keto
მადლობა ქეთო :*
MIRANDA
გაიხარე მირანდა :*, ძალიან ლამაზი ფოტოებია.
ბოლო მომენტამდე მქონდა იმედი, რომ წამოსვლას მოახერხებდი

.
GAMARJOBA SAKARTVELO
გოგა არათუ ვალენსიაში, ბარსელონაშიც კი არაა პირდაპირი რეისი, მით უმეტეს მაგ დღეებში და აბა რა ვქნათ?

თორემ მაგას როგორ ვერ მოვიფიქრებდით?

ერთადერთი გამოსავალი ის იყო, რომ ამ გადაჯდომებით ჩვენი მარშრუტი გაგვემრავალფეროვნებინა , იმ ავიაკომპანიის (ჩეხეთის ავიახაზები) მომსახურებით გვესარგებლა, რომელსაც დიდი სატრანზიტო შუალედი აქვს პრაღაში (თითქმის 12 საათი) და ეს დრო ჩეხეთის დედაქალაქის დასათვალიერებლად გამოგვეყენებინა
ჰო აი მაგ საქალაქო ტურით (სიტი ტური) ძალიან დაინტერესებული ვარ. მაგ კი არა იმასაც ვფიქროომ მადრიდის ბარათი - Madrid Card (არსებობს ბარსელონის ბარათიც) ხომ არ ავიღო, ორდღიანი - 48-საათიანი ბარათი დაახლოებით 56 ევრო ღირს და სითი ტურიც შედის მგონი მანდ. ბარათი საშუალებას აძლევს მფლობელს მადრიდის 50-მდე მუზეუმში უფასოდ სევიდეს. ამდენი ღირშესანიშნაობის ნახვას რა ტქმა უნდა არ ვაპირებ მაგრამ სულ მცირე ოთხი უდიდესი მუზეუმის ნახვა კი მინდა - პრადო, ტისენ ბორნემისი, სამეფო სასახლე და მისი გალერეა და დედოფალ სოფიას მუზეუმი. რა თქმა უნდა გოიას პანთეონიც (მაგრამ აქ შესვლა ყოველდღე უფასოა), ამ ბარათის ყიდვაზე არც დავფიქრდებოდი, მაგრამ 1 რამ მაფიქრებს, ჩვენ მადრიდში 21-23 აპრილს ვიქნებით. 22-ში წითელ პარასკევს პრადოს მუზეუმი დაკეტილია. ვშიშობ სხვა მუზეუმებზეც არ მოქმედებდეს დასვენების დღე. ამიტომ მუზეუმების მოსანახულებლად 21 და 23 აპრილი გვაქვს მხოლოდ. აქედან გამომდინარე Madrid Card -ის შეძენას აზრი ეკარგება

. მაგრამ ბარსელონაში აუცილებლად შევიძენთ Ten Trip-ის ბარათს.
გოგა
მირანდა
თინა
ნატალია
რომელიმე თქვენგანს ხომ არ უსარგებლია Madrid Card-ით?