ვაშააა გამოვიდა
ჰოდა იმას მოგახსენებდით რომა.....
წავიდეთ აბასთუმანში
წელიწადის ამ დროს, მარტსა და აპრილში ის ყველაზე უშნოა, თუმცა მე რომ მკითხო ყველაზე უშნო აბასთუმანი ყველაზე ლამაზ თბილისზე ლამაზია, თანაც ჟანგბადი წელიწადის ყველა დროს ჭარბადაა (ჯერ კიდევ), ფეხით რა შეიძლება ამ დროს დავლაშქროთ ვერ ვხვდები,

ყველგან წუნწკლი იქნება
თუმცა, შეგვიძლია 'ლაითი' - კულტურულ-შემეცნებითი გასვლა გავაკეთოთ:
დილით გავდივართ თბილისიდან, გზად შეგვიძლია ვნახოთ მწვანე მონასტერი, წრიოხის ციხე, და\ან რაბათის ციხე, და\ან აბასთუმნის ეკლესია, რომელიც ნესტეროვის მიერ არის მოხატული,
ავდივართ ობსერვატორიაში, ღამეს იქ ვათენებთ, თუ 'ცა იქნება'(ასტრონომები ასე იძახიან) გავალთ ტელესკოპზე და ციერ სხეულებს გავუჭიტინებთ, თუ "ცა არ იქნება" სლაიდებს ვნახავთ და მაინც გადავინაცვლებთ ნისლეულების უკიდეგანო სამყაროში, ვიმსჯელებთ კოსმოგონიაზე სამყაროს წარმოშობის მოდელებზე და ა.შ.
შემდეგ გამოვიძინებთ , შემდეგ ღრმა სუნთქვით ვარჯიშებს ჩავატარებთ (სურვილისამებრ) და დავაწვებით თბილისში
რას იტკყით, ვარგაა
