ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by kotetbeli » 05 ოქტ 2006, 23:12

gobe
კი, ერთი დღის ამბავია, თან ეხლა გატკიცინებული გზა დააგეს... სოფელ დევენაანთხევამდე 45 კილომეტრია. გზად ვნახავთ ცნობილ ულამაზეს ღულელების ტყეს.
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by lama » 27 ოქტ 2006, 13:47

kotetbeli
და ისა მე სვანეთზე და მის ისტორიაზე დავწერ რაღაც პატარა ჩანახატს იმედია კაი იქნება და საინტერესო ფორუნის წევრებისთვის კაით:)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by kotetbeli » 31 ოქტ 2006, 02:10

lama
3 დღე გავიდა, თქვი თუ ამბობ, რა იცი სვანეთზე... :D
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by chuna » 21 თებ 2007, 22:45

ბებრისციხის ლეგენდას გიამბობთ!


მცხეთა ყოველი მხრიდან კარგად გამაგრებული და სტრატეგიულად შესანიშნავი დედაქალაქი იყო! ერთერთ ასეთ საიმედო საგუშაგოს ბებრის ციხე წარმოადგენდა!
ის იმდენად ძველია, რომ მისი ნიშებისა და საბრძოლო ხვრელების მიხედვით, ჯერ კიდევ მშვილდ-ისრის მეტი იარაღი არ სცოდნიათ!!!!! თუმცა, როგორც ყველა ციხე-იმდენჯერ აშენდა და გადაკეთდა, რომ ზუსტი თარიღი არ ითქმისხოლმე!!!
ეს ციხე ვინმე სიმონს აუგია ხეობის ვიწრო ადგილას! გზა გადაუკეტავს და შიგ მეციხოვნეები ჩაუყენებია. მას ორი შვილი ჰყავდა:მოსიყვარულე და სათნო-მაკრინე და გულქვა, მიუკარები მამუკა!
მამის გარდაცვალების შემდეგ მამუკამ დიდი გადასახადი დაუწესა ყმებს. მაკრინემ ხვეწნით თავი მოაბეზრა ძმას, ეს ხალხი შეიბრალეო და მამუკამ დაც არ დაინდო-კოშკში გამოკეტა!!!!
ერთ დღეს, როცა ყმებს წყალ-წყალა საჭმელს უმზადებდნენ, ქვაბში ყვავები ჩაცვივდნენ. ყმებმა წყალი გადაღვარეს და მამუკას რისხვა დაიმსახურეს. ყმების დასასჯელად გაქცეულა, მაგრამ ქვაბიდან გველები ამოსულან და შემოხვევიან. სასიკვდილოდ განწირული მამუკა ღმერთს შევედრებია-ოღონდ გადამარჩინე და ეკლესიას აგიგებო! კოშკის სარკმლიდან მაკრინესაც დაუნახავს და გულმხურვალედ ულოცია-ძმისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა უფალს. ღმერთს ვედრება შეუსმენია!

დაღუპვას გადარჩენილ თავადს საკუთარი ქონება ყმებისთვის დაუეიგებია! ციხიდან წასულა და ბერად შემდგარა. მაკრინეც მონაზვნად აღკვეცილა მცხეთას!
ამ ამბიდან 70 წლის შემდეგ მაკრინე გარდაცვლილა. დაკრძალვაზე მოსულა გათეთრებული უცნობი მოხუცი, დაჩოქილა, მიცვალებულს შუბლზე მთხვევია და თავდახრილს ასე მიუმართავს მისთვის: "დაო ჩემო,ჩვენ შევასრულეთ ჩვენი აღთქმა." ეს უთქვამს და უსულოდ დაცემულა იქვე!ლეგენდის მიხედვით ამიტომ ეძახიანო ბებრისციხეს!

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by Gvalva » 21 თებ 2007, 22:58

chuna

გაიხარე!!

...მარა ისეთი შტაბეჭდილება დამრჩა... სულო ცოდვილო... რომ ან მაგ თქმულების მთქმელს დაეზარა ბოლო ნაწილის მოყოლა, ან შენ დაგეზარა აკრეფა :) და უცებ მოაბოლოვეთ, რადგან სახელი ბებრისციხე საიდან მოდის და რატო დაერქვა იმ ციხეს, კარგად ვერ გავიგე :roll:

მიმიტევე გაუგებარს :oops:

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by chuna » 22 თებ 2007, 19:38

Gvalva
როგორ დამეზარებოდა! არ მიცნობ?
ნაპო ზაქარაიასაც ასე უწერია, გადავამოწმე!

ბებერი ეს მამუკა იყო, რომელსაც 70 წლის შემდეგ აღარავინ ცნობდა და იმიტომ დაარქვეს "ბებრისციხე"!

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by kotetbeli » 25 თებ 2007, 03:23

chuna
საინტერესოა, მაგრამ მართლა უცბათ მთავრდება, აი, დენი რომ ციმციმებს და რომ გინდა უცბათ დაბეჭდო და შეინახო რო არ წაიშალოს რა... :D
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by Gvalva » 26 თებ 2007, 00:26

მიამბეს საინტერესო ლეგენდა აბუდელაურის ტბებზე და როშკის ლოდზე, მარა ვინც მიამბო, იმანაც კარგად არ იცოდა... აბა თუ ვინმე დააზუსტებთ:

ლეგენდა ლამაზია, როგორც ნამდვილ ლეგენდას შეეფერება :)

ჭაუხების ძირას სამი ძმა დევი ცხოვრობდაო, ერთხელაც ამ დევებმა ერთ კაი ყმას (სახელი არც მას ახსოვდა) და მოსტაცესო, გამოედევნა ეს კაი ყმაო და "გაჰკვეთა ცხენი და კაცი, წვერიც უწვდინა ქვიშასაო" ხომ გაგიგიათ ასე უქნია იმასაც, შოლტით გადაჭრა ერთი დევიო, დანარენ ძმებს შეეშინდათ, გაათავისუფლეს ქალი და გაიქცნენო...

ეხლა როშკის ლოდი არის ის გადაჭრილი ძმა დევი, ორი ძმა კი აბუდელაურის ტბებში ჩაძვრნენ და დაიმალნენ, ეხლა უძიროებია ეს ტბები, იმიტომ რომ შიგ დევები ცხოვრობენო!!!

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by Varvara » 26 თებ 2007, 10:46

Gvalva
მე დავაზუსტებ, ოღონდ სახლში უნდა მივიდე - იქ მაქვს ეგ მასალა

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by caucasica » 27 თებ 2007, 13:27

კისტანი

Image

Image


ეს ისტორია განთავსებულია "ბაბუინების" საიტზე:

http://www.babuinebi.ge/galerea.htm

კისტანი
(კვირია ჭინჭარაულის ნაამბობი)

კისტნის ისტორია იწყება იჯის კარიდან. გადმოცემის მიხედვით სამი ძმათაბგან ერთი კოჭლი ყოფილა, თუმცა ამის მიუხედავად მოუსვენარი იყო და ვერაფრით შეურჩევია საცხოვრებელი ადგილი. ბოლოს მოსულა დღევანდელი კისტნის ადგილას, მოსწონებია იქაურობა და ჩამომჯდარა. ამის გამო ამ ადგილს იჯის კარი შეერქვა. ეს ადგილი დღევანდელი კისტნის ოდნავ ზემოთაა და იქ დღესაც არის შემორჩენილი დიდი ლოდებით ნაშენები ნანგრევი.

კისტანზე ანდრეზებში ორი დიდი ბრძოლის ისტორიაა შემორჩენილი. პირველი მაშინ მომხდარა, როდესაც კისტნის ციხე ჯერ კიდევ ბოლომდე არ ყოფილა აშენებული, ციხეს ხოლიგა აშენებდა (კისტნის ორი ციხიდან, რომლებიც ზემოთ მთაზე დგას, ერთი ათანდილაანთ მამიშვილობას ეკუთვნის, მეორე - აბულეთაურთ). კისტნის მოპირდაპირე მხარეს არის მთა, რომელსაც ჭეჭყეთს ეძახიან, ამ მთიდან გადმოსულა ქისტებისა და ლეკების ლაშქარი. ლეკებს გადმოუხედიათ და უთქვამთ – ჩავიდეთ იქ, კარგი ქალები ჰყავთო, რაზედაც ქისტებმა უპასუხეს: ,,კარგ ქალებს კარგი ვაჟებიც ეყოლებიანო” და ურჩიეს ლეკებს სოფელს არ დასხმოდნენ თავს. თუმცა ლეკებმა რჩევა არ გაითვალისწინეს და სოფელს შეუტიეს, ქისტები კი უკან გაბრუნდნენ. ბრძოლა მოხდა სულიან წყალთან (სულიანი ხევსურულად სუნიანს ნიშნავს). ამ ბრძოლის დროს იმდენი ლეკი დაუხოციათ, რომ წყალთან დარჩენილი გვამებისგან სუნი დამდგარა, ამიტომაც დაერქვა ამ წყალს სუნიანი. გადარჩენილმა მომხდურებმა გაქცევით უშველეს თავს. მაგრამ გიორწმინდაში მათ შატილივნები დაუხვდნენ და მუსრი გაავლეს. ერთ-ერთი ლეკი გამორჩეულად დიდი ტანისა იყო, რომელსაც ბრძლის დროს ორი კისტნელი მოუკლავს. გიორწმინდაში ის-------ბუჩქის უკან იმალებოდა, სადაც ის ბულომ მოკლა. ამაზე ლექსიც არის შემორჩენილი:

"ლეკო ორ ორის მოკლავო
დედა გაგიწყრა ხვთისაო,
გელიათ ბულომ მაგაბა
წვერთეთრი სიათისაო."


მოკლული ლეკი შატილში დაასვენს. დასატირებლად ამოსულმა დედამ იკითხა – რა მოხდა, როგორ მოკვდაო. შატილივნებმა უთხრეს ორი კაცი მოგვიკლა და მოვკალითო. ამის გამგონე დედამ თქვა – ისე გავზარდე იფქლის ქვის ნაცემი პურის მეტი მაგისთვის არაფერი მიჭმევიაო და რახან ორი კაცის მეტი ვერ მოკლა, ნეხვის გროვაზე გადააგდეთო.

ამ ბრძოლას ხელმძღვანელობდა შამილის ნაიბი ახვედის ვახვედი.

მეორე ლაშქრობა უფრო მასშტაბური იყო. მომხდურთა ჯარი იმხელა ყოფილა, მთელი ჭალა დაუფარავს. კისტანში ათენგენობას ზეიმობდნენ. ამ დროს ხატში ყოფილა მოხუცი დეკანოზი, რომელიც იქვე დარჩენილა მტრის შესაკავებლად, სანამ ხალხი ციხეებს შეაფარებდა თავს. ხატის განძი მაშინ ათანდილაანთ მამიშვილობის კაცს ებარა, მაგრამ ის ისე შეშინებულა, განძი დაუტოვებია და ციხეებისკნ გაქცეულა. სამაგიეროდ, ამ დროს ხატში გუროდან ამოსულმა ბათიკაანთ მამიშვილობის კაცმა განძი არ დატოვა და ციხეებისკენ წაიღო. მოხუცმა ხუცესმა რამდენი ხნითაც შეძლო შეაკავა მტერი და საშუალება მისცა ამ კაცს აესწრო სამშვიდობოს, თუმცა მერე უნახავთ, რომ მას 9 ნატყვიარი ჰქონდა ჩოხაზე.

გადმოცემით განძის გადამრჩენელი ბათიკაანთ მამიშვილობაში კაცები მომრავლებულან, ხოლო ათანდილაანთ მამიშვილობის მამაკაცები პირიქით თითქმის გაწყვწტილან.

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by caucasica » 27 თებ 2007, 13:36

Gvalva

ლეგენდა აბუდელაურზე და დევებზე II
http://publish.dlf.ge/sergimakalatia/khevsureti.htm

ხელხური თქმულებით, ერთხელ ფშავ-ხევსურეთში დევები მოგროვილან და მათ ფშავ-ხევსურეთის არაგვის დაგუბება განუზრახავთ. ეს რომ ფშავის იაჴსარს და ხევსურეთის კოპალას გაუგიათ, მაშინვე ერთმანეთისათვის ძმობა შეუფიცავთ და საომრად ფშავის ჭალაზე ჩასულან. აქ დევები ქვებს აგროვებდნენ თურმე, რომ არაგვი დაეგუბებინათ და ფშავ-ხევსურეთი წაელეკათ. ამტყდარა ბრძოლა და დახოცილი დევებისაგან არაგვის წყალი წითლად შეღებილა. მაგრამ ერთი დიდი დევის მოკვლა გაძნელებულა, მას ზურგზე დიდი ქვა ეკიდა თურმე და ამით წყლის დაგუბებას ცდილობდა. ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ კოპალას დევისათვის ლახტი მაგრა დაუკრავს და იქვე გაუგორებია. მაგრამ მეორე ცალთვალა დევი ხევსურეთისაკენ გაქცეულა და აქ როშკის ხორხის ტბაში, აბუდელაურის ტბაში ჩავარდნილა, იაჴსარი ამ დევს დასდევნებია და იგი შიგ ტბაში მოუკლავს.

Image

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by Gvalva » 27 თებ 2007, 14:18

caucasica

მადლობა დიდი, ორივე ლეგენდისთვის...

ისე, მე ვინ მეკითხება მარა, ლეგენდისთვის ტბაში დევი ცხოვრობსო უფრო "ეფექტურია", ვიდრე ტბაში დევი მოკლესო, თუნდაც იაჴსარს მოეკლა :)

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by Varvara » 27 თებ 2007, 14:47

Gvalva

ლეგენდა აბუდელაურის ტბების და დევების შესახებ III

(ავტორი - ბაბუა ალუდაური)

,,...სინდაურაის მაღალო ყინულის ზარადიანო...”

აბუდელაურის ტბებს ღვთის შვილთა და დევ-კერპთა ბრძოლის ერთ-ერთი ეპიზოდი უკავშირდება.

მივყვეთ მოვლენათა მსვლელობას და ბოლოს აბუდელაურის ტბებთან მიგვიყვანს დაჭრილ დევს გამოდევნებული იახსარის (ზოგ ვარიანტში - კოპალას) კვალი.

,,გმირი კოპალასა’’ და ,,ლაღი იახსარის’’ ამბები ალექსი ოჩიაურის მიერ უკანაფშავის ცნობილი ხევისბერის ბიჭურ ბადრიშვილისაგან არის ჩაწერილი.

იახსარი თავიდან ყოფილა ხორციელი, წმინდა ბერი. ღვთით ბოძებული დიდი ძალის წყალობით იგი ებრძოდა დევებს და ანადგურებდა. იმ დროს დევ-კერპნი ,,ზეპირად გამოსულნი” ყოფილან, ხოცავდნენ და ჭამდნენ ადამიანებს. ამიტომ ,,მორიგე ღმერთმა’’ იახსარს და კოპალას, ერთურთის მოძმეთ, ორივე წმინდა ბერს, მიულოცა ძალა და შეძლება დევებთან ბრძოლისა და მათი განადგურებისა.

იახსარს სოფელ შუაფხოს მახლობლად ჰქონდა პატარა სამლოცველო, საბერო, საცხოვრებელი და საყარაულო, საიდანაც უთვალთვალებდა ერთ დიდსა და მდიდარ დევს ,,გამხვეურას’’. გამხვეურა იმ დევს იმიტომ ერქვა, რომ ,,გახვივებული’’ ე.ი. გამდიდრებული და გამრავლებული იყო ცხოვრებითა და ცოლ-შვილით.

გამხვერუას დედა იყო ცხრათავიანი და ცხრა ვაჟი ჰყავდა.

ცხრათავა დედა ჰყოლიყო,
ცხრათი გამზრდელი შვილისა,
სალუდე ქვაბი თავს ედგა,
საზარელ იყო სინისა.


გამხვეურა ცხოვრობდა იახსარის საცხოვრებლის მახლობლად. ამ ადგილს ახლა გამხეურთკარი ჰქვია - დევის სახელიდან გამომდინარე.

გამხვეურას საცხოვრებლის მოპირდაპირე მხარეს, იქ სადაც ახლა სოფელი თხილიანია, იყო კიდევ ერთი სოფელი დევებისა. გამხვეურას და იმ სოფლის დევებს ფაცერი ჰქონდათ გაბმული შუაფხოს ჭალაზე და გამვლელ-გამომვლელებს არ უშვებდნენ. დევები გამრავლდნენ და მოინდომეს ,,ავისგორს’’ დასახლება, სადაც ახლა იახსრის სალოცავია, სოფელ შუაფხოში. დაიწყეს სახლის მშენებლობა.

იახსარი ხატის ხევის მხრიდან მიეპარა დევებს იმ დროს, როდესაც ისინი კარის თავზე დასადები ქვის აწევას ცდილობდნენ, მაგრამ ვერ ეწეოდნენ. იახსარმა გადაიწია კალთები და ქვა მარტომ დადო თავის ადგილზე. დევები მიხვდნენ, რომ ის იახსარი იყო, შეეშინდათ და ავიგორიდან გაიქცნენ. იახსარმა თავისი დადებული ქვაც მათ ესროლა და გამხვეურთკარში სახლი დაუნგრია.

ფშავის ხელობაზე მცხოვრები დევების ამოწყვეტის შემდეგ ივრის ხეობაში გადავიდა და იქ დევებისაგან დატყვევებული მჭედელი ,,პირქუში’’ გაათავისუფლა.

პირქუშიც ხორციელი იყო, შემდეგ ხთიშვილი გახდა და დღეს ფშავში ახადელები (ახადი მიხა ხელაშვილის სოფელია), ხოლო ხევსურეთში სოფელ გაცალიგოს მცხოვრებნი ლოცულობენ. ამ ორი სოფლის მკვიდრნი, როგორც ერთი სალოცავის ყმები, ერთი-მეორესთან ახლო ურთიერთობაში არიან.

ივრის ხეობიდან მობრუნებულმა იახსარმა თხილიანაში მცხოვრები დევები დახოცა, მაგრამ ერთი გამორჩეულად დიდი დევი ხევსურეთისკენ გაექცა და იახსარიც კვალზე მიჰყვა.

სოფელ როშკასთან მან დევს ლახტი ესროლა და თვალი დაუზიანა. ლახტი დიდ ლოდსაც მოხვდა და ოთხ ნაწილად გახლიჩა. ეს ლოდი დღესაც იმავე ადგილას დევს როშკის ხეობაში. დაჭრილი დევი ხეობის სათავისკენ გაიქცა, აბუდელაურის ერთ-ერთ ტბამდე მიაღწია და წყალში ჩაძვრა. იახსარი თან ჩაჰყვა დევს და ტბაში მოკლა. დევის სისხლმა ტბის ზედაპირი დაფარა. რაკი უწმინდურის სისხლში ჰქონდა ხელი გარეული, იახსარი ტბიდან ვეღარ ამოვიდა.

სამი წელიწადი დაჰყო ტბის ფსკერზე. ბოლოს ერთმა მკითხავმა იახსარის ყმებს უთხრა - იახსარი მაშინ ამოვა ტბის ძირიდან, როდესაც ოთხრქა და ოთხყურა ცხვარს იშოვით და მის განსაწმინდელად ტბის ნაპირას დაკლავთო. ასეთი ცხვარი იახსრის ყმებმა დიდი ძებნის შემდეგ ერთი ბლოელი კაცისგან იყიდეს, დაკლეს და ტბის ზედაპირიც გაიხსნა. იქიდან თეთრი ბროლის ქვა ამოვიდა, რომელზეც იახსარი იჯდა მტრედის სახით. აქედან გაფრენილი იახსარი (მტრედი) ლიქოკის ხეობის ერთ მაღალ მთაზე - კარატის წვერზე დაჯდა. იქ იახსრის ნიში და საზარე ააშენეს. კარატიდან უბისთავს გადაინაცვლა. იქაც ნიშია. ბოლოს შაუაფხოში დაბრძანდა და იახსრის მთავარი სალოცავიც იქ არის.

კოპალას ყმები ამ დევის მოკვლად თავის სალოცავს მიაწერენ.

კოპალა იახსრის მოძმედ ითვლება. ისიც, იახსრის მსგავსად, ხორციელი ყოფილა. ბავშვობაში დევებს მოუტაციათ, როგორც გამორჩეული ყმაწვილი. დიდი ხნის წვალების შემდეგ დევებს გამოჰპარვია და წმინდა ბერებთან მისულა სალოცავად. გამწარებულ კოპალას დამბადებლისთვის იმდენი ძალა უთხოვია, რამდენიც დევების გასანადგურებლად დასჭირდებოდა. დამბადებლმა მას საჭირო ძალა უბოძა. კოპალა მიადგა დევებისა და მათი ხელმწიფის საცხოვრებელ ადგილს - ციხეგორს (სოფელ აკუშოს მახლობლად) და დევებს იქიდან წსვლა უბრძანა. თანაც, თავისი ძალა რომ ეგრძნობინებინა, რკინის კუნძს ცული დაკრა და შუაზე გააპო.

დევებმა შესთავაზეს - ირემთკალოდან (სოფლის სახელია უძილაურის თავზე) ციხეგორისკენ ქვები გავისროლოთ და ვინც აჯობებს, ციხეგორიც იმას დარჩესო.

დანიშნეს შეხვედრის დღეც. დათქმულ დროს ყველამ ირემთკალოზე მოიყარა თავი, მარტო ხაშრელი (ადგილის სახელია ივრის ხეობაში) დევი ბეღელა არ მოვიდა. მას იახსარმა შეუკრა გზა საპარავის ყელში, დაჰკრა ლახტი (,,აიმაღლა საგმირო’’ - ხევისბერი ბიჭურის სიტყვებით) და იქვე მოკლა.

ამ დროს, ირემთკალოზე კოპალა და დევები თანაბარი წონის ქვებს არჩევენ და შეჯიბრისთვის ემზადებიან. ციხეგორს კვირია (ერთ-ერთი ძლიერი ღვთაება) არის მსაჯული თუ ვისი ნასროლი უფრო შორს დაეცემა. პირველად დევმა გაისროლა ქვა.

კოპალას ნასროლი შეიძლება დევის ნასროლამდე ვერ მისულიყო, მაგრამ კვირიამ წამოარტყა უხილავი მათრახის წვერი და ქვა უფრო შორს დაეცა.

ციხეგორი და დევთა ხელმწიფის საბრძანებელი კოპალას დარჩა, დევები კი აქედან მაღარისკაროს მახლობლად კართანაში გადავიდნენ (კართანის სამაროვანს, რომელიც 80-იან წლებში გათხარა ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, ადგილობრივი მკვიდრნი დღესაც ,,დევების საფლავთ” უწოდებენ).

ერთ დღეს კართანაში დევებმა მოილაპარაკეს - როდესაც კოპალა სახლში არ იქნება, საბრძანებელი ქვა მოვიპაროთო. ასეც მოიქცნენ, მაგრამ მათ კოპალა დაეწია კართანასთან, ორივე დევი მოკლა და ქვაც იქვე დააგდებინა. იმ ადგილას ახლა ,,კოპალას ნიში’’ და სალოცავია. კართანადან წამოსულმა კოპალამ მიგრიაულთაში მცხოვრები დევები ამოხოცა. კოპალას ყმების მონათხრობის მიხედვით, მიგრიაულთიდან გაქცეულ დევს გაჰყვა კოპალა აბუდელაურის ტბამდე და როგორც იახსრისა და დევის ვარიანტში ვთქვით, აქაც ზუსტად იგივე მეორდება, მარტო ღვთისშვილთა სახელებია შეცვლილი.

დევ-კერპებთან კოპალასა და იასხრის ბრძოლის რამდენიმე ლექსი შემოინახა ხალხურმა პოეზიამ.

* * *

როდესაც როშკას და მის სანახებს ხედავ, არ შეიძლება არ გაგახსენდეს ამ სოფლიდან არხილოსკალოში გადასახლებული ცნობილი მელექსე ივანე წიკლაური (მამუკათ ივანე). ის სიკვდილამდე აქაურობას ელაპარაკებოდა და ალბათ არ დარჩენილა ტოპონიმი, რომელიც თავის ლექსებში არ ეხსენებინოს. ბევრისთვის სწორედ ივანე წიკლაურის ლექსებიდან გაეხვია რომანტიკულ ბურუსში იგივე ,,აბუდელაურის ტბა’’, ,,სინდაურაის მაღალი’’, ,,გაღმ როშკა’’, ,,ბეღლისკარი’’, ,,სალათიე’’ და სხვა.

სინდაურაის მაღალო,
ყინულის ზარადიანო,
ეხლა რომ ჩემებ თვალები,
წინავ სხვებ გიცქერდიანო.
ეემის უკან ვითანი
მავლენ და ჩაივლიანო.
ვით დათხოვნილნი მაკვლავნი
უკან არ ბრუნდებიანო.
კაცთ ხელით შაუჩერებო
სოცოცხლის ბორბლის ტრიალო.
აღაროს მაღბრუნდებია,
რამოდენნ მაგნატრიანო.


როშკის წყლის გვერდზე მიმავალ ბილიკს აბუდელაურის ტბებთან ავყავართ. აქედან თვალწინ იშლება პირაქეთი ხევსურეთი და აღმოსავლეთ კავკასიონის პეიზაჟი. ვეებერთელა ლოდებითა და ათასფერადი ყვავილებით მოფენილ აბუდელაურის ვაკეზე სამი ტბაა. ერთ-ერთ მათგანში ეშვება მწვერვალების ,,დავით აღმაშენებელსა’’ (იგივე ,,სინდაურა’’) და ,,ლადო ასათიანს’’ შორის მდებარე მუდმივი ყინულვარდნილის ფართო ზოლი.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by Gvalva » 27 თებ 2007, 18:53

ვარვარა, გაიხარე!!!

ბაბუა ალუდაურს ვყავდი აბუდელაურის ტბებზე და არაფერი არ მოუყოლია, შეიძლება ფრანგები გვახლდნენ და თარჯიმანი დაინდო

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by lama » 02 მარ 2007, 13:55

Varvara
მადლობა ასეთი კაი ისტორიისათვის გაიხარე ;)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]