http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4455
როგორც აღმოჩნდა არის ძალიან ბევრი მსურველი და გასვლაც გადაწყდა.
მგზავრობის თარიღები:
რაჭაში 8 დღიანი გასვლის რომლის თარიღია: 21-28 აგვისტო. შვებულების აღება უწევს მხოლოდ 5 სამუშაო დღე.
თბილისიდან გასვლა - 21 აგვისტო (შაბათი რომ თენდება) დილის 5 ან 6 საათზე, ვინაიდან მგზავრობას შესვენებიანად სჭირდება 7-8 საათი, შოვში ვიქნებით 12,00 / 13,00 საათზე.
შოვიდან გამოსვლა - 29 აგვისტოს დილას სავარაუდოდ 12,00 საათზე (ჩვენი ნებაა)
გეგმა - შოვი 2010
I დღე 21 აგვისტო - შაბათი
ჩასვლა და დაბინავება
კაარგი სიმღერა და ცეკვა ბანაკში. როგორც იცით, არც მომღერლები გვაკლია, არც ინსტრუმენტები და არც მოცეკვავეები:)
მე და A12 კოტეჯის ფონზე

II დღე 22 აგვისტო - კვირა
ბუბას მთაზე ჭანჭახის სათავემდე მისვლა, იმავე საღამოს უკან დაბრუნება
რათქმაუნდა სიმღერა და ცეკვა ბანაკში
ჭანჭახის სათავეები (ბუბას მთა)

III დღე 23 აგვისტო - ორშაბათი
ეს დღე იქნება ჩვენი გაყიდვების უნარების დემონსტრირების დღე
მიზანი - მოვანდომოთ მეზობელი და ჩვენი პანსიონატების დამსვენებლებს ჩვენთან ერთად წამოვიდნენ მამისონის უღელტეხილზე მომდევნო დღეს (რათა ჩვენც და მათაც გაგვიიაფდეს მგზავრობის საფასური, რომელიც სატვირთოს ქირაობის შემთხვევაში არის სავარაუდოდ 150-170 ლარი და ეტევა 30-40 ადამიანი)
საღამოს მჟავე წყლების დათვალიერება, ფრენბურთის თამაში (ძალიან კარგი სტადიონებია როგორც ფრენბურთის, ისე ფეხბურთის)
რათქმაუნდა ბანაკში სიმღერა და ცეკვა:)))))

IV დღე 24 აგვისტო - სამშაბათი
დილიდან მივდივართ ლეგენდარული მამისონის უღელტეხილის დასათვალიერებლად, როგორც ვიცით ძაალიან რთულია იქ მოხვედრა ომის მერე, ქართველი მესაზღვრეების მხრიდან ცივი უარიც მივიღე, თუმცა ჩემი ნაცნობი (შოვის პანსიონატის დირექტორი) მარწმუნებს, რომ თვითონ მოაგვარებს ადგილზე მაგ საკითხს. (შენ მანდ სამინისტროში რეკვას და ხტუნაობას მოეშვი, აქ მოგიგვარებ, მთავარია ყველას პირადობის მოწმობა ჰქონდეს თანო)
ასე, რომ მე პირადად ამ შანსის ხელიდან გაშვებას არ ვაპირებ. წავალთ სატვირთო მანქანით, რომლის საბარგულშიც ვიქნებით ჩვენ და ჩვენი მეზობელ და ჩვენივე პანსიონატში მოძიებული მსურველები
ასეთი ფორმით წავალთ ჩვენც

შენიშვნა - გეგმა შეიძლება უმნიშვნელოდ შეიცვალოს ადგილზე ჩასვლის შემდგომ - ამინდის, ან სხვა რაიმე ხელისშემშლელი თუ ხელისშემწყობი მოვლენების გამო...
საღამოს ბანაკში დაბრუნება და ერთი გემოზე მოლხენა:))))
მამისონის უღელტეხილის მისადგომები
შეგნებულად არ განახებთ თვითონ მამისონზე მდებარე ყინულის გამოქვაბულებს და სილამაზეს, რომლითაც მე პირადად აღტაცებული დავრჩი

V დღე 25 აგვისტო - ოთხშაბათი
ფუქსავატობის და დასვენების დღე
ძირითადად შემოვივლით იქაურ მჟავე წყლებს, რომელიც მრავლად არის და ყველა კონკრეტული ორგანოსთვის/დაავადებისათვის არის სასარგებლო. დავათვალიერებთ ზუსტად პანსიონატის წინ მდებარე ტყეს და თუ გაგვიმართლა სოკოსაც ვიპოვით. მე ცნობა არ ვიცი, სავარაუდოდ მოვიწამლებით და თავგადასავალიც იქნება:)))))
ასევე მოვემზადებით მომდევნო 2 დღისათვის, რომელიც საკმაოდ ძნელი გამოცდა იქნება
საღამოს მსუბუქად მოლხენა

VI და VIIდღები 26-27 აგვისტო - ხუთშაბათი/პარასკევი
ეს არის ის დღეები, რომლისთვისაც მე მივდივარ რაჭაში და სხვებიც ავიყოლიე.
ხუთშაბათს მივდივართ უძირო ტბაზე, სადაც გაგვაცილებს ძალიან გამოცდილი და ბევრისთვის ცნობილი გამცილებელი - ილია. მთავარია ამინდმა შეგვიწყოს ხელი. გასვლა 2 დღიანია და როგორც გამოცდილი ხალხი გვეუბნება, 1 დღე მოგვიწევს შუა გზაში გაჩერება (სავარაუდოდ კატიწვერას ძირში), მეორე დღეს კატიწვერაზე გადავძვრებით, ვნახავთ უძირო ტბებს, გადმოვალთ ისევ ბანაკში და დავბრუნდებით შოვში დანარჩენებთან. (დანარჩენებთან იმიტომ, რომ სავარაუდოდ იქ 3-4 კაცი ვერ წამოვა და შოვის ბანაკში დარჩებიან, სამაგიეროდ ვინც ვერ წამოვა, იმათ ჩვენს არასაჭირო ნივთებს დავუტოვებთ და მიგვიხედავენ) დეტალებს შეკრებაზე გავივლით, რომელიც გვექნება ხუთშაბათს 7 საათზე (19.00) სააკაძის მოედანზე.
ხედი უძირო ტბიდან
ტბა, შხარა, უშბა და რაღაც მწვერვალი

პ.ს. ფოტოები მოვიპარე მეზობელი ტოპიკიდან, იმედია არავინ გამინაწყენიანდება
VIII დღე 28 აგვისტო - შაბათი
კარგად მოგეხსენებათ რომ 28-ში მარიამობაა და ძალიან მინდა მრავალძალში წასვლა, რომელიც არის შოვიდან 35-40კმ-ში და მარწმუნებენ, რომ სატვირთო მანქანით მივალთ, თუმცა რისი თავი გვექნება არ ვიცი. მოკლედ, ეს გასვლა ჩვენი ნებაა

IX დღე 29 აგვისტო - კვირა
სამარშუტოები მოგვაკითხავენ როცა ვეტყვით (სავარაუდოდ დილას, იმიტომ. რომ უყვართ სიგრილეში მგზავრობა) და წამოვალთ თბილისისკენ. შეგვიძლია შაორზეც გავგრილდეთ.
ღირებულება
მგზავრობის ღირებულება
სარეისო (საცალო) კაცი ღირს 25 ლარი თბილისიდან შოვამდე.
მარტო კვება პანსიონატში (სასადილო) ღირს - 18 ლარი დღე (2007–ში მაგარი კვება იყო, არც ეხლა იქნება ცუდი)
მარტო კოტეჯი - 10ლარი დღე
ესეიგი ვინც კვებას და კოტეჯს აიღებს, მათთვის ფული შემდეგნაირად გამოითვლება
50ლ (მგზავრობა ორივე გზა)
28ლარი (კოტეჯს + კვება) X 8დღე = 224ლარი
გიდის და სატვირთო მანქანის გადასახადი
მამისონი - ან კაცი - 10 ლარი / ან 150 ლარად ვქირაობთ და ვჯდებით რამდენიც გვინდა. თუ 30 კაცი შევკრიბეთ 5 ლარი მოგვიწევს კაცს
გამცილებელი - ილიას გაცილება დღეში ღირს 50 ლარი. ჩვენი გასვლა 2 დღიანია და შესაბამისად 100 ლარი გამცილებელ ილიას უნდა მივცეთ. თუ ვიქნებით 20 კაცი, კაცზე გამოგვივა 5 ლარი.
ძნელია დავწერო ვის რამდენი ფულის წამოღება დაგჭირდებათ, რადგან ძალიან ბევრი სახის ვარიაციაა
მე ასე ვაპირებ, დავრჩები კოტეჯში, თუმცა არ გამოვიყენებ კვებას (რადგან მეძვირება)
ესეიგი: კოტეჯი 8დღეX10ლარი=80ლარი
მგზავრობა 25ლარიX2=50ლარი
გამცილებლები და სატვირთო მანქანა 20ლარი (ძალიან უხეშად)
კვება 7-8 ლარი (შენიშვნა: სასადილოს არ გამოვიყენებ, პროდუქტებს წავიღებ აქედან) 7.5ლარიX8დღე=60ლარი
სულ 80+50+20+60=210ლარი
ამას თავისუფლად შეგიძლიათ მოაკლოთ 80ლარი (კოტეჯის) და დაიძინოთ კარავში... გამოვა - 130 ლარი
რომ გადავხედე, ძააალიან იაფი გამოდის და მე მაგალითად ყველაფერს ვაკეთებ რომ ეს ტური შედგეს (და შედგება კიდეც)
საკმაოდ იაფი გამოვიდა, მეშინია, რამე ხომ არ გამომრჩათქო (თუ რამე ვერ გავითვალისწინე შემახსენეთ, თუმცა არამგონია)
შოვში ყველა წამსვლელი უნდა შევიკრიბოთ ხუთშაბათს, საღამოს 7 საათზე, რათა ავკრიბოთ ფული საკვებისთვის (ვინც პანსიონატის საკვებით არ იკვებება) და ვიყიდით პარასკევს საღამოს, რადგან შაბათს გამთენიისას არც გუდვილი იქნება და არც რაიმე სხვა.
გთავაზობთ სიას, სადაც უნდა ჩაეწეროს მხოლოდ ის ადამიანი, რომელსაც 100% გადაწყვეტილი აქვს წამოსვლა
წამომსვლელების მაქსიმალური რაოდენობაა 36 ადამიანი (2 სამარშუტო)
1. ჯნოსი (კოტეჯში, კვების გარეშე)
2.