ალგეთი

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

rifi
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 25 ივნ 2009, 12:16
ალგეთი

Post by rifi » 28 მაი 2010, 11:02

რას იტყვით, 5-6 ივნისს ალგთის ეროვნული პარკი და კლდეკარის ციხე რომ გვენახა ?

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
ალგეთი

Post by ნინი_85 » 28 მაი 2010, 11:17

აუუუ, ეგ ჩემი დიდი ხნის ოცნებაა თუ მოვახერხე აუცილებლად წამოვალ და 1-2 პლიუსსაც გამოვიყოლებ:)
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ალგეთი

Post by Naia » 28 მაი 2010, 11:23

giorgi.l.
აუუ, როგორ მინდააა

2 დღიანი იქნება თუ 1? ძალიან მინდა წამოსვლა, მაგრამ დასუფთავების აქციაა მაგ დროს და თუ იმას დაემთხვა ალბათ ვერ წამოვალ

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ალგეთი

Post by Mta Mkvarebia » 28 მაი 2010, 11:43

giorgi.l.
Naia
მეც მაგას ვფიქრობდი ზუსტად :(, საერთოდ ვცდილობთ დასუფთავების აქციას გამორჩეულად კარგი გასვლები არ დავამთხვიოთ, მერე ხალხი აქციის ნაცვლად ლაშქრობაზე წავა :wink: , უბრალოდ ცდუნებაა დიდი...
თუ 6-ში გეგმავ რა პრობლემაა, მაგრამ თუ 2-დღიანი გინდა
მაგის მომდევნო შაბათ-კვირას რომ წავიდეთ? ისე ორდღიანი უკეთესი იქნებოდა :) .
Image

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
ალგეთი

Post by tamuna_gudarexi » 28 მაი 2010, 11:51

giorgi.l.
კარგიააა!

მაგ მიდამოებში კარვიდან გასვლა თუ ყოფილა, ნეტავ?
დაახლოებით მარშრუტი რომ ვიცოდეთ და დეტალები. :roll:

Mta Mkvarebia
ლიკ, მომდევნო შაბათ-კვირას უკვე მსოფლიო ჩემპიონატის ციებ-ცხელება იქნება და... ვგონებ, ნაკლები ხალხი გამოაკლდეს მაგ ამბავს ;)

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
ალგეთი

Post by ნინი_85 » 28 მაი 2010, 13:52

tamuna_gudarexi wrote:giorgi.l.
კარგიააა!

მაგ მიდამოებში კარვიდან გასვლა თუ ყოფილა, ნეტავ?
2007 ში იყვნენ ლობო, პინკი და ქლაიმბერი თანაც ზამთარში :)

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=91 ... c&start=45
მეაც გავთუშდ მეაც!

betqila
ბილიკზე მოარული
Posts: 47
Joined: 12 მარ 2010, 10:54
Location: Tbilisi
ალგეთი

Post by betqila » 28 მაი 2010, 14:58

giorgi.l.
კარგი იდეაა, მე პირადად არ ვყოფილვარ მაგ მიდამოებში. კარგი იქნება თუ მოვახერხებთ და წავალთ, მგონი ორ დღიანი უკეთესი იქნება გულიანად მოვახერხებთ ყველაფრის ნახვას. მარშუტის დაგეგმვას თუ აქედანვე შევუდგებით ხომ გადასარევი :D :D

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
ალგეთი

Post by tamuna_gudarexi » 28 მაი 2010, 15:02

ნინი_85 wrote:
tamuna_gudarexi wrote:giorgi.l.
კარგიააა!

მაგ მიდამოებში კარვიდან გასვლა თუ ყოფილა, ნეტავ?
2007 ში იყვნენ ლობო, პინკი და ქლაიმბერი თანაც ზამთარში :)

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=91 ... c&start=45
ახლა დავრწმუნდი, რაოდენ უდიდესი მნიშვნელობა აქვს თემაში ლაშქრობის სათანადო წესით აღწერას... ვერაფერი გავიგე ამ თემიდან :roll: :lol:
ჩემთან ფოტოებიც აღარ ჩანს (ეტყობა, ვადაგასულია), მარშრუტზე ხომ საუბარიც ზედმეტია... :roll:

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ალგეთი

Post by Gvalva » 28 მაი 2010, 15:05

იდეა :!:

კლდეკარიდან რკონში გადასვლა...

მიყვარს ეს გადასვლები და რა ვქნა :oops:

rifi
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 25 ივნ 2009, 12:16
ალგეთი

Post by rifi » 28 მაი 2010, 15:07

ორდღიანი ჯობია, და 12-13 სჰი კი მსოფლიო ჩემპიონატი ხურდება :)
მე პირადად არ ვარ ნამყოფი მანდ, ერთი ეგაა, რომ რუკა ვიშოვნე, პარკის ადმინისტრაციის ხალხთანაც გავივლი კონსულტაციებს და დაცულ ტერიტორიების თანამშრომლებთანაც.
სავარაუდოდ მანგლისამდე სამარშუტოთი ჩავალთ, მერე ალგეთის ხეობით ავალთ კლდეკარზე.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ალგეთი

Post by Naia » 28 მაი 2010, 15:19

giorgi.l. wrote:ორდღიანი ჯობია, და 12-13 სჰი კი მსოფლიო ჩემპიონატი ხურდება :)
მე პირადად არ ვარ ნამყოფი მანდ, ერთი ეგაა, რომ რუკა ვიშოვნე, პარკის ადმინისტრაციის ხალხთანაც გავივლი კონსულტაციებს და დაცულ ტერიტორიების თანამშრომლებთანაც.
სავარაუდოდ მანგლისამდე სამარშუტოთი ჩავალთ, მერე ალგეთის ხეობით ავალთ კლდეკარზე.
კარგია ორდღიანი, მაგრამ ამჯერად დასუფთავების აქციის გამო მე გამოგაკლდებით :)

rifi
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 25 ივნ 2009, 12:16
ალგეთი

Post by rifi » 31 მაი 2010, 23:04

მოკლედ, საქმე შემდეგშია, სამარშუტო მანგლისისკენ გადის სადგურიდან დაახ. 10-11 საათზე, ავტობუსი დელისიდან 11 საათზე, მანგილისიდან ბოლო სამარშუტო გამოდის 2 სთ-ზე, ავტობუსი_ 4-5 სთ-ზე, გზას სჭირდება დაახ. 1,5 სააათი, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაინც არანაირად არ გვაწყობს, დროში ვერ ჩავეტევით.

მეორე საკითხი, მანძილი მანგლისიდან კლდეკარამდე დაახ. 20 კილომეტია (უმეტესობა გრუნტის გზა) და რამდენად შესაძელებლი იქნება ერთ დღეში ამ მანძილის გავლა და მეორე დღეს უკან დაბრუნება.

შესაძლებელია ვიქირაოთ სამარშუტო მანგლისამდე, შემდეგ სოფ. არხოტამდე ავიდეთ ტაქსით (სადღაც 10 ლარი უნდა მანგილისიდან) და არხოტიდან იწყება ,,ნამდვილი ბუნებაო" ასე მითხრეს დაცული ტერიტორიების სააგენტოში :)

თუ მანქანის საშუალება იქნა, შეიძლება დილით ადრე გავიდეთ თბილისიდან, მანგლისში დავტოვოთ მანქანები (ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში) და მერე ფეხით საბოდიალოდ ბევრი დრო გვექნება. ან შეიძლება არხოტშიც ავიდეთ პირდაპირ.

P.s. ვეცდები კარგი რუკა ვიშოვნო და დავდო მარშრუტის ჩვენებით

rifi
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 25 ივნ 2009, 12:16
ალგეთი

Post by rifi » 31 მაი 2010, 23:06

ხო, დამავიწყდა, მანქანების ვარიანტს თუ გადავწყვეტთ, ბენზინი ჩემი, საჭმელი თქვენი :D:D

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
ალგეთი

Post by meleksa » 01 ივნ 2010, 00:51

giorgi.l.


გამარჯობა, მშვენიერი იდეაა
1 დიიდი თხოვნა მაქვს, 7ში გამოცდა მაქვს და თანაც დასუფთავების აქციას რო
არ დაემთხვას 12-13 არ ჯობია?(ვითომ აქციის ბედ იღბალზე ვდარდობ) :lol: :lol: :lol:


რაც შეეხება ფეხბურთს, 11 ში გახსნაა და 12-13 ში 2-2 თამაში რო გამოვტოვოთ მგონი არაუშავს :):):)

გადავდოთ 1 კვირით რააააა :lol: :lol:
Image

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
ალგეთი

Post by tamuna_gudarexi » 01 ივნ 2010, 10:07

meleksa
უკვე ვიცი, მაგაზე რასაც გიპასუხებს გიო ;)


მე კი, ჩემი მხრივ, ძალიან მინდა წამოსვლა, იქნება ეს სამარშრუტოთი თუ მანქანით..

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]