"კარავის" რაციები

ინფორმაცია ფორუმის წესების, წევრების და სხვა საკითხების შესახებ.

Moderators: Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
"კარავის" რაციები

Post by Archil » 04 ივნ 2010, 09:49

მოდით რაციების ფულით უპატრონო ბავშვებს რამე ღირებული ვუყიდოთ

არც არავინ დაგვიჭერს (არასანქცირებული) და არც უსარგებლო რამეში (სანქცირებული) გადავყრით კაპიკ-კაპიკ ნაგროვებ ფულს.

ბავშვებიც რა გახარებულები იქნებიან

წარმოიდგინეთ მათი ანთებული თვალები, ღიმილიანი სახეები.


ვხვდები ეხლა რასაც ფიქრობთ

ასე რომ...

ნუ წაართმევთ ობოლ ბავშვებს სიხარულს !!!

ნუ ჩააქრობთ მათ თვალებში იმედის ნაპერწკალს !!!

გწამდეთ მიწაზე სიკეთის და მაღლა ღმერთის

სიკეთეს ღმერთი ათმაგად (ათ რაციად) დაგიბრუნებთ...


ისე, pauna-ს შეთავაზება მომეწონა. GPS კაი ვეშია. ამასთან GPS არ გასცემს ელექტრო ტალღებს, მხოლოდ ღებულობს თანამგზავრიდან მიღებულს, ანუ უკვე არსებულს, რომელიც ისედაც ჩვენს გარშემოა, ამდენად ჯანმრთელობას დამატებით არ ვნებს. რაცია კი გასცემს რადიოტალღებს, რითაც საფრთხეს უქმნის მის მომხმარებელს.

ლაშქრობებში ჯანმრთელობისთვის დავდივართ და თუ ზედმეტი გამოგონებებით თავი დავიავადეთ, მაგი რაღა გამოვა.

ზოგიერთებს გემახსოვრებათ ლამა ლაშქრობებში სასტვენით რომ დადიოდა. უსტვენდა კიდევაც. და ერთმანეთის დაკარგვის შანსი მცირდებოდა (თორემ ყველას ერთად დაკარგვის ალბათობა ისევ იგივე რჩებოდა - ლამა ხომ მაინც ლამაა -მუდამ მოწოდების სიმაღლეზეა 8) ) ჰოდა ვიყიდოთ სასტვენები, შემოვიღოთ პირობითი სასტვენი ნიშნები და ეგაა...
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
"კარავის" რაციები

Post by Archil » 04 ივნ 2010, 10:00

pauna wrote:მაშინ არ გვინდა რომ აგარ ვიიდოთ ეს რაციები და უფრო ყურადღებით ვიყოთ ხოლმე და აღარ დავიკარგებით...

ან ერთმა ლიდერმა სახელ და გვარს არ დავასახელებ ჩაიცვას ყველასგან განსხვავებული ფერის ტანსაცმელი (ელექტრიკი) და ორიენტირიც ის იყოს? !

აბა რათ გვინდა ისეთი რაციები რომლებიც სანქცირებულია და მხოლოდ მაშინ მუშაობენ თუ ერთმანეთს ხედავენ :lol: :lol: :lol: :lol:
ძველ ეგვიპტელებს ჰქონიათ ლაშქრის წაძღოლის წესი, რომელიც ებრალებსაც წარმატებით გამოუყენებიათ ეგვიპტიდან გამოსასვლელად და აღთქმულ მიწაზე დასაბრუნებელ გზაზე.

ანუ რა ხდება..

დღისით ლაშქრის წინ მიდის ურემი, რომელზეც იწვება ისეთი რამ, რაც კვამლს გამოსცემს და მთელი ლაშქარი ლაშქრის წინ მიმავალ კვამლს მიყვება.

ღამით კი ჩირაღდანს ანთებდნენ და მთელი ლაშქარი ჩირადღანს მიყვებოდა..

ჰოდა ებრალეებმაც ერთ ღამეს ის ჩირაღდანი სხვაგან გაუშვეს და მათი მდევარი ეგვიპტელებიც იმ ჩირაღდანს გამოეკიდნენ... ურიებმა კი სხვაგან გაუხვიეს და მაშინ იყო წყალი რომ გაიპო და მშრალად რომ გადავიდნენ ურიები და ეგვიპტელებს კიდევ დიდმა ტალღებმა მოუსწრო. ჰკითხეთ ანას, ურიებშია ეხლა მაგი და დაუდასტურებენ..


ასე რომ ბოლს რომ უშვებდდეს, ეგეთი ვინმე გვჭირდება ჩვენ. ჩვენ ხომ ძირითადად დღისით ვმოძრაობთ... ანუ ერთი კაი დამბოლებელი თითო ლაშქრობაში გვჭირდება...

ეხლა არ მთხრათ ეგეთები არ გვყავსო ;)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
"კარავის" რაციები

Post by Jnosy » 04 ივნ 2010, 10:30

Naia
კახა, ახლა ამაზე ხელმეორედ მსჯელობის წამოწყება უბრალოდ დროის კარგვაა და მეტი არაფერი. წელიწადზე მეტია შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. კარაველთა ნაწილი (ვინც აგრეთვე დიდი წვლილი შეიტანა თანხის შეგროვებაში) წინააღმდეგია აკრძალული რაციების შეძენის, ნაწილი მომხრე. მაგრამ 1-2 კაცის გარდა არავის არ გაუნძრევია ხელი ამ საქმის მოსაგვარებლად. ჰოდა, ვაცალოთ იმას, ვინც ეს საქმე ითავა და ბოლომდე მიიყვანს კიდეც.
ნაი, ჩემო საყვარელო :)
არ აქვს მნიშვნელობა ვინ რა დონის წვლილი შეიტანა ამ რაციების ფულის შეგროვებაში გადაწყვეტილების მიღების დროს.
მე ვგულისხმობ:
იმას, ვინც ფული დადო ან შეგროვებაზე იზრუნა არ უნდა ჰქონდეს მეტი ხმის უფლება, ვიდრე იმან, ვინც არ მიიღო მონაწილეობა. რადგან ეს კარავია და კეთდება კარავისთვის. (ეს ჩემი აზრია)

მეორეც, კახა მართალია მგონი. რად გვინდა ვიყიდოთ რაციები, რომელსაც მთაში ვერ გამოვიყენებთ? (თუ მართლა ვერ გამოვიყენებთ)
მე წინააღმდეგი ვარ ვიყიდოთ არასანქცირებული რაციები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვარ მომხრე ვიყიდოთ რაციები, რომლებსაც მთაში ვერ გამოვიყენებთ.

მოდი ნიკას ერთხელაც დავეკითხოთ.
თუ შეიძლება მომწერეთ პირადში მისი მობილი და გამოვკითხავ მაგ კაცს დეტალურად ყველაფერს.

გმადლობთ
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
"კარავის" რაციები

Post by pauna » 04 ივნ 2010, 11:42

თუ ძალიან გვეშინია დაკარგვის მოდით მაშინ სასიგნალო შაშხანა ვიყიდოთ... ერთი ჯგუფის დაკარგვის შემთხვეაში გაუშვებენ წითელ "სალიუტს" მეორე ჯგუფი დაინახავს და პასუხად მწვანეს გაუშვებს ჰაერში... წითელი ჯგუფი არ იძვრის ადგილიდან მზვანებს მოლოდინში და მწვანე კიი მივა და გადარჩანს დაკარგულებს :lol: :D :D

p.s მგონი მთაში ეგეც არ გამოდგება?!
p.s.s და არ გინდათ რომ ერთად ვაროთ ხოლმე და არ დავიკარგოთ :lol: :lol: :lol:
ImageImage

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
"კარავის" რაციები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 04 ივნ 2010, 11:53

navigator wrote:Kakha
გეთანხმები თუმცა დისკუსია არ ნიშნავს საქმის ვნებას, პირიქით, უეკეთესი გამოსავლის პოვნის საშუალებაა, მე კი ამ თემაში დისკუსიას ვერ ვხედავ :( მხოლოდ ერთიპიროვნული გადაწყვეტილებები, ან თუ არის დისკუსია, როგორც ჩანს ფორუმს გარეთ. შეიძლება ეს ჩემი საქმე არაა მარა უბრალოდ ჩემი აზრით უკეთესი იქნებოდა თუ მეტად ღია განხილვა იქნებოდა, აი ეხლაც გადაწყვიტა გოგამ რაციების ყიდვა, რას ყიდულობს არ გვეუბნება :) თავიდანაც რაღაც უცნაურად მიდიოდა ეს საქმე და ამიტომაა რომ ზოგიერთი კარაველი უნდობლად უყურებს ამ ამბავს, არადა მე მაგალითად უკვე მაქვს 2 რაცია, მეტნაკლებად ვერკვევი ამ ამბავში, ძაან ბევრ კარაველს აქვს კიდე რაცია და გამოცდილებაც. მარგამ საბოლოოდ მაინც იქითკენ მივდივართ რომ ვისი ინიციატივაცაა ის უკვეთავს მუსიკას ასე ვთქვათ :)

სიმართლე ვთქვა, ვერ გავიგე ამ წერილის დაწერის მიზეზი.
დიახ, დისკუსია საქმის ვნებას არ ნიშნავს, მართალი ხარ.
სწორედაც, უკვე 1 წელია ამ თემაზე ფორუმზე ვმსჯელობთ.
მხოლოდ შენ ამ თემაში 50 წერილი მაინც გაქვს დაწერილი და შეუზღუდავად მსჯელობ.
მეტი ღიაობა რაღა გინდა ან სად ნახე ჩემი 1პიროვნული გადაწყვეტილებები?
გულდასმით წაიკითხე თემა და თუ შეიძლება, მიმითითე.
ამბობ, :თავიდანვე რაღაც უცნაურად მიდიოდა ეს საქმე და ამიტომაა რომ ზოგიერთი კარაველი უნდობლად უყურებს ამ ამბავსო:.
რას გულისხმობ უცნაურობაში?
ჰოლო, თუ ვინმეს უნდობლობა აწუხებს, ეგ ჩემს პატიოსნებას არ ჩრდილავს.

რას იტყვით ხალხ, ვიყიდოთ 160 ლარად 2 რაცია?
ეს კითხვა დვსვი 18 ვარდობისთვეს (22ე გვერდია)
ამ დღეებში :მზეში: შევიძენ 2 რაციას და ვნახავთ, როგორი იქნება.
თუ გამოგვადგა, 4ს დავამატებთ.
თუმცა, ეს იქნება ნებადართული გამოყენების რაციები
ეს კიდევ თიბათვის 2ში დავწერე (23ე გვერდზეა)
რა არის აქ ბუნდოვანი?

10 დღე საკმარისი იყო იმისთვის, რომ კონკრეტულ გადაყვეტილებამდე მივსულიყავით.
თუმცა, 1 წელიწადში ვერ ჩამოვყალიბდით და 10 დღეში ამის ილუზიაც არ მქონდა.
ამიტომაც, ამ თემაში 1ლად მხოლოდ გუშინწინ, თიბათვის 2ში დავწერე, რომ წავალ და ვიყიდიო.

ვფიქრობ, რომ ამ გადმოსახედიდან ასე აჯობებს.
გასვლების საფეხოსნო-საზაფხულო სეზონი უკვე დაიწყო
ახლა ამ ყველაფერს გინდა 1პიროვნული გადაწყვეტილება უწოდე, გინდა, შეჯერებული.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
"კარავის" რაციები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 04 ივნ 2010, 11:54

ჩვენ მართლაც 2 არჩევანი გვაქვს -
ან ნებადართული რაციები, მაგრამ მცირე მოქმედების არეალით
ან უნებართვო, შედარებით ვრცელი დაფარვით.

კიდევ 1ხელ აღვნიშნავ, მე არაფრის დიდებით მივემხრობი უნებართვო რაციების გამოყენებას.

ჩემი დაკვირვებით, კარავული გასვლებისას მონაწილეები ისე არ შორდებიან 1მანეთს, რომ 5 კმიანი რაცია იყოს საჭირო.
თუკი ასეა, მაშინ ასეთი გასვლის მონაწილეებს უფრო მეტი 2განიზებულება სჭირდებათ, ვიდრე რაციები.
მოკლე მოქმედების რაციები მოსახერხებელია ნისლიანი და ტყიანი გასვლების დროს.
ჯიპ-ტურებში მანქანები 1 კმზე მეტად არ შორდებიან. თუკი ასე ხდება, მანქანებიანები ჩამორჩენილებს ჰომ ელოდებიან?

იმის თქმა მინდა, რომ პანაცეა ნუ იქნება გრძელი მოქმედების, მაგრამ უნებართვო რაციების ყიდვა.

თუ ეს ვინმეს სურს, :კარავის: ჩარევის, ასევე, შეგროვილი თანხის გარეშე გააკეთოს.


რაც შეეხება შემოწირული თანხის გამჭვირვალობას, ყველას, ვისაც ფული ან დაუდია, ან არა,
უფლება აქვს, იცოდეს, რა ოდენობისაა და სად იხარჯება.
ამიტომაც, ყველა ცნობა აქ იწერება.
უადგილო პრეტენზიების წამოყენებას თემის გადაკითხვა სჯობს.

სადღაც ჯნოსი წერს, ვიყიდოთ რაციები, თორემ სჯა-ბაასი იმდენ ხანს გაგრძელდება, რომ ვერ ვიყიდოთო.
ვეთანხმები.
1 წელზე მეტია, ეს თემა გაიხსნა და ჯერ იმაზე ვერ ჩამოვყალიბდით, როგორი ტიპის რაციები ვიყიდოთ.
ამასთან, წინა თვეს, თემის 22ე გვერდზე გამოკვეთილი შრიფტით - წითლად დავწერე, ვიყიდოთ თუ არა რაციები-მეთქი.
ისევ უწინდელი მსჯელობა გაიმართა.

ვინდაიდან ჯერ კიდევ ვერ ჩამოვყალიბდით და უახლოეს მომავალში ამის ნიშნებსაც ვერ ვხედავ,
ამიტომ (ვისაც როგორ უნდა, იფიქროს და იმსჯელოს) მე, როგორც ამ გეგმის წამომწყები, ვიტოვებ უფლებას, კონკრეტულად ვიმოქმედო.
კერძოდ, როგორც წინა კვირას ვწერდი, ნეოზას შემოთავაზებულ მაღაზია :მზეში:
წავალ და საცდელად 2 რაციას ვიყიდი.
150 ლარი ღირებულა.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
"კარავის" რაციები

Post by ARCHILI » 04 ივნ 2010, 12:01

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
მოკლე მოქმედების რაციები მოსახერხებელია ნისლიანი და ტყიანი გასვლების დროს.
ნამდვილად არის ამაში ლოგიკა.

ტობაზე, მაგალითად, წაგვადგებოდა ასეთი რაციები თუ იქ ისე იმუშავებდა, როგორც საჭიროა...

მაშინ, შეიძლება მართლაც 2 ცალის სასინჯად შესყიდვა და მთავარია, მაქსიმალურად გავარკვიოთ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომ ვიცოდეთ სად და როგორ შეიძლება მისი წარმატებით გამოყენება.

მაგრამ...

ამასთან.. ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, ჯერ ამით შემოვიფარგლოთ და ვეძებოთ კიდევ სხვა ვარიაციები.

ისე, ჯიპიესის შეძენაც არ იქნებოდა ურიგო... ამაზეც ვიფიქროთ დარჩენილი თანხით რამდენად შესაძლებელია.
Image

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
"კარავის" რაციები

Post by navigator » 04 ივნ 2010, 12:02

GAMARJOBA SAKARTVELO
გოგა, რა შუაშია თანხის ხარჯვის გამჭვირვალეობა, როგორ ფიქრობ ეხლა მე მაგ კუთხით ვაყენებ საკითხს?
მე სხვა რამეს ვამბობ, იმას რომ გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული გააზრებულად, ეხლა თავად აღიარებ რომ ერთპიროვნულად მიიღე გადაწყვეტილება და რაღას მედავები? :)
არც ესაა ჩემი საქმე, უბრალოდ მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია და გამოცდილება რაც მაქვს და დანარჩენი თქვენ გადაწყვიტეთ, მე ვწუხვარ რომ კარვის ამბებს ჩამოვშორდი მარა ასე მაინც მინდა რამეთი დაგეხმაროთ თუ შევძლებ, მეტი არაფერი, არცერთი წამი არავინ არ უნდა იფიქროს რომ ვინმეს კეთილსინდისიერებაში ეჭვი მეპარება, ეს რა სისულელეა საერთოდ, ნურავინ წაიყვანს აქეთ კამათს!
რაციებს რაც შეეხება, ვიმეორებ, მაქვს მე რაცია დიდი ხანია, და 5 ვატიანიც კი საკმაოდ პრობლემურად მუშაობს მთიან რეგიონში. ნებადართული კი არის 0.5 ვატიანი, კიდე არის სიხშირული პარამეტრები, იძახი ვყიდულობო, რას ყიდულობ რომ გეთქვა, იმას მაინც ვიტყოდით მიახლოებით რამდენად კარგია, მეტი არაფერი, გოგა ამ საკითხში მე მხოლოდ რჩევის მოცემა შემიძლია, მეტი არაფერი, მიიღებთ თუ არა, ეს უკვე თქვენი საქმეა.
ამ თემაზე მეტი კამათი არ მინდა იმიტომ რომ ვგონებ ბევრი არასწორედ იგებს ჩემს შენიშვნებს.
აცხა ღორებო Image

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
"კარავის" რაციები

Post by navigator » 04 ივნ 2010, 12:04

ARCHILI
ნისლში მოქმედების რადიუუსი მკვეთრად მცირდება, ხდება სიგნალის გაბნევა.
აცხა ღორებო Image

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
"კარავის" რაციები

Post by Makena » 04 ივნ 2010, 12:13

GAMARJOBA SAKARTVELO
Jnosy

ვგონებ კანონმორჩილებაზე საუბარი ზედმეტია, რაღაც ისე გამოვიდა თითქოს მე უკანონობისკენ მოგიწოდებთ...
ჩემი და თქვენი სურვილიც დარწმუნებული ვარ ის არის რომ ხარისხიანი რადიოსადგური შევიძინოთ რომელიც პრაქტიკულად გამოგვადგება, თუ ასეთი სადგურის შეძენა უკანონობაა და 5 000 ლარით ისჯება მაშინ გასაგებია რომ ასეთი რადიოსადგური არ უნდა შევიძინოთ.

მაგრამ, ასევე გაუმართლებლად მიმაჩნია ისეთ რადიოსადგურში ფულის გადახდა რომელიც არ გამოგვადგება, შეგვიძლია დავწეროთ რომ არჩევანი არ გვაქვს, რადგან როგორც ზემოთ დაიწერა (ნავიგატორს როგორც ჩანს აქვს გამოცდილება და ალბათ აჯობებს მოვუსმინოთ), ნებადართული რადიოსადგურები ძალიან სუსტია და ჩვენ არ გამოგვადგება, ამიტომ გასარკვევიც არაფერი რჩება...
დასკვნა - თუ ხარისხიან რადიოსადგურს ვერ შევიძენთ მაშინ უხარისხოს შეძენასაც აზრი არა აქვს და მე პირადად არ ვემხრობი სუსტი და გამოუსადეგარი რადიოსადგურის შეძენას.
Last edited by Makena on 04 ივნ 2010, 12:31, edited 3 times in total.

User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
"კარავის" რაციები

Post by pauna » 04 ივნ 2010, 12:19

0.5 რაციებ ჯობია საბავშო რაციები თოთო ბავშვის ოთახში რომ ტოვებენ დაა მეორეს მშობლები დათრევენ ბავშვი ტირილს რომ იწყებს რომ გაიგონ... უსაფრტხოცარის და შუმების გარეშე...

ARCHILI

არჩილ ნისლი და ტყე უფრო ჩახშობს მის ისგნალს ტყეში GPS ს სიგნლიც კი უარესდება

მე ვფიქრობ 1 წყვილი ვიყიდოთ მაინც, იყოს ხომ არ დაგავმზიმებს რადგან ფიქრობენ რომ გამოიყენებენ გამოიყენონ :)
ImageImage

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
"კარავის" რაციები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 04 ივნ 2010, 12:24

navigator wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
გოგა, რა შუაშია თანხის ხარჯვის გამჭვირვალეობა, როგორ ფიქრობ ეხლა მე მაგ კუთხით ვაყენებ საკითხს?
მე სხვა რამეს ვამბობ, იმას რომ გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული გააზრებულად, ეხლა თავად აღიარებ რომ ერთპიროვნულად მიიღე გადაწყვეტილება და რაღას მედავები? :)
არც ესაა ჩემი საქმე, უბრალოდ მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია და გამოცდილება რაც მაქვს და დანარჩენი თქვენ გადაწყვიტეთ, მე ვწუხვარ რომ კარვის ამბებს ჩამოვშორდი მარა ასე მაინც მინდა რამეთი დაგეხმაროთ თუ შევძლებ, მეტი არაფერი, არცერთი წამი არავინ არ უნდა იფიქროს რომ ვინმეს კეთილსინდისიერებაში ეჭვი მეპარება, ეს რა სისულელეა საერთოდ, ნურავინ წაიყვანს აქეთ კამათს!
რაციებს რაც შეეხება, ვიმეორებ, მაქვს მე რაცია დიდი ხანია, და 5 ვატიანიც კი საკმაოდ პრობლემურად მუშაობს მთიან რეგიონში. ნებადართული კი არის 0.5 ვატიანი, კიდე არის სიხშირული პარამეტრები, იძახი ვყიდულობო, რას ყიდულობ რომ გეთქვა, იმას მაინც ვიტყოდით მიახლოებით რამდენად კარგია, მეტი არაფერი, გოგა ამ საკითხში მე მხოლოდ რჩევის მოცემა შემიძლია, მეტი არაფერი, მიიღებთ თუ არა, ეს უკვე თქვენი საქმეა.
ამ თემაზე მეტი კამათი არ მინდა იმიტომ რომ ვგონებ ბევრი არასწორედ იგებს ჩემს შენიშვნებს.
კგია, რომ მეტი სიცხე შეიტანე წინა წერილში.
გადაწყვეტილება მხოლოდ გუშინწინ მივიღე და არა 1პიროვნულად, არამედ, იმ ცნობების შეჯერებით, რაც აქ იწერებოდა.
ჰოლო თუ რა რაციებზე იყო ლაპარაკი, ამის თაობაზე 21ე გვერდზე თეოტირეს დადებულ ბმულზეა,
რომელსაც 22ე გვერდზე ნეოზა გამოეხმაურა. ასევეა, შენი გამოხმაურებები.
მადლობა გამ20დილების გაზიარებისთვის
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები


User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
"კარავის" რაციები

Post by Jnosy » 04 ივნ 2010, 13:59

Makena wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
Jnosy

ვგონებ კანონმორჩილებაზე საუბარი ზედმეტია, რაღაც ისე გამოვიდა თითქოს მე უკანონობისკენ მოგიწოდებთ...
ჩემი და თქვენი სურვილიც დარწმუნებული ვარ ის არის რომ ხარისხიანი რადიოსადგური შევიძინოთ რომელიც პრაქტიკულად გამოგვადგება, თუ ასეთი სადგურის შეძენა უკანონობაა და 5 000 ლარით ისჯება მაშინ გასაგებია რომ ასეთი რადიოსადგური არ უნდა შევიძინოთ.

მაგრამ, ასევე გაუმართლებლად მიმაჩნია ისეთ რადიოსადგურში ფულის გადახდა რომელიც არ გამოგვადგება, შეგვიძლია დავწეროთ რომ არჩევანი არ გვაქვს, რადგან როგორც ზემოთ დაიწერა (ნავიგატორს როგორც ჩანს აქვს გამოცდილება და ალბათ აჯობებს მოვუსმინოთ), ნებადართული რადიოსადგურები ძალიან სუსტია და ჩვენ არ გამოგვადგება, ამიტომ გასარკვევიც არაფერი რჩება...
დასკვნა - თუ ხარისხიან რადიოსადგურს ვერ შევიძენთ მაშინ უხარისხოს შეძენასაც აზრი არა აქვს და მე პირადად არ ვემხრობი სუსტი და გამოუსადეგარი რადიოსადგურის შეძენას.


აანალოგიურად ვფიქრობ და ვთვლი, რომ კახას გამოცდილებას თუ ვენდობით, ფუჭად გადაყრილია რაციის შეძენა, თუ ვერ გამოვიყენეთ.

იმასაც ვუსვამ ხაზს, რომ არასანქცირებული რაციის ყიდვა არ არის მიზანშეწონილი (თუმცა დაჯარიმების პრეცენდენტი გაგებული არ მაქვს)

მორალი –
* არ ვყიდულობთ არასანქცირებულ რაციებს იმიტომ, რომ არ არის ნებადართული
* არ ვყიდულობთ ისეთ რაციებს, რომლებიც ტყეში ვერ გამოგვადგება

აბა რას ვშვებით?
ესეიგი კონსულტაციების გაგრძელება და გამოსავალის ძებნის დროა და არა საცდელად რაღაცის ყიდვა.

ერთხელაც გთხოვთ, ვისაც აქვს ნიკას ნომერი, იქნებ პირად მიმოწერაში მომწეროთ რომ დავურეკო და კიდე უფრო ჩავეძიო დეტალებს

გმადლობთ
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
"კარავის" რაციები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 08 ივნ 2010, 14:26

მეგობრებო, დღეს, ყაზბეგის N9ში მდებარე მაღაზია :მზეში: ვაპირებ 1 წყვილი რაციის ყიდვას.
ფასი 150 ლარი.
ეს იქნება საცდელი წყვილი.
თუ გამოგვადგა, კიდევ შევიძენთ.
მითხრეს, რომ ამ 2 რაციის სხვა ფირმის რაციებთან ჩართვა არ გაძნელდებაო.
თუ ვინმეს გინდათ, რომ გამომყვეთ, შემეხმიანეთ Pირადზე ან ტელეფონით და დავთქვათ წასვლის სასურველი სთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]