გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by chuna » 01 აგვ 2010, 00:16

მოვიფიქროთ გელას როგორ შევეშველოთ ამ სიტუაციაში! ამის შემდეგ კიდევ უფრო ძნელია მისი მდგომარეობა.....რამე უნდა ვქნათ!!!


პაატა! შენ უფრო გვეტყვი, როგორ ჯობია...მოგვიხმე, როცა ჩვენი თანადგომა "ზედმეტი" არ იქნება!

დარწმუნებული ვარ, შენც მაგრად გიჭირს ამ ყველაფრის გამკლავება.....გელას გადაეცი, რომ ჩვენც ვყავართ!!!!!!

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by ilia » 01 აგვ 2010, 14:49

ძალიან მეწყინა................................, სიტყვებს ვერ ვპოულობ :cry:
Image

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by lali » 01 აგვ 2010, 16:59

საშინელებაა...

ახლაღა დავბრუნდი სამეგრელოდან, ამ ამბავმა იქითობისას მომისწრო სამარშუტო თაქსში ... ქმარმა მობილურით შემატყობინა...

მთელი ხალხი გაოგნებული მიცქერდა ჩემი რეაქციისა და დამწუხრებული სახის შემხედვარეს...

შეძრული ვართ მთელი ოჯახი :cry: :cry: :cry: :cry:

Gმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები, ცოცხლებს კი რწმენაში გაძლიერება :(

ჩემი ბიძაშვილის, პოეტ თამაზ ბაძაღუას ტრაგედია გამახსენდა. 1987 წლის შემოდგომაზე ისიც ოჯახთან ერთად დაიღუპა ( მანქანა არხში ამოტრიალდა :) :)
esec gaivlis....

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by guruli » 01 აგვ 2010, 17:52

lali
ჩემი ბიძაშვილის, პოეტ თამაზ ბაძაღუას ტრაგედია გამახსენდა. 1987 წლის შემოდგომაზე ისიც ოჯახთან ერთად დაიღუპა ( მანქანა არხში ამოტრიალდა
მახსოვს ეგ ტრაგედია. ბავშვი ვიყავი, მაგრამ მაგ ფაქტის საზოგადოებრივი რეზონანასი კარგად მახსოვს.
ალალი ბიძაშვილი იყო?

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by anano » 01 აგვ 2010, 22:10

ისევ ფორუმიდან:

მთები გადმომყურებს ,მიწიერი
მთებზე თოვლის კალთა დახატულა,
ისევ ის ქალი ვარ ნისლის ფერი,
შენი საფიცარი,თვალხატულა...
ისევ ის ქალი ვარ ნისლის ფერი,
შენი საფიცარი თვალხატულა...
დილით რიჟრაჟისგან ვიკერებით,
ცრემლად ცვარ-ნამები დამდიანო,
ჩონგურს აწყვეტილი სიმღერებით
მარტო ნუ დამტოვებ დარდიანო...
ჩონგურს აწყვეტილი სიმღერებით
მარტო ნუ დამტოვებ დარდიანო...
როცა ჩამოიშლის ზამთრის პირებს
ხევი ,თოვლის თმებად ვაღიღინო,
შენი სიმღერებით დამიტირე
რომ მე მონატრებულს გაგიღიმო,
შენი სიმღერებით დამიტირე
რომ მე მონატრებულს გაგიღიმო...
იმ ჩემს ნათითურებს ჩაეჭიდე
მკლავზე ჩონგურისა,დახატულა
ცისკენ გაფრენაში გაგეჯიბრე,
ასე პატარა და თვალხატულა...
ცისკენ გაფრენაში გაგეჯიბრე
ასე პატარა და თვალხატულა...
ეხლა ლოდინი ვარ საგვიანო
ნისლის ნაბიჯებით ვიარები,
ლექსად მიპოვნე,რომ დაგიამო
შენი უსიტყვებო იარები...
ლექსად მიპოვნე ,რომ დაგიამო
შენი უსიტყვებო იარები...

ბიაკო.

სიმღერა...
30.07.2010
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 02 აგვ 2010, 04:19

რუსთავი2ის მიერ 31 თიბათვეს გავრცელებული ცნობა:

პატრიარქი ხევსურეთში დაღუპულთა ნათესავებს შეხვდა
31.07.10 15:37
კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხევსურეთში, მუცოს ხეობაში დაღუპულთა ნათესავებს შეხვდა. უწმინდესმა დაიაურების და არაბულების ჭირისუფლები დალოცა, ანუგეშა და კურთხევა მისცა გაძლიერებულად ილოცონ გარდაცვლილთა სულებისთვის.

ავტოავარია ხევსურეთში 22 ივლისს მოხდა. მდინარე არღუნში ხატობიდან მომავალი ჯიპის მარკის ავტომანქანა ჩავარდა. დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვი, რომელთაგან ორის მოძებნა დღემდე ვერ მოხერხდა.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by Mta Mkvarebia » 02 აგვ 2010, 08:50

chuna wrote:მოვიფიქროთ გელას როგორ შევეშველოთ ამ სიტუაციაში! ამის შემდეგ კიდევ უფრო ძნელია მისი მდგომარეობა.....რამე უნდა ვქნათ!!!


პაატა! შენ უფრო გვეტყვი, როგორ ჯობია...მოგვიხმე, როცა ჩვენი თანადგომა "ზედმეტი" არ იქნება!

დარწმუნებული ვარ, შენც მაგრად გიჭირს ამ ყველაფრის გამკლავება.....გელას გადაეცი, რომ ჩვენც ვყავართ!!!!!!
+1
ვეთანხმები ჭუნას თითოეულ სიტყვაში!
Image

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by გვალდა » 02 აგვ 2010, 10:02

anano
არ ნელდება ეს ტკივილი, არა და არა! :cry: :cry: :cry:
სვანეთოლოგი

t.d
იეტი
Posts: 1201
Joined: 29 მარ 2008, 16:12
Location: saqartvelo.tbilisi
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by t.d » 02 აგვ 2010, 10:33

chuna
ერთი შეკვეთილი წირვა ხომ არ გავაკეთოთ?თვითონ გელაც მოვა

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by Nephros » 02 აგვ 2010, 10:36

სულისშემძვრელი ამბავია...

ისეთი გრძნობა დამეუფლა, ამ მოთხრობაში რომ ვიგრძენი ოდესღაც - სიკვდილი მთებში, ოღონდ ათმაგი.
კიდევ ჩემი ხევსურეთი გამახსენდა.
სილაღის გვერდით უცნაური ტკივილი ტრიალებს მთებში - სულისშემძვრელი, გაუსაძლისი, და მაინც სიცოცხლისა და ძალის მომცემი.

თეონა გამახსენდა, ათიოდე წლის წინ გზად ვხვდებოდი ხოლმე, მეზობლად - თითქმის სულ ფანდური ეჭირა ხელში და მუდამ ღიმილიანი იყო...
...
ვახ სოფელო, რაშიგან ხარ...
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by nusa » 02 აგვ 2010, 10:55

გული ტკივილს ვეღარ იტევს... :cry:
Image

User avatar
Katy
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 16 მარ 2006, 15:01
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by Katy » 02 აგვ 2010, 13:43

ერთი შეკვეთილი წირვა ხომ არ გავაკეთოთ?
+1

t.d
იეტი
Posts: 1201
Joined: 29 მარ 2008, 16:12
Location: saqartvelo.tbilisi
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by t.d » 02 აგვ 2010, 13:44

Katy
ორმოცამდე თუ გავაკეთებთ კაი იქნება

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by lali » 03 აგვ 2010, 01:37

guruli wrote:lali
ჩემი ბიძაშვილის, პოეტ თამაზ ბაძაღუას ტრაგედია გამახსენდა. 1987 წლის შემოდგომაზე ისიც ოჯახთან ერთად დაიღუპა ( მანქანა არხში ამოტრიალდა
მახსოვს ეგ ტრაგედია. ბავშვი ვიყავი, მაგრამ მაგ ფაქტის საზოგადოებრივი რეზონანასი კარგად მახსოვს.
ალალი ბიძაშვილი იყო?
თამაზი და მამაჩემი იყვნენ ალალი ბიძაშვილები, მე ბიძად მეკუთვნოდა, მაგრამ თამაზი მხოლოდ რამდენიმე წლით იყო ჩემზე უფროსი, უფრო ტოლებივით ვიყავით. არაჩვეულებრივი გოგონა ჰყავდა... თუთა... :(
თამაზის დედა ახლაც ცოცხალია, ადამიანი რკინაა, რამდენს უძლებს...
ალბათ გელასაც ღმერთი შეეწევა და გადაატანინებს ამ უბედურებას
esec gaivlis....

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by guruli » 03 აგვ 2010, 02:40

lali
თამაზის დედა ახლაც ცოცხალია, ადამიანი რკინაა, რამდენს უძლებს...
ვაი მის ყოფნას, მაგრამ მაინც - მაღთლა რამდენს უძლებს.
მე ბიცოლა მყავს, ორი შვილი ჰყავს გარდაცვლილი, მაგრამ იმათი შვილები სულ მან დაზარდა - 6 ობოლი. დღესაც მაგრადაა და მესამე შვილის ნაგრამს ზრდის. ეგაა - თავს ვერ მოიკლავ ცოცხლად დარჩენილი, თორემ იქნებ თვითონაც არარ უნდოდეთ სიცოცხლე ამხელა უბედურებების შემდეგ. არადა, წინასწარ რომ იცოდე, რა გელოდება, ალბათ, გული გაგისკდება.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]