2. მარშუტის დასახელება: გუდალეთი-ვარჯაანი-ქსილისის მთა
3. ხანგრძლივობა: 1 დღე
4. სირთულე: რთული
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება ?????
6. მონაწილეთა რაოდენობა ??????
7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი: სოფ. გუდალეთი
9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: თბილისი-გუდალეთი 75 კმ
10. ფეხით გავლილი მანძილი: გუდალეთიდან ვარჯაანის ნასოფლარამდე 6 კმ და ვარჯაანიდან ქსილისის მთაზე სავარაუდოდ 7 კმ
11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები: სოფ. ვარჯაანში მთავარანგელოზის ეკლესია
12. საბანაკე ადგილები: ვარჯაანში. კარავი თუ არ გაქვთ რა პრობლემაა, მთელი სოფელი ცარიელია, რომელი სახლიც მოგეწონებათ იქ იცხოვრეთ

13. სასმელი წყალი მარშრუტზე: უხვად
14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები: სასურველია სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარება
15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო: 4ვე დროს
16. რისკები, საფრთხეები: გარეულ ცხოველებთან შემთხვევითი შემოფეთება

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს:
კავთისხევის გარშემო 15მდე ეკლესიაა,
18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის: იდეალური ადგილია ჯიპტურისთვის, მხოლოდ პროფესიონალებისთვის
19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის: მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი ყველგან იჭერს
20. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით: 10
23. სასარგებლო ბმულები: სამწუხაროდ გუდალეთი-ვარჯაანი-ქსილისის მთა, ესეთი გასვლა ჯერ არ ყოფილა კარავზე. ყოველშემთხვევაში მე ვერ ვნახე ვერსად