გვალვას გუშინ ველაპარაკე მაგაზე, მაგრამ არაა ჯერ ქალაქში.გვალვას მინდა ვთხოვო, ალბათ სხვა კარაველებიც დამეთანხმებიან, შევუცვალოთ კარვის ლოგოს დროებით ფერი...

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia
გვალვას გუშინ ველაპარაკე მაგაზე, მაგრამ არაა ჯერ ქალაქში.გვალვას მინდა ვთხოვო, ალბათ სხვა კარაველებიც დამეთანხმებიან, შევუცვალოთ კარვის ლოგოს დროებით ფერი...
იობი მეც გამახსენა გელას თავს დამტყდარმა ამბებმა...ნინი_85 wrote:
წმიდა მრავალვნებული იობი (დაახლ. 2000-1800 წ. ქრისტემდე) ცხოვრობდა ჩრდილოეთ არაბეთში, ყუცის ქვეყანაში. მისი ცხოვრება აღწერილია ბიბლიაში (იობის წიგნი). არსებობს ვარაუდი, რომ იობი აბრაამის ძის, ნაქორის ვაჟი იყო. ღვთისმოშიში და ღვთისმოსავი იობი მთელი სულით უფლის ნებას იყო მინდობილი. ღმერთმა აკურთხა მისი კეთილმსახურება და ურიცხვი სიმდიდრე მიმადლა: უამრავი საქონელი ჰყავდა და ყოველგვარი სიკეთით იყო აღსავსე. მისი შვიდი ვაჟი და სამი ასული ურთიერსიყვარულით ცხოვრობდა. ისინი მორიგეობით იკრიბებოდნენ ერთმანეთთან საერთო ტრაპეზზე, ყოველ მეშვიდე დღეს მართალი იობი მსხვეპლს სწირავდა უფალს შვილებისათვის: „იქნებ ვინმემ შესცოდა, იქნებ ვინმემ მკრეხელობა გაივლო გულშიო“. სამართლიანობისთვის და პატიოსნებისთვის წმიდა იობი საყოველთაო პატივით სარგებლობდა თანამოქალაქეებში.
ერთხელ, როცა უფლის საყდარში წმიდა ანგალოზები გამოცხადდნენ, მათ შორის გამოჩნდა სატანაც. ღმერთმა ჰკითხა სატანას, ნახა თუ არა მან მონა უფლისა იობი, მართალი და უმანკო. სატანამ ქედმაღლურად უპასუხა, რომ უფალი იცავს მას და უმრავლებს დოვლათს, მაგრამ თუ უბედურება დაატყდება თავს, იობი დაგმობს უფალს. ღმერთს სურდა გამოეცადა იობის მოთმინება და სატანას უთხრა: „ყველაფერს, რაც იობს გააჩნია, შენს ხელში ჩავაგდებ, მხოლოდ მას ნუ შეეხები“. ამის შემდეგ იობს მოულოდნელი უბედურებების წყება დაატყდა თავს: ერთმა მაცნემ ხარების გატაცების ამბავი მოუტანა, მეორემ ცხვრის ფარისა და მსახური ბიჭების დაწვა აუწყა ციდან ჩამოვარდნილი ცეცხლით, მესამემ აქლემების ამოხოცვა ამცნო. მაგრამ ყველაზე თავზარდამცემი იყო ის, რაც ბოლოს შეიტყო: როცა იობის ვაჟები და ასულები უფროსი ძმის სახლში ილხენდნენ, უდაბნოდან მონაბერმა მძლავრმა ქარმა ჭერი თავზე დაამხო ყმაწვილებს და ყველა ამოხოცა. მწუხარებისაგან გულშემოყრილმა იობმა მოსასხამი შემოიხია, გლოვის ნიშნად თავი გადაიპარსა, მაგრამ უფლის დასაგმობად ერთი სიტყვაც არ დასცდენია, პირიქით, მიწაზე დაეცა, შემოქმედს თაყვანი სცა და თქვა: „შიშველი გამოვედ საშოითგან დედისა ჩემისა, შიშველი მივალ დედისა ჩემისა მიწისა მიმართ. უფალმა მომცა, უფალმა წამგვარა. იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე“.
უფლის ანგელოზები კვლავ წარდგნენ ღვთის წინაშე. სატანამ თქვა, რომ იობი მართალია, სანამ თვითონ არის უვნებელი, „თუ თვით მას შეეხება უბედურება, პირში დაგიწყებს გმობასო“. უფალმა აუწყა: „უფლებას გაძლევ, გააკეთო რაც გინდა, ოღონდ სულს ნუ შეეხები“. სატანამ საშინელი ავადმყოფობა - კეთრი შეჰყარა იობს. ვნებული იძულებული გახდა ხალხს განშორებოდა. მეგობრებმა და ნაცნობებმა მიატოვეს ერთ დროს დიდებული და სახელგანთქმული კაცი. ცოლი კი საყვედურით ეუბნებოდა: „სად არის შენი სარწმუნოება და კეთილი საქმე, რატომ არ გშველის ღმერთი? სჯობს ჰგმო იგი, იქნებ ბოლო მაინც მოგიღოსო“. მართალი იობი განსაცდელშიც უფლის ერთგული დარჩა და ერთი საყვედურიც არ დასცდენია ღვთის მიმართ.
იობის უბედურება გაიგო მისმა სამმა მეგობარმა და მოინახულა ავადმყოფი. დავრდომილის დანახვაზე მათ ტირილი წასკდათ. შვიდი დღე-ღამის განმავლობაში უსიტყვოდ შესცქეროდნენ მის ტანჯვას და გულწრფელად თანაუგრძნობდნენ. ბოლოს იობმა გახსნა ბაგე და თავისი გაჩენის დღე დასწყევლა. მეგობრები ფიქრობდნენ, რომ იობი ღვთისგან ისჯებოდა ცოდვებისათვის და ურჩიეს, მონანიება. მართალი კი პასუხობდა, რომ ის ცოდვებისთვის კი არ იტანჯებოდა, არამედ უფალმა გამოსაცდელად მოუვლინა ეს სატანჯველი.
ამგვარი მოთმინებისთვის ღმერთმა ხელახლა დააჯილდოვა იობი. იგი სრულიად განიკურნა და უწინდელზე უფრო გამდიდრდა. გარდა ამისა, მას კვლავ მიეცა შვიდი ვაჟი და სამი ქალი. ამის შემდეგ იობმა კიდევ 140 წელი იცოცხლა და გარდაიცვალა 248 წლისა.
კი, ნამდვილად ასეა.GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
განა ვინმემ ვიცით, რატომ მოხდა ეს განსაცდელი?
ვიცი, რომ მძიმეა ფიქრიც კი იმაზე, რატომ მოხდა ეს უბედურება, ვიცი, რომ პასუხს ამ ცხოვრებაში
ვერასოდეს მივიღებთ, მიუხედავად იმისა, რომ უზომდ განაწყენებულნი, გაოგნებულნი და ტკივილიანები ვართ...
მოდით, ნურავის დავგმობთ, ნუ დავიწყებთ ვინმეს გაკიცხვას, მით უფრო უფლის მიმართ წყრომას,
თავი ხელში ავიყვანოთ. ვიფიქროთ, რატომ მოხდა ეს ყველაფერი და, უბრალოდ, ვილოცოთ
იმისთვის, რომ გადარჩენილებმა ტკივილი დაძლიონ და უფალმა სიკეთე უბოძოთ...
ჩვენ შეგვიძლია, გელას გვერდით დავუდგეთ და მისთვის ვილოცოთ...
ჩვენ შეგვიძლია, გელას ტკივილი დავაძლევინოთ...
მეც ასე ვფიქრობ გოგაGAMARJOBA SAKARTVELO wrote:მე ვიცი, რომ ოჯახის ნებისმიერი წევრის გარდაცვალება მძიმე და მტკივნეულია.
ვიცი, რომ კიდევ უფრო მძიმეა ტკივილი, როდესაც ჰკარგავ იმას, რასაც სიყვარულით, ღიმილით, სისათუთით, სიწრფელით, ამაღლებით აგებდი.
უმძიმესი განცდაა მეუღლისა და შვილების დაკარგვა. 2 ოჯახი გაუბედურდა.
სულის შემძვრელია არამარტო გადარჩენილთათვის, მათი ახლობლებისთვისაც, სრულიად საქართველოსთვისაც.
არ ვიცი, ასეთ დროს როგორ უნდა ანუგეშო ჭირისუფალი და ვინ დაადანაშაულო ტრაგედიაში.
ღმერთს გაუწყრე?
სწორია?
განა ვინმემ ვიცით, რატომ მოხდა ეს განსაცდელი?
იქნებ, თოთო ბავშვების, უკეთილშობილესი ქალების გარდაცვალებით უფალმა ყველა გაგვაფრთხილა,
იქნებ ამ უმანკოებმა ჩვენ დაგვიცვეს, სხვა თავიანთი ახლობლები, ყველა ის ადამიანი დაიცვეს, ვისთვისაც ასევე,
უმძიმესი დარტყმა აღმოჩნდა ეს ტრაგედია?..
ვიცი, რომ მძიმეა ფიქრიც კი იმაზე, რატომ მოხდა ეს უბედურება, ვიცი, რომ პასუხს ამ ცხოვრებაში
ვერასოდეს მივიღებთ, მიუხედავად იმისა, რომ უზომდ განაწყენებულნი, გაოგნებულნი და ტკივილიანები ვართ...
მოდით, ნურავის დავგმობთ, ნუ დავიწყებთ ვინმეს გაკიცხვას, მით უფრო უფლის მიმართ წყრომას,
თავი ხელში ავიყვანოთ. ვიფიქროთ, რატომ მოხდა ეს ყველაფერი და, უბრალოდ, ვილოცოთ
იმისთვის, რომ გადარჩენილებმა ტკივილი დაძლიონ და უფალმა სიკეთე უბოძოთ...
ჩვენ შეგვიძლია, გელას გვერდით დავუდგეთ და მისთვის ვილოცოთ...
ჩვენ შეგვიძლია, გელას ტკივილი დავაძლევინოთ...