ბრძნული აზრები

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
ბრძნული აზრები

Post by KSOVRELI » 18 სექ 2010, 20:14

მცონარება ჩვენს ურიცხვ ვნებათა შორის ყველაზე ნაკლებად ცნობილი ვნება გახლავთ.
არ არსებობს უფრო მძაფრი და უფრო უკეთური ვნება, თუმცაღა მის მიერ მოყენებული
ზარალი დაფარულია ჩვენთვის. თუ ყურადღებით დავუკვირდებით მის მოქმედებას,
დავინახავთ, რომ ის ეჰანსა ჰგავს, რომელის თვით უზარმაზარ გემებს ამუხრუჭებს.
ესაა ზღვის სახიფათო მყუდროება, რომელიც ყოველგვარ გრიგალსა და მეჩეჩებზეც უარესია.
მცონარე სიმშვიდეში სული ხარბად ისრუტავს იდუმალ სიტკბოს, რომლის გულისთვისაც
ჩვენს ყველაზე ვნებიან სურვილებს და ყველაზე მტკიცე ზრახვებსაც კი ვივიწყებთ ხოლმე.

სერიიდან "რა გვეშველება" სიბრძნე (ფრანციცულია).

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
ბრძნული აზრები

Post by Hereti » 18 სექ 2010, 22:58

იბრძვი იმისტვის რაც გიყვარს, გიყვარს ის რაც იცი
ჭკვიანი კაცი

stranger
მაწანწალა
Posts: 846
Joined: 09 იან 2010, 21:45
Location: ჩემი ოთახი
ბრძნული აზრები

Post by stranger » 21 სექ 2010, 21:44

ყოველი ბავშვი მცირეოდენით მაინც გენიოსია,ყოველი გენიოსი მცირეოდენით მაინც ბავშვია.

შოპენჰაუერი

stranger
მაწანწალა
Posts: 846
Joined: 09 იან 2010, 21:45
Location: ჩემი ოთახი
ბრძნული აზრები

Post by stranger » 21 სექ 2010, 21:54

ყველაზე უსიხარულოა ხნიერობა,სიბერე იმ დედა-კაცებისა,რომელთ ღირსება მარტო სილამაზეა.

ფონტენელი

stranger
მაწანწალა
Posts: 846
Joined: 09 იან 2010, 21:45
Location: ჩემი ოთახი
ბრძნული აზრები

Post by stranger » 21 სექ 2010, 21:57

დედა-კაცი ყმაწვილ კაცისათვის საყვარელია,ხნიერისთვის მეგობარი და მოხუცისთვის ძიძა.

ოქსენოტიერი

stranger
მაწანწალა
Posts: 846
Joined: 09 იან 2010, 21:45
Location: ჩემი ოთახი
ბრძნული აზრები

Post by stranger » 21 სექ 2010, 22:03

ის ძალიან ბევრს ფიქრობს:მაგგვარი კაცები საშიშნი არიან.

შექსპირი

stranger
მაწანწალა
Posts: 846
Joined: 09 იან 2010, 21:45
Location: ჩემი ოთახი
ბრძნული აზრები

Post by stranger » 21 სექ 2010, 22:07

მხოლოდ ჭეშმარიტებაშია სიბრძნე.

გოეთე

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
ბრძნული აზრები

Post by KSOVRELI » 21 სექ 2010, 22:07

დიდებული გასვენება იმდენად მკვდრის ხსოვნას როდი ემსახურება, რამდენადაც ცოცხლების პატივმოყვარეობას.

სერიიდან "მიუღებელი" სიბრძე (ფრანციცულია).

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
ბრძნული აზრები

Post by დათო » 21 სექ 2010, 22:23

მოვალეობა არის უბრწყინვალესი სიტყვა ჩვენს ენაში. შეასრულე შენი მოვალეობა ყველაფერში. შენ არ ძალგიძს გააკეთო ამაზე მეტი. შენ არ უნდა გააკეთო ამაზე ნაკლები.

გენერალი რობერტ ლი

optimisti
ბოდიალა
Posts: 223
Joined: 18 იან 2008, 14:31
ბრძნული აზრები

Post by optimisti » 22 სექ 2010, 14:58

KSOVRELI wrote:გულმოწყალებას, რომელსაც ყველანი სიქველედ თვლიან, ზოგჯერ პატივმოყვარეობა უდევს საფუძვლად, ხანდახან - მცონარება, ხშირ შემთხვევაში - შიში, და თითქმის ყოველთვის - ყველა ესენი ერთად.

სერიიდან "მიუღებელი" სიბრძნე (ფრანციცულია).
ვინ შეაფასა ეს აზრი სიბრძნედ? მე უფრო ავტორის თვითრეფლექსია მგონია (შენ არ გგულისხმობ ალექს). ყველაფერს აფუჭებს სიტყვა "ყოველთვის", თუნდაც "თითქმის"-თან ნახმარი

stranger
მაწანწალა
Posts: 846
Joined: 09 იან 2010, 21:45
Location: ჩემი ოთახი
ბრძნული აზრები

Post by stranger » 22 სექ 2010, 19:21

მხოლოდ ის ადამიანი მოიპოვებს თავისუფლებას,ვინც თავის თავის მართვას ისწავლის.

ფრიდრიხ პერსი

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
ბრძნული აზრები

Post by KSOVRELI » 24 სექ 2010, 19:53

თავდაჭერილობა - ესაა შურისა და ზიზღის შიში, რომლებსაც თავიდან ვერ აიცილებს
საკუთარი ბედნიერებით თავბრუდასხმული ვერცერთი კაცი; ესაა გონების ძალმოსილებით
ფუჭი ქადილი. და ბოლოს, ბედნიერების მწვერვალს მიღწეული ადამიანების დავდაჭერილობა -
ეს გახლავთ იმის სურვილი, რომ თავიანთი ბედის ვარსკვლავზე უფრო მაღლა მოგვაჩვენონ თავი.

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
ბრძნული აზრები

Post by KSOVRELI » 24 სექ 2010, 19:58

optimisti

მე მომცლია, მაგრამ შენ რაღა დაგემართა :D

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
ბრძნული აზრები

Post by KSOVRELI » 24 სექ 2010, 20:00

ადამიანებს ხშირად მოაქვთ თავი ყველაზე საზარელი ვნებებით, მაგრამ შური იმდენად
მორცხვი და მოკრძალებული ვნება გახლავთ, რომ არამცთუ თავმოწონებას, იმასაც
კი ვერავინ ბედავს, რომ აღიაროს: შურიანი ვარო.

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
ბრძნული აზრები

Post by KSOVRELI » 24 სექ 2010, 20:07

ფილოსოფოსების ზიზღი სიმდიდრის მიმართ - ეს იყო მხოლოდ იმის ფარული სურვილი,
რომ შური ეძიათ ბუნების უსამართლობაზე, რომელმაც სიღარიბისათვის გასწირა ისინი;
იგივი ზიზღი გახლდათ იდუმალი საშუალება, რომლის წყალობითაც სურდათ უპოვართა
უსიხარულო ყოფისაგან დაეხსნათ თავი, და არაპირდაპირი გზა, რომლითაც უნდა
მიეღწიათ იმ გავლენისათვის, რასაც უშუალოდ მხოლოდ სიმდიდრე თუ ანიჭებს კაცს.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]