რაგბის მატჩები

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
რაგბის მატჩები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 28 თებ 2011, 17:59

meleksa wrote:ის ყველა სათამაშო კომპონენტი, რომლის გაუბჯობესებაზეც ეროვნული ნაკრები მუშაობს და აუცილებელია, საინტერესოა ასაკობრივ ნაკრებებში თუ ამახვილებენ იგივე პრობლემებზე ყურადღებას? მაგის გარეშე სამომავლოდაც ერთფეროვანი და მხოლოდ ძალისმიერი სათამაშო სტილი დაგვრჩება...
ტიმ ლეინი შეეცადა ახალი კომპონენტების შეტანას. ხელ და ხელ თამაში მაშინ დაიწყეს ჩვენებმა,
მაგრამ საქართველოს რაგბის კავშირიდან ღაც დაუწუნეს, თითქოს, დიდ დროს არ უთმობდა საქართველოში ყოფნასო.
დიქსონზე, აბა, რა ვთქვა?
სახელოვანი მოხელეა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ მოახერხა ჩვენი ნაკრებისთვის არსებითის შეძენა.
იმედია, მსოფლიოზე თვალსასეირო რაგბით წავალთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
რაგბის მატჩები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 28 თებ 2011, 23:09

წერილი სარეიტინგო ვითარებაზე:

ბორჯღალოსნები” კანადას მიუახლოვდნენ
28.02.2011 18:26
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, ლისაბონში პორტუგალიასთან გამარჯვებამ (13:12) რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგში 0,86 სარეიტინგო ქულა შესძინა და კანადასთან ჩამორჩენა 0,12 ქულამდე შემცირდა. ქართველ მორაგბეებს პორტუგალიის ნაკრები 15 ქულაზე მეტი სხვაობით რომ დაემარცხებინათ, ახლა ისინი კანადის ზევით, მე-14 საფეხურზე იქნებოდნენ, მაგრამ ახლა ამ მიზნის მისაღწევად 12 მარტამდე მოუწევთ მოცდა.
12 მარტს, “ბორჯღალოსნები” ერთა თასის IV ტურში რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებენ და თუ “მუხის ფოთლებს” დაამარცხებენ, რეიტინგში კანადას უკან მოიტოვებენ. საქართველოს ნაკრები მეტოქეს 15 ქულაზე მეტი სხვაობით თუ დაამარცხებს, რეიტინგს 0.506 ქულას შემატებს, ხოლო ნაკლები ანგარიშით მოგების შემთხვევაში, მატება 0,337 ქულა იქნება. ფრე ან 15 ქულაზე ნაკლები სხვაობით მარცხი, საქართველოს სარეიტინგო ქულებს დააკარგვინებს, მაგრამ მე-15 ადგილს - არა. აი, დიდი ანგარიშით წაგება იმის მანიშნებელი იქნება, რომ “ბორჯღალოსნები” 2,494 სარეიტინგო ქულას დაკარგავენ, ამდენსვე მიიღებს რუმინეთი და ის საქართველოს ნაკრებს ადგილს გაუცვლის.
ექვსი ერის შეხვედრების შედეგებმა რეიტინგში ორი ცვლილება გამოიწვია. საფრანგეთის მძლეველმა ინგლისმა, “მამლებს” ადგილი გაუცვალა და მე-4 საფეხურამდე აღზევდა. ერთი ადგილით დაწინაურდა უელსიც, რომელმაც სტუმრად იტალიას სძლია. საუკეთესო 30 გუნდში, ერთი ადგილით უკან დაიხია უკრაინამ, რომელიც ესპანეთთან დამარცხდა და ადგილი გერმანიას დაუთმო. რეიტინგში მორიგი ცვლილებები სწორედ 12-13 მარტის შემდეგ მოხდება, როდესაც ექვსი ერის და ერთა თასის მორიგი მატჩები გაიმართება.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 28 თებერვლისთვის
1 (1). ახალი ზელანდია - 93,19
2 (2). ავსტრალია - 87,45
3 (3). სამხრეთ აფრიკა - 86,44
4 (5). ინგლისი - 83,98
5 (4). საფრანგეთი - 82,87
6 (6). ირლანდია - 81,95
7 (8). უელსი - 79,57
8 (7). არგენტინა - 78,97
9 (9). შოტლანდია - 76,96
10 (10). ფიჯი - 74,05
11 (11). სამოა - 74,02
12 (12). იტალია - 72,16
13 (13). იაპონია - 71,45
14 (14). კანადა - 69,19
15 (15). საქართველო - 69,07
16 (16). აშშ - 67,69
17 (17). ტონგა - 67,35
18 (19). რუმინეთი - 65,44
19 (18). რუსეთი - 63,40
20 (20). პორტუგალია - 62,95
21 (21). ურუგვაი - 60,94
22 (22). ნამიბია - 60,66
23 (23). ესპანეთი - 58,53
24 (25). ბელგია - 56,78
25 (24). ჩილე - 56,68
26 (26). მაროკო - 56,11
27 (27). ყაზახეთი - 55,20
28 (28). ბრაზილია - 54,56
29 (30). გერმანია - 54,26
30 (29). უკრაინა - 53,86


ზურა ქსოვრელი
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 02 მარ 2011, 22:10

"ბორჯღალოსნები" სამშენებლო ბუმში

ქართულმა რაგბმა უმთავრესი პრობლემის - მოედნების არქონის მიუხედავად არაერთგზის გვასახელა. შედეგად, სახელმწიფომ სპორტის ამ სახეობის განვითარებაზე ზრუნვა დაიწყო. შეიქმნა ორწლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც თბილისსა და საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში რაგბისთვის სავარჯიშო და სათამაშო მოედნები მოეწყობა. ბაზებზე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას სააქციო საზოგადოება "ქართუ ჯგუფი" და საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" ერთობლივად განახორციელებენ.

რაგბის განვითარების ორწლიან პროგრამაზე სასაუბროდ რაგბის კავშირის ინფრასტრუქტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, მერაბ აბდუშელიშვილის ვესტუმრეთ.

"წლების წინ რაგბს პოლიტექნიკუმის ინსტიტუტის გუნდში ვთამაშობდი. ერთხანს "შევარდენისა" და რაგბის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელადაც ვიმუშავე. 1995 წლიდან რაგბის კავშირში ვმუშაობ. ბოლო წლებია, რაც ინფრასტრუქტურის კომიტეტს ვხელმძღვანელობ. 40 წელიწადია სპორტის ამ სახეობას ვემსახურები."

მიწის ნაგლეჯზე
მოედნების არარსებობის გამო ქართველი მორაგბეები სპორტის სხვა სახეობისთვის განკუთვნილ მოედნებსა თუ სავარჯიშო ბაზებს ეხიზნებოდნენ. ისევ მერაბ აბდუშელიშვილს მოვუსმინოთ:

"რამდენიმე წლის წინათ რაგბის კავშირის საკუთრებაში მიწის ნაგლეჯიც კი არ იყო. ქართული რაგბის უმთავრესი პრობლემის, მოედნების არქონის გამო ხშირ შემთხვევაში ბიჭები ცუდ პირობებში ვარჯიშობდნენ. საბედნეიროდ, არსებობს ხალხი, რომელთაც ჩვენი დახმარება უნდათ. შვიდკაცა რაგბი ოლიმპიური სპორტის სახეობად ჯერ კიდევ არ მოიაზრებოდა, როდესაც "ქართუ ჯგუფმა" დახმარება შემოგვთავაზა. დღეს სახელმწიფოს მიერ შემუშავებული რაგბის განვითარების ორწლიანი პროგრამა არსებობს. თბილისში იგეგმება თორმეტი სავარჯიშო და სათამაშო მოედნის მოწყობა. თუმცა ეს ყველაფერი არაა, ამავდროულად ეტაპობრივად მშენებლობები დაიწყება თითქმის ყველა დიდ ქალაქში."

აქილევსის ქუსლი
"90-იან წლების საქართველოში რაგბის ეროვნული ნაკრები უმეტესად ლოკომოტივის სტადიონზე ვარჯიშობდა. ერთ დღესაც რკინიგზის ხელმძღვანელობამ მოედანზე ვარჯიში კატეგორიულად აგვიკრძალა. სავარჯიშოდ ძალით შევიჭერით. მეორე დღეს ბიჭებს მოედანი დატბორილი დახვდათ, მომსახურე პერსონალს ღამით მოედანზე წყალი გაეშვათ. ნაკრების მწვრთნელი, გურამ მოდებაძე, შეგირდებს ვაკის საცურაო აუზის წინ ასფალტიან მოედანზე ავარჯიშებდა, როდესაც ახალგაზრდა ჟურნალისტი მოვიდა, რომელიც რაგბში ვერ ერკვეოდა, თუმცა სპორტის ამ სახეობაზე მასალა უნდა მოემზადებინა.

იმ პერიოდში სულ მოედნებზე ვწუწუნებდით. მორაგბეების შემხედვარე ჟურნალისტმა გაკვირვებულმა იკითხა, ასფალტზე რატომ ვარჯიშობთო. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მობეზრებული გვქონდა, თუმცა იუმორნარევი პასუხი დავუბრუნეთ.

- ასფალტზე ვარჯიშისას მორაგბეებს ფეხის ქუსლები უმაგრდებათო", - გაიხსენა მერაბმა.

"შევარდენზე" დადებული ლელო
პროგრამის ფარგლებში რაგბის კავშირს გადაეცა "შევარდენის" კომპლექსი, რომელიც თითქმის დასრულებულია. მასზე, როგორც ახალგაზრდული, ისე ეროვნული ნაკრებები ივარჯიშებენ. აქვე ფუნქციონირებს სარაგბო აკადემია, ხოლო ბაზის კუთვნილი სასტუმროს მშენებლობა მაისში დასრულდება. მორაგბეების განკარგულებაშია ბუნებრივ და ხელოვნურსაფრიანი მოედნები, სატრენაჟორო დარბაზი და შვიდი გასახდელი. მორაგბე გოგონებისთვის ცალკე გამოიყო საშხაპე-გასახდელები. "შევარდენის" კომპლექსის მსგავსად ანალოგიური პირობები შეიქმნა ავჭალაში ყოფილი "სიახლის" მოედნებზე.

სკოლები და მოსწავლეები
მერაბ აბდუშელიშვილი: "ის ფაქტი, რომ სკოლებში სპორტის გაკვეთილები შეიტანეს, არა მარტო რაგბის, სპორტის ყველა სახეობის განვითარებას შეუწყობს ხელს. სკოლებში სპორტის სახეობები არჩევითაა, ბევრმა სკოლამ უპირატესობა რაგბს მიანიჭა. დიდ დიღომში, 186-ე საჯარო სკოლასთან ახლოს, სარაგბო კომპლექსი აშენდება და სკოლის აღსაზრდელებს შესაძლებლობა ექნებათ, იქვე ივარჯიშონ. ავჭალაში 54 საჯარო სკოლის ხელმძღვანელობამ რაგბზე გააკეთა არჩევანი, ჩვენც მზად ვართ ბავშვებს რაგბი უსასყიდლოდ შესავწავლოთ."

მოედნები მომავლიდან
სახელმწიფოს ხელშეწყობით და სააქციო საზოგადოება "ქართუ ჯგუფისა" და საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" ფინანსური მხარდაჭერით თბილისში ავჭალისა და "შევარდენის" სავარჯიშო მოედნების გარდა დიღომში "ლოკომოტივის" ბაზაზე მოწესრიგდა და დამონტაჟდა წყლისა და კანალიზაციის მილები, ნაწილობრივ გამოიცვალა მოედნის საფარი. მას შემდეგ, რაც ბაზის კუთვნილ შენობაში მცხოვრებ ლტოლვილებს სახელმწიფო საცხოვებელი ფართით დააკმაყოფილებს, სავარჯიშო კომპლექსის კეთილმწყობაც დაიწყება. დიდ დიღომში ხელოვნურ და ბუნებრივსაფრიანი მოედნები მოეწყობა. ამავდროულად შუამთის ქუჩაზე, "ლელოს" მოედანზე გამოიცვალა მინდორი და დაზიანებული სარწყავი სისტემა. ნუცუბიძის IV მიკრორაიონის სარაგბო მოედნებზე მთავარ პრობლემას დაზიანებული საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელი წარმოადგენს, რის გამოც ბაზის მშენებლობა ფერხდება. იგეგმება "ჯიქების" მოედნის გაფართოება და სავარჯშო მოედნების მოწყობა. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, ქართულ რაგბს დიდ სამსახურს გაუწევს", - გვითხრა მერაბ აბდუშელიშვილმა.

გავუფრთხილდეთ მოედნებს
მერაბ აბდუშელიშვილი: "სახელმწიფომ უკლებლივ ყველა მიწის ნაკვეთი რაგბის კავშირს უსასყიდლოლ გადასცა. კარგია, რომ ვქმნით, თუმცა უმთავრესია გავუფრთხილდეთ შექმნილს. ეს კი იმაზეა დამოკიდებული შენ როგორ გაირჯები. მოედნების სიმრავლემ და ბიჭების წარმატებულმა თამაშმა რაგბის თამაშის მსურველთა რაოდენობა გააორმაგა. ჩვენ სწორედ მათთვის, მომავალი თაობებისთვის ვაშენებთ. ამავდროულად კლუბებს მოედნები ხელშეკრულებით გადაეცემათ, მაგრამ შესაბამისად თუ არ მოუვლიან, ჩამოვართმევთ."

რაგბი რეგიონებში
რაგბის განვითარებაში თბილისის გარდა სხვა ქალაქები ეტაპობრივად ჩაერთვებიან. მარტყოფში მწვრთნელთა და მსაჯთა გადამზადების ცენტრის მოწყობა, სასტუმრო და სავარჯიშო მოედნით იგეგმება. სარაგბო კომპლექსი აშენდება რუსთავში, სადაც ხელოვნურ და ბუნებრივსაფრიანი მოედნების გარდა მორაგბეებს წიდიანი სარბიელიც მოემსახურებათ. დიდი სარაგბო კომპლექსის მშენებლობა იგეგმება ქუთაისში, სადაც მოეწყობა ერთი ხელოვნური და სამი ბუნებრივსაფარიანი მოედანი. აშენდება სასტუმრო და სარაგბო აკადემია. სარაგბო კომპლექსების მშენებლობა იგეგმება: ბათუმში, ფოთში, გორში, თელავში და ასპინძაში.

"უკლებლივ ყველა სარაგბო კომპლექსის დასრულება, - აი, ჩვენი უმთავრესი მიზანი. მიწის ნაგლეჯზე თაობები ვერ აღიზრდება. თუ ელიტაზე გვაქვს პრეტენზია, შესაბამისი სავარჯიშო თუ სათამაშო პირობებიც უნდა შევქმნათ."

http://www.facebook.com/note.php?note_i ... 0586913687
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 06 მარ 2011, 11:31

საქართველო - რუმინეთი

შაბ 12/03 ლოკომოტივი 15.00

ანთიმოზ ივერიელის თასზეც

არ დაიზაროთ სტადიონზე მისვლა საქომაგოდ. მე თუ აქ ვიქენი აუცილებლად მივდივარ :)
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
რაგბის მატჩები

Post by lama » 06 მარ 2011, 12:13

avtokh
რა ღირს ბილეთი?
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 06 მარ 2011, 16:58

lama wrote:avtokh
რა ღირს ბილეთი?
როგორც წესი 3 ლარი ღისრს ხოლმე.
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
რაგბის მატჩები

Post by lama » 07 მარ 2011, 11:24

avtokh
გაიხარე :) მოვდივარ !!!
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
რაგბის მატჩები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 07 მარ 2011, 11:53

avtokh wrote:საქართველო - რუმინეთი

შაბ 12/03 ლოკომოტივი 15.00

ანთიმოზ ივერიელის თასზეც

არ დაიზაროთ სტადიონზე მისვლა საქომაგოდ. მე თუ აქ ვიქენი აუცილებლად მივდივარ :)
შევიკრიბოთ 14:30ზე მთავარ შესასვლელთან და 1ად დავსხდეთ.
ჩავიცვათ თეთრ-წითლები, რადგან ნაკრების ფერებია.
გამარჯვება 1დროულად 2 თასს მოგვაგებინებს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 07 მარ 2011, 16:25

ანტიმოზ ივერიელის სახელობის გარდამავალი თასი გვაქვს დასაბრუნებელი, რომელიც ჩვენსა და რუმინეთს შორის თამაშდება ყველა შეხვედრაზე, გარდა მსოფლიო თასის შეხვედრებისა.

ასე რომ ბევრი რამაა დამოკიდებული ამ მატჩზე:
1.ანთიმოზ ივერიელის თასის დაბრუნება;
2. ერთა თასის მოგებისთვის დიდი ნაბიჯის გადადგმა და თუ პრემიალური ქულით, ანუ 4 ლელო და მეტით მოვიგეთ ვადამდე ადრე გავინაღდებთ ერთა თასის გათამაშების პირველ ადგილს;
3. და ბოლოს - ჯავრი უნდა ვიყაროთ რუმინეთში ჩვენი ბიჭების ცემისთვის, ოღონდ თამაშის ხარისხითა და დიდი ანგარიშით მოგების ხარჯზე.

მე მჯერა, რომ მოვიგებთ!
Image

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
რაგბის მატჩები

Post by meleksa » 07 მარ 2011, 19:16

avtokh

ყველაზე ცუდ შემთხვევაში ცემითვე იყრიან ჯავრს :)

მაგრამ დიდი ანგარიშით მოგება ჯობია მაგას :)
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 08 მარ 2011, 09:52

მელექსა
ცემა ტყეპვის გამართა არ გვინდა, ხეირი არანაირი არ იქნება და თან კაცსაც გაგვისინბინებენ :) აი თამაშით მოგება და მიჩექმვა კიკარგი იქნება :)


საქართველოს ნაკრები

პირველი ხაზი: დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), დავით ხინჩაგიშვილი (ბრივი), ირაკლი ნატრიაშვილი (სტიაუა), ჯაბა ბრეგვაძე (არმია), გიორგი ჟღენტი (მონპელიე)
მეორე ხაზი: ლევან დათუნაშვილი (ფიჟაკი), ვახტანგ მაისურაძე (სენ ნაზერი), გიორგი ნემსაძე (მონტობანი)
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე, გიორგი ჩხაიძე (ორივე-მონპელიე), შალვა სუთიაშვილი (მასი), გია ლაბაძე (ლა სეინი), ბესო უდესიანი (მაკონი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), სიმონ მაისურაძე (ვილერბანი), ზვიად მაისურაძე (ლოკომოტივი)
#9: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), ბიძინა სამხარაძე (სტიაუა)
#10: მერაბ კვრიკიაშვილი (ფიჟაკი), ლაშა მალაღურაძე (ბეზიე)
#12-13: დავით კაჭარავა (ნიცა), თედო ზიბზიბაძე (პეროგო)
#11-14: ირაკლი მაჩხანელი (მაკონი), ლექსო გუგავა (ლელო), ირაკლი ჩხიკვაძე (აია)
#15: ბესიკ ხამაშურიძე (აია), ბექა ურჯუკაშვილი (ფიჟაკი)


ერთა თასი
IV ტური, 12 მარტი
საქართველო-რუმინეთი, ესპანეთი-პორტუგალია, უკრაინა-რუსეთი
V ტური, 19 მარტი
რუსეთი-საქართველო, რუმინეთი-ესპანეთი, პორტუგალია-უკრაინა.


სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 3 3 0 0 +120 14
2. პორტუგალია 3 2 0 1 +8 9
3. ესპანეთი 3 1 0 2 -44 6
4. რუმინეთი 2 1 0 1 +23 5
5. რუსეთი 3 1 0 2 -28 5
6. უკრაინა 2 0 0 2 -81 0.

http://zveli.comuv.com/POPUP/GEO_ROM-Rzm.htm ესეც ბმული სადაც შეგიძლიათ ნახოთნაკრების შემადგენლობა მოთამაშეთა სტატისტიკითურთ.
Image

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
რაგბის მატჩები

Post by meleksa » 08 მარ 2011, 10:38

http://site.rugby.ge/portal/alias__Geor ... fault.aspx

ეს არის რაგბის კავშირის საიტი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ყველაფერი რაც ქართულ რაგბზე დაგაინტერესდებათ...
ძალიან საინტერესო ისტორიაა სხვათაშორის ქართული რაგბის :)
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
რაგბის მატჩები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 11 მარ 2011, 14:14

http://www.worldsport.ge-ზე
გამოქვეყნდა წერილი
12 მირკანის თამაშზე:

რუმინეთთან - ორი თასისთვის

2009 წლის 14 მარტს, თბილისში რუმინელებს 28:23 ვძლიეთბადრი კეთილაძის ფოტოსაქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, 12 მარტს, თბილისში, რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებს და თუ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ჩვენ გვინდა, მისგან ერთბაშად ორ თასს გადაიბარებს.
ეს შეხვედრა ევროპის ერთა თასის 2011-2012 წლების ეგიდით იმართება და “ბორჯღალოსნებს” მისი ვადაზე ადრე დასაკუთრების შანსი აქვთ. ამასთან, 2002 წლიდან, საქართველოს რაგბის კავშირის ინიციატივით, ამ ნაკრებების დაპირისპირებისას “ანთიმოზ ივერიელის” თასიც თამაშდება და ერთწლიანი შესვენების შემდეგ, საქართველოს ნაკრებს მისი დაბრუნების შანსი ეძლევა. ამრიგად, რუმინელთა ძლევა “ბორჯღალოსნებს” “ანთიმოზ ივერიელის” თასის მფლობელად აქცევს, ხოლო თუ ერთა თასის მოპოვება ვადაზე ადრე ვერ მოხერხდა, მასთან ძალიან დააახლოვებს.
მოცემული მომენტისთვის, ორივე ამ თასის მფლობელი რუმინეთია, რომელმაც გასულ წელს “ბორჯღალოსნები” ბუქარესტში დაამარცხა და ერთა თასი და “ანთიმოზ ივერიელის” თასი თავისთან დაიტოვა. ახლა საქართველოს ნაკრებს ეძლევა შანსი, რომ ერთა თასის მოქმედ გამარჯვებულთან სრულფასოვანი რევანში აიღოს და შარშან დაკარგული უკანვე დაიბრუნოს.
ერთა თასის გათამაშება ორწლიანი ციკლით კი ტარდება, მაგრამ თასის მფლობელი პირველი წრის დასრულების შემდეგაც ვლინდება. თუ “ბორჯღალოსნებმა” რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და თანაც ოთხი ლელო გაიტანეს, რისთვისაც საპრემიო ქულაა გათვალისწინებული, ისინი ერთა თასს გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე დაიბრუნებენ. რუმინეთთან ერთად, მათი მთავარი კონკურენტი ის პორტუგალიის ნაკრებია, რომელიც ორი კვირის წინათ 13:12 დაამარცხა. ახლა “მგლები” “ბორჯღალოსნებს” 5 ქულით ჩამორჩებიან და თუ ეს სტატუს-კვო ბოლო ტურის წინაც შენარჩუნდა, ბოლო ტურის შედეგების მიუხედავად, საქართველოს ნაკრები მეტოქეს ურთიერთშეხვედრაში მიღწეული გამარჯვების წყალობით, ნებისმიერ შემთხვევაში გადაასწრებს.
წლევანდელ ერთა თასზე, საქართველოს ნაკრებმა თბილისში დიდი ანგარიშებით დაამარცხა და საპრემიო ქულები აიღო უკრაინასთან და ესპანეთთან, ხოლო პორტუგალიაზე ლისაბონში ერთქულიანი უპირატესობით გაიმარჯვა . თავის მხრივ, რუმინელები ერთა თასის სტარტზე პორტუგალიასთან დამარცხდნენ, მაგრამ მხოლოდ 7 ქულით და მარცხისთვის ერთი პრემიალური ქულა მიიღეს. მეორე ტურში მათ უკრაინის წინააღმდეგ სტუმრად უნდა ეთამაშათ, თუმცა, დიდთოვლობამ გუნდებს მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცა და ეს შეხვედრა მოგვიანებით გაიმართება, ხოლო მესამე წრეში “სტეჟარმა” ბუქარესტში რუსეთს 33:3 აჯობა, მაგრამ მხოლოდ სამი ლელო გაიტანა და საპრემიო ქულის გარეშე დარჩა.
საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების ურთიერთშეხვედრა სათავეს 1998 წლიდან იღებს, 2002 წლიდან კი, ერთმორწმუნე რუმინელებთან (რუმინელებიც მართმადიდებელი ქრისტიანები არიან) მატჩისას “ანთიმოზ ივერიელის” თასი თამაშდება, ოღონდ არა მსოფლიო თასზე, ან მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე საგანგებოდ დანიშნულ თამაშებზე. დღემდე ეს გუნდები ერთმანეთს 13-ჯერ დაუპირისპირდნენ, რვა შემთხვევაში გამარჯვება რუმინელებს დარჩათ, ხუთჯერ კი “ბორჯღალოსები” უფრო ძლიერები აღმოჩნდნენ. აქედან 9 მატჩში გათამაშდა “ანთიმოზ ივერიელის” თასი და რუმინეთი მისი - ხუთგზის, ხოლო საქართველო ოთხგზის მფლობელია. რუმინელები გატანილი-გაშვებული ქულებით (282:239) და ლელოებითაც (27:22) გვჯობნიან, თუმცა, სხვაობა არცთუ დიდია და მისი აღმოფხვრა უახლოეს პერიოდში თავისუფლად შეიძლება.
“ბორჯღალოსნებისა” და “სტეჟარის” დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოდ მიმდინარეობდა. იყო პერიოდი, როდესაც რუმინელები მთელ ერთა თასზე უძლიერესი შემადგენლობით მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ თამაშობდნენ. გუნდების ნაცნობობა 1998 წელს, მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე შედგა და ირლანდიაში, დუბლინში, რუმინელებმა 27:23 იმარჯვეს (ლელოებით 3:2). 2000 წელს, უკვე ერთა თასის ეგიდით, რუმინელებმა თბილისში 23:20 მოიგეს (2:2), თუმცა, “ბორჯღალოსნებმა” სრულფასოვანი რევანში მომავალ წელს, ბუქარესტში აიღეს (31:20, ლელოებით 3:3). 2002 წლიდან, ანუ რაც “ანთიმოზ ივერიელის” თასის გათამაშება დაწესდა, “მუხის ფოთლებმა” ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგეს - ორჯერ თბილისში, 2002 წელს 31:23 (3:2), ხოლო 2003 წელს - 19:6 (3:0), ერთხელ კი რუმინეთში (2004 წელს 25:18 (2:2).
“ანთიმოზ ივერიელის” თასი “ბორჯღალოსნებმა” პირველად 2005 წელს მოიპოვეს, როდესა თბილისში მეტოქე 20:13 (2:1) დაამარცხეს. მომდევნო წელს რუმინელებმა ბუქარესტში რევანში აიღეს და საქართველოს ნაკრები ყველაზე დიდი სხვაობით დაამარცხეს - 35:10 (4:1). იმავე წელს, “სტეჟარმა” კვლავ ბუქარესტში მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ეგიდით მეორედ დაგვამარცხა (20:8, 1:1). ამას ქართველთა სამმატჩიანი წარმატებული სერია მოყვა - 2007 წელს ბუქარესტში 20:17 (2:1), 2008 წელს თბილისში, ვაკეში, აქამდე ყველაზე დიდი სხვაობით გამარჯვება 22:7 (1:1) და 2009 წელს კვლავ თბილისში, ოღონდ “ბორის პაიჭაძეზე” 28:23 (3:2). გასულ წელს რუმინელებმა ბუქარესტში 22:10 (1:1) იმარჯვეს და “ერთა თასი” და “ანთიმოზ ივერიელის” თასი დაიბრუნეს.
სტატისტიკიდანაც ჩანს, რომ საქართველოს ნაკრებს რუმინელებისთვის აქამდე ოთხი ლელო არასდროს გაუტანია, თუმცა, ადრე ლელოთა რაოდენობა არაფერს წყვეტდა, ახლა კი, სხვა სიტუაციაა. აღსანიშნავია ისიც, რომ წელს ეს გუნდები ერთმანეთს ახალ ზელანდიაში, მსოფლიო თასზეც შეხვდებიან, მაგრამ მანამდე “ბორჯღალოსნებს” რევანში აქვთ ასაღები და ამის გაკეთებას “მიხეილ მესხზე” შეეცდებიან. შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრების მსურველებს ბილეთში მხოლოდ 2 ლარის გადახდა მოუწევთ.


ესეც ბმული:
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=17554&lang=1
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
რაგბის მატჩები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 11 მარ 2011, 14:14

ეს 2ვე გუნდის შემადგენლობა:
ევროპის 2011-2012 წლების “ერთა თასი”. IV ტური
12 მარტი. თბილისი. “მიხეილ მესხი”
საქართველო - რუმინეთი (15:00 საათი)
საქართველოს ნაკრები:
ბეკები: ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი” საფრანგეთი, 70 კეპი, 35 ქულა), ბესიკ ხამაშურიძე (“აია”, ქუთაისი, 56, 65), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგერთი, 54, 75), ბიძინა სამხარაძე (სტიაუა, რუმინეთი, 54, 25), მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 50, 245), ირაკლი მაჩხანელი (“მაკონი”, საფრანგეთი, 46, 85), დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი, 41, 55), ლაშა მალაღურაძე (“ბეზიე”, საფრანგეთი, 30, 100), ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”, ქუთაისი, 22, 20), ლექსო გუგავა (“ლელო”, თბილისი, 18, 20), ბექა ურჯუკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 3, 10);
ფორვარდები: გია ლაბაძე (“მარსეი ვიტროლი”, საფრანგეთი, 64, 60), გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 46, 30), ლევან დათუნაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 40, 10), მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 35, 90), დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი, 33, 15), ირაკლი ნატრიაშვილი (“სტიაუა”, რუმინეთი, 31, 20), ზვიად მაისურაძე (“ლოკომოტივი”, თბილისი, 28, 30), დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 26, 30), შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი, 18, 5), გიორგი ნემსაძე (“მონტობანი”, საფრანგეთი, 17, 25), სიმონ მაისურაძე (“ვილერბანი”, საფრანგეთი, 16, 0), ჯაბა ბრეგვაძე (“არმია”, გორი, 10, 0), გიორგი ჟღენტი (“მონპელიე”, საფრანგეთი, 9, 0), ვიტო კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 6, 5), ვახტანგ მაისურაძე (“სენ ნაზარი” საფრანგეთი, 3, 0).
მთავარი მწვრთნელი: რიჩი დიქსონი (შოტლანდია)
რუმინეთის ნაკრები:
ფორვარდები: დრაგოს დიმა (“ბლანიაკი”, საფრანგეთი), ვასილე მარისკარიუ (“ბობინი”საფრანგეთი), ნიკოლაე ნერე (“სტიაუა”), სამუელ მარისი (“ტიმიშოარა”), პეტრუ ტამბა (“დინამო”), ბოგდან ზებეგა (“სტიაუა”), ანდრეა რადოი (“ბეია მარე”), სორინ სოკოლი (“ლურდი”, საფრანგეთი), კრისტიან პეტრე (“სენტ ეტიენი”, საფრანგეთი), ვალენტინ პოპირლანი (“ბუქარესტი”), ვალენტინ ურსაჩე (“ექს ენ პროვანსი”, საფრანგეთი), ვიორელ ლუკასი (“სტიაუა”), დანიელ ლანუსი (“სტიაუა”), მიჰაი მაკოვეი (“ბეია მარე”), ოვიდიუ ტონიტა (“პერპინიანი”, საფრანგეთი), დანიელ კარპო (“კონსტანცა”), ტრაიან პლოტში (“ფიგასი”, საფრანგეთი);
ბეკები: ლუსიან სირბუ (“მილაუ”, საფრანგეთი), ვალენტინ კალაფეტეანუ (“ტიმიშოარა”), ფლორიან სურგუ (“ბუქარესტი”), დანუტ დუმბრავა (“სტიაუა”), ფლორიან ვლაიკუ (“სტიაუა”), კსაბა გალი (“ბაია მარე”), კონსტანტინ გეარა (“კონსტანცა”), რობერტ დასკალუ (“სტიაუა”), იონელ კაზანი (“სტიაუა”), იონუტ დიმოფტე (“ბაია მარე”), კატალინ ფერკუ (“ტიმიშოარა”), მადალინ ლემნარუ (“ტიმიშოარა”), კატალინ ნიკოლაე (“კონსტანცა”), იულიან დუმიტრასი (“ლურდი”, საფრანგეთი).
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
რაგბის მატჩები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 13 მარ 2011, 00:59

მოვიგეთ 18:11.
თამაშის ხარისხით უკმაყოფილო ვარ.
ჩვენმა ნაკრებმა, 4 თამაშის მოგების მიუხედავად, თამაში ჯერ ვერ იპოვნა.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]