ბზობაზე ლავრა, დოდოს რქა, საბერეები.. 17.04.11

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
nikolozi
ბოდიალა
Posts: 170
Joined: 18 იან 2011, 23:36
Location: მზის სისტემაში
ბზობაზე ლავრა, დოდოს რქა, საბერეები.. 17.04.11

Post by nikolozi » 18 აპრ 2011, 14:24

Tamari-ch.
მინიბუსში (სამარშრუროში) ფოტოაპარატის საჩრდილე (საჩრდილობელი)
დამრჩა ! თუ იცი მინიბუსის მძღოლის კარგი თამაზის ტელეფონი ჩემს ტელეფონზე თუ შეძლებ ან მომწერე ან დამირეკე!წინასწარ მადლობა დახმარებისთვის
A NEW ADVENTURE IS WAITING

User avatar
nikolozi
ბოდიალა
Posts: 170
Joined: 18 იან 2011, 23:36
Location: მზის სისტემაში
ბზობაზე ლავრა, დოდოს რქა, საბერეები.. 17.04.11

Post by nikolozi » 18 აპრ 2011, 14:30

Tamari-ch.

მადლობა ნომრისთვის



გუშინ მთელი დგის ფეხით გავლილი მანძილი დავით გარეჯის ლავრა+დოდოს რქა + საბერეები მიჩვენა 14226 მეტრი
A NEW ADVENTURE IS WAITING

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ბზობაზე ლავრა, დოდოს რქა, საბერეები.. 17.04.11

Post by Kakha » 18 აპრ 2011, 14:49

nikolozi
საბერეების ზუსტი კოორდინატები შეგიძლია ნახო ჩემს მიერ დადებულ ბმულზე mygeorgia.ge

ყველაზე მარცხენა კომპლექსი.

User avatar
perwkli
იეტი
Posts: 1088
Joined: 09 მარ 2007, 04:18
Location: ბუნბუნლანდია
ბზობაზე ლავრა, დოდოს რქა, საბერეები.. 17.04.11

Post by perwkli » 18 აპრ 2011, 15:17

დაყარეთ რა სურათები, მონაყოლი ვერ დამიწერია უფოტოობის ამბავში :roll:
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა.

http://bunbunland.blogspot.com/

User avatar
xaliana21
ბოდიალა
Posts: 145
Joined: 10 სექ 2007, 15:19
ბზობაზე ლავრა, დოდოს რქა, საბერეები.. 17.04.11

Post by xaliana21 » 18 აპრ 2011, 15:58

მოკლედ,
ძალიან მაგარი დღე იყო. ძალიამ მაგარი გასვლა თავის სირთელებიან, ერთსულოვნებიან-სილამაზეებიანად..!
დიდი მადლობა მართლა მამა ილარიონს, თუ მოვახერხეთ და რამე ყურადღება გამოვიჩინეთ მადლიერების ნიშნად ძალიან გამიხარდება...
და მადლობა ლაშქრობის ორგანიზატორებს:) ანუ თამთ, მადლობა შენ : )

მიუხედავად ამ დაბრკოლებებისა, რაღაც ერთი წუთით არ გამჩენია ეჭვი რომ ვერ ავიდოდით, კი არადა ეგ აზრი არ მომსვლია...
Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
xaliana21
ბოდიალა
Posts: 145
Joined: 10 სექ 2007, 15:19
ბზობაზე ლავრა, დოდოს რქა, საბერეები.. 17.04.11

Post by xaliana21 » 18 აპრ 2011, 16:03

ჩემი ტელეფონით გადაღებული ფოტოების დადება მესირცხვილება იმდენი კარგი აპარატი იღებდა )
სად ხართ აბა?

Image

Uploaded with ImageShack.us




User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
ბზობაზე ლავრა, დოდოს რქა, საბერეები.. 17.04.11

Post by avtokh » 18 აპრ 2011, 18:56

xaliana21 wrote:Image

Uploaded with ImageShack.us
ეს ფერები შენმა ტელეფონის აპარატმა თუ დააფიქსირა საღოლ აპარატს :)
Image

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
ბზობაზე ლავრა, დოდოს რქა, საბერეები.. 17.04.11

Post by GT.ge » 18 აპრ 2011, 19:53

დიდი მადლობა ორგანიზატორს, გადასარევი გასვლა გამოვიდა.
ყოჩაღ! :)
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
ბზობაზე ლავრა, დოდოს რქა, საბერეები.. 17.04.11

Post by chuna » 18 აპრ 2011, 20:01

xaliana21 wrote: დიდი მადლობა მართლა მამა ილარიონს, თუ მოვახერხეთ და რამე ყურადღება გამოვიჩინეთ მადლიერების ნიშნად ძალიან გამიხარდება...
და მადლობა ლაშქრობის ორგანიზატორებს:) ანუ თამთ, მადლობა შენ : )

მამა ილარიონმა ძალიან მომხიბლა.....ისე მერიდებოდა შეხედვა, თითქოს რამე დავაშავე!.......
ძალიან მინდა რამით მადლიერება გამოვხატოთ...თქვენი იდეებიც მჭირდება...

შეიძლევა ვუყიდოთ: 1.საცეცხლური, 2. მოჭედილი სახარება. 3.ხატი., 4.მომინანქრებული საკმელის ჩასაყრელი, ნაკურთხი წყლის ჩასასხამი ჭურჭელი.....


იქ მყოფებიდან ვინ იქნება უარზე, რომ თანხა შევაგროვოთ და რაიმე სამახსოვრო, ძვირფასი ნივთი ვუყიდოთ?!

იქვეც გამოთქვეს ბიჭებმა აზრი, იქნებ ბენზინის ტალონები ვუყიდოთო...მაგრამ მგონი უფრო ისეთი რამ ჯობია, რაც დარჩება სამახსოვროდ!

აბა, ვის რა წინადადება გექნებათ?




ძალიან ნუ გადავდებთ>>>
Last edited by chuna on 19 აპრ 2011, 11:11, edited 2 times in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ბზობაზე ლავრა, დოდოს რქა, საბერეები.. 17.04.11

Post by Tamari-ch. » 18 აპრ 2011, 20:23

GT.ge wrote:დიდი მადლობა ორგანიზატორს, გადასარევი გასვლა გამოვიდა.
ყოჩაღ! :)
გასვლა მართლა "გადასარევი" გამოვიდა -

გუშინ ხუმრობით ვამბობდი - იმ მძღოლს, რომელმაც ჩამოყარა ხალხი, მადლობა უნდა ვუთხრათ თქო, ასეთი ექსტრემალური დღე რომ გვაჩუქა თქო...

თუმცა ემოციებით ისეთი დახუნძლული ვიყავი
ფოტოებიც არ გამომივიდა კარგი - დაღლილობისგან ხელები მიკანკალებდა და ზოგი ფოტო გადღაბნილი გამოვიდა..
:lol:

ემოციები კი ნუ იტყვი იმდენი იყო

პირველი შოკი იყო შეშინებული კახას თვალები დილით ადრე -
- სპრინტი, სპრინტიო!
:shock:
აბა მე რა ვიცოდი სპრინტი რას ნიშნავდა!
თურმე მანქანის ტიპია - ასფალტის....
თამაზის რომ ვუთხარი უცხოელები მომყავს თქო -
ალბათ საუკეთესო მანქანა ამოარჩია თავის თანამშრომლებში..
"პატივი გვცა"
:lol:
მერე მძღოლზე გავბრაზდი როცა დოდოს რქაზე უარი თქვა გზის გაგრძელებაზე, ვიჩხუბე იმ მძღოლთანაც -
მერე გამოუვალობის შეგრძნება როცა 37 კაცი ერთ სამარშრუტოს იმედზე დარჩა -
მერე არჩევანის გაკეთების სირთულე - გავაგრძელოთ ფეხით გზა, თუ დაბრუნდეთ თბილისში
მერე ძალების მობილიზაცია და ფეხით რაც შეიძLება მეტი მანძილის გავლის სურვილი,
მერე უხერხულობის გრძნობა მეუფესთან, თამაზისთან, ყველასთან და პირველ რიგში უცხოელებთან - მერიდებოდა ფეხით რომ ვარბენინებდით გერმანელებს - თუმცა ყველაზე კმაყოფილი მე მგონი ბოლოს ესენი იყვნენ :lol:
ისე მოეწონათ ფეხით დრიგინი და ესტრიმი (ფენქიუ ფენქიუ ალბათ 30 ჯერ მაინც მითხრეს :oops: :lol: )
მერე შიში, რომ ღამე შემოგვაღამდებოდა და უკან ფეხით ვეღარ დავბრუნდებოდით სიბნელეში, მგლების მეშინოდა,
მერე სასოწარკვეთა - როცა მეუფეს მანქანა მთის წვეროში დავინახე ჩვენ კი ჯერ რამდენი გვქოდნა ფეხით გასავლელი, მზე კი უკვე ჩადიოდა!
იმდენი გრძნობა და ფიქრი ირეოდა თავში,
ბოლოს საერთოდ მივატოვე ფიქრი და მივენდე განგებას, რობოტივით მივაბიჯებდი, თან სწრაფი ნაბიჯით..

როცა ჭუნამ და კახამ შუა გზაზე მითხრეს მოდით ჩამოვყალიბდეთ და რამე ჭკვიანური და ლოგიკური გავაკეთოთო
პასუხიც ვერ გავეცი - სად იყო აბა ლოგიკა და ჭკუა?

:lol:

საღი აზრი და ლოგიკა გვკარნახობდა უკან დაბრუნებას თბილისში,
მაგრამ რაღაც ძალა წინ მიგვარბენინებდა..
:wink:

თქვენი არ ვიცი ხალხო და ჩემთვის ეს გასვლა იქნება ერთ ერთი საუკეთესო ჩემს ცხოვრებაში
ყველაზე ლამაზი და დამაგვირგვინებელი! თან ბზობა დღეს!

Image
Last edited by Tamari-ch. on 18 აპრ 2011, 20:50, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ბზობაზე ლავრა, დოდოს რქა, საბერეები.. 17.04.11

Post by Tamari-ch. » 18 აპრ 2011, 20:26

მამა ილარიონმა ძალიან მომხიბლა.....ისე მერიდებოდა შეხედვა, თითქოს რამე დავაშავე!.......
ძალიან მინდა რამით მადლიერება გამოვხატოთ...თქვენი იდეებიც მჭირდება...
შეიძლევა ვუყიდოთ: 1.საცეცხლური, 2. მოჭედილი სახარება. 3.ხატი.......
იქ მყოფებიდან ვინ იქნება უარზე, რომ თანხა შევაგროვოთ და რაიმე სამახსოვრო, ძვირფასი ნივთი ვუყიდოთ?!
იქვეც გამოთქვეს ბიჭებმა აზრი, იქნებ ბენზინის ტალონები ვუყიდოთო...მაგრამ მგონი უფრო ისეთი რამ ჯობია, რაც დარჩება სამახსოვროდ!
აბა, ვის რა წინადადება გექნებათ?
ბენზინის ტალონები კარგი აზრია,
ზეთი, შაქარი, კარტოფილი და ასეთი აუცილებელი პროდუქტები არასოდესაა ზედმეტი მონასტრისათვის..


ესეც გზაში -
Image
Last edited by Tamari-ch. on 18 აპრ 2011, 21:53, edited 2 times in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
ბზობაზე ლავრა, დოდოს რქა, საბერეები.. 17.04.11

Post by chuna » 18 აპრ 2011, 20:41

ლავრათი დავიწყებ:


კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის დავითის მიერ. იგი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც შემდგომ საუკუნეებში ცნობილი გახდა დავითის ლავრის სახელით.
დავითის ლავრა გარეჯის სამონასტრო ცხოვრების ცენტრი იყო. დროთა ვითარებაში მას განშტოებები შეემატა. გარკვეულ პერიოდში მონასტერთა რიცხვმა თორმეტსაც მიაღწია. ამ ხანიდან უნდა იყოს შემორჩენილი სახელწოდება "გარეჯის ათორმეტნი მონასტერნი" შემდეგში თანდათან ჩამოყალიბდა შორი-შორს მდებარე გამოქვაბულ მონასტერთა კომპლექსების ქსელი: წამებული, ნათლისმცემელი, ჩიჩხიტური, თერთრსენაკები, დოდოს რქა, უდაბნო, აღდგომისა წამებული, ბერთუბანი, მღვიმე, ქოლაგირი, დიდი ქვაბები, ვერანგარეჯა, პირუკუღმარი, პატარა ქვაბები. დავითგარეჯის მონასტერთა საქმიანობა თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა ქართველი ხალხის როგორც რელიგიურ, ისე საერთოდ კულტურულ ცხოვრებაში. XII საუკუნის დასაწყისში დავით IV აღმაშენებელმა დავითგარეჯის მონასტრები სამეფო საკუთრებად აქცია,ხელს უწყობდა მათ დაწინაურებას. მონასტრები გათავისუფლებული იყო სახელმწიფო გადასახადებისაგან. 1265 მონღოლთა ლაშქარმა ბერქა-ყაენის სარდლობით დაარბია და მოაოხრა დავითგარეჯა და მისი მიდამოები.
XIV საუკუნის I ნახევარში, გიორგი V ბრწყინვალის მეფობაში, დავითგარეჯა მძლავრ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრად იქცა. მონასტერთა მესვეურნი მონაწილეობდნენ სამეფო დარბაზის მუშაობაში და ქვეყნის საეკლესიო საქმეთა მართვაში. XIV საუკუნის ბოლოს თემურლენგის მრავალგზის ლაშქრობების დროს, სამონასტრო ცხოვრება მოიშალა. 1424 ალექსანდრე I-მა დიდმა დავითგარეჯა მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ეკლესიას შესწირა. 1616-1617 სპარსელთა ლაშქარმა დაარბია, მონასტრები გაუქმდა. 1639 თეიმურაზ I-მა აღადგინა აქ სამონასტრო ცხოვრება XVIII საუკუნეში დავითგარეჯა კვლავ მეფის ხელდებული გახდა. მას ეკუთვნოდა ვრცელი მამულები და სოფლები, იქ მოსახლე გლეხები სამონასტრო ყმებად ითვლებოდნენ. დავითგარეჯის მონასტრებმა XIX საუკუნის დასასრულამდე იარსება.
დავითგარეჯის სამონასტრო მშენებლობამ თავის მწვერვალს საქართველოს საერთო ეროვნულ და კულტურულ-პოლიტიკური აღმავლობის დროს, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მიაღწია. დავითგარეჯში გამომუშავდა სამონასტრო ცხოვრებისა და მშენებლობის საკუთარი წესი, ფრესკული მხატვრობის საკუთარი სკოლა.
ამ პერიოდის დავითგარეჯის მონასტრების სახე მკვეთრად განსხვავდება ადრინდელი პერიოდის მონასტრებისაგან. მთავარ ეკლესიებსა და სატრაპეზოებში ადრინდელი უბრალოებისა და უშუალობის ნაცვლად თავი იჩინა დიდებულებამ, გრანდიოზულობამ, ინტერესმა ფართო, თავისუფალი სივრცისადმი. შთაბეჭდილებას კიდევ უფრო აძლიერებდა მთავარი ეკლესიებისა და საერთო სატრაპეზოების კედლების მოხატულობა. დავითგარეჯის მხატვრობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქტიტორთა მრავალრიცხოვანი გამოსახულებები, მ.შ. საქართველოს მეფეთა პორტრეტები (თამარ მეფე და მისი ძე გიორგი IV ლაშა - ბერთუბნის ეკლესია, ამჟამად — ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი; მეფე დემეტრე II თავდადებული — უდაბნოს მონასტრის ხარების ეკლესიის მოხატულობა). ქტიტორთა პორტრეტები ზომით ბევრად ჭარბობს რელიგიური პერსონაჟების გამოსახულებებს, რაც მოწმობს ქართველი ოსტატის დამოუკიდებლობად ბიზანტიური ხელოვნების მიერ დაკანონებული სქემებისაგან. აღსანიშნავია ბერთუბნის სატრაპეზოს მოხატულობა, რომელიც საზეიმო და დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს. უდაბნოს მთავარ ეკლესიაში გამოსახულია სცენები დავით გარეჯელის ცხოვრებიდან ასევე საინტერესოა უდაბნოს მონასტრის ამაღლების ეკლესიის აფსიდის მოხატულობაც, რომელიც გამოირჩევა მეტყველი სახეებით და დინამიკურობით.



გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ცალკეული სამონასტრო კომპლექსები ურთიერთშორის დაკავშირებული იყო საგუშაგო და სასიგნალო კოშკებით, რომლებმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. საინტერესოა ბოლო საუკუნეების (XVII, განსაკუთრებით XVIII საუკუნე) ცალკეული გამოქვაბულები, რომლებიც გაჯის ნაძერწი მორთულობითაა გაფორმებული
.


Image


Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]