კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 28 მარ 2010, 00:39
qvevri wrote:Nephros
ტოპაზ, ეს რა ლამაზი ისარი დაგიხატავთ...
ასპინძის მისადგომებთან თუ იყო ვერც კი წარმოვიდგენდი. ამ მიდამოებში ეს უკანასკნელი ტაძარი მგონია მხოლოდ. არადა სულ რაღაც გუშინ მოვიარე ეს მიდამოები და ვნახავდი რომ მცოდნოდა...
ჩიხორისი ასპინძა-საროს მონაკვეთზეა.
ასპინძინძიდან თუ მოდიხარ, მარჯვნივ არის, ანუ, საროს მხარეს. მთავარი გზიდან არ ჩანს, მაგრამ 400 მეტრშია და სოფლის ბილიკით ახვალ.
აი, ცოტა შორიდან -
Nephros
აქვე, შენი ნებართვით დავაზუსტებ, რომ სახელი ჩიხორისია სწორი და არა ჩიხორიში.
რატომღაც, ზოგი1 წყარო არასწორად მოიხსენიებს. ისევე,
როგორც გერგეთს გერგეტის ნაცვლად, ჭულევს ჭულეს ნაცვლად და ა.შ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 28 მარ 2010, 07:38
Nephros
ოშორაა აღდგენამდე.
მახსენდება ამ ტაძარის ბრწყინვალე ლაპიდარული წარწერა, რომელშიც ამ ტაძრისადმი ვენახის შეწირულობა მოიხსენიება.
და ნუთუ ეს მართალია, რომ გამოცანები ამოგეწურათ მეგობარო? ძნელი დასაჯერებელია.
-
Nephros
- მაწანწალა
- Posts: 643
- Joined: 25 სექ 2009, 02:06
- Location: სახლი
-
Contact:
Post
by Nephros » 28 მარ 2010, 19:00
Makena

სიამოვნებით. საინტერესოა, რა მარშრუტია.
ჩიხორიში ნასოფლარი თუა არ ვიცი. ალბათ ასე, ათი წლის წინ მექნება ნანახი და არ მახსოვს. ეს ფოტოც კომპიუტერში აღმოვაჩინე, ოჯახის რომელიმე წვრის გადაღებული თუა.
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...
-
Nephros
- მაწანწალა
- Posts: 643
- Joined: 25 სექ 2009, 02:06
- Location: სახლი
-
Contact:
Post
by Nephros » 28 მარ 2010, 19:11
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:Nephros
აქვე, შენი ნებართვით დავაზუსტებ, რომ სახელი ჩიხორისია სწორი და არა ჩიხორიში.
შესაძლოა, ამიტომ ვერ შეგედავები. ისე კი ყველა ჩიხორი
შს უწოდებს. ალბათ სალაპარაკო ენაში სისინა ბგერის შიშინა ბგერად ტრანსფორმაციასთან გვაქვს საქმე. ქსე-ში ისეა, როგორც შენ ამბობ: ჩიხორი
სი.
ალბათ ვინმემ გიმეგზურა, თორემ რუკაზე ან სხვა, ისტორიულ ძეგლთა ბროშურაში ამას ვერ ნახავდი.
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...
-
Nephros
- მაწანწალა
- Posts: 643
- Joined: 25 სექ 2009, 02:06
- Location: სახლი
-
Contact:
Post
by Nephros » 28 მარ 2010, 19:18
qvevri wrote:Nephros
ოშორაა აღდგენამდე.
მახსენდება ამ ტაძარის ბრწყინვალე ლაპიდარული წარწერა, რომელშიც ამ ტაძრისადმი ვენახის შეწირულობა მოიხსენიება.
და ნუთუ ეს მართალია, რომ გამოცანები ამოგეწურათ მეგობარო? ძნელი დასაჯერებელია.

ჩემს გამოცანებს მნიშვნელობა აღარ აქვს, მართალია და თქვენი ჯერია.
...
"...შენდა სამსახურად ვიყიდენ ორნი ვენახნი და სამნი ყანანი...". რამდენი იქნებოდა "ორნი ვენახნი"? ორი მეასედი? - მგონი ცოტაა. ორი ჰექტარი? - ეს მეტისმეტია. თქვენ რას იტყოდით?
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 28 მარ 2010, 20:50
Nephros
ძველად ვენახების ფართობი მეტრ კვადრატობაში არ იზომებოდა დღევანდელისაგან განსხვავებით. საინტერესო ცნობებს ვხვდებით ასევე გრემის ტრილინგვაშიც სადაც ასევე მოიხსენიება ვენახები, მაგრამ არა ორი ან სამი ვენახი არამედ ორი ან სამი დღის ვენახი. მოკლედ მაშინდელ საქართველოში ვენახის საზომ ერთეულად მოიხსენიეობოდა ერთი დღის ვენახი, ორი დღის ვენახი და ა.შ. ვენახის ზომის განსაზღვრებები დიდათ არ განსხვავდებოდა საქართველოში ძველი დროიდან მოყოლებული სგასული საუკუნის მთლად დასაწყისამდე და როდესაც რუსულ-ევროპულია გავლენა შემოვიდა ჩვენში მაშინ კი ცოტა აირ დაირია სათვალაბი ვიდრე დღევანდელ დღემდე...
ეს საქმე დღესაც არეულია და "ელის პირუთვნელს განმკითხველსა"...
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 28 მარ 2010, 21:07
აბა კახელებო თქვენი იმედი მაქვს
ამავე ტაძარზედ საკმაოდ საინტერესო ორი ლაპიდარული წარწერაა, ხოლო ასე 15-იოდე მეტრში დგას შესანიშნავი კოშკ-მარანი, რომლის თითქმის ზუსტი ანალოგი მისგან ასე აღიოდე კილომეტრშია...

-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 29 მარ 2010, 01:24
Nephros wrote:GAMARJOBA SAKARTVELO wrote:Nephros
აქვე, შენი ნებართვით დავაზუსტებ, რომ სახელი ჩიხორისია სწორი და არა ჩიხორიში.
შესაძლოა, ამიტომ ვერ შეგედავები. ისე კი ყველა ჩიხორი
შს უწოდებს. ალბათ სალაპარაკო ენაში სისინა ბგერის შიშინა ბგერად ტრანსფორმაციასთან გვაქვს საქმე. ქსე-ში ისეა, როგორც შენ ამბობ: ჩიხორი
სი.
ალბათ ვინმემ გიმეგზურა, თორემ რუკაზე ან სხვა, ისტორიულ ძეგლთა ბროშურაში ამას ვერ ნახავდი.
შესაძლოა, ასეც იყოს.
თუმცა, :ს: უფრო ადვილად გარდაიქმნებოდა :შ:-დ, ვიდრე პირიქით. სათქმელად :ჩიხორიში: უფრო მოხერხებულად მიმაჩნია, ვიდრე :ჩიხორისი:.
სოფელშიც ჩიხორისს ამბობდნენ.
ამ ძეგლის არსებობა ვიცოდი და ასპინძაში ჩასულმა მეგზურობა ვითხოვე და თანაც, ოჯახის უნებური სტუმარიც შევიქენი.
:ქსე: რა არის, სადაც ჩიხორისი წერია? ქართული საბჭოთა ენციკლოპედია?
ვერაფრით შევიძინე მისი ტომეული.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 29 მარ 2010, 01:25
qvevri wrote:აბა კახელებო თქვენი იმედი მაქვს
ამავე ტაძარზედ საკმაოდ საინტერესო ორი ლაპიდარული წარწერაა, ხოლო ასე 15-იოდე მეტრში დგას შესანიშნავი კოშკ-მარანი, რომლის თითქმის ზუსტი ანალოგი მისგან ასე აღიოდე კილომეტრშია...

ეს კომპლექსი ახმეტის რაიონშია.
სოფლის უწინდელი სახელი ბადაგონია.
ჰოლო 100ოდე კმში მდებარე მსგავს კომპლექსში, შენ, ალბათ, ხაშმს გულისხმობ, უწინ რომ კაწარეთად მოიხსენიებოდა.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 29 მარ 2010, 09:33
GAMARJOBA SAKARTVELO
ეს ეკლესია და კოშკ-მარანი მდებარეობს ზემო ხოდაშენში (ახმეტის რ.ნ.). მე მართლაც არ ვიცოდი თუ ამ სოფელს ძველად ბადაგონი ერქვა. ლამაზი სახელია...
ხოლო მეორე კოშკ-მარანი (?მგონი ამის მეტი კახეთში აღარ უნდა იყოს...?) მდებარეობს რუისპირში. შესაძლოა კილომეტრაჟი მეშლება, მაგრამ არა მგონია, რომ ცდომილებამ 3-5 კმ.ს გადააჭარბოს. ეს ორი მარანი არის უბრწყინვალესი ნიმუში იმისა, თუ რა მაღად დონეზე იდგა მაშინდელ საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობა, აღარას ვამბობ იმაზე, რომ ორთავე კოშკ-მარანი (და მეტადრე რუისპირისა) შესანიშნავი არქიტექტურული ნამუშევრებია.
ვინაიდან გამოიცანი შემოგვთავაზე რაიმე ახალი თავსატეხი...
-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 31 მარ 2010, 09:42
qvevri wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
ეს ეკლესია და კოშკ-მარანი მდებარეობს ზემო ხოდაშენში (ახმეტის რ.ნ.). მე მართლაც არ ვიცოდი თუ ამ სოფელს ძველად ბადაგონი ერქვა. ლამაზი სახელია...
ხოლო მეორე კოშკ-მარანი (?მგონი ამის მეტი კახეთში აღარ უნდა იყოს...?) მდებარეობს რუისპირში. შესაძლოა კილომეტრაჟი მეშლება, მაგრამ არა მგონია, რომ ცდომილებამ 3-5 კმ.ს გადააჭარბოს. ეს ორი მარანი არის უბრწყინვალესი ნიმუში იმისა, თუ რა მაღად დონეზე იდგა მაშინდელ საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობა, აღარას ვამბობ იმაზე, რომ ორთავე კოშკ-მარანი (და მეტადრე რუისპირისა) შესანიშნავი არქიტექტურული ნამუშევრებია.
ვინაიდან გამოიცანი შემოგვთავაზე რაიმე ახალი თავსატეხი...
ზემო ხოდაშენის ძველი სახელი ბადაგონია.
ალბათ, შემთხვევითი არაა, რომ მანდ ღვინის კომპანია სწორედ :ბადაგონის: სახელით დაფუძნდა.
რუისპირში ამ ძეგლს გულისხმობ?
ზემო ხოდაშენიდან 4-5 კმშია.
ზედა წერილში გიწერია :აღიოდე: და ვიფიქრე, :ასიოდეს: გულისხმობდი.
ხაშმი მართლაც დაახლოებით 100 კმთია დაშორებული ზემო ხოდაშენიდან, სადაც, თავის მხრივ, ასევე ნახავ მარანს, კოშკს, ტაძარს.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 31 მარ 2010, 10:12
GAMARJOBA SAKARTVELO
ზედა წერილში მართლაც შემშლია და ათიოდეს ნაცვლად აღიოდე დამიწერია.
შენი დადებული სურათი წმ. შიოს მონასტერია და ეს მართლაც ახლოსაა ზემო ხოდაშენთან, ამ ადგილს შიოს მარანსაც ეძახიან, მაგრამ მე რუისპირის კოშკ-მარანს ვდულისხმობ, რომელიც სხვა ადგილასაა და სხვა ნაგებობაა.
-
burdiani
- მაწანწალა
- Posts: 769
- Joined: 29 ივნ 2009, 14:46
- Location: სულ გზაში
Post
by burdiani » 31 მარ 2010, 11:45
GAMARJOBA SAKARTVELO
ზედა წერილში გიწერია :აღიოდე: და ვიფიქრე, :ასიოდეს: გულისხმობდი.
ხაშმი მართლაც დაახლოებით 100 კმთია დაშორებული ზემო ხოდაშენიდან, სადაც, თავის მხრივ, ასევე ნახავ მარანს, კოშკს, ტაძარს.
ხაშმი გზის გაყოლებით კია სადღაც ას კილომეტრში მაგრამ პირდაპირი ხაზით 25-30 კმითააა მოცილებული ხოდაშენიდან:)
საქართველოსთვის!
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 02 აპრ 2010, 11:54
მითხარი სად არის ეს და გეტყვი სადა ხარ შენ.

-
Makena
- იეტი
- Posts: 5267
- Joined: 28 აპრ 2007, 19:10
- Location: Golden Valley
-
Contact:
Post
by Makena » 03 აპრ 2010, 01:04
qvevri
უფ რა გასვლა იყო, საუცხოო ფოტოები გადავიღეთ, იმედია მოვა დრო და მაქაურობას უფრო კარგად შემოვივლით.