გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by ნინი_85 » 24 ივლ 2010, 22:11

ბოლო წუთამდე მეგონა რომ ხვალ სამსახურიგან თავს დავაღწევდი, მთელი სულით და გულით მინდა მაგრამ სამწუხაროდ ვერ გიერთდებით, დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ვერც ფსალმუნების ჯგუფში ვეწერები აგვისტომდე :S

მართალი იობის ისტორია მახსენდება, რომელიც დედებმა მონასტერში ყოფნის დროს მომიყვეს, დიდი ნუგეში იყო მაშინ ეს ჩემთვის და ყოველთვის როცა განსაცდელი მომეწევა ვიხსენებ ხოლმე:

წმიდა მრავალვნებული იობი (დაახლ. 2000-1800 წ. ქრისტემდე) ცხოვრობდა ჩრდილოეთ არაბეთში, ყუცის ქვეყანაში. მისი ცხოვრება აღწერილია ბიბლიაში (იობის წიგნი). არსებობს ვარაუდი, რომ იობი აბრაამის ძის, ნაქორის ვაჟი იყო. ღვთისმოშიში და ღვთისმოსავი იობი მთელი სულით უფლის ნებას იყო მინდობილი. ღმერთმა აკურთხა მისი კეთილმსახურება და ურიცხვი სიმდიდრე მიმადლა: უამრავი საქონელი ჰყავდა და ყოველგვარი სიკეთით იყო აღსავსე. მისი შვიდი ვაჟი და სამი ასული ურთიერსიყვარულით ცხოვრობდა. ისინი მორიგეობით იკრიბებოდნენ ერთმანეთთან საერთო ტრაპეზზე, ყოველ მეშვიდე დღეს მართალი იობი მსხვეპლს სწირავდა უფალს შვილებისათვის: „იქნებ ვინმემ შესცოდა, იქნებ ვინმემ მკრეხელობა გაივლო გულშიო“. სამართლიანობისთვის და პატიოსნებისთვის წმიდა იობი საყოველთაო პატივით სარგებლობდა თანამოქალაქეებში.

ერთხელ, როცა უფლის საყდარში წმიდა ანგალოზები გამოცხადდნენ, მათ შორის გამოჩნდა სატანაც. ღმერთმა ჰკითხა სატანას, ნახა თუ არა მან მონა უფლისა იობი, მართალი და უმანკო. სატანამ ქედმაღლურად უპასუხა, რომ უფალი იცავს მას და უმრავლებს დოვლათს, მაგრამ თუ უბედურება დაატყდება თავს, იობი დაგმობს უფალს. ღმერთს სურდა გამოეცადა იობის მოთმინება და სატანას უთხრა: „ყველაფერს, რაც იობს გააჩნია, შენს ხელში ჩავაგდებ, მხოლოდ მას ნუ შეეხები“. ამის შემდეგ იობს მოულოდნელი უბედურებების წყება დაატყდა თავს: ერთმა მაცნემ ხარების გატაცების ამბავი მოუტანა, მეორემ ცხვრის ფარისა და მსახური ბიჭების დაწვა აუწყა ციდან ჩამოვარდნილი ცეცხლით, მესამემ აქლემების ამოხოცვა ამცნო. მაგრამ ყველაზე თავზარდამცემი იყო ის, რაც ბოლოს შეიტყო: როცა იობის ვაჟები და ასულები უფროსი ძმის სახლში ილხენდნენ, უდაბნოდან მონაბერმა მძლავრმა ქარმა ჭერი თავზე დაამხო ყმაწვილებს და ყველა ამოხოცა. მწუხარებისაგან გულშემოყრილმა იობმა მოსასხამი შემოიხია, გლოვის ნიშნად თავი გადაიპარსა, მაგრამ უფლის დასაგმობად ერთი სიტყვაც არ დასცდენია, პირიქით, მიწაზე დაეცა, შემოქმედს თაყვანი სცა და თქვა: „შიშველი გამოვედ საშოითგან დედისა ჩემისა, შიშველი მივალ დედისა ჩემისა მიწისა მიმართ. უფალმა მომცა, უფალმა წამგვარა. იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე“.

უფლის ანგელოზები კვლავ წარდგნენ ღვთის წინაშე. სატანამ თქვა, რომ იობი მართალია, სანამ თვითონ არის უვნებელი, „თუ თვით მას შეეხება უბედურება, პირში დაგიწყებს გმობასო“. უფალმა აუწყა: „უფლებას გაძლევ, გააკეთო რაც გინდა, ოღონდ სულს ნუ შეეხები“. სატანამ საშინელი ავადმყოფობა - კეთრი შეჰყარა იობს. ვნებული იძულებული გახდა ხალხს განშორებოდა. მეგობრებმა და ნაცნობებმა მიატოვეს ერთ დროს დიდებული და სახელგანთქმული კაცი. ცოლი კი საყვედურით ეუბნებოდა: „სად არის შენი სარწმუნოება და კეთილი საქმე, რატომ არ გშველის ღმერთი? სჯობს ჰგმო იგი, იქნებ ბოლო მაინც მოგიღოსო“. მართალი იობი განსაცდელშიც უფლის ერთგული დარჩა და ერთი საყვედურიც არ დასცდენია ღვთის მიმართ.

იობის უბედურება გაიგო მისმა სამმა მეგობარმა და მოინახულა ავადმყოფი. დავრდომილის დანახვაზე მათ ტირილი წასკდათ. შვიდი დღე-ღამის განმავლობაში უსიტყვოდ შესცქეროდნენ მის ტანჯვას და გულწრფელად თანაუგრძნობდნენ. ბოლოს იობმა გახსნა ბაგე და თავისი გაჩენის დღე დასწყევლა. მეგობრები ფიქრობდნენ, რომ იობი ღვთისგან ისჯებოდა ცოდვებისათვის და ურჩიეს, მონანიება. მართალი კი პასუხობდა, რომ ის ცოდვებისთვის კი არ იტანჯებოდა, არამედ უფალმა გამოსაცდელად მოუვლინა ეს სატანჯველი.

ამგვარი მოთმინებისთვის ღმერთმა ხელახლა დააჯილდოვა იობი. იგი სრულიად განიკურნა და უწინდელზე უფრო გამდიდრდა. გარდა ამისა, მას კვლავ მიეცა შვიდი ვაჟი და სამი ქალი. ამის შემდეგ იობმა კიდევ 140 წელი იცოცხლა და გარდაიცვალა 248 წლისა.
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by Mta Mkvarebia » 24 ივლ 2010, 22:12

Tamari-ch.
არ ვცვლთ კანონებს როგორც შევთანხმდით. ამ შემთხვევაში 2-2 კანონის წაკითხვა მოუწევს ნახევარს (ფსალმუნთა ჯგუფში ვინც ვართ) რაც ყველას არ შეუძლია.
Image

t.d
იეტი
Posts: 1201
Joined: 29 მარ 2008, 16:12
Location: saqartvelo.tbilisi
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by t.d » 24 ივლ 2010, 22:14

Tamari-ch.
მეჩვიდმეტე კანონი მუდამ უნდა იკითხებოდეს ასე აირევა რა, ეს ჩემი აზრია და დანარჩენებმაც გამოთქვან აზრი.
ყოველდრე ვერ შემოვა ხალხი და უფრო აირევა მე მაინც ვკითხულობ პირველი კანონიდან ბოლომდე პარარელურად მექვსესთან ერთად.

User avatar
LiBrA
მაწანწალა
Posts: 834
Joined: 25 აგვ 2009, 16:32
Location: Somewhere Over the Rainbow
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by LiBrA » 24 ივლ 2010, 22:15

თემო
ლიკა

გეთანხმებით, ისე უფრო ავირევით...ჯობია არ შევცვალოთ.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by Mta Mkvarebia » 24 ივლ 2010, 22:18

zura N.
:cry: :cry: :cry:

ნაიამ მითხრა, თამუსიაც ვერ მოდისო, და შენი პლიუსი მის ნაცვალდ ჩავწერე სიაში:

kiki
6-ზე გვიან რომ შევიკრიბოთ, ჩათვალე რომ ტყუილად მივდივართ ხევსურეთში.

1. ნაია
2. მთა მყვარებია
3. გურული
4. ტომა
5. Legenda
6. მარიშკა
7.ზურა ნ. + (გელას კლასელი, ბარისახოში შემოგვიერთდება)
8. ნინი არაბული
9. იაკო
10.გიორგი ბუნტური
11.გობეს ანა
12.ბექა
13. ninia
14. ზურა ნ.
15. მარმენიო
16. ქვევრი
17. გობე


მეორე მინიბუსი:
1. შორენა, ზვიად ჩიტაურის ახლობელი
2. ივა - პაატას მეგობარი
3. თეკლე ბატონიშვილის +
4. ლამას დედიკო
5. თეკლე ბატონიშვილი
6. პატრიკა
7.ნანა გულორდავა
8. ლომიკატა
9. ლომიკატას +?
10.ნანა გულორდავას+
11.ნანა გულორდავას+
12.ნანა გულორდავას+
13. კიკი
14. .................
15. .............
16. .............
17..............
Image

User avatar
nataliko-nataliko
მაწანწალა
Posts: 702
Joined: 29 აგვ 2008, 21:32
Location: მზის და ვარდების მხარე
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by nataliko-nataliko » 24 ივლ 2010, 22:38

ძალიან ვუხვარ :( :( :( ქალაქში არ ვიყავი და ეს ძალიან ცუდი ამბავი ახლა შევიტყვე... ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები.
все к лучшему

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by guruli » 24 ივლ 2010, 22:38

ტომა და ბოჭო ახლა ჩამოვიდნენ მუცოდან. საცოდავი ბერდია მართლა ნასვამი ყოფილა. :cry: არადა, არ სვამდაო საჭესთან...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by guruli » 24 ივლ 2010, 22:40

მიზეზთა გამო, დღეს გვიან მომიწევს დაძინება - სახვალიოდ რაღაცები უნდა დავტოვო სამსახურში. მაღვიძარას კი დავაყენებ, მაგრამ დილის 5-ზე ვინმემ დამირეკეთ რა მაინც: 855.93-62-84.

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by anano » 24 ივლ 2010, 22:48

ძალიან მინდა ეს დღეები თქვენთან ერთად ვიყო... მთელი სულითა და გულით ვიზიარებ გელას, გარდაცვლილთა ოჯახების ტკივილს, თქვენი და მთელი ჩვენი ქვეყნის ტკივილსა და ტრაგედიას!
მიზეზთა გამო არ ვარ თქვენთან,მაგრამ ახლა ვფიქრობდი, რომ ხვალ იქ ასვლაც საშინელება იქნება....

პ.ს. გვალვას მინდა ვთხოვო, ალბათ სხვა კარაველებიც დამეთანხმებიან, შევუცვალოთ კარვის ლოგოს დროებით ფერი...
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by zura N. » 24 ივლ 2010, 22:57

anano wrote: პ.ს. გვალვას მინდა ვთხოვო, ალბათ სხვა კარაველებიც დამეთანხმებიან, შევუცვალოთ კარვის ლოგოს დროებით ფერი...
კარგი აზრია ანანო ჩემი აზრით...

მეც ვემხრობი ანანოს აზრს...


პ.ს. სხვა თუ არაფერი დღევანდელი კარავის აქტიურ წევრთა 80%-ზე მეტი კარავზე სწორედ პირველი ხევსურული საღამოს შემდეგ (გელას ლექსების და სიმრერების პრეზენტაციის შემდეგ) მოხვდა და სწორედ მაშინდელმა ხევსურულმა საღამომ შემატა კარავს ამდენი კარგი ხალხი... ასევე გელას და თეონას ურთიერთობაც პრინციპში ამის მერე დაიწყო... :(
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

t.d
იეტი
Posts: 1201
Joined: 29 მარ 2008, 16:12
Location: saqartvelo.tbilisi
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by t.d » 24 ივლ 2010, 22:59

anano
zura N.
მეც გეთანხმებით.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by Tamari-ch. » 24 ივლ 2010, 23:00

Mta Mkvarebia wrote:Tamari-ch.
არ ვცვლთ კანონებს როგორც შევთანხმდით. ამ შემთხვევაში 2-2 კანონის წაკითხვა მოუწევს ნახევარს (ფსალმუნთა ჯგუფში ვინც ვართ) რაც ყველას არ შეუძლია.
ანუ მე სულ პირველ კანონი უნდა ვიკითხო ყოველდღე?
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....


User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by chuna » 24 ივლ 2010, 23:05

guruli wrote:ტომა და ბოჭო ახლა ჩამოვიდნენ მუცოდან. საცოდავი ბერდია მართლა ნასვამი ყოფილა. :cry: არადა, არ სვამდაო საჭესთან...
მე და ბოჭო დავბრუნდით, ამ წამს შემოვედი სახლში....ხვალ ისევ თქვენთან ერთად მოვდივარ!

გელას ეხლა უნდა ჩვენი გამხნევება და გვერდით დგომა! საკუთარ ემოციებზე და ჯანმრთელობაზე კი ნუ ვიდარდებთ...იმას უნდა მივხედოთ!


თეონა და ჯარჯი უკვე მუცოში გადასვენებული დაგვხვდა! გელა ძალიან ვაჟკაცურად უჭირავს თავი და ეს ადვილი რომ არაა კი მიხვდებით...იმისთვის ყველა აქედან ჩასულის ნუგეში სიცოცხლისკენ შემობრუნებას უდრის!

იმას ამ გასაჭირში უფრო ვჭირდებით და ვეამაყებით! სოფელიც სხვანაირად აფასებს ამ ჩვენს თანადგომას....და ამ ყველაფერს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს!

მე კი ამ უმძიმესი დღის მერე კიდევ უფრო მოვალედ მიმაჩნია თავი, რომ დაკრძალვას დავესწრო.

ყველას მოგიწოდებთ, ხვალ წამოსვლისკენ!



გზა გადასარევია, უსაფრთხო! ყველა აღიარებს რომ ასეთი არცერთ წელს არ ყოფილა!!! არ უწვიმია და მშრალია! ათენგენობის დრესასწაული აქვთ და უამრავი ტრანსპორტი მიდი-მოდის!
Last edited by chuna on 24 ივლ 2010, 23:15, edited 3 times in total.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by guruli » 24 ივლ 2010, 23:06

1. ნაია
2. მთა მყვარებია
3. გურული
4. ტომა
5. Legenda
6. მარიშკა
7.ზურა ნ. + (გელას კლასელი, ბარისახოში შემოგვიერთდება)
8. ნინი არაბული
9. იაკო
10.გიორგი ბუნტური
11.გობეს ანა
12.ბექა
13. ninia
14. ზურა ნ.
15. მარმენიო
16. ქვევრი
17. გობე


მეორე მინიბუსი:
1. შორენა, ზვიად ჩიტაურის ახლობელი
2. ივა - პაატას მეგობარი
3. თეკლე ბატონიშვილის +
4. ლამას დედიკო
5. თეკლე ბატონიშვილი
6. პატრიკა
7.ნანა გულორდავა
8. ლომიკატა
9. ლომიკატას +?
10.ნანა გულორდავას+
11.ნანა გულორდავას+
12.ნანა გულორდავას+
13. კიკი
14. გურული +
15. გურული +
16. ჭუნა
17..............
____________

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]