diklo9

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
likakoo
იეტი
Posts: 1294
Joined: 29 ივნ 2007, 14:27
Location: msoflio
diklo9

Post by likakoo » 23 აპრ 2010, 11:27

28 აპრილს, დილის 7 საათზე

მეც მოვდივარ!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
diklo9

Post by ნინი_85 » 24 აპრ 2010, 00:20

zura N.

ზურა, შენმა დადებულმა ფოტოება გუდაურში წასვლის წინა დღე გამახსენდა და ძალიან მომინდა აქ რომ დამეწერა...

საღამოს თეატრში წასვლა გადავწყვიტეთ და თავისუფალი თეატრის ერთ-ერთ სპეკტაკლზე შევიძინეთ ბილეთები, სპეკტაკლის დაწყებამდე ალბათ 1 საათი დრო გვქონდა და კაფეში შესვლა გადავწყვიტეთ. მანქანა იქვე გავაჩერეთ, პუშკინის სკვერის მოპირდაპირე მხარეს, ბორდიულზე. ძალიან გვშიოდა ორივეს და სანამ დავნაყრდით დროც გავიდა, საჩქაროდ გავმოვედით გარეთ სპექტაკლზე რომ არ დაგვეგვიანა და მანქანისკენ გავემართეთ, მარა... სადაა მანქანა, არადა თითქოს აქ იდგა, მივდექით-მოვდექით, მარა არა, არსად შორიახლოს არ ჩანს, მერე აბრას შევხედეთ და გადავრეკეთ " city park"-ში, აქაა თქვენი მანქანა და 10 საათამდე თუ მოასწრებთ გაყვანას, თორე მერე ადმინისტრაცია მიდის და დილამდე მოგიწევთ ლოდინიო. საბედნიეროდ თეატრის ბილეთები დათოს შარვლის ჯიბეში ჩაედო და რადგან ჩვენი გათვლებით სპაქტაკლის ნახვასაც ვასწრებდით და მანქანის გამოყვანასაც სულ სირბილით ჩავედით თეატრამდე.
თეატრში ჩემი რძალი და მისი მეჯვარე დაგვხვდენ, ჩემმა რძალმა შეიცხადა, აქაც არ გასვენებო, არადა ბილეთები განზრახ შევიძინეთ, რადგან ვიცოდი რომ იმ დღეს სწორედ ამ სპექტაკლზე მიდიოდა :D
დავსხედით... გავიდა 10, 20, 30 წუთი და სპექტაკლი არ იწყება, ხალხმა ხმაური დაიწყო, ბოლოს მოგვახსენეს მსახიობს გული წაუვიდა და შემცვლელ ველოდებითო. დაახლოებით ნახევარი საათი ველოდეთ კიდევ და როგორც იქნა დაიწყო. მართლა კარგი იყო, ძალიან ვისიამოვნეთ მარა...
სპექტაკლი ზუსტად 10 საათზე დამთავრდა და გაგვახსენდა მანქანა, აი აქ კი დაგვცხა, თავქუდმოგლეჯილები გამოვცვივდით, ისე რომ დამშვიდობება ძლიავს მოვასწარით და პირველივე ტაქსში ჩავსხედით. როგრც აღმოჩნდა ამ ტაქსის მძღოლისთვის იმ დღეს "city park"-ის მიერ უკვე მე-3 დაზარალებულები ვიყავით, ვინც სასტუმრო აჭარასთან მანქანის გამოსაყვანად მიჰყავდა.
მივედით მარა... დაგვხვდა მხოლოდ დაცვის თანამშრომელი კატეგორიული უარით, გამორიცხულია მანქანას ვერ გაგატანთო, არადა მეორე დღეს უთენია გუდაურში მივდივართ მანქანით და თან დათო არმაზშია წასასვლელი.
აი აქ კი დათომ: თბილისში ვერ დავრჩებით, რაიონიდან ვართ, არავინ გვყავს ნაცნობიც კი რომ მივადგეთ, არც ფული გვაქვა სასტუმეოში რომ გავჩერდეთ, პირადომის და მართვის მოწმობების ასლებს და ჯარიმის ფულს დაგიტოვებთ და გაგვატანეთ მანქანაო. მოკლედ ვისმენდი და საკუთარი თავი მეც კი შემეცოდა არათუ იმ დაცვის თანამშრომელს, სხვათაშორის იმოქმედა :) ვიღაცასტან გადარეკა, ახალგაზრდა ცოლქმარია (საიდან მოიტანა არ ვიცი), დასარჩენი არა აქვთ და უნდა გავატანოთ მანქანა ცოდოები არიანო.
როგორც იქნა ხვეწნა-მუდარით დაგვრთეს ნება ასლებზე, მარა... არ გინდა ქსეროქის აპარატის შოვნა ღამის 11 საათზე? დავიარეთ ყველა ღია დაწესებულება, რაც კი რამ იყო სასტუმრო აჭარის ირგვლივ, აფთიაქების და მაგდონალდსის ჩათვლით, კაზინო აჭარაშიც კი შევედით, მარა სწორედ იმ დროს ჩხუბი ატყდა, პოლიცია მოვიდა და ვის ეცალა ჩვენი ქსეროქსისთვის... ვდგავართ ასე უიმედოთ, უმანქანოთ და ასლების გარეშე ქუჩაში. ძლივს დავითანხმეთ ადამიანი ამდენი ხვეწნა-მუდარის შემდეგ და რათ გინდა... მაგრამ უცბათ თავში იდეა მომივიდა :idea: ტაქსით რომ მოვდიოდით მაშინ დავინახე საპატრულო და გამახსენდა რომ სადღეღამისოა და ქსეროქსის აპარატიც ექნებათ. გავემართეთ იმედით და პატრულმაც იმედები გაგვიმართლა, გადაგვიღეს ასლები და გამოგვიშვეს მადლიერები, აბა ამის მერე როგორ არ ვთქვა "მადლობა პატრულს" (იმ 150 ლარიანი ჯარიმის მიუხედავად რამდენიმე დღით ადრე რომ გამოუწერეს დათოს, თუმცა ეს კიდევ ცალკე ისტორიაა) მარა ამით ყველაფერი არ დამთავრებულა, დაცვის თანამშრომელი უარზე დაგვიხვდა, ვერა, გამორიცხულია ვერ გაგატანთ, რომ გამიგონ გამათავისუფლებენ სამსახურიდანო და დაიწყო ისევ თავიდაან... საკმაო ხნის საუბრის შემდეგ როგორც იქნა გამოვაღწიეთ მანქანით თუმცა კი იმის მყარი გარანტიით, რომ თუკი უფროსობა დაცვის თანამშრომელს გაათავისუფლება სამსახურიდან დათო თავისთან მიიღებდა ავტოსერვისში :)

პ.ს. იმედია ჩემი ნაწერებით თავს არ მოგაბეზრებთ, უბრალოდ ძალიან მომინდა რომ დამეწერა და კიდევ დავწერ ალბათ, თუმცა ამჯერად იმით დავიწყებ თუ რითი დაიწყო ყველაფრი...
მანამდე კი იმას ვიტყვი, რომ ყველა დღე დათოსთან გატარებული რაღაც დაუვიწყარი თავგადასავალი იყო, სასიამოვნო ემოციებით დატვირთული... არ ვიცი როგორ ახერხებდა, მარა ფაქტია რომ გამოსდიოდა... როცა ვიხსენებ ხოლმე იმ დროს ყოველთვის ღიმილი მადგება სახეზე... ბედნიერი ვარ რომ ასეთი ადამინის გვერდით ყოფნის ღირსი გამხადა უფალმა...

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
diklo9

Post by Gvalva » 25 აპრ 2010, 17:34

ნინ, ძალიან-ძალიან მიყვარხარ!!

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
diklo9

Post by KSOVRELI » 25 აპრ 2010, 18:55

შარშან არმაზში ვიყავით. გზაზე რომ ჩამოვედით, სარეისო გავაჩერეთ, ისე გავტენეთ მანქანა,
რომ მე აღარ ავედი და ფეხით წამოვედი მცხეთისკენ. არმისული ხიდამდე, ჩემ წინ მანქანა გაჩერდა,
იქიდან არცთუ ისე გაპარსული, ტრუსების ამარა ახალგაზრდა გადმოვიდა. ჩემკენ წამოვიდა ღიმილით.
ხელი ჩამომართვა, გადამკოცნა, მომიკითხა. მე კი გარტყმაში არა ვარ, ვინ არის. ვიფიქრე, ალბათ კარავთან
ერთად ულაშქრია-მეთქი. ასეც იყო, მაშინ მას მეორედ ვხედავდი (მერე გამოვთვალე).
მანქანით წაყვანა შემომთავაზა, თუმცა მე თითქმის ადგილზე ვიყავი, ხოლო ის მცხეთში შედიოდა.

ის ახალგაზრდა დათო იყო, იგივე diklo9.
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
diklo9

Post by Mta Mkvarebia » 26 აპრ 2010, 21:17

Gvalva wrote:ნინ, ძალიან-ძალიან მიყვარხარ!!
მეც, მეც, მეც!!

ნინი_85
გეხვეწები, კიდევ მოგვიყევი დათოზე მათ, ვინც ასე კარგად არ იცნობდა და ვინც შენი ნაწერებიდან გაიცნობს მას...
მაშინ მოგვიყევი, როცა ამაზე საუბარი მოგინდება :**
Image

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
diklo9

Post by anano » 27 აპრ 2010, 00:00

მთაშენკას თხოვნას მეც ვუერთდები...ერთ ამოსუნთქვაზე წავიკითხე შენი ნაწერი....


ჰო და ... მე მიყვარხარ :* :oops:
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
diklo9

Post by tamuna_gudarexi » 27 აპრ 2010, 01:05

ნინი_85

ნინ, იმ დღეს თეატრში ხომ გნახეთ და აფორიაქება შეგნიშნეთ...
ახლა სრულად გავიგე ეს ამბავი!

გვიამბე კიდევ! :*

User avatar
civciva
მაწანწალა
Posts: 482
Joined: 11 სექ 2007, 15:53
diklo9

Post by civciva » 27 აპრ 2010, 01:38

ნინი_85 wrote:zura N.



რომ ყველა დღე დათოსთან გატარებული რაღაც დაუვიწყარი თავგადასავალი იყო, სასიამოვნო ემოციებით დატვირთული... არ ვიცი როგორ ახერხებდა, მარა ფაქტია რომ გამოსდიოდა... როცა ვიხსენებ ხოლმე იმ დროს ყოველთვის ღიმილი მადგება სახეზე... ბედნიერი ვარ რომ ასეთი ადამინის გვერდით ყოფნის ღირსი გამხადა უფალმა...

მართლა ახერხებდა დაგამოსდიოდა იუმორი ხო ქონდა და ქონდა

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
diklo9

Post by Int3lig3nt » 27 აპრ 2010, 01:51

ნინი_85
აუცილებლად მოგვიყევი კიდევ :).

სულ რამდენჯერმე მყავს ნანახი დათო და წესიერადაც არ ვიცნობდი.
თუმცა ერთი შეხედვითაც გამოარჩევდი ადამიანთა ჯგუფში.
მართლაც ნათელი წერტილი იყო. ხალასი და სუფთა.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
civciva
მაწანწალა
Posts: 482
Joined: 11 სექ 2007, 15:53
diklo9

Post by civciva » 27 აპრ 2010, 21:07

ნინი_85 wrote:ოთხშაბათს, 28 აპრილს, თაბორის მთაზე არსებულ მამათა მონასტერში (აბანოთუბნის თავზეა) დილის 7 საათზე დავითის სახელზე აღევლინება შეკვეთილი წირვა, წირვას აღავლენს მამა ნერსე.
ყველ მსურველს შეუძლია დაესწროს.


6:30 წუთზე აბანოებთან ვიქნები

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
diklo9

Post by ნინი_85 » 28 აპრ 2010, 14:40

ვერ მოვითმინე რომ არ დამეწრა, ძალიან ძალიან ლამაზი დილა იყო, სითბოთი და სიყვარულით გაჟღენთილი, საოცარი სიმშვიდე ჩაიღვარა ჩემს გულში და ახლაც მომყვება...

დიდი მადლობა ყველას ვინც დღეს დათოს სახელზე აღვლენილ წირვაში მიიღო მონაწილეობა, განსაკუთრებით ლიკაკოს და წივწივას იდეისათვის, თემოს წირვაზე მსახურებისთვის, მგალობლებს უჩას, გიორგის და გიორგის, რომ არ დაიზარეს და დილის 7 საათზე რუსთავიდან ჩამოვიდნენ, ძალიან დიდი მადლობა თანადგომისთვის გოგას, ნაიას და თამუნა გუდარეხს, დიდი მადლობა თითოეულ თქვენტაგანს, ვისაც უნდოდა წამოსვლა მაგრამ ვერ წამოვიდა, ვინც თბილი სიტყვებით გამოხატა თავისი თანადგომა, ძალიან მიყვარხართ ყველანი.

User avatar
likakoo
იეტი
Posts: 1294
Joined: 29 ივნ 2007, 14:27
Location: msoflio
diklo9

Post by likakoo » 28 აპრ 2010, 15:54

ესეც ერთ-ერთი ლამაზი დღე იყო დათოს სახელთან დაკავშირებული...

უფალმა ინებოს მისი სულის შეწყალება...

ika-bebo
ბოდიალა
Posts: 126
Joined: 18 აგვ 2009, 01:03
Location: *ტაო-კლარჯეთი*
diklo9

Post by ika-bebo » 28 აპრ 2010, 16:30

მიუხედავად იმისა, რომ ამ ადმიანს არ ვიცნობდი ნინი_85 პოსტი დღეს მეორეჯერ წავიკითხე და უბრალოთ, რომ არ დამეპოსტა არ შემეძლო, სიტყვები არ მყოფნის არც ვიცი რა ვთქვა უბრალოთ :cry: :cry: :cry:
ტაო-კლარჯეთჲ უსაზღვრო ტკივილი და სიამაყე!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
diklo9

Post by ნინი_85 » 28 აპრ 2010, 17:07

რითი დაიწყო ყველაფერი... რა თქმა უნდა ინტერნეტით :) მეგობრის დაჟინებული თხოვლით ერთ-ერთ საიტზე დავრეგისტრირდი და რადგან ძალიან მომეწონა მთავარ გვერდზე ფონის შეცვლის თავისუფალი არჩევანი მალევე ავითვისე და ყველა ჩემი კარვული თუ არაკარვული ლაშქრობების და თავგადასავლების ფოტოები და 'სლაიდები' დავაწყე.
გამოხმაურებებმა არ დააყოვნეს, მაგრამ ერთ-ერთმა წერილმა განსაკუთრებულად მიიქცია ჩემი ყურადღება, მხოლოდ ერთი მოკლე წინადადება ეწერა: "wish you were not taken" მიხვდებით ალბათ ვისგანაც იქნებოდა :wink: ასე გავიცანი დათო, ჩემი გამოთვლებით გასული წლის მაისის შუა რიცხვებში.
რადგანაც თვითონ მოგზაურობების მოყვარული აღმოჩნდა სასაუბრო თემაც ძალიან ადვილად მოვძებნეთ. მე იმ პერიოდში გაგანია ციებ-ცხელება მქონდა დიპლომის წერა და მის დასაცავად მზადება რომ ჰქვია და მაინდამაინც ხშირად ვერ ვწერდი ხოლმე, მაგრამ თვითონაც ისეთი ტიპი აღმოჩნდა, თავის მობეზრებები და ტვინის ბურღვები რომ არ უყვარს, რაც ძალიან მესიამოვნა :) მახსოვს რაღაც ფილმს ვეძებდი ინგლიურ ენაზე და რომ ვერსად ვიშოვე მივწერე იქნება მიშველო თქო და skype-ს ID მომწერა.
მთელი ორი თვე რაც მიმოწერა გვქონდა სულ უკვირდა, ფოტოებიდან გეტყობა გიყვარს ბოდიალი და რატო აღარსად დადიხარო...
და აი დადგა ნანატრი დროც, უნივერსიტეტის დამთავრება რომ ჰქვია და ლაშქრობების "სეზონის გახსნა" რომ უნდა რქმეოდა...
დიპლომის დაცვიდან პირველივე კვირას ლომისაზე გადავწყვიტე წასვლა, მახსოვს მე, კიკი და ნიკუშანიკუშა ვთათბირობდით skype-ში და ბოლოს თემაც გავხსენი კარავზე, მსურველები ბევრნი არ ჩანდნენ და ამიტომ skype-ს მივაწერე მსურველებს მივიღებთ თქო და რა თქმა უნდა სხვებთან ერთად დათომაც გამოთქვა სურვილი. მახსოვს მაშინ მთხოვა მობილურის ნომერი და მისი ხმაც პირველად მაშინ გავიგე :)
კარავზე მანამდეც მქონდა ნათქვამი და ახლა მითუმეტეს კარვულ გასვლაში მოდიოდა, ამიტომ დარეგისტრირება შევთავაზე, სიხარულით დამეთანხმა. მერე, როცა გააქტიურდა შევნიშნე რომ ლაშქრობის წინა დღეს 18 ივლისს დარეგისტრირებულა...
დადგა 19 ივლისი, ნანატრი "სეზონის გახსნა". დაქირავებულმა სამარშუტომ დაახლოებით 1 საათით "დაიგვიანა", სინამდვილეში კი დროზე მოვიდა, უბრალოდ მე დავიბარე ხალხი ადრე და შესაბამისად დიდუბეშივე "კარგი ორგანიზატორობისთვის" "კარგად დამახასიათეს", მახსოვს ისეთი დაბნეული ვიყავით რომ სამარშუტოში დავჯექი და ჩანთა კი გარეთ დამჩა :oops: ამიტომ ინტელას ვთხოვე ერთი პლიუსი მცხეთასთან უნდა დაგვხვდეს და შემახსენე თორე მე ვიცი დამავიწყდება თქო, მაგრამ საბედნიეროდ ძაან შორიდან დაბრუნება არ მოგვიწია და დათო ჩავისვით.
დუშეთში ცოტა ხნით შევჩერდით, ჩემი მეორე პლიუსი ალეკო უნდა ჩაგვესვა, ალეკო აგვიანებდა... სამარშუტოდან გადასვლა გადავწყვიტე... მე ჩემი გაჭირვება მქონდა, თასმა შემეხსნა კეტებზე და მის შესაკრავად გადავედი, რომ შევიკარი და თავი ავწიე ჩემს წინ დათო იდგა, ისიც გადმოსულიყო სამარშუტოდან, მახსოვს პირველად რაც გავიფიქრე: გაცილებით უკეთესია ვიდრე ფოტოებიდან სჩანდა თქო...
ალეკო მოვიდა და განვაგრძეთ გზა. ჩავედით მლეთაში და ავუყევით აღმართს. ძალიან ცუდად ვიარე, ბოლოში მოვჩანჩალებდი კიკისთან ერთად, კიკიმაც კი ჩემზე უკეთესად იარა :oops: მაშინ მეგონა რომ ფორმაში არ ვიყავი, ამდენი ამოვარდნა ლაშქრობებიდან ცუდად დამეტყო, მაგრამ თურე საკმაოდ მძიმედ ვიყავი ავად და წარმოდგენაც არ მქონდა...
როგორღაც ავაღწიეთ ლომისამდე სვენებ-სვენებით, ჩემმა პლიუსებმა იყოჩაღეს, კარგადაც იარეს და ხალხიც გაიცნეს, გამიხარდა კიდევაც, მე ვერ მივაქციე ყურადღება ჩემი ნელი სიარულის გამო და არ მინდოდა თავი უხერხულად ეგრძნოთ.
წივწივამ ლომისაზე ამოგვაკითხა და გვახარა ხიდიდან დავეშვებითო, კიდევ კაი ჩემი სიარული არ ნახა თორე ეგრევე შავ სიაში გადამიყვანდა თქო გავიფიქრე:P მაშინ გავაცანი დათო... ძალიან გაუხარდა ხიდიდან დაშვებას რომ ვაიპრებდით, აღმოჩნდა რომ საკმაო გამოცდილებაც ჰქონია, სწორედ მაშინ გავიფიქრე ერთი ჭკუისები სჩანან და აუცილებლად კარგი მეგობრები გახდებიან თქო და არც შევმცდარვარ...
ტაძარი მოვილოცეთ, ჯაჭვი შემოვატარეთ და ვისადილეთ, სულ ცოტა ხნით მოვახერხე დათოსთან საუბარი, ისევ კარვული ისტორიების მოკლე მიმოხილვით შემოვიფარგლე, მერე ფოტოები გადავიღეთ და დავეშვით, ისევ ბოლო ჩამოვჩანჩალდი...
ხიდზე ყველაფერი გამზადებული დაგვახვედრა წივწივამ, დათოც ეხმარებოდა, როგორც უკვე გამოცდილი ამ საქმეში 8) რიგში ჩავდექი, მახსოვს სადღაც შუაში მომიწია. პირველად ვეშვებოდი და ცოტა არ იყოს ვღელავდი, თან ძალიან მაინტერესებდა როგორ გამომივიდოდა. წივწივამ ე.წ. "ტრუსები" მომარგო და დაიწყო შეკვრა, სწორედ ამ დროს შევნიშნე რომ მარცხენა ფეხზე თასმა ისევ შეხსნილი მქონდა :x ისეეევ, მთელი გზა არ მომასვენა რა, გავიფიქრე და ჭირვეული ბავშვივით დავიწყე: აუუ "შნუროკი" გამეხსნაა !!! უცებ რას ხედავენ ჩემი თვალები: სრულიად მოულოდნელად, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი დათომ, რომელიც ჩემს გვერდით იდგა უცერემონიოთ ჩაიცუცქა და შეკვრა დაიწყო, გამოვშტერდი!!! ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, საერთოდ გავითიშე, შოკში ვარ :shock: ვგრძნობ რაღაც ხდება ჩემს თავს, რაღაც უცნაური ემოციები ერთმანეთში აირია და სასწაული სითბოს სახით ჩამეღვარა გულში... სწორედ ამ დროს სადღაც მარცხნიდან მესმის ახლაც არ ვიცი ვისი ხმა, მგონი ქეთო იყო: ნინი!
შენელებული კადრები რომაა, ვიგრძენი რომ აი ასე შევატრიალე თავი და აი ბატონო შედეგიც:

Image

მგონი სახეზე მეტყობა რომ ყველაფერი რიგზე ვერაა :lol:

არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდა ეს მდგომარეობა, მადლობაც ვთქვი თუ არა ეგეც არ მახსოვს და დავიწყე დაშვება... მშვიდობიანად დავეშვი სხვათშორის, ალბათ იმიტომ რომ ზევით დათო იყო დაცვაში და ქვეოთ ალექსი :D

Image

მლეთადან წამოსლის წინ (დაახლოებით საღამოს 9 საათი იქნებოდა) დათომ და წივწივამ არაგვში იბანავეს, გადარეულები! იპოვეს ერთმანეთი გავიფიქრე...

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
diklo9

Post by გვალდა » 28 აპრ 2010, 17:48

ნინი_85
რა კარგად წერ, ნინი. ყველა წუთს აცოცხლებ თითქოს.
სვანეთოლოგი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]