავით.

მოღრუბლული ამინდი იყო და დროდადრო ცრიდა. ხელოსანმა გვითხრა, რომ საბურავის შესაკეთებლად რაღაც ნაწილის გაჩარხვა იყო საჭირო. ზეინკალი კი ქალაქში (ჩვენ გარეუბანში ვიყავით) მდებარე პროფილაქტიკაში იყო. ნაწილი მოვხსენით, ზვიადი ხელოსანთან გაემგზავრა ჩვენ კი იქვე მდებარე კაფეში, რომელსაც ქვემოთ 'ხაში' ეწერა შევედით და გაყინულებმა ცხელი ჩაი და ხაჭაპური შევუკვეთეთ.

ნაწილის გამოჩარხვამ 3 საათს გასტანა. ამასობაში ჩვენ ჩაიც დავლიეთ, ხაჭაპურიც, ტელევიზორში რაღაც გადაცემასაც ვუყურეთ, კაფის მეპატრონეს სოფლის მეურნეობის განვითარების აუცილებლობაზეც ვესაუბრეთ და ბოლოს სალაპარაკო თემები რომ ამოგვეწურა გავჩერდით :)

უკვე 3 საათი ხდებოდა, ზვიადი რომ გამოჩნდა გამოჩარხული ნაწილით. გახარებულებმა დავაყენეთ და ჟრიამულით შევუდექით გზას.

500 მეტრი არ გვქონდა გავლილი, რომ მანქანამ საეჭვო ხმების გამოცემა დაიწყო. ამჯერად კონუსი (იგივე 'სცეპლენია') გაგვიფუჭდა და ახლა კი საბოლოოდ მოგვიწია გაჩერება, რადგან აქ ხელოსანი ვეღარ გვიშველიდა (თბილისში ახალი ნაწილის ყიდვა და დაყენება იყო საჭირო :(

ისევ გავჩერდით. ზვიადი და გოგა სადგურში წავიდნენ მინიბუსების მოსაძებნად. ქუთაისელმა მძღოლებმა პირი შეკრეს და 600 ლარს ფეხი არ მოუცვალეს (არადა, ეს მარშრუტი მთლიანად 500 ლარი გვიჯდებოდა:) ) ბოლოს ზვიადიმ და გოგამ გადაწყვიტეს ანზორისთვის დაერეკათ და ისიც, ქარელიდან მაშინვე ჩვენს დასახმარებლად გამოიქცა.

გადატვირთული გზებისა და მანძილის გამო ანზორის 2.30 სთ მაინც დასჭირდა ქუთაისში ჩამოსასვლელად. კარაველების ნაწილმა ამასობაში ქუთაისის მაკდონალდსი მოვინახულეთ. ეკატო და ცქნაფომ კი ქუთაისელი მეგობრის დახმარებით მოწამეთას მონახულებაც კი მოასწრეს :)

როგორც იქნა ჩამოვიდა ანზორი, გადავბარგდით მის მანქანაში და გურიისკენ დავიძარით. ზვიადი თბილისში მობრუნებას აპირებდა და ქუთაისში სამშაბათს გეგმავდა დაბრუნებას. ძალიან გვინდოდა ჩვენთან რომ ყოფილიყო და ვთხოვეთ. ზვიადიმაც ბევრი არ გვახვეწნინა და შემოგვიერთდა :)
Last edited by Naia on 26 აპრ 2011, 09:41, edited 1 time in total.

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
აღდგომა და ლელობურთი გურიაში, 23-24.04.2011

Post by avtokh » 26 აპრ 2011, 09:59

მოღრუბლული ამინდი იყო და დროდადრო ცრიდა. ხელოსანმა გვითხრა, რომ საბურავის შესაკეთებლად რაღაც ნაწილის გაჩარხვა იყო საჭირო. ზეინკალი კი ქალაქში (ჩვენ გარეუბანში ვიყავით) მდებარე პროფილაქტიკაში იყო. ნაწილი მოვხსენით, ზვიადი ხელოსანთან გაემგზავრა ჩვენ კი იქვე მდებარე კაფეში, რომელსაც ქვემოთ 'ხაში' ეწერა შევედით და გაყინულებმა ცხელი ჩაი და ხაჭაპური შევუკვეთეთ.
ჩაი იყო ნამდვილი ქართული "liptoni"-სა :) შეკითხვაზე ქართული ჩაი ქონდათ თუ არა, მივიღეთ გადამჭრელი თანხმობა და "liptoni"ს ჩაი გამოგვიტანა :D ამაზე კარველები აღელვდნენ მოდიდებული რიონივითა, მეპატრონემ კი - თუ არ მოგწონთ შეგიძლიათ სხვაგან მიბრძანდეთო. :) თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ქართული ჩაიც ქონია და არამომარხულე კარველებმაც იმერული ხაჭაპური ჩაით დააგემოვნეს. :)[/quote]
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
აღდგომა და ლელობურთი გურიაში, 23-24.04.2011

Post by avtokh » 26 აპრ 2011, 10:13

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=ime ... 11%2017:23 ესეც იმედზე გასული რეპორტაჟი. აქ ჩანს რამდენიმე კარველი.
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
აღდგომა და ლელობურთი გურიაში, 23-24.04.2011

Post by qvevri » 26 აპრ 2011, 11:50

ჩემი გურული მეგობარი იღებდა მონაწილეობას ლელოში და ეგრე მითხრა, იმ აზვირთებული ხალხის ტალღიდან რომ გამოვედი ტრუსიკი უკუღმა მეცვაო...

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
აღდგომა და ლელობურთი გურიაში, 23-24.04.2011

Post by დათო » 26 აპრ 2011, 12:31

qvevri
ჩემი გურული მეგობარი იღებდა მონაწილეობას ლელოში და ეგრე მითხრა, იმ აზვირთებული ხალხის ტალღიდან რომ გამოვედი ტრუსიკი უკუღმა მეცვაო...
უჰუ, მეც შევედი და მართალია ტანსაცმლის ატრიბუტების უკუღმა ჩაცმას გადავურჩი, მაგრამ სამაგიეროდ უკეთესად შევძელი იმის წარმოდგენა, თუ როგორ გრძნობდა თავს ბრძოლაში შუა საუკუნეების ქვეითი ჯარისკაცი :D

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
აღდგომა და ლელობურთი გურიაში, 23-24.04.2011

Post by avtokh » 26 აპრ 2011, 12:35

qvevri wrote:ჩემი გურული მეგობარი იღებდა მონაწილეობას ლელოში და ეგრე მითხრა, იმ აზვირთებული ხალხის ტალღიდან რომ გამოვედი ტრუსიკი უკუღმა მეცვაო...
ა გურული იუმორის კიდო ერთი მარგალიტი :D :D

http://www.youtube.com/watch?v=wM89T74MPnE

ესეც უკანა ხაზის სიმღერა:)
Image

User avatar
L-O-M-I
იეტი
Posts: 1170
Joined: 02 ივლ 2008, 10:53
აღდგომა და ლელობურთი გურიაში, 23-24.04.2011

Post by L-O-M-I » 26 აპრ 2011, 16:52

მოკლედ, შევიკრიბეთ ს/ქიმიასთან 23 აპრილს, დილის 7 საათზე, ჩავსხედით ზვიადის კომფორტულ მინიბუსში და 7.30-ზე ქალაქიდან გავედით. გზად რამდენჯერმე გავჩერდით. საბურავს პრობლემა შეექმნა და ხელის შევლება მოგვიწია. ქუთაისში შევედით თუ არა ჩვენმა საბურავმა საშინელი ბრაგაბრუგი ატეხა და იძულებული გავხდით იქვე მდებარე ვულკანიზაციასთან გავჩერებულიყავით.

მოღრუბლული ამინდი იყო და დროდადრო ცრიდა. ხელოსანმა გვითხრა, რომ საბურავის შესაკეთებლად რაღაც ნაწილის გაჩარხვა იყო საჭირო. ზეინკალი კი ქალაქში (ჩვენ გარეუბანში ვიყავით) მდებარე პროფილაქტიკაში იყო. ნაწილი მოვხსენით, ზვიადი ხელოსანთან გაემგზავრა ჩვენ კი იქვე მდებარე კაფეში, რომელსაც ქვემოთ 'ხაში' ეწერა შევედით და გაყინულებმა ცხელი ჩაი და ხაჭაპური შევუკვეთეთ.

ნაწილის გამოჩარხვამ 3 საათს გასტანა. ამასობაში ჩვენ ჩაიც დავლიეთ, ხაჭაპურიც, ტელევიზორში რაღაც გადაცემასაც ვუყურეთ, კაფის მეპატრონეს სოფლის მეურნეობის განვითარების აუცილებლობაზეც ვესაუბრეთ და ბოლოს სალაპარაკო თემები რომ ამოგვეწურა გავჩერდით

უკვე 3 საათი ხდებოდა, ზვიადი რომ გამოჩნდა გამოჩარხული ნაწილით. გახარებულებმა დავაყენეთ და ჟრიამულით შევუდექით გზას.

500 მეტრი არ გვქონდა გავლილი, რომ მანქანამ საეჭვო ხმების გამოცემა დაიწყო. ამჯერად კონუსი (იგივე 'სცეპლენია') გაგვიფუჭდა და ახლა კი საბოლოოდ მოგვიწია გაჩერება, რადგან აქ ხელოსანი ვეღარ გვიშველიდა (თბილისში ახალი ნაწილის ყიდვა და დაყენება იყო საჭირო

ისევ გავჩერდით. ზვიადი და გოგა სადგურში წავიდნენ მინიბუსების მოსაძებნად. ქუთაისელმა მძღოლებმა პირი შეკრეს და 600 ლარს ფეხი არ მოუცვალეს (არადა, ეს მარშრუტი მთლიანად 500 ლარი გვიჯდებოდა ) ბოლოს ზვიადიმ და გოგამ გადაწყვიტეს ანზორისთვის დაერეკათ და ისიც, ქარელიდან მაშინვე ჩვენს დასახმარებლად გამოიქცა.

გადატვირთული გზებისა და მანძილის გამო ანზორის 2.30 სთ მაინც დასჭირდა ქუთაისში ჩამოსასვლელად. კარაველების ნაწილმა ამასობაში ქუთაისის მაკდონალდსი მოვინახულეთ. ეკატო და ცქნაფომ კი ქუთაისელი მეგობრის დახმარებით მოწამეთას მონახულებაც კი მოასწრეს

როგორც იქნა ჩამოვიდა ანზორი, გადავბარგდით მის მანქანაში და გურიისკენ დავიძარით. ზვიადი თბილისში მობრუნებას აპირებდა და ქუთაისში სამშაბათს გეგმავდა დაბრუნებას. ძალიან გვინდოდა ჩვენთან რომ ყოფილიყო და ვთხოვეთ. ზვიადიმაც ბევრი არ გვახვეწნინა და შემოგვიერთდა
მაგარი გიწვალიათ... საწყალი ზვიადი :) სამაგიეროთ მერე გაგახსენდებათ ტკბილად :D

User avatar
ეკატო
მაწანწალა
Posts: 434
Joined: 12 ივლ 2010, 21:07
აღდგომა და ლელობურთი გურიაში, 23-24.04.2011

Post by ეკატო » 26 აპრ 2011, 20:53

ეს ორი დღე ისეთი მაგარი იყო, ჯერ კიდევ ემოციებში ვარ :)

როგორც იქნა მეც ჩამოვედი თბილის ქალაქში და მალე შემოგთავაზებთ რეპორტაჟს, ახლა გადავათვალიერე ფოტოები და ისევ იქ მომინდა, რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად :)

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გოგას ასეთი საინტერესო ტურის ორგანიზებისათვის და კიდევ უფრო დიდი და უზზარმაზარი მადლობა ჩვენს მასპინძლებს, ამ ერთი გასვლით ძალიან ძალიან შემიყვარდა გურია :)

მართლაც და, რა ყოფილა ეს გურია :D http://mp3espagna.com/bdjfSarNqvo/რა-ყოფილა-გურია.../#

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
აღდგომა და ლელობურთი გურიაში, 23-24.04.2011

Post by VANO » 26 აპრ 2011, 21:23

კიდევ ერთი რეპორტაჟი ოღონდ აჭარაზე: http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=adjara
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

User avatar
ეკატო
მაწანწალა
Posts: 434
Joined: 12 ივლ 2010, 21:07
აღდგომა და ლელობურთი გურიაში, 23-24.04.2011

Post by ეკატო » 26 აპრ 2011, 21:34

ნაიამ მშვენივრად აღწერა ეს ორი დღე, იგივეს აღარ გავიმეორებ, უბრალოდ ფოტოებს ავტვირთავ მოკლე კომენტარებით :)

ქუთაისში იძულებითი გაჩერება და "ჩაიპიწიე" :D

Image

Image


როგორც ნაიამ აღნიშნა, მე და ცქნაფომ ქუთაიში დრო უქმად არ დავკარგეთ :D ცქნაფოს მეგობარმა მოაკითხა, ჯერ ქუთაისის ძველი და განახლებული უბნები დაგვათვალიერებინა, მერე კი მოწამეთაში წაგვიყვანა. მართალია ეს გურია არ არის, მაგრამ რადგან ამ ტურის შედეგად მოვხვდით მოწამეთაში, რამოდენიმე ფოტოს მაინც ავტვირთავ :)

Image

Image

Image

Image


მოწამეთადან ჩამოსულებმა აღმოვაჩინეთ რომ გოგოების ნაწილი მაკდონალდსში წასულა, მე და ცქნაფოც იქით გავეშურეთ :)

ეს რუსაა, იგივე სთრით რეისერი
Image

მე და ცნაფო
Image

როგორც იქნა გურიასაც მივაღწიეთ და პირდაპირ ჩვენი მასპინძლების სახლს მივაშურეთ. ოთახში აი ასეთი აგიზგიზებული ბუხარი დაგვხვდა

Image

ვახშმის შემდეგ კარაველების ნაწილი შემოქმედში წავედით სააღდგომო ღამისთევაზე დასაწრებად


Image

მეორე დილით უგემრიელესი საუზმის შემდეგ დავიწყეთ გურიის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება
პირველი რაც ვნახეთ, აჭის დედათა მონასტერი იყო, მე ძალიან მომეწონა :roll:

Image

Image

Image

Image

გოგა აჭის მონასტრის გვერდზე მცხოვრებ მოხუცს გამოელაპარაკა
Image

Image

Image

ძალიან ლამაზი და მოვლილი ეზოები ჰქონდათ გურულებს :)
Image
Last edited by ეკატო on 26 აპრ 2011, 22:11, edited 1 time in total.

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
აღდგომა და ლელობურთი გურიაში, 23-24.04.2011

Post by avtokh » 26 აპრ 2011, 21:36

გურიაში რა გინდოდა თუ სიკტილი არ გინდოდაო - სიკტილი არა მარა აღდგომას გურიის მონახულება და ლელო ბურთის ნახვა ქე გვინდოდა :) ხოდა სულმა წინ-წინ გეიპარა და ჩვენც მივყევით ხორციელად. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, რამდენიმე მთაც გადავიარეთ და მივედით დანიშნულების ადგილზე:

Image
აღდგომის ღამე, შემოქმედის სამრეკლო
Image
Image
Image
მდ. აჭისწყალი
Image
Image
Image
Image
Image
აჭის ეკლესია ძველი ფრესკებით დამშვენებული
Image
Image

User avatar
ეკატო
მაწანწალა
Posts: 434
Joined: 12 ივლ 2010, 21:07
აღდგომა და ლელობურთი გურიაში, 23-24.04.2011

Post by ეკატო » 26 აპრ 2011, 21:44

პაპარაცები :D

Image

Image

Image

Image

აჭის მონასტრის ფრესკები

Image

Image

Image

ეს ყოფილა წმ. მაიას ფრესკა
Image

Image

ამ ჯვარცმის შესახებ დედა ანა ერთ ისტორიას მოგვიყვა. იმ ადგილზე, სადაც მაცხოვარს იარები აქვს, ყავისფერი საღებავით ჰქონია ლაქები, ერთ დღეს კი ეს ყავისფერი საღებავი გაწითლებულა და სისხლის ფერი გამხდარა, დღემდე ასეა :) თუ დააკვირდებით ფოტოზეც ჩანს
Image

ისევ აჭის მონასტერი
Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

დედა ანა, მარი და მართა :*
Image

Image

აჭის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია
Image

Image

Image

Image

Image
Last edited by ეკატო on 26 აპრ 2011, 22:01, edited 3 times in total.

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
აღდგომა და ლელობურთი გურიაში, 23-24.04.2011

Post by avtokh » 26 აპრ 2011, 21:47

Image
Image
Image
Image
Image
აჭის ეკლესია
Image
Image
Image
Image
ლიხაურის ეკლესია
Image
შემოქმედი
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]