გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by guruli » 26 ივლ 2010, 13:33

chuna
არა! დიღმის პოპულთან, იმ კორპუსთანაა!!!
კარგი.
lomikata
ვიმედოვნებ, ისეთი არაფერი გაპარულა, რომ ჩემს ძმას, გელას მივაყენო ტკივილი
არა, მასეთი მართლა არაფერია - რაც პაატამ დაწერა, ისაა. მოკლედ, მაგაზე არ ინერვიულო.
t.d
მართალია სია შევსო მაგრამ თუ ვინმეს კიდევ აქვს სურვილი შემოგვიერთდეს,
კარგი, რაკი შეივსო, მაშინ უკან მიმაქვს ჩემი თხოვნა ლიბრასადმი - ჩემთვის მთავარი იყო ჯგუფის შევსება. მე მაინც გავაგრძელებ 17-ე კანონის კითხვას ორმოცამდე. ახლაც ვიხსენიებ მაგათ და არაა პრობლემა.

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by გვალდა » 26 ივლ 2010, 13:49

Mta Mkvarebia wrote:chuna
6-მდე ვმუშაობ :(. 7-ის ნახევრისთვის გვიანია არა?
6:30-ზე მე ვთავისუფლდები :( იქნებ მაგ დროისთვის წავიდეთ ვინც 5-ზე ვერ ვახერხებთ?
სვანეთოლოგი

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by Mta Mkvarebia » 26 ივლ 2010, 13:59

guruli
თუ მაინც კითხულობ, ლიბრას შეეშველებოდი, 2 კანონს კითხულობს გოგო. ეს ვიგულისხმე.
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by guruli » 26 ივლ 2010, 15:15

Mta Mkvarebia
guruli
თუ მაინც კითხულობ, ლიბრას შეეშველებოდი, 2 კანონს კითხულობს გოგო.
ოკ. არ ვიცოდი, ორს თუ კითხულობდა.
მოკლედ, თუ ლიბრასაც სურს, მე მზად ვარ.

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by chuna » 26 ივლ 2010, 16:19

ხო! ვისაც როდის გცალიათ. მოდით! ალბათ მეც გვიანობამდე დავრჩები...გელა და პაატაც ხომ იქნებიან!

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by Toma » 26 ივლ 2010, 16:59

chuna wrote:ხო! ვისაც როდის გცალიათ. მოდით! ალბათ მეც გვიანობამდე დავრჩები...გელა და პაატაც ხომ იქნებიან!
თეონას დის პანაშვიდი ორშაბათს დაკრძალვა სამშაბათს (საათი არ ვიცი)

მისამართია:
დიღმის მასივი 2 კვ. 6 კორპ. მე-6 სადარბაზო.

უფრო ადვილად რომ მიაგნოთ დიღმის მასივში პროსპექტზე დიდუბის ხიდიდან რომ მოდიხარ ხელ მარცხნივ მეორე 8 სართულიანია.
ცხოვრება მშვენიერია :D

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by anano » 26 ივლ 2010, 20:31

ჩემი მეგობრის, ირაკლი გაფრინდაშვილის ლექსი:
(შატილიდან დაბრუნებულმა დაწერა)

შვიდი საათი გავიდა მხოლოდ, რაც მარტო დავრჩი
და მგონი უკვე ლაპარაკიც გადამავიწყდა...
გვირილებს მიჯრით ვაბნევდი გვირგვინს ...
ღრიალმა ხევის - სიჩუმის ხმაც სულ მიმავიწყა...

შატილს კი - ბევრის მომსწრეს და მნახველს
დარდი და სევდა არასდროს აკლდა,
მისთვის დიდ ტკივილს, გამოცლილ ფერდებს
უეცრად შვიდი შვილი დააკლდა...

ყოველ შვიდ წუთში იღრუბლება, მოთქვამს შატილი -
ქარი ცივ ლოდებს ეხეთქება და კივის... კივის...
დემეტრეეეე..... ჯარჯიიიი....
...........................................................
თუ არ გავაღწევთ აქედან მალე -
მომწყდება გული -
გადამევსო ამდენი დარდით...
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by chuna » 26 ივლ 2010, 20:59

თეონას დის დაკრძალვა სამშაბათს 2 საათზე.
მისამართია:
დიღმის მასივი 2 კვ. 6 კორპ. მე-6 სადარბაზო.

უფრო ადვილად რომ მიაგნოთ დიღმის მასივში პროსპექტზე დიდუბის ხიდიდან რომ მოდიხარ ხელ მარცხნივ მეორე 8 სართულიანია.



მე 1 საათზე უკვე ეზოში ვიდგები.........

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by VANO » 26 ივლ 2010, 21:12

რა დავწრო რა ვთქვა რა ვქნა რა შემიძლია არ ვიცი, არ ვიცი, არ ვიცი.


მაგრამ ის კი ვიცი რომ ეს იყო საშინელი, აუტანელი და რაღაც ენით უთქმელი უბედურება...


არ მჯეროდა სანამ პაატას არ დავუკავშირდი და არ დამიდასტურა ეს უბედურება...



ღმერთო შენ სახელს დიდება. ნათელში ამყოფე მათი სულები.
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by გვალდა » 27 ივლ 2010, 10:33

სულში დამიღამდა ქალავ,
საით გამიფრინდით ნეტავ,
ეჰ,ვერ გაპატიებთ ღალატს,
რად არ წამიყვანეთ თქვენთან,
ჩონგურს გადაუწყდა სიმი,
მოსთქვამს ფერწასული ჰანგი,
რა ვქნა,ვის შევჩივლო ეხლა,
ჩემი უკურნელი დარდი,
ჩემი ორი ანგელოზი,
რისთვის გამომტაცე ღმერთო,
მამაც თქვენთანაა შვილო,
თქვენთვის სანთლად უნდა ენთოს,
თავზე ჩამომემხო ზეცა,
თვალი ცრემლებს ვეღარ ილევს,
ქალავ,რად უმტყუნე სიტყვას
და ფიცს ღმერთთან დანაპირებს,
მაგრამ ტიალია ბედი,
მისი ბილიკები მრუდე,
თურმე თვით არღუნიც გლოვობს,
რისთვის დაგვინგრია ბუდე,
ხევსურეთს ჭრილობა სტკივა,
მუცო გაათეთრა დარდმა,
მჯერა სამოთხეში მიხვალთ,
ჩვენ ხომ ღმერთი ასე გვწამდა,
მანამ გაგაღმერთებთ ლექსით,
ლოცვას გამოვატან ქარებს,
ეს ხმა ნანასავით გესმით,
ღვთისმშობელი გიღებთ კარებს,
აკვანს ანგელოზი გირწევთ,
კალთა მოგაფარათ ღმერთმა,
ქალავ,მიმიხედე შვილებს
ჩვენ ისე ვიქნებით ერთად..

:(
სვანეთოლოგი

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by Naia » 27 ივლ 2010, 10:51

გვალდა
:cry: :cry:

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by zura N. » 27 ივლ 2010, 11:16

გვალდა wrote:სულში დამიღამდა ქალავ,
საით გამიფრინდით ნეტავ,
ეჰ,ვერ გაპატიებთ ღალატს,
რად არ წამიყვანეთ თქვენთან,
ჩონგურს გადაუწყდა სიმი,
მოსთქვამს ფერწასული ჰანგი,
რა ვქნა,ვის შევჩივლო ეხლა,
ჩემი უკურნელი დარდი,
ჩემი ორი ანგელოზი,
რისთვის გამომტაცე ღმერთო,
მამაც თქვენთანაა შვილო,
თქვენთვის სანთლად უნდა ენთოს,
თავზე ჩამომემხო ზეცა,
თვალი ცრემლებს ვეღარ ილევს,
ქალავ,რად უმტყუნე სიტყვას
და ფიცს ღმერთთან დანაპირებს,
მაგრამ ტიალია ბედი,
მისი ბილიკები მრუდე,
თურმე თვით არღუნიც გლოვობს,
რისთვის დაგვინგრია ბუდე,
ხევსურეთს ჭრილობა სტკივა,
მუცო გაათეთრა დარდმა,
მჯერა სამოთხეში მიხვალთ,
ჩვენ ხომ ღმერთი ასე გვწამდა,
მანამ გაგაღმერთებთ ლექსით,
ლოცვას გამოვატან ქარებს,
ეს ხმა ნანასავით გესმით,
ღვთისმშობელი გიღებთ კარებს,
აკვანს ანგელოზი გირწევთ,
კალთა მოგაფარათ ღმერთმა,
ქალავ,მიმიხედე შვილებს
ჩვენ ისე ვიქნებით ერთად..

:(
ეს ვინ დაწერა ან როდის? :( :cry:
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...



User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by meore monadire » 27 ივლ 2010, 11:25

zura N.

უცნობი ნ უწერია ურაკპარაკზე, ვინაა არ ვიცი, მაგრამ საოცრად ასახავს მდგომარეობას :(
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]