ნესა იტალიაში მიემგზავრება სანდროსთან. ჯერჯერობით 3 თვით :)

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

User avatar
la cioccolata calda
ბილიკზე მოარული
Posts: 77
Joined: 05 აგვ 2008, 16:37
Location: Tbilisi
ნესა იტალიაში მიემგზავრება სანდროსთან. ჯერჯერობით 3 თვით :)

Post by la cioccolata calda » 17 მაი 2010, 22:34

წოწ

ნეს რა კარგია!!!
ეხლა აღმოვაჩინე ეს ტემა და გავიგე ეს ამბავი

ანუ როდის მიდიხარ??? :)))

მაგარია! :)

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ნესა იტალიაში მიემგზავრება სანდროსთან. ჯერჯერობით 3 თვით :)

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 მაი 2010, 12:24

Nessa wrote: სამუდამოდ ცხოვრებას რაც შეეხება რა ვიცი რა ვიცი :oops:
აბა, აბა, თვალი უცხოეთში დარჩენაზე ნუ გიჭირავს.
ეგ რა ბედენაა?
თუ ვინმე გყავს იქ, აქეთ ჩამოიყვანე
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Nessa
ბილიკზე მოარული
Posts: 86
Joined: 18 ივლ 2008, 14:00
ნესა იტალიაში მიემგზავრება სანდროსთან. ჯერჯერობით 3 თვით :)

Post by Nessa » 18 მაი 2010, 21:27

la cioccolata calda

26-ში გამთენიისას :D

:* :*

GAMARJOBA SAKARTVELO

ჩვენ კი გვინდა ჩამოყვანა, მაგრამ ჩამოვლენ რომ :oops:
Nella vita non si puo mai sapere ;)

User avatar
Na-tia
მაწანწალა
Posts: 471
Joined: 31 ივლ 2008, 14:34
ნესა იტალიაში მიემგზავრება სანდროსთან. ჯერჯერობით 3 თვით :)

Post by Na-tia » 18 მაი 2010, 22:03

Nessa
ნესა, რა მაგარიაა :D Complimenti!. L'italiano mi piace tanto. :D

User avatar
megzuri
ბოდიალა
Posts: 260
Joined: 13 ივნ 2008, 00:41
ნესა იტალიაში მიემგზავრება სანდროსთან. ჯერჯერობით 3 თვით :)

Post by megzuri » 18 მაი 2010, 23:24

გოგა მართალია იქ დარჩენაზე არც უნდა იფიქრო :) :roll:

თან სანდრომ იცის უკვე აქ რა თბილი ხალხიც ცხოვრობს (მე ახალ წელს

გავიცანი)...ასე, რომ...

:wink:

კეთილ მგზავრობას გისურვებ
”სადაც არ უდნა იყო, რომელი გზაც არ უნდა

აირჩიო, ყველგან სრულფასოვნად უნდა მყოფობდე ”

User avatar
Nessa
ბილიკზე მოარული
Posts: 86
Joined: 18 ივლ 2008, 14:00
ნესა იტალიაში მიემგზავრება სანდროსთან. ჯერჯერობით 3 თვით :)

Post by Nessa » 19 მაი 2010, 22:15

Na-tia

Grazie cara! შენც გისურვებ რომ მოგენახულებინოს იტალია :)

megzuri

დიდი მადლობა. დავბრუნდები და სანდროსაც ბევრჯერ ჩამოვიყვან :D
Nella vita non si puo mai sapere ;)

User avatar
x mindia x
ბილიკზე მოარული
Posts: 63
Joined: 06 დეკ 2007, 17:30
ნესა იტალიაში მიემგზავრება სანდროსთან. ჯერჯერობით 3 თვით :)

Post by x mindia x » 19 მაი 2010, 23:46

კეთილი მგზავრობა და ბედნიერება
:)
Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ნესა იტალიაში მიემგზავრება სანდროსთან. ჯერჯერობით 3 თვით :)

Post by Int3lig3nt » 27 მაი 2010, 22:34

გუშინ დამავიწყდა დამეწერა...
საღამოს, ბულბულების ჭალიდან ჩამოვედით თუ არა, sms მომივიდა.
შევხედე და რას ვხედავ:
mokitxva italiidan! Natia & Sandro
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ნესა იტალიაში მიემგზავრება სანდროსთან. ჯერჯერობით 3 თვით :)

Post by Mta Mkvarebia » 28 მაი 2010, 09:43

Nessa
მოკითხვა საქართველოდან! :D

სანდრო მოგვიკითხე :)
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ნესა იტალიაში მიემგზავრება სანდროსთან. ჯერჯერობით 3 თვით :)

Post by guruli » 28 მაი 2010, 10:15

დაანებეთ ამ გოგოს თავი - ბიჭი რომ იყოს კიდევ ჰო, მაგრამ ქალის წესი გათხოვება და სახლიდან წასვლაა. ჩასიძება რაღაც ისეთი რამეა ჩვენში, გატყავებულ მელას რომ ადარებენ. :D :D სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო. ჰოდა, ბედნიერება ვუსურვოთ, სადაც წავიდა ან წავა.
Nessa - ბონასერა, მალე ლაშქრობაში შეხვედრის იმედით. :)
ისე, იტალიელებში არის რაღაც ქართული - ბევრში იერიც კი, მაგრამ უფრო ტემპერამენტიანი, ფეთქებადი ხასიათი.

User avatar
civciva
მაწანწალა
Posts: 482
Joined: 11 სექ 2007, 15:53
ნესა იტალიაში მიემგზავრება სანდროსთან. ჯერჯერობით 3 თვით :)

Post by civciva » 02 ივნ 2010, 01:29

მაკარონის ტექნოლოგია დაამუღამე?


რომ ჩამოხვალ ფაბრიკა გავხსნათ!

User avatar
Nessa
ბილიკზე მოარული
Posts: 86
Joined: 18 ივლ 2008, 14:00
ნესა იტალიაში მიემგზავრება სანდროსთან. ჯერჯერობით 3 თვით :)

Post by Nessa » 11 ივნ 2010, 12:37

Ciao a tutti! ანუ გამარჯობა ყველას!
დიდი მადლობა მოკითხვისთვის და კეთილი სურვილებისთვის!

რაც იტლიაში ჩამოვედი იშვიათად მიწევს კომპიუტერთან ჯდომა და მაშინაც ჩემებს ველაპარაკები, ამიტომ ბოდიშს გიხდით რომ ამდენ ხანს არ გამოვჩნდი :oops:

დავიწყებ თავიდან :) ფრენა ღამით იყო . ულამაზესია ღამის თბილისი . ალბათ ვერასდროს შევძლებ ვიყო ობიექტური და ყოველთვის ვიტყვი რომ თბილისი ყველაზე ლამაზი ქალაქია მსოფლიოში.

პრაღაში მომიწია თვითმფრინავის გამოცვლა. წვიმიანი, ნისლიანი ამინდი იყო და ბევრი ვერაფერი დავინახე იქ. პასპორტის შემოწმებისას ოფიცერს ინგლისურად დაველაპარაკე, მან დახედა მოქალაქეობას და რატომღაც რუსულად მომთხოვა საუბარი. საერთაშორისო აეროპორტია და არამგონია ყველამ იცოდეს რუსული ვინც იქ ჩადის :? ცოტა გავბრაზდისავით, მაგრამ იმის შიშით რომ პრაღაში არ დავრჩენილიყავი ვუპასუხე რუსულად, სხვა რა გზა მქონდა.
Nella vita non si puo mai sapere ;)

User avatar
Nessa
ბილიკზე მოარული
Posts: 86
Joined: 18 ივლ 2008, 14:00
ნესა იტალიაში მიემგზავრება სანდროსთან. ჯერჯერობით 3 თვით :)

Post by Nessa » 11 ივნ 2010, 12:58

პირველი რამაც გამაოცა ევროპაში ის იყო, რომ ერთი გოჯი მიწა არ არის დატოვებული დაუმუშავებელი. სხვადასხვა ფერის კულტურები ხალიჩასავით დაჰფენია მიწას. მსგავსი ხედები კახეთშიც მინახავს, შედარებით მცირე მასშტაბის და ევროპელებისაგან განსხვავებით ხელით დამუშავებული :(

როგორც იქნა ჩავაღწიე ვენეციაში სადაც სანდრო, ფოტოაპარატით ხელში მელოდა :D

სანდრო ვენეციიდან 40კმ-ის დაშორებით, ერთ პატარა ქალაქში, სან დონა დი პიავე- ში ცხოვრობს. ლამაზი ვილები, ყვავილებიანი ეზოებით, მშვიდი ქუჩები და ყველა ასაკის ველოსიპედით მოსიარულე ადამიანები (მე ვერ ვატარებ ველოსიპედს :oops: ), მათ შორის ხნიერი ხალხიც. აი რა დამხვდა ამ ქალაქში :)
ორი დღე დავისვენეთ და მხოლოდ ახლომახლო ადგილები მოვინახულეთ :)
ფოტოებს რატომღაც ვერ ვტვირთავ და მოგვიანებით გავაგრძელებ ჩემი ამბების მოყოლას სურათებითურთ :)
Nella vita non si puo mai sapere ;)

User avatar
la cioccolata calda
ბილიკზე მოარული
Posts: 77
Joined: 05 აგვ 2008, 16:37
Location: Tbilisi
ნესა იტალიაში მიემგზავრება სანდროსთან. ჯერჯერობით 3 თვით :)

Post by la cioccolata calda » 12 ივნ 2010, 19:02

ნეს საინტერესოდ ყვები და გააგრძელე
იტალიური ამბები მაინტერესებს შენი ძალიან

სურათებს ფეისბუქზე ვნახულობ და ისტორიებს ჩემით ვიგონებ და ვერთობი :*

გაიხარე შენ! :*

სანდროს მოკითხვა

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ნესა იტალიაში მიემგზავრება სანდროსთან. ჯერჯერობით 3 თვით :)

Post by guruli » 12 ივნ 2010, 19:12

Nessa
ლამაზი ვილები, ყვავილებიანი ეზოებით, მშვიდი ქუჩები და ყველა ასაკის ველოსიპედით მოსიარულე ადამიანები (მე ვერ ვატარებ ველოსიპედს ), მათ შორის ხნიერი ხალხიც. აი რა დამხვდა ამ ქალაქში
წარმომიდგენია.
მშვიდობით ჩასვლას გილოცავ.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]