გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by guruli » 24 ივლ 2010, 23:07

anano
გვალვას მინდა ვთხოვო, ალბათ სხვა კარაველებიც დამეთანხმებიან, შევუცვალოთ კარვის ლოგოს დროებით ფერი...
გვალვას გუშინ ველაპარაკე მაგაზე, მაგრამ არაა ჯერ ქალაქში. :cry:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by ARCHILI » 24 ივლ 2010, 23:11

გელა დაიაურის ტრაგედიამ ბაღათერ არაბული მთელ ხევსურეთის ტრაგედიაზე აალაპარაკ

სოფიო ნავდარაშვილი

გიორგი ლეონიძემ თქვა: “ყველა ხევსური პოეტიაო.” ჩემი რესპოდენტ ქართული ხალხური პოეზიის შესახებ თავის აზრს ასე გადმოგვცემს: “იგი მწვერვალია ფილოსოფიური აზროვნების, კაცმოყვარეობის, მეგობრობის, ვაჟკაცობის… ქართული ხალხური პოეზიის თვალსაჩინო მაგალითი კი ფშავური და ხევსურული პოეზიაა. მან კაცობრიობას ვაჟა-ფშაველა აჩუქა. დღეს კი იქ სულ ასოცი ოჯახიღა ცხოვრობს, ალბათ ხუთასამდე კაცი, რომელთა უმრავლესობაც ხანდაზმულია…”

“ახალი7 დღის” სტუმარი მწერალთა კავშირის თავჯმდომარის მოადგილე, პოეტი ბაღათერ არაბულია, იგი ფშავ-ხევსურეთის ტკივილზე, მის დღევანდელ ყოფასა და პრობლემებზე გვესაუბრა. საუბარი ხევსურეთში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ტრაგედიით დავიწყეთ, რომელმაც შვიდი ადამინის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის იყვნენ ცნობილი პოეტის და მომღერლის, გელა დაიაურის, ოჯახის წევრებიც.…

-ეს მართლაც დიდი ტკივილია არა მარტო ხევსურეთისა და გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. ტრაგედია ერთ-ერთი ნახევრად წარმართული დღესასწაულიდან ათანბეგობიდან დაბრუნებულებს შეემთხვათ. ამ ფაქტმა რამდენიმე წლის წინ მომხდარი სამწუხარო ისტორია. გამახსენა. ცნობილი პოეტები, თამაზ ბაძაღუა და ბათუ დანელია ოჯახებით დასავლეთ საქართველოში მიდიოდნენ და მსგავსმა შემთხვევამ ბათუ დანელიას გარდა ყველა იმსხვერპლა. გელა დაიაური თვითმყოფადი პოეტია, ის ახლახან გახდა მწერალთა კავშირის წევრი, ჯერჯერობით მხოლოდ ორი კრებული აქვს გამოცემული.

-ვინ არიან სხვა პოეტები, რომლებიც ფშავ-ხევსურეთში ცხოვრობენ?

-ასეთები არიან: მიხეილ ჭიაურელი, გიორგი არაბული, მურღვა არდოტელი, გელა ოჩიაური არხოტის მთებიდან… მათთან მეგობრობდა ცნობილი პოეტი ზურა ჯაფარიძე, ისიც ამ ხეობაში ერთ-ერთ მთაზე გადმოსვლისას ტრაგიკულად დაიღუპა.

-რით განსხვავდებიან მთის პოეტები ბარში მცხოვრები პოეტებისგან?

-ფშავ-ხევსურეთის პოეზია არის ყველაზე ადამიანური და ნამდვილი პოეზია მსოფლიოში. მასში კაცობრიობის მარადიული თემებია გაცოცხლებული, ის, რაც თითოეულ ჩვენგანს აღელვებს. აქ ყველა ადამიანში არის პოეტი ფილოსოფოსი, თუნდაც პატარა, საკვებს კი წინაპრებისგან, მათი შემომქმედებიდან ვიღებთ. დღესაც ჩვენი პოეზია, სწორედ, წინაპართაგან გაგონილ მითებსა და ლეგენდებზე იქმნება.

-ალბათ ბევრია მთაში ისეთი პოეტები, რომლებსაც საზოგადოება არ იცნობს…

-ხევსურეთში ზამთრის პერიოდში, ე.წ. მოცალეობის ჟამს, ოდითგანვე ბევრი ნაწარმოები იქმნებოდა. ყველა ხევსური მაღალი დონის პოეზიას წერს, თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ დღეს მთა თითქმის დაცლილია. მართლაც, სავალალო ვითარებაა, განმკითხავი და პასუხისმგებელი კი არავინაა. სულ ახლახან ამ თემაზე ლექსიც დავწერე სათაურით “ხევსურეთს მიმრავლე ღმერთო ხევსურები,” მასში, სწორედ, ამ პრობლემით გამოწვეული ტკივილი გადავიტანე.

-რამდენად დიდია საფრთხე თუნდაც ქართული პოეზიის, ქარული ფოლკლორის გადაშენების?

-საფრთხე, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია, რადგან სახელმწიფოს მხრიდან ამ რეგიონს არანაირი ყურადღება არ ექცევა. საუკუნის წინ ვაჟა წერდა, ნეტავ კიდევ არის ღმერთისგან და კაცისგან მიტოვებული ისეთი კუთხე, როგორიც ხევსურეთიაო? ხევსურეთში სულ 27 ოჯახი ცხოვრობს, შატილში ალბათ 15, დანარჩენ სოფლებში კი თითოოროლა. მათ იმის საშუალებაც კი არ აქვთ, რომ თავიანთი პროდდუქტი ქალაქში ჩამოიტანონ. ერთადერთი, რაც აცოცხლებთ, სოფელ ანატორთან მდგარი სასაზღვრე ჯგუფია, რომელიც მათ ნაწარმის რეალიზაციაში ეხმარება. რომ არა ისინი, მხარე მთლიანად დაიცლება, ვთხოვე ხელისუფლებას, დაენიშნა პენსია თითო ოჯახზე თუნდაც ას-ასი ლარი, რათა ამ ადამიანებმა იგრძნონ, რომ თავიანთი კუთხისთვის საჭირონი არიან და მათზე სახელმწიფოც ზრუნავს, მაგრამ, როგორც ჩანს, სახელმწიფოს ამის საშულება არ აღმოაჩნდა. არ არის სკოლებიც. დახურეს, რადგან მხოლოდ სამი ბავშვი სწავლობდა. მათთვის კი მასწავლებელს ვერ აიყვანდნენ. ის კი არ იციან, რომ სამი ბავშვი სამი ოჯახია, რომელმაც მთლიანი კუთხე უნდა გადაარჩინოს. ვფიქრობ, ხელისუფლებამ ბიზნესმენები უნდა წაახალისოს, რომ რეგიონში საწარმოები აამუშაოს და ხალხს უკან დაბრუნების სურვილი გაუჩინოს. გამგეობაც კი არ არსებობს და ხალხი საბუთზე უბრალო ბეჭდის დასარტყმელად დუშეთში ჩადის. რამდენიმე წლის წინ “მოქალაქეთა კავშირის” პარლამენტმა მთის კანონი მიიღო. იგი მთაში მცხოვრებთათვის შეღავათს ითვალისწინებდა, მაგრამ ეს კანონი შეაჩერეს. მსგავსი კანონები ბევრ ევროპულ ქვეყანას აქვს შემუშავებული, მაგრამ ამ შემთხვევაში რატომღაც მათთვის არ მიგვიბაძავს. ფინანსური საშუალება არ გვაქვსო, - ისევ ასეთი პასუხი იყო. იმის საშუალება კი აქვთ, რომ გმირთა მოედანზე რაღაც სისულელე დადგან, რუსთავის ქარხნის მილების მსგავსი, რომელზეც გმირების სახელები აქვთ მიწერილი, ალბათ, ამწე კრანით უნდა ავიდე და მოვძებნო, ვინ სად წერია. ამის ავტორს კი, რომელიც პროფესიით დიზაინერია და არა არქიტექტორი, ბრწყინვალების ორდენით აჯილდოვებენ. ამ თანხით, ხომ მთელ ხევსურეთს მოევლებოდა, უბრალოდ, არ შეიძლება ამ ყველაფრის შემყურე ქართველ კაცს გული არ გეტკინოს.

-ეროვნული ფოლკლორის ცენტრი რამდენად ზრუნავს ხევსურეთში ფოლკლორის პრობლემაზე?

-მე არ ვეთანხმები თითოოროლა ექსკურსიის მსგავსი კონცერტით საქმის გაკეთებას. შარშან შატილობიდან რომ მოვდიოდით, დღესაც მახსოვს იქ დარჩენილების ცრემლიანი თვალები. ეს პრობლემა ყველა შემთხვევაში სახელმწიფო პრობლემაა და მის მოგვარებას სახელმწიფოებრივი მიდგომა სჭირდება. დაუდევრობით დავკარგეთ ქვემო ქართლი და აფხაზეთი და, თუ არ მოვუფრთხილდებით, აქაც სხვა მოვა და მთელი საქართველო გადაშენდება.
Image

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by z g a r b i » 24 ივლ 2010, 23:28

ნინი_85 wrote:
წმიდა მრავალვნებული იობი (დაახლ. 2000-1800 წ. ქრისტემდე) ცხოვრობდა ჩრდილოეთ არაბეთში, ყუცის ქვეყანაში. მისი ცხოვრება აღწერილია ბიბლიაში (იობის წიგნი). არსებობს ვარაუდი, რომ იობი აბრაამის ძის, ნაქორის ვაჟი იყო. ღვთისმოშიში და ღვთისმოსავი იობი მთელი სულით უფლის ნებას იყო მინდობილი. ღმერთმა აკურთხა მისი კეთილმსახურება და ურიცხვი სიმდიდრე მიმადლა: უამრავი საქონელი ჰყავდა და ყოველგვარი სიკეთით იყო აღსავსე. მისი შვიდი ვაჟი და სამი ასული ურთიერსიყვარულით ცხოვრობდა. ისინი მორიგეობით იკრიბებოდნენ ერთმანეთთან საერთო ტრაპეზზე, ყოველ მეშვიდე დღეს მართალი იობი მსხვეპლს სწირავდა უფალს შვილებისათვის: „იქნებ ვინმემ შესცოდა, იქნებ ვინმემ მკრეხელობა გაივლო გულშიო“. სამართლიანობისთვის და პატიოსნებისთვის წმიდა იობი საყოველთაო პატივით სარგებლობდა თანამოქალაქეებში.

ერთხელ, როცა უფლის საყდარში წმიდა ანგალოზები გამოცხადდნენ, მათ შორის გამოჩნდა სატანაც. ღმერთმა ჰკითხა სატანას, ნახა თუ არა მან მონა უფლისა იობი, მართალი და უმანკო. სატანამ ქედმაღლურად უპასუხა, რომ უფალი იცავს მას და უმრავლებს დოვლათს, მაგრამ თუ უბედურება დაატყდება თავს, იობი დაგმობს უფალს. ღმერთს სურდა გამოეცადა იობის მოთმინება და სატანას უთხრა: „ყველაფერს, რაც იობს გააჩნია, შენს ხელში ჩავაგდებ, მხოლოდ მას ნუ შეეხები“. ამის შემდეგ იობს მოულოდნელი უბედურებების წყება დაატყდა თავს: ერთმა მაცნემ ხარების გატაცების ამბავი მოუტანა, მეორემ ცხვრის ფარისა და მსახური ბიჭების დაწვა აუწყა ციდან ჩამოვარდნილი ცეცხლით, მესამემ აქლემების ამოხოცვა ამცნო. მაგრამ ყველაზე თავზარდამცემი იყო ის, რაც ბოლოს შეიტყო: როცა იობის ვაჟები და ასულები უფროსი ძმის სახლში ილხენდნენ, უდაბნოდან მონაბერმა მძლავრმა ქარმა ჭერი თავზე დაამხო ყმაწვილებს და ყველა ამოხოცა. მწუხარებისაგან გულშემოყრილმა იობმა მოსასხამი შემოიხია, გლოვის ნიშნად თავი გადაიპარსა, მაგრამ უფლის დასაგმობად ერთი სიტყვაც არ დასცდენია, პირიქით, მიწაზე დაეცა, შემოქმედს თაყვანი სცა და თქვა: „შიშველი გამოვედ საშოითგან დედისა ჩემისა, შიშველი მივალ დედისა ჩემისა მიწისა მიმართ. უფალმა მომცა, უფალმა წამგვარა. იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე“.

უფლის ანგელოზები კვლავ წარდგნენ ღვთის წინაშე. სატანამ თქვა, რომ იობი მართალია, სანამ თვითონ არის უვნებელი, „თუ თვით მას შეეხება უბედურება, პირში დაგიწყებს გმობასო“. უფალმა აუწყა: „უფლებას გაძლევ, გააკეთო რაც გინდა, ოღონდ სულს ნუ შეეხები“. სატანამ საშინელი ავადმყოფობა - კეთრი შეჰყარა იობს. ვნებული იძულებული გახდა ხალხს განშორებოდა. მეგობრებმა და ნაცნობებმა მიატოვეს ერთ დროს დიდებული და სახელგანთქმული კაცი. ცოლი კი საყვედურით ეუბნებოდა: „სად არის შენი სარწმუნოება და კეთილი საქმე, რატომ არ გშველის ღმერთი? სჯობს ჰგმო იგი, იქნებ ბოლო მაინც მოგიღოსო“. მართალი იობი განსაცდელშიც უფლის ერთგული დარჩა და ერთი საყვედურიც არ დასცდენია ღვთის მიმართ.

იობის უბედურება გაიგო მისმა სამმა მეგობარმა და მოინახულა ავადმყოფი. დავრდომილის დანახვაზე მათ ტირილი წასკდათ. შვიდი დღე-ღამის განმავლობაში უსიტყვოდ შესცქეროდნენ მის ტანჯვას და გულწრფელად თანაუგრძნობდნენ. ბოლოს იობმა გახსნა ბაგე და თავისი გაჩენის დღე დასწყევლა. მეგობრები ფიქრობდნენ, რომ იობი ღვთისგან ისჯებოდა ცოდვებისათვის და ურჩიეს, მონანიება. მართალი კი პასუხობდა, რომ ის ცოდვებისთვის კი არ იტანჯებოდა, არამედ უფალმა გამოსაცდელად მოუვლინა ეს სატანჯველი.

ამგვარი მოთმინებისთვის ღმერთმა ხელახლა დააჯილდოვა იობი. იგი სრულიად განიკურნა და უწინდელზე უფრო გამდიდრდა. გარდა ამისა, მას კვლავ მიეცა შვიდი ვაჟი და სამი ქალი. ამის შემდეგ იობმა კიდევ 140 წელი იცოცხლა და გარდაიცვალა 248 წლისა.
იობი მეც გამახსენა გელას თავს დამტყდარმა ამბებმა...
ეს მართლაც რომ ნუგეშის სიტყვაა მისთვის
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by Tamari-ch. » 24 ივლ 2010, 23:32

ვიხსენიებთ თეონა, ჯარჯი, დემეტრე, ბერდია, სოფიო, მამუკა და ნათია.დაუმკვიდროს უფალმა ცათა სასუფეველი რა დავწერო არ ვიცი ზოგჯერ ვაწყანრებ ხოლმე ხალხს ალბათ უფალმა მიტომ წაიყვანა იმ ქვეყნად რომ უარეს უბედურებას აცილათქო მარა ახლა ამაზე უარესი უბედურება რაღა გინდა რომ მომხდარიყო.

1Tamari-ch. (1 კანონი)
2. კოლხი გოგო (მე-2 კანონი)
3.ჩემი მეგობარი წაიკითXავს(მე-3კანონი)
4.ლიბრა.(მე-4 კანონი)
5. ლალიმას(მე-5 კანონი)
6.თ.დ (მე-6)
7. ეკა (მე-7 კანონი)
8.stranger(მე-8კანონი)


11. მთა მყვარებია .(მე-11კანონი)
17. ლიბრა(მე17 კანონი)
18. ნიმფა
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by chuna » 24 ივლ 2010, 23:41

მე და ბოჭო დავბრუნდით, ამ წამს შემოვედი სახლში....ხვალ ისევ თქვენთან ერთად მოვდივარ!

გელას ეხლა უნდა ჩვენი გამხნევება და გვერდით დგომა! საკუთარ ემოციებზე და ჯანმრთელობაზე კი ნუ ვიდარდებთ...იმას უნდა მივხედოთ!


თეონა და ჯარჯი უკვე მუცოში გადასვენებული დაგვხვდა! გელა ძალიან ვაჟკაცურად უჭირავს თავი და ეს ადვილი რომ არაა კი მიხვდებით...იმისთვის ყველა აქედან ჩასულის ნუგეში სიცოცხლისკენ შემობრუნებას უდრის!

იმას ამ გასაჭირში უფრო ვჭირდებით და ვეამაყებით! სოფელიც სხვანაირად აფასებს ამ ჩვენს თანადგომას....და ამ ყველაფერს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს!

მე კი ამ უმძიმესი დღის მერე კიდევ უფრო მოვალედ მიმაჩნია თავი, რომ დაკრძალვას დავესწრო.

ყველას მოგიწოდებთ, ხვალ წამოსვლისკენ!



გზა გადასარევია, უსაფრთხო! ყველა აღიარებს რომ ასეთი არცერთ წელს არ ყოფილა!!! არ უწვიმია და მშრალია! ათენგენობის დრესასწაული აქვთ და უამრავი ტრანსპორტი მიდი-მოდის!

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 24 ივლ 2010, 23:57

მე ვიცი, რომ ოჯახის ნებისმიერი წევრის გარდაცვალება მძიმე და მტკივნეულია.
ვიცი, რომ კიდევ უფრო მძიმეა ტკივილი, როდესაც ჰკარგავ იმას, რასაც სიყვარულით, ღიმილით, სისათუთით, სიწრფელით, ამაღლებით აგებდი.
უმძიმესი განცდაა მეუღლისა და შვილების დაკარგვა. 2 ოჯახი გაუბედურდა.
სულის შემძვრელია არამარტო გადარჩენილთათვის, მათი ახლობლებისთვისაც, სრულიად საქართველოსთვისაც.
არ ვიცი, ასეთ დროს როგორ უნდა ანუგეშო ჭირისუფალი და ვინ დაადანაშაულო ტრაგედიაში.

ღმერთს გაუწყრე?
სწორია?

განა ვინმემ ვიცით, რატომ მოხდა ეს განსაცდელი?
იქნებ, თოთო ბავშვების, უკეთილშობილესი ქალების გარდაცვალებით უფალმა ყველა გაგვაფრთხილა,
იქნებ ამ უმანკოებმა ჩვენ დაგვიცვეს, სხვა თავიანთი ახლობლები, ყველა ის ადამიანი დაიცვეს, ვისთვისაც ასევე,
უმძიმესი დარტყმა აღმოჩნდა ეს ტრაგედია?..

ვიცი, რომ მძიმეა ფიქრიც კი იმაზე, რატომ მოხდა ეს უბედურება, ვიცი, რომ პასუხს ამ ცხოვრებაში
ვერასოდეს მივიღებთ, მიუხედავად იმისა, რომ უზომდ განაწყენებულნი, გაოგნებულნი და ტკივილიანები ვართ...

მოდით, ნურავის დავგმობთ, ნუ დავიწყებთ ვინმეს გაკიცხვას, მით უფრო უფლის მიმართ წყრომას,
თავი ხელში ავიყვანოთ. ვიფიქროთ, რატომ მოხდა ეს ყველაფერი და, უბრალოდ, ვილოცოთ
იმისთვის, რომ გადარჩენილებმა ტკივილი დაძლიონ და უფალმა სიკეთე უბოძოთ...
ჩვენ შეგვიძლია, გელას გვერდით დავუდგეთ და მისთვის ვილოცოთ...
ჩვენ შეგვიძლია, გელას ტკივილი დავაძლევინოთ...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by ARCHILI » 25 ივლ 2010, 00:00

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:

განა ვინმემ ვიცით, რატომ მოხდა ეს განსაცდელი?


ვიცი, რომ მძიმეა ფიქრიც კი იმაზე, რატომ მოხდა ეს უბედურება, ვიცი, რომ პასუხს ამ ცხოვრებაში
ვერასოდეს მივიღებთ, მიუხედავად იმისა, რომ უზომდ განაწყენებულნი, გაოგნებულნი და ტკივილიანები ვართ...

მოდით, ნურავის დავგმობთ, ნუ დავიწყებთ ვინმეს გაკიცხვას, მით უფრო უფლის მიმართ წყრომას,
თავი ხელში ავიყვანოთ. ვიფიქროთ, რატომ მოხდა ეს ყველაფერი და, უბრალოდ, ვილოცოთ
იმისთვის, რომ გადარჩენილებმა ტკივილი დაძლიონ და უფალმა სიკეთე უბოძოთ...
ჩვენ შეგვიძლია, გელას გვერდით დავუდგეთ და მისთვის ვილოცოთ...
ჩვენ შეგვიძლია, გელას ტკივილი დავაძლევინოთ...
კი, ნამდვილად ასეა.

მეც ასე ვფიქრობ.
Image

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by ნიმფა » 25 ივლ 2010, 00:01

chuna
GAMARJOBA SAKARTVELO


მიყვარხართ!

User avatar
diffenbaxia
ბოდიალა
Posts: 116
Joined: 20 ივნ 2009, 23:54
Location: თბილისი
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by diffenbaxia » 25 ივლ 2010, 00:02

საშინელებაა,სიტყვები არ მყოფნის,არ ვიცი რა დავწერო,ამაზე მეტი უბედურება რა შეიძლება ადამიანს დაატყდეს თავს,ვიზიარებ და მზად ვარ შემოგიერთდეთ ფსალმუნების კითხვაში.


1Tamari-ch. (1 კანონი)
2. კოლხი გოგო (მე-2 კანონი)
3.ჩემი მეგობარი წაიკითXავს(მე-3კანონი)
4.ლიბრა.(მე-4 კანონი)
5. ლალიმას(მე-5 კანონი)
6.თ.დ (მე-6)
7. ეკა (მე-7 კანონი)
8.stranger(მე-8კანონი)
9.diffenbaxia (მე-9 კანონი )

11. მთა მყვარებია .(მე-11კანონი)
17. ლიბრა(მე17 კანონი)
18. ნიმფა
_________________

t.d
იეტი
Posts: 1201
Joined: 29 მარ 2008, 16:12
Location: saqartvelo.tbilisi
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by t.d » 25 ივლ 2010, 00:03

GAMARJOBA SAKARTVELO
გეთანხმები გოგოა, დაუმკვიდროს უფალმა ცათა სასუფეველი უფლის ნება ეს ყველაფერი და ალბათ წაიყვანა იმ დროს ეს ულამაზესი ხალხი რა დროსაც ისინი მზად იყვნენ სასუფევლის დასამკვიდრებლად და არიდა უფრო უარესი.:(
მოიხსენოს უფალმა და ჩვენ სხვა რა დაგვრჩენია დაუდგეთ გვერდით და ვილოცოთ მათთვის.:(

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by Tamari-ch. » 25 ივლ 2010, 00:05

1Tamari-ch. (1 კანონი)
2. კოლხი გოგო (მე-2 კანონი)
3.ჩემი მეგობარი წაიკითXავს(მე-3კანონი)
4.ლიბრა.(მე-4 კანონი)
5. ლალიმას(მე-5 კანონი)
6.თ.დ (მე-6)
7. ეკა (მე-7 კანონი)
8.stranger(მე-8კანონი)
9.diffenbaxia (მე-9 კანონი )

11. მთა მყვარებია .(მე-11კანონი)
17. ლიბრა(მე17 კანონი)
18. ნიმფა (მე-18 კანონი)


ნიმფაზე კანონის მიწერა დამავიწყდა....
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by Mta Mkvarebia » 25 ივლ 2010, 00:21

კინაღამ დამავიწყდა დამეწერა, დღეს კარველების ნაწილმა ფული გადმომცა ოჯახისთვის :(.
Image

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by anano » 25 ივლ 2010, 00:25

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:მე ვიცი, რომ ოჯახის ნებისმიერი წევრის გარდაცვალება მძიმე და მტკივნეულია.
ვიცი, რომ კიდევ უფრო მძიმეა ტკივილი, როდესაც ჰკარგავ იმას, რასაც სიყვარულით, ღიმილით, სისათუთით, სიწრფელით, ამაღლებით აგებდი.
უმძიმესი განცდაა მეუღლისა და შვილების დაკარგვა. 2 ოჯახი გაუბედურდა.
სულის შემძვრელია არამარტო გადარჩენილთათვის, მათი ახლობლებისთვისაც, სრულიად საქართველოსთვისაც.
არ ვიცი, ასეთ დროს როგორ უნდა ანუგეშო ჭირისუფალი და ვინ დაადანაშაულო ტრაგედიაში.

ღმერთს გაუწყრე?
სწორია?

განა ვინმემ ვიცით, რატომ მოხდა ეს განსაცდელი?
იქნებ, თოთო ბავშვების, უკეთილშობილესი ქალების გარდაცვალებით უფალმა ყველა გაგვაფრთხილა,
იქნებ ამ უმანკოებმა ჩვენ დაგვიცვეს, სხვა თავიანთი ახლობლები, ყველა ის ადამიანი დაიცვეს, ვისთვისაც ასევე,
უმძიმესი დარტყმა აღმოჩნდა ეს ტრაგედია?..

ვიცი, რომ მძიმეა ფიქრიც კი იმაზე, რატომ მოხდა ეს უბედურება, ვიცი, რომ პასუხს ამ ცხოვრებაში
ვერასოდეს მივიღებთ, მიუხედავად იმისა, რომ უზომდ განაწყენებულნი, გაოგნებულნი და ტკივილიანები ვართ...

მოდით, ნურავის დავგმობთ, ნუ დავიწყებთ ვინმეს გაკიცხვას, მით უფრო უფლის მიმართ წყრომას,
თავი ხელში ავიყვანოთ. ვიფიქროთ, რატომ მოხდა ეს ყველაფერი და, უბრალოდ, ვილოცოთ
იმისთვის, რომ გადარჩენილებმა ტკივილი დაძლიონ და უფალმა სიკეთე უბოძოთ...
ჩვენ შეგვიძლია, გელას გვერდით დავუდგეთ და მისთვის ვილოცოთ...
ჩვენ შეგვიძლია, გელას ტკივილი დავაძლევინოთ...
მეც ასე ვფიქრობ გოგა :(
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

t.d
იეტი
Posts: 1201
Joined: 29 მარ 2008, 16:12
Location: saqartvelo.tbilisi
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by t.d » 25 ივლ 2010, 00:35

2 ადგილი არ არის? გელას კურსელებს უნდათ წამოსვლა ერთერთი ქვევრის ბაიას ნათლია თამუნა ასათიანი
Last edited by t.d on 25 ივლ 2010, 00:39, edited 1 time in total.


ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]