უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 15 თებ 2011, 22:50
წინ ასეთი გზა გველოდა: სასიარულოდ სასიამოვნო: სიცხე აღარ შეგვაწუხებდა
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
ნელ-ნელა გამოჩნდა ალპური ზონის ფერდობებიც, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ წითელ მინდვრამდე აღარ იყო ბევრი სასიარულო დარჩენილი
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
ეს ტყიანი ფერდობია
Uploaded with
ImageShack.us
ესეც გზის ამ მონაკვეთიდან გადაღებული პანორამა
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 16 თებ 2011, 20:37
არც მოვტყუებულვართ, ასე ნახევარი კილომეტრის შემდეგ, როდესაც ნაძვებიდან გამოვედით ხელმარცხნივ ღობე და ჭიშკარი დავინახეთ: ამ ღობის იქით უკვე წითელი მინდორი გველოდა!
ამ ნაძვებიდან რომ გამოვედით წითელ მინდორზე აღმოვჩნდით
Uploaded with
ImageShack.us
გიორგი უკან იყო და ამიტომ ჯერ მე და ზღნაჩვი ავედით, რომ გვენახა რა ხდებოდა, ლაშა კი ჭიშკართან დარჩა
Uploaded with
ImageShack.us
როდესაც პატარა აღმართი ავიარეთ, წინ ულამაზესი სანახაობა გადაგვეშალა:
საკმაოდ მოზრდილი მინდორი სამი მხრიდან ნაძვის უსიერი ტყით იყო შემოსაზღვრული, ხოლო ტყის უკან ამაყად იყო ამომართული მწვერვალი დიდმაღალი: ძალიან ლამაზი სანახავი იყო!
ეს სამი პანორამა წითელ მინდორზეა გადაღებული
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
ეს კი დიდმაღალი მთელი თავისი დიდებულებით!
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 16 თებ 2011, 20:54
წითელ მინდორზე ასულებს იქ ერთი ბერი და კიდევ მისი ორი ნათესავი დაგვხვდნენ. თან სამი ნაგაზი ჰყავდათ, რომელთაგან ყველაზე დიდი და ავი ჩვენდა საბედნიეროდ დაბმული იყო. ეს კი ის ორი ნაგაზი, რომლებმაც რომ დაგვინახეს, ჯერ ყეფით გამოექანნენ და შემდეგ კუდის ქიცინით შემოგვახტნენ: ორივე ძალიან საყვარლი და ფუმფულა იყო.
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
ბერი და მისი ნათესავები ამ ქოხებში ცხოვრობდნენ
Uploaded with
ImageShack.us
ტყის პირი წითელ მინდორზე
Uploaded with
ImageShack.us
ლაშა და გიორგიც ამოვიდნენ
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 16 თებ 2011, 21:01
უკვე საღამოვდებოდა და ამიტომ საბანაკე ადგილზე უნდა გვეფიქრა. როგორც ბერმა გვითხრა, აქედან ასე ნახევარ კილომეტრში ტყის პირას ხის სახლი იყო, სადაც თავისუფლად შეგვეძლო ღამის გათევა. ჩვენც მადლობებით დავემშვიდობეთ ბერს და მის ნათესავებს და გზა განვაგრძეთ.
მართლაც მალე მოვადექით იმ ადგილს
ფოტოს თუ კარგად დააკვირდებით, ტყის პირას ხის სახლსაც შეამჩნევთ
Uploaded with
ImageShack.us
ესეც ჩვენი ღამის გასათევი
Uploaded with
ImageShack.us
მზის ჩასვლას ბევრი აღარაფერი აღარ უკლდა
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 16 თებ 2011, 21:11
სახლი მართლაც რომ მშვენიერი გამოდგა: საკმაოდ მოზრდილ ოთახში მაგიდაც იყო, ძელსკამიც, ბუხარიც და სამი საწოლიც იდგა. თან გარეთ ეზოში ასევე იყო მაგიდა და ორი ძელსკამი. როდესაც ბარგი მივალაგ-მოვალაგეთ, მე და ზღნაჩვი წყაროს მოსაძებნად წავედით, რომელიც როგორც გვითხრეს სადმე ახლო-მახლო უნდა ყოფილიყო. ლაშამ და გიორგიმ კიდე შეშის მოგროვება დაიწყეს.
წყაროს მოძებნამდე რამოდენიმე სურათის გადაღება მოვახერხე
Uploaded with
ImageShack.us
ბატონი ზღნაჩვი
Uploaded with
ImageShack.us
ისევ დიდმაღალი
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
უფრო ახლოდან
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 16 თებ 2011, 21:30
წყაროს მოძებნა საკმაოდ გაგვიჭირდა. ჯერ ხევში ჩასვლას ვაპირებდით, თუმცა გადავიფიქრეთ, რადგან მაშინ სახლიდან შორს უნდა წავსულიყავით. არადა ახლო-მახლო მაღალი ბალაზის მეტს ვერაფერს ვერ ვხედავდით. თუმცა ღმერთმა ამჯერადაც წყალობის თვალით გადმოგვხედა: როდესაც იმედი თითქმის გადავიწურეთ, მაშინ შეამჩნია ზღნაჩვმა მაღალი ბალახების იქით საკმაოდ მოზრდილი გუბე! მივყევით გუბის ნაპირს და მალე მივადექით ორი ნაძვის ძირში გაკეთებულ წყაროს. საჩქაროდ ავავსეთ ბოთლები და სახლში დავბრუნდით. დაღამებამდე სულ ცოტა დროღა იყო დარჩენილი. ვახშმობის დასასრულს კი უკვე გვარიანად ჩამობნელდა.
მთელი დღის განმავლობაში შეიძლება ითქვას, რომ ნიავიც არ იძვროდა. დაღამების შემდეგ კი მოულოდნელად დიდმაღალიდან საკმაოდ ძლიერი ჰაერის ნაკადი წამოვიდა. უცნაურად ქროდა ქარი: რამოდენიმე ძლიერი წამობერვის შემდეგ სრულიად მიყუჩდებოდა და ცოტა ხანში ისევ ისე ძლიერად წამოიქროლებდა. პირველად ვათევდი ღამეს უსიერი ტყის პირას. ამიტომ გული უცნაურად მიცემდა: ეტყობა ცოტათი მეშინოდა კიდევაც.
თან ტყეში ქარს სხვანაირი ხმა ჰქონია: როდესაც ძლიერად წამოუბერავდა ნაძვებს სულ ტყლაშუნი გაჰქონდა და ხის სახლიც უცნაურად იწყებდა ჭრიალს: ზუსტად ისე საშინელებათა ფილმებში რომაა!
მიუხედავად ყოველივე ამისა, ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება იქაური ქარებიც და იმ დროს ტყიდან გამომავალი ხმებიც. მაშინდელი ქარის სისინი, ნაძვების ტყლაშუნი და სახლის ჭრიალი არასოდეს არ დამავიწყდება.
ესეც დაძინებამდე გადაღებული რამოდენიმე ფოტო: სამწუხაროდ ფოტოებში ქარის ხმას ვერ გაიგებთ
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
რული მორევიათ ლაშას და ზღნაჩვს
Uploaded with
ImageShack.us
-
Gioogle
- ასფალტზე მოარული
- Posts: 6
- Joined: 27 სექ 2010, 21:50
Post
by Gioogle » 16 თებ 2011, 22:18
წითელი მინდვრის ისტორია უფრო უკეთესად გიორგიმ (კარავულად Gioogle) იცის და ის თვითონ დაწერს ამაზე.
სიმართლე რომ გითხრათ მეც არ მაქვს ინფორმაცია, რომელიმე ისტორიული წყაროდან, უბრალოდ ბავშობაში როცა პირველად მოვხვდი ამ მშვენიერ ადგილზე, ალეკო ბაძაღუამ (ადამიანი ვისი წყალობითაც მოვხვდი ამ მხარეში, და ამ პერიოდში იყო დასავლეთ საქართველოს საგზაო სამმართველოს უფროსი და ძალიან ბევრი საინტერესო რამ იცოდა ჩვენი მხარის შესახებ)
მიამბო, რომ როცა უღელტეხილზე გადმოდიხარ, ეგ ადგილი სხვა ყველაფერთან შედარებით დაბლა ჩანს, სინამდვილეში კი უშუალოდ წითელ მინდორს კარგი მისადგომი მარტო ერთი მხრიდან აქვს, და აქ ყოფილა გამაგრებული ჩვენი ჯარი. მტრის ჯარი უღელტეხილის ფერდობზე დაეშვა და სტრატეგიულად ცუდ მდგომარეობაში მოხვდა.
ბრძოლა ზუსტად არ ვიცი წელიწადის რომელ დროს მოხდა მაგრამ თოვლი იდო. და როგირც მემატიანეებმა დაწერეს მინდორი სისხლით სულ წიტელი იყოო.
მეტი მეც არაფერი ვიცი ამ სახელწოდების წარმოშობაზე

-
ანააანო
- ბოდიალა
- Posts: 222
- Joined: 22 სექ 2010, 20:40
Post
by ანააანო » 20 თებ 2011, 19:39
Bernar wrote:ლაშქრობამ, რომლის შესახებაც ახლა უნდა მოგიყვეთ, პირადად ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა და კიდევ უფრო მეტად შემაყვარა ჩემი მშობლიური მხარე ბაღდათი.
ვააჰ
კიდევ ერთი ბაღდათელი
გამიხარდა : )
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 20 თებ 2011, 19:45
სახლში რომ დავბრუნდი სამივენი გაღვიძებულები დამხვდნენ. აბარგებამდე უნდა გვესაუზმა. ხოდა ჩვენც შევუდექით საქმეს. მალე ზღნაჩვმა ბუხარში ცეცხლი გააჩაღა და ჩაიც შემოვდგით ასადუღებლად.
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
როგორც მახსოვს გემრიელად ვისაუზმეთ, რის შემდეგაც ავიბარგეთ, სახლიც მოვაწესრიგეთ და გზას დავადექით უღელტეხილისაკენ. დღეს უნდა გაგვევლო საირმე-აბასთუმნის უღელტეხილი, ხოლო შემდეგ აბასთუმანში ჩასვლის ნაცვლად ზეკარის უღელტეხილის გავლით მდინარე ქერშავეთის სათავეებში უნდა ჩავსულიყავით. სწორედ ქერშავეთის სათავეებიდან იწყება ზეკარის ხეობა და ხანისწყლის და ქერშავეთის შესართავამდე ჩადის.